საზოგადოებრივი
104.5 FM
სინოპტიკოსები 3 დღის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე თოვას პროგნოზირებენ
განახლებულია: 2017-01-27 12:09:00
დღეიდან - მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები, ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქს და ყინვას პროგნოზირებენ. ზღვაზე კი შესაძლოა  2-3 ბალიანი ღელვა დაფიქსირდეს. საქართველოს მასშტაბით მოიმატებს  ღრუბლიანობა.  ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში -5 გრადუსი იქნება.
წაკითხვა
როდიონოვკა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2017-01-25 23:14:00
როდიონოვკა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვის, ძლიერი ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის მონაკვეთზე  კმ110–კმ146 ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“,- აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
წაკითხვა
რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
განახლებულია: 2017-01-22 16:03:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ზესტაფონის (კმ138–კმ193) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ადგილზე მობილიზიებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა, გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
წაკითხვა
საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია
გამოქვეყნებულია: 2016-12-18 10:02:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის კმ38-კმ50 (ტვიში-ალპანა) მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვლისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვებია საავტომობილო გზების შემდეგ მონაკვეთებზე: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ68-კმ125 (ცაგერი-ბენიერი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამავე გზის კმ1-კმ67 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე და  ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის  კმ10-კმ60 (ორპირი-ნაქერალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი
წაკითხვა
ინდონეზიაში მიწისძვრას 52 ადამიანი ემსხვერპლა
განახლებულია: 2016-12-07 12:31:00
ინდონეზიაში, აკეს პროვინციაში მომხდარ 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კუნძულ სუმატრაზე სტიქიამ შენობების მასობრივი ნგრევა გამოიწვია, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ ათეულობით მოქალაქე, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი. ინდონეზიის მეტეოროლოგიური სააგენტო ცუნამის საფრთხეს გამორიცხავს. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.  ფოტო: BNPB/Twitter
წაკითხვა
გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2016-12-04 13:30:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. „გზის წმენდა დაწყებულია გუდაურიდან, გუდაური-კობის პირველ მონაკვეთზე  (კმ93-კმ99). ზვავსაშიშროების რეჟიმი რჩება გუდაური-კობის მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106), სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. კობის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ზვავსაშოშროების მოხსნისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები ორივე მხრიდან.გუდაური-კობის მონაკვეთზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება“,-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხვა
ნატანებში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა
გამოქვეყნებულია: 2016-12-03 22:23:00
ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. დამძიმდა იმ ოჯახების მდგომარეობაც, რომლებიც წინა სტიქიის დროს დაზარალდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები სწავლობენ. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას შეუდგა. ხელისუფლების განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტი დახმარებას უახლოეს მომავალში გაუწევს. 
წაკითხვა
ქვეყნის მასშტაბით მოსულმა უხვმა ნალექმა საავტომობილო მაგისტრალებზე შეფერხებები გამოიწვია
განახლებულია: 2016-12-02 18:15:00
შეზღუდვები გზებზე. ქვეყნის მასშტაბით მოსულმა უხვმა ნალექმა საავტომობილო მაგისტრალებზე შეფერხებები გამოიწვია. ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შეზღუდვა მოქმედებს ხაშური-ახალციხე- ვალეს საავტომობილო მონაკვეთზეც,სადაც მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 
წაკითხვა
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული სადენები და სახურავები - სტიქია სამეგრელოში
გამოქვეყნებულია: 2016-11-21 14:51:00
ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. ქარის გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვებია, წალენჯიხისა და მესტიის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში. უფრო მეტად პრობლემურია ზუგდიდის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტები, სადაც ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელექროგადამცემი ხაზები დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ყველა პრობლემურ კერაზე მიმდინარეობს. ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ დაზიანებულია ძველი საცხოვრებელი სახლების სახურავები, ხობში, ჭყონდიდიელის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები ასევე დაზიანებულია ფოთში. სამივე მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. 
წაკითხვა
ქუთაისში ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა
განახლებულია: 2016-11-20 16:00:00
ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა. სახურავის ნაწილი სახლთან მდგომ ავტომობილს დაეცა და დააზაიანა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილობრივების განცხადებით, მათ გამოიძახეს სამაშველო სამსახური, რომლის წარმომადგენლებმა მხოლოდ სახურავიდან ჩამოვარდნილი მასალის ადგილიდან გატანა განახორციელეს, თუმცა, მათივე თქმით, სახლის სახურავის მეორე ნაწილიც გადახდილია და მისი კვლავ ჩამოვარდნის საფრთხე არსებობს. ადგილობრივი მოსახლეობა სახურავზე დარჩენილი მასალის გატანასაც ითხოვს. შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ. 
წაკითხვა
21-22 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, თბილისში კი მოთოვს
გამოქვეყნებულია: 2016-11-20 12:29:00
21-22 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი. თოვლი და ნისლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში. როგორც საზოგადოებრივს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსის უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, 21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში და დროგამოშვებით, 32 მ/წმ-მდე. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 3-8 გრადუსი სითბო, დღისით 9-14 გრადუსი; მთაში ღამით -3, +2, დღისით +4, +9 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით -8, -3, დღისით -1, +4. აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბერს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ასევე ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა ბარში ღამით -1, +4 იქნება, დღისით 0-5; მთაში -8, -3, დღისით 0-5; მაღალ მთაში ღამით -14, -9, ხოლო დღისით -5, 0. თბილისში 21 ნოემბერს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, თოვლ-ჭყაპი და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში. რაც შეეხება ტემპერატურას, თბილისში დღეს ღამით +2, ხოლო ხვალ +3. 22 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 15-20 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი - 28 მ/წმ-მდე; ღამით, დროგამოშვებით, 32 მ/წმ-მდე. 22 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ქარის სიჩქარე, სავარაუდოდ, შემცირდება. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამით 3-8 გრადუსი იქნება, დღისით 11-16; მთაში ღამით -6, -1, დღისით 5-10; მაღალ მთაში ღამით -9, -4, დღისით 0-5. აღმოსავლეთ საქართველოში 22 ნოემბერს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან თოვლი და ნისლი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -5, 0 იქნება, ხოლო დღისით 0-5; მთაში ღამით -8, -3, დღისით -1, +4; მაღალ მთაში ღამით -14, -9, დღისით -5, 0. თბილისში 22 ნოემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით მცირე თოვლი და ნისლი. ტემპერატურა ღამით -2, დღისით +2. 
წაკითხვა
თოვლი ნინოწმინდაში - ფოტორეპორტაჟი
გამოქვეყნებულია: 2016-11-17 12:04:00
ნინოწმინდაში თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრია. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გთავაზობთ ქალაქში არსებული ვითარების ამსახველ ფოტო რეპორტაჟს. 
წაკითხვა
რამდენიმე საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2016-11-17 11:22:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში. უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვის, ძლიერი ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–ფარავანი) კმ94–კმ110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.  ინტენსიური თოვის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წაკითხვა
სასწრაფოდ
მიწისძვრა საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2016-11-02 17:03:00
მიწისძვრა საქართველოში - 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები რაჭაში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ონიდან ოთხ კილომეტრში მდებარე სოფელი ფსორი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვედზეა განთავსებული. ნგრევის ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 
წაკითხვა
მაღალმთიან აჭარაში თოვლმა პრობლემები შექმნა
გამოქვეყნებულია: 2016-11-02 16:34:00
გადაუღებლად თოვს მაღალმთიან აჭარაში. ხულოს დაბლობში თოვლის საფარი 15, ხოლო მაღალ სოფლებში 30 სანტიმეტრს აღწევს. 60 სანტიმეტრია თოვლის საფარი გოდერძის უღელტეხილზე. ამ დროისთვის ელექტროენერგია დაახლოებით 25 სოფელს არ მიეწოდება. სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება ბაღებს, საციხურის, ღურტისა და კვატიის საბავშვო ბაღებში სწავლა ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეჩერდა. „ენერგოპრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და პრობლემა დღის მეორე ნახევრისთვის ნაწილობრივ მოგვარდება. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, შიდა სასოფლო გზებზე სატრანსპორტო გადაადგილება არ შეფერხებულა. ჩაკეტილია გოდერძის უღელტეხილი, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.
წაკითხვა
უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2016-10-23 11:40:00
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ, 24 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ 10 გრადუსამდე იქნება, დასავლეთში კი 15 გრადუსამდე. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსის უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება 25-26 ოქტომბერს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში 25 ოქტომბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. თბილისში მოსალოდნელია სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. 25 ოქტომბერს ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში წვიმას თოვლი შეცვლის. მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი წამში. ქარის ანალოგიური სიჩქარეა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში. 26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ნისლი, ზოგან თოვლ-ჭყაპი, მათ შორის თბილისის შემოგარენში. მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი - 20-15 მეტრი წამში. აღმოსავლეთ საქართველოშიც ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში იქნება, ზოგან კი ძლიერი, 17-22 მეტრი წამში. თბილისში 26 ოქტომბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი.რაც შეეხება ტემპერატურას, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერი 10-15 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 2-7 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში 25 ოქტომბერს 5 გრადუსი იქნება, 26-ში კი 2-4 გრადუსი. დღეს თბილი და უნალექო უნალექო დასავლეთში. 20-მდე დასავლეთში, აღმოსავლეთში 12. ხვალ თბილისში მცირე წვიმა და ნისლი, დღისით 11 გრადუსი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27-დან 29 ოქტომბრამდე გამოიდარებს. ამ პერიოდში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთში კი 15-მდე.
წაკითხვა
ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ პრობლემები შექმნა რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 2016-10-18 20:36:00
ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ პრობლემები შექმნა რეგიონებში. შეზღუდვებია საავტომობილო გზებზე, რთული ვითარებაა სოფლებშიც.  მთა-თუშეთის  მოსახლეობა მესამე დღეა რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი. უამინდობამ მეწყრული პროცესები გამოიწვია ხულოში. რა ვითარებაა სტიქიის ზონებში და როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი - დეტალები სიუჟეტში.  
წაკითხვა
გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2016-10-17 17:08:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.როგორც დეპარტამენტში განმარტავენ,ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
წაკითხვა
საქართველოში არამდგრადი ამინდი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2016-10-17 15:34:00
საქართველოში არამდგრადი ამინდი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა განუცხადა. სვეტლანა ნიორაძის თქმით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ნიორაძის ინფორმაციით, აქ შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. "18 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ტემპერატურა  +19 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთში კი პირიქით, აცივდება, ტემპერატურა +5 , +10 გრადუსი იქნება. მაღალმთიანი რეგიონებში მოთოვა და ხვალაც მთაში თოვლია მოსალოდნელი. შემდეგ დღეებში უკვე გამოიდარებს",- განაცხადა ნიორაძემ.რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალაც იწვიმებს, მაქსიმალური ტემპერატურა კი, ნიორაძის ინფორმაციით, +9 გრადუსი იქნება. 
წაკითხვა
მეწყერის გამო, ნოქალაქევი - დიდი ჭყონის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია
გამოქვეყნებულია: 2016-09-25 16:01:00
ამ წუთებში, ნოქალაქევი - დიდი ჭყონის გზაზე მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე სავალი ნაწილი ჩაიწია, რის გამოც, მანქანების მოძრაობა აკრძალულია. მოძრაობა განხორციელდება სენაკი-ნოქალაქევი-ხონის, აბაშა-მარტვილის და მარტვილი- ჩხოროწყუს საავტომობილო გზების გავლით. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები. 
წაკითხვა