საზოგადოებრივი
104.5 FM
გონიოში ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა, რომელმაც იქვე მდგომი ექვსი ავტომობილი დააზიანა
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 13:07:00
გონიოში, საპატრული პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელმაც იქვე მდგომი ექვსი ავტომობილი დააზიანა, მათ შორის ერთი საპატრული პოლიციის ეკიპაჟის. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილობრივები საცხოვრებელი სახლის გადახურვასა და დაზიანებული ავტომობილების შეკეთებას ითხოვენ. სამაშველო სამსახურის ცნობით, ძლიერმა ქარმა გონიოში სახურავი ერთ-ერთ საჯარო სკოლასაც გადახადა. ქარმა პრობლემები შეუქმნა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავსაც. შემთხვევის ადგილებზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
წაკითხვა
დაზიანებილი სახურავები და მოგლეჯილი ხეები - ძლიერი ქარი თბილისში
განახლებულია: 2017-04-22 16:15:00
ძლიერი ქარის გამო, თბილისში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა. დახმარებას, ძირითადად, ძველი თბილისისა და ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობა ითხოვდა. ძლიერი ქარის გამო დაზიანდა რამდენიმე სახლის სახურავი. მოგლეჯილია ხეები. თავის არეში დაზიანებბი მიიღო 8 წლის ბავშვმა, რომელიც, მისი ოჯახის წევრების თქმით, ძლიერმა ქარმა წააქცია. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. მოზარდი ინგოროყვას კლინიკიდან უკვე გაწერეს.
წაკითხვა
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა
გამოქვეყნებულია: 2017-04-08 17:11:00
შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გამო, 8 აპრილს დღის ბოლოდან და 9-10 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ, განუცხადა დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში - თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 9-11 გრადუსამდე დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში 9-10 აპრილს ასევე წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 12-17 გრადუსი იქნება.თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ხოლო ქარის სიჩქარე 25 მეტრი-წამში. როგორც სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, გარეუბნებში ქარის სიჩქარე 28 მეტრ-წამი იქნება.სინოპტიკოსების ვარაუდით, მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მკვეთრად მომატება, ხოლო ზვავსაშიშ ზონებში იქნება ზვავის საშიშროება.ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის თქმით, 11 აპრილიდან გამოიდარებს.
წაკითხვა
ხანძარი საოკუპაციო ხაზთან
განახლებულია: 2017-03-30 16:15:00
ხანძარი საოკუპაციო ხაზთან - ცეცხლი სოფელ მერეთსა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისს შორის მინდორს და ვაშლის ბაღებს უკიდია. ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო ბრიგადები ცდილობენ. ხანძარს ებრძვიან საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი რუსი სამხედროებიც. ამ წუთებში სახანძრო მანქანა ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდანაც გამოჩნდა. 
წაკითხვა
სამტრედიის ქუჩაზე სახლის სახურავიდან ჩამოცვენილი სამშენებლო მასალა ავტომობილს დაეცა
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 23:25:00
ძლიერი ქარის შედეგად, სამტრედიის ქუჩაზე სახლის სახურავიდან სამშენებლო მასალა ჩამოცვივდა, რომელიც ავტომობილს დაეცა და დააზიანა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დღის მეორე ნახევარში, ძლიერი ქარის გამო, გამოძახებებმა იმატა და დედაქალაქის თითქმის ყველა უბნიდან დაფიქსირდა. ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ქალაქში გატარდა პრევენციული ღონისძიებებიც - მოიჭრა რამდენი გამხმარი ხე, რომლის წაქცევის საფრთხეც არსებობდა. შეგახსენებთ, თბილისში ქარის სიმძლავრემ რამდენიმე საათის წინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია, თუმცა სინოპტიკოსების განცხადებით, პიკი გადავლილია. მათივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი შენარჩუნდება, რომლის სიმძლავრე ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან შესუსტდება.
წაკითხვა
სინოპტიკოსები: ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია, თუმცა პიკი გადავლილია
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 22:48:00
თბილისში, აეროპორტის ტერიტორიაზე ქარის სიმძლავრემ რამდენიმე საათის წინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში დაუდასტურეს. ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, დაფიქსირდა ხანმოკლე დაქროლვა, რომლის სიჩქარე 32 მეტრი წამში იყო, რაც გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. კიდევ ერთი მაღალი მაჩვენებელი, 24 მეტრი წამში დაფიქსირდა ვაშლიჯვრის ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურზე. თუმცა, სინოპტიკოსების თქმით, პიკი ამ დროისთვის გადავლილია და აღარ განმეორდება. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ქარი შენარჩუნდება დღეს ღამით და ხვალ დილითაც, ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში, თუმცა მისი სიმძლავრე ხვალ საღამოსთვის შესუსტდება. სინოპტიკოსების განცხადებით, საქართველოში 23 მარტიდან გამოიდარებს და ტემპერატურა 16 გრადუსს მიაღწევს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით კი, დღის მეორე ნახევარში გამოძახებებმა იმატა და დედაქალაქის თითქმის ყველა უბნიდან დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ამ წუთისთვის ერთ-ერთი წერტილი, სადაც სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, სამტრედიის ქუჩაა. აქ ქარის შედეგად სახლის სახურავიდან ჩამოცვენილი სამშენებლო მასალა ავტომობი
წაკითხვა
თბილისში ძლიერი ქარის შედეგად ორ მანქანას ხე დაეცა
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 17:45:00
თბილისში ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რამდენიმე გამოძახება შევიდა.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დიღომში, „გუდვილთან“ ავტომობილს ხე დაეცა.მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა მუხათგევრდის სასაფლაოსთანაც. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ძირითადად გამოძახებების მიზეზი ხის ტოტების მოტეხვაა.„ყველა გამოძახებაზე ოპერატიული რეაგირება ხდება, მაშველები ადგილზე მუშაობენ“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.ასევე ძლიერი ქარია გორშიც. როგორც „მოამბის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ძლიერმა ქარმა გორში შენობებს სახურავი გადახადა.
წაკითხვა
თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
განახლებულია: 2017-02-19 12:11:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. დეპარტამენტის ცნობით, ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე გზის კმ35-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ1-კმ140 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე გზის კმ126-კმ140 (უწერა-შოვი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ125 (თეკალი-ბენიერი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდე
წაკითხვა
შეზღუდული მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - დიდთოვლობა აჭარაში
განახლებულია: 2017-02-17 16:35:00
თოვს აჭარაშიც. უკვე რამდენიმე საათია მოძრაობა შეზღუდულია ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. მიზეზი გზების მოყინვა გახდა. პრობლემებია მაღალმთიან აჭარაშიც, სადაც თოვლის საფარმა 2-ნახევარ მეტრს მიაღწია.მერაბ წულუკიძე დეტალებით ციხისძირიდან. 
წაკითხვა
ნაქერალის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 16:26:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ძლიერი ქარბუქისა და ზვავსშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ10-კმ34 აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წაკითხვა
ძევრი-ტყიბულის მონაკევთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 15:11:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 (ძევრი-ტყიბული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წაკითხვა
საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 10:05:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები: ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 10-კმ72 (სოფ.ორპირი-ამბროლაური) მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ1-კმ140 მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე  და ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158  (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წაკითხვა
უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ თოვლი და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი
განახლებულია: 2017-02-12 16:01:00
დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა დღეს 3-4 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს აქ წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო ჰაერი 6-7 გრადუსამდე გათბება, თუმცა ხვალიდან სინოპტიკოსები აქაც თოვლს პროგნოზირებენ. სინოპტიკოსები დღეს ღამით ყინვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვარაუდობენ. მაღალმთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცემა. შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი 17 თებერვლამდე შენარჩუნდება.
წაკითხვა
საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-12 09:58:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული: თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვისა და ლიპყონულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე  და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წაკითხვა
ბათუმში სახლის სახურავიდან ჩამოცვენილმა თოვლის მასამ მაღაზიების ფასადები დააზიანა
გამოქვეყნებულია: 2017-02-01 16:25:00
ბათუმში სახლის სახურავიდან ჩამოცვენილმა თოვლის მასამ სავაჭრო ობიექტების ფასადები დააზიანა. შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე მოხდა. ნგრევის ხმა ადგილობრივებმა დილის 07.00 საათზე გაიგეს. ისინი ტერიტორიის გაწმენდას ამ დრომდე ცდილობენ. მათი თქმით, სახურავებიდან ჩამოცვენილი თოვლის მასა საფრთხეს ქვეითებსაც უქმნის და მერიამ კორპუსების გადახურვის დროს შესაბამისი სტანდარტი უნდა დაიცვას.
წაკითხვა
31 იანვარს საქართველოში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 12:08:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელია.სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13, -16, მთიან რაიონებში -15, -18, მაღალმთაში -22, -25, დედაქალაქში -6, -8 გრადუსამდე დაეცეს.მათივე ინფორმაციით, სუბტროპიკულ ზონაში ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსოვანი, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს.
წაკითხვა
ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობა თავისუფალია
გამოქვეყნებულია: 2017-01-29 23:38:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 
წაკითხვა
ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობა აკრძალულია - ბოლო ინფორმაცია გზებზე არსებულ ვითარებაზე
გამოქვეყნებულია: 2017-01-29 16:50:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვისა და ლიპყინული გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. როგორც დეპარტამენტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს აცნობეს, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.მათივე ცნობით, ინტენსიური თოვისა  და ლიპყინულის  გამო, ქობულეთის შემოვლითი გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ქობულეთის მიმართულებით. ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.„ინტენსიური თოვისა და  ქარბუქის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალიაინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ4-კმ29 (თერჯოლა-ტყიბული) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე  და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ20-კმ72 (სოფ.ხრესილი-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.თოვისა და ლიპყინულის გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ30 მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.თოვისა და ლიპყინულის  გამო, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)  საავტომობილო გზის    კმ75-კმ97 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა) ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ0-კმ58 (გომბორი-შუამთა) მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი
წაკითხვა
საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
გამოქვეყნებულია: 2017-01-29 10:33:00
ორი დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით თოვს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს აცნობეს, ძლიერი თოვისა და ლიპყინული გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მათივე ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. „ინტენსიური თოვისა და  ქარბუქის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ4-კმ29 (თერჯოლა-ტყიბული) მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.თოვისა და ლიპყინულის  გამო, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)  საავტომობილო გზის    კმ75-კმ97 მონაკვეთზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72  (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა) ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ0-კმ58 (გომბორი-შუამთა) მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე  და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი
წაკითხვა
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თერჯოლა-ტყიბულის საგზაო მონაკვეთში გარკვეული შეზღუდვებია
გამოქვეყნებულია: 2017-01-29 10:12:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ4-კმ29 (თერჯოლა-ტყიბული) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს დეპარტამენტიდან აცნობეს, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვების გამოყენებით.აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წაკითხვა