საზოგადოებრივი
104.5 FM
ხულოში, ქარის გამო, ცეცხლის გავრცელების არეალი გაზრდილია - ორ კერასთან ტექნიკის შესაყვანად სამკილომეტრიანი გზა გაიჭრა
განახლებულია: 2017-09-05 20:45:00
მესამე დღე სტიქიიდან - ხულოში ცეცხლი ისევ არ არის ლოკალიზებული. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შავნაბადას მთაზე გაჩენილ ორ კერასთან, სადაც ტექნიკის შესაყვანად სამკილომეტრიანი გზის გაჭრა გახდა საჭირო. ქარის გამო, ცეცხლის გავრცელების არეალი გაზრდილია. ცოცხალ ძალასთან და ქართულ ვერტმფრენთან ერთად სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება თურქეთიდან გამოგზავნილი ვერტმფრენიც. 
წაკითხვა
ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან კახეთში - რთული ვითარებაა ართანასთან
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 18:21:00
ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან კახეთში. ცეცხლი სამ რაიონშია გავრცელებული. ყველაზე რთული ვითარება კვლავ სოფელ ართანასთანაა, სადაც ვერტმფრენიც მუშაობს. საგანგებო შტაბში ცოტახნის წინ თათბირი დასრულდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა. 
წაკითხვა
შავნაბადის მთაზე თურქულ სახანძრო ვერტმფრენს ელოდებიან - რა ვითარებაა ხულოში
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 18:18:00
ხულოში ხანძრის კერების ფართობი იზრდება. შავნაბადის მთაზე თურქულ სახანძრო ვერტმფრენს ელოდებიან. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩართულია ერთი ქართული საფრენი აპარატი. სამაშველო ოპერაცია კი ინტენსიურად გრძელდება. ტყის ხანძარს, რომელმაც უკვე მოიცვა წიწვოვანი ხეები, 500 ადამიანი ებრძვის.  სტიქიის ეპიცენტრამდე ტექნიკის მისაყვანად ორი მიმართულებით იჭრება გზა. საგანგებო შტაბის წევრები ვარაუდობენ, რომ დღის ბოლომდე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება ტექნიკა. არსებული ინფორმაციით, რომლის დაზუტებასაც სპეციალისტები ჯერ ვერ ახარხებენ, ხანძარმა სხვადასხვა ლოკაციაზე ერთად აღებული უკვე მოიცვა 5 ჰექტარი ფართობი.
წაკითხვა
ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან კახეთში - რა განცხადება გაკეთდა საგანგებო შტაბში
განახლებულია: 2017-09-05 16:16:00
ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან კახეთში. ცეცხლი სამ რაიონშია გავრცელებული. ყველაზე რთული ვითარება კვლავ სოფელ ართანასთანაა, სადაც ვერტმფრენიც მუშაობს. საგანგებო შტაბში ცოტახნის წინ თათბირი დასრულდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა. 
წაკითხვა
ხულოში ხანძრის კერების ფართობი გაიზარდა - ბოლო ინფორმაცია აჭარიდან
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 16:15:00
ხანძრის კერების ფართობი გაიზარდა ხულოში. ცეცხლის ქრობის პროცეში ავიაციაა ჩართული. შავნაბადას მთაზე ძლიერი დაკვამლიანეებაა, რაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ართულებს. მერაბ წულუკიძე დეტალებით. 
წაკითხვა
ართანასთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი დაკვამლიანება უშლის ხელს
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 12:10:00
ხანძარს ებრძვიან კახეთში. სოფელ ართანასთან პროცეში ჩართულია ავიაციაც. ქრობის სამუშაოებს ძლიერი დაკვამლიანება უშლის ხელს. ცეცხლის ლიკვიდაციას მაშველები უკვე მეთხე დღეა აგრძელებენ. ცნობილია, რომ შილდაში გაჩენილი ხანძრის კერა ლოკალიზებულია. 
წაკითხვა
ხულოში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება - შავნაბადას მთაზე მაშველები ცეცხლის ოთხ კერას ებრძვიან
განახლებულია: 2017-09-05 12:09:00
ხულოში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება. ავიაციას ამ წუთებში ელოდებიან. შავნაბადას მთაზე მაშველები ხანძრის 4 კერას ებრძვიან. ადგილზე მძიმე ტექნიკა აქტიურად მუშაობს და გზის გაჭრის სამუშაოებს აწარმნოებს. მერაბ წულუკიძე.დეტალებით.
წაკითხვა
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ირმა“ უახლოვდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 08:46:00
ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ჯერ კიდევ ქარიშხალ ჰარვის შედეგებს ებრძვიან, რეგიონს კი ახალი ციკლონი უახლოვდება. ქარიშხალ „ირმას“ გამო, ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადდა. ქარიშხალს სიმძლავრის მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული. როგორც მოსალოდნელია, „ირმა“ კარიბის ზღვის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულებს დღეს დაატყდება თავს. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია პუერტო რიკოშიც.
წაკითხვა
ტეხასში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 06:31:00
ტეხასში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჰარვი“, რომელიც ტეხასის დასავლეთ სანაპიროს 25 აგვისტოს დაატყდა თავს, ბოლო 50 წლის განმავლობაში შტატში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი გახდა. სტიქიური უბედურების გამო, საჭირო გახდა ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. ქარიშხალმა 200 000-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის შეფასებით, „ჰარვის“ შედეგად მიყენებული ზარალი 180 მილიარდ ევროს აღწევს. ფოტო: AP
წაკითხვა
ქარიშხალ „ირმას“ მოახლოების გამო, პუერტო-რიკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-04 22:28:00
პუერტო-რიკოში, ქარიშხალ „ირმას“ მოახლოების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარიშხლების მონიტორინგის ნაციონალური ცენტრის ინფორმაციით, „ირმა“ პუერტო-რიკოს ოთხშაბათს დაატყდება თავს. პუერტო-რიკოს გუბერნატორის, რიკარდო როსელოს განცხადებით, საგანგებო ფონდისთვის უკვე გამოიყო 15 მილიონი დოლარი. კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულების მთავრობა მოსახლეობას მზადყოფნისკენ მოუწოდებს. ქარიშხალ „ირმას“ სიმძლავრე მესამე კატეგორიას აღწევს. წვიმა და ძლიერი ქარი ანტიგუასა და ბარბუდაზე, დომინიკის რესპუბლიკაში, სენტ კიტსსა და ნევისზე, მონსერატზე, ანგილაზე, ბრიტანული ვირჯინიისა და სხვა კუნძულებზეა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ირმამ“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწიოს და ფლორიდას დაატყდეს თავს. თუმცა, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერ ნაადრევია. წყარო: ABCNEWS
წაკითხვა
მეწყრის და წყალდიდობის შედეგები სვანეთში - მესტიაში დახმარებას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 20:08:00
მეწყრის და წყლდიდობის შედეგები სვანეთში - უკვე მეორე დღეა დახმარებას ითხოვენ მესტიაში. მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი. სტიქიამ მილსადენები დააზიანა. რაც შეეხება სოფელ ჭონახს, 32 ოჯახი ამ დრომდე შემოვლითი გზით სარგებლობს რადგან ცენტრალრი გზა მეწყერს აქვს ჩახერგილი. სოფელ მაზერაში კი გეოლოგები მუშაობენ და მეწყერსაშიშ ზონებს სწავლობენ. სტიქიის ზონაში მოსახლეობა მუდმივად მორიგეობს, რომ საფრთხის შემთხვევაში, სოფლის გაფთხილება შეძლონ. 
წაკითხვა
ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია - მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 20:07:00
ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ჯუთაში ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრეები ამ დრომდე  იმყოფებიან. სამაშველო ბიგადებმა ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოახერხეს.
წაკითხვა
თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 17:57:00
თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი, დაახლოებით, 10 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული, - ამის შესახებ პირველ არხს, გამგებლის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძემ განუცხადა.„ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ამ წუთებშიც ვცდილობთ. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, რეინჯერები, პოლიციელები და ადგილობრივები, კერას სხვადასხვა მხრიდან ვუვლით. თუმცა ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, ბევრია წაქცეული და გამხმარი ხე და ადვილად ალდება. ხანძრის ჩასაქრობად ჯერჯერობით არასაკმარისი ძალები გვყავს“, - განაცხადა ლადო კახოიძემ.ხახაბოს ტყეში ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში ამ დრომდე არ ჩართულა საჰაერო ავიაცია. ორი ვერტმფრენი ამ დროისთვის შილდისა და ართანის ტყის ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს.
წაკითხვა
ხანძარი ხახაბოსა და ჯუთაში - რა ვითარებაა ადგილზე
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 16:07:00
ხანძარია თუშეთში სოფელ ხახაბოსთან. როგორც პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა განუცხადა, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან მიახლოებას კლდეებსა და მთებზე სავალი ბილიკებით შეეცდებიან. მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული ჯუთაშიც. ცეცხლი ბალახს მოეკიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სალიკვიდაციო ღონისძიებებში 10 მეხანძრეა ჩართული. ასევე სააგენტოს ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
წაკითხვა
კახეთში ხანძარს რამდენიმე ლოკაციაზე ებრძვიან - რა ვითარებაა კოხტას მთის ფერდობზე და შილდაში
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 16:05:00
ხანძარს რამდენიმე ლოკაციაზე ებრძვიან ამ წუთებში კახეთში. მაშველები სოფელ ართანასთან, კოხტას მთის ფერდობზე, ასევე სოფელ შილდის ტყეში ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო ცოტა ხნის წინ ავიაციაც. ადგილზე ერთი ქართული ვერტმფრენი უკვე მუშაობს. რამდენიმე წუთში სამუშაოებში 2 ირანული ვერტმფრენიც ჩაერთვება. კვამლი მოსახლეობამ დილით შენიშნა და შესაბამის სამსახურს შეატყობინა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან მიახლოება სპეციალური ტექნიკით ვერ მოხერხდა. მაშველებს დაახლოებით 5 კილომეტრის გავლა ფეხით მოუწიათ. ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.  
წაკითხვა
კოხტას მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 15:36:00
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, რომელსაც კიდევ ორი ირანული ვერტმფრენი დაემატება. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ვერტმფრენები წყლის მარაგს ლოპოტას ტბიდან შეივსებენ. კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის კერასთან სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის, ამიტომ ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
წაკითხვა
ხანძარი ჯუთაში - ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 14:07:00
ჯუთაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახებს უკიდია.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 10 მეხანძრე-მაშველია ჩართული.სააგენტოს ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
წაკითხვა
თუშეთში სოფელ ხახაბოსთან ხანძარია (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 13:42:00
თუშეთში სოფელ ხახაბოსთან ხანძარია. ომალოში ბაზირებული სახანძრო სამაშველო ჯგუფი უკვე გავიდა. როგორც პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიძემ განუცხადა, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან მიახლოებას კლდეებსა და მთებზე სავალი ბილიკებით შეეცდებიან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად კახეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონის სამსახურები არიან მობილიზებული.
წაკითხვა
სტიქიის გამო მესტიის მოსახლეობის ნახევარს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 12:20:00
სტიქიის გამო მესტიის მოსახლეობის ნახევარს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს და ყველა შესაბამისი კომპანიაა ჩართული, რათა წყლის მიწოდება აღდგეს, - ამის შესახებ მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, გზის გაწმენდის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ტექნიკა მობილიზებულია როგორც მულახში, ისე მესტია-ჭალაზე ჭოლაშის თემთან. „საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. თუმცა წყალმომარაგება ნახევარ მესტიას შეწყვეტილი აქვს, ჩართულია ყველა კომპანია, რომ ეს მომარაგება აღდგეს. ჭოლაშის თემს, რომელიც მოწყვეტილი იყო ალტერნატიული გზა გუშინ დღის ბოლომდე გავუხსენით და ახლა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაო, მაგრამ ამას სჭირდება დიდი დრო, პროექტები და სამუშაოები“, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. მესტიის რაიონში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე მულხურა ადიდდა, რომელმაც 5 ხიდი წაიღო და უშგულისკენ მიმავალი საავტომობილო გზა დააზიანა. უამინდობის გამო სოფელ ლატალში მეწყერი ჩამოწვა, დანგრეულია სოფლის შიდა გზა.   
წაკითხვა
სვანეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-02 12:08:00
 სვანეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. მესტიის გამგებლის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფელ ჭოლაშთან დაკავშირება შემოვლითი გზით უკვე შასაძლებელია, მდინარე მუხლურას ადიდების შედეგად დაზიანებული მთავარი გზის აღდგენას კი შედარებით მეტი დრო დასჭირდება. მიმდინარეობს სამუშაოები წყალმომარაგების აღგენისთვისაც. ამ დრომდე მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება
წაკითხვა