საზოგადოებრივი
104.5 FM
მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ცეცხლის კერები ლიკვიდირებულია - წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 2 ჰექტრამდე ტერიტორია
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 20:49:00
მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ცეცხლის კერები ლიკვიდირებულია. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 2 ჰექტრამდე ტერიტორია. ადგილზე 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო შსს-ს ვერტმფრენიც. შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის ფერდობზე ბოლო ერთ თვეში ხანძარი უკვე მეორედ გაჩნდა. გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.
წაკითხვა
მესტიის რაიონში მდინარე მულხურა ადიდდა, 5 ხიდი წაიღო და უშგულისკენ მიმავალი საავტომობილო გზა დააზიანა
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 20:47:00
სტიქიას ებრძვიან მესტიის რაიონში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე მულხურა ადიდდა, რომელმაც 5 ხიდი წაიღო და უშგულისკენ მიმავალი საავტომობილო გზა დააზიანა. შედეგად მულახის თემის სოფელ ჭოლაში მცხოვრები 32 ოჯახი ამ დრომდე გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს, მიმდინარეობს დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები. უამინდობის გამო სოფელ ლატალში მეწყერი ჩამოწვა, დანგრეულია სოფლის შიდა გზა.    
წაკითხვა
მთაწმინდის ფერდობზე ორ ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა - რა ვითარებაა ადგილზე
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 18:05:00
ხანძარი თბილისში - მთაწმინდის აღმოსავლეთ ფერდობზე ორ ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს მოედო. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის დროული ლოკალიზება მოახერხეს. ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართული ოყო ვერტმფრენიც.  ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.
წაკითხვა
შს მინისტრის ინფორმაციით, აბასთუმანში დაკვამლიანება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არის
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 16:10:00
აბასთუმნის ტყეში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ტერიტორიაზე დაკვამლიანება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არის. ცოცხალი ძალა გარკვეულ ზონებში ნიადაგის პრევენციულ დამუშავებაას აწარმოებს. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
წაკითხვა
ძლიერი წვიმა მესტიაში - 32 ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 16:05:00
ძლიერი წვიმა მესტიაში - 32 ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი რამდენიმე სოფელში გზებია დაზიანებული. ადიდებულმა ღელემ დროებით შეაფერხა საგზაო მოძრაობა.სოფელ ლატალის, ლეშუკვისა და იენაშის თემებში დაზიანებულია შიდა საავტომობილო გზები. სოფელში  ექვსი ოჯახის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები  დაიტბორა.
წაკითხვა
მთაწმინდაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 16:03:00
მთაწმინდაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც. ხანძარი დაახლოებით 2 ჰექტარზე იყო გავრცელებული. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. მთაწმინდის ფერდობზე ამ დრომდე ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
წაკითხვა
აბასთუმნის ტყეში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 12:14:00
აბასთუმნის ტყეში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შინაგან სამეთა მინისტრის ცნობით, ტერიტორიაზე დაკვამლიანება აღარ არის. ცოცხალი ძალა გარკვეულ ზონებში ნიადაგის პრევენციულ დამუშავებაას აწარმოებს. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია - რა სამუშაოები მიმდინარეობს ნახანძრალ ტერიტორიაზე
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 20:08:00
ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. ამ დროისთვის წაღვერის, ყვიბისის და არდაგანის ტყესთან, პრევენციის მიზნით, ნიადაგის დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, რათა ნახანძრალი კერების ხელახლა გაღვივება არ მოხდეს.მიმდებარე სოფლებში საგანგებო ზომები მოხსნილია, თუმცა ხეობაში ჯერ ისევ მოქმედებს საგანგებო შტაბი და საველე ოპერაციების ცენტრი, რომელიც ტყის მასივში მიმდინარე სამუშაოებს კოორდინირებას უწევს. ბორჯომში მობილიზებული ცოცხალი ძალის რაოდენობა 700-ს აღწევს, მეხანძრე-მაშველების გარდა, მათ შორისაა თავდაცვის სამინისტროს ასეულიც.  
წაკითხვა
აბასთუმანში, მიუვალ ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, დაბაში საგანგებო შტაბი იქმნება - რა ეტაპზეა სალიკვიდაციო სამუშაოები
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 20:05:00
სტიქიის ზონა ამჯერად აბასთუმანია. იწვის ტყის მიუვალი ნაწილი. რთული რელიეფური პირობების გამო ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. ცეცხლის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის გავრცელების არეალი ხუთ ჰექტრამდე აღწევს.მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიას საგანგებო დეპარტამენტის თანამშრომლებიც ებრძვიან. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, ადგილზე სპეციალური ტექნიკის მობილიზებაა საჭირო. ცეცხლის კერებთან და მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი კვამლია.         რა ეტაპზეა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები - გურამ როგავა დეტალებით.ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
შს მინისტრი: აბასთუმნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძართან საბრძოლველად სპეცტექნიკის ჩართვა იქნება საჭირო
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 18:07:00
აბასთუმნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძართან საბრძოლველად სპეცტექნიკის ჩართვა იქნება საჭირო. ამის შესახებ პირველ არხთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ხანძარი პრაქტიკულად უღრან ტყეში მძვინვარებს.
წაკითხვა
სამცხე-ჯავახეთში ხანძარს ებრძვიან - რა ვითარებაა აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 18:05:00
სვირის შემდეგ ღია ცეცხლს მეხანძრე-მაშველები აბასთუმანის მიმდებარე ტერიტორიაზე ებრძვიან. სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და ცოცხალი ძალა. რთულად მისადგომი ადგილის გამო, ტერიტორიაზე გადაადგილება უჭირს ტექნიკას. ადგილზე მობილიზებული არიან ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც ცეცხლთან ბრძოლაში ერთვებიან გურამ როგავა არკვევს დეტალებს. ბოლო ინფორმაციას ის პირდაპირ ეთერში მოგვაწვდის . გურამ თუ დადგინდა დეტალები ცეცხლის გავრცელების არეალზე . 
წაკითხვა
ბორჯომის ხაობაში ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია - საგანგებო შტაბი მუშაობას განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 16:12:00
ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ხეობაში ცეცხლი სრულად არის ჩამქრალი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაშველები ნახანძრალ ტერიტორიას ამუშავებენ, რათა კერებზე ცეცხლის გავრცელება აღარ მოხდეს.   
წაკითხვა
ხანძარი აბასთუმანში - ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთო
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 16:07:00
ხანძარი აბასთუმანში - ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთო. ავიაციამ აბასთუმანში ახალციხიდან გადაინაცვლა. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ტყის რა ფართობი იწვის ჯერ უცნობია, თუმცა საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტში აცხადებენ,რომ  ხანძრის არეალი დიდი არ არის. 
წაკითხვა
ვის მიმართა ქვეყანამ დახმარებისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს - ენმ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს -რა განმარტებას აკეთებს უწყება
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 12:11:00
"ნაციონალური მოძრაობა“ ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. სალომე სამადაშვილი ამბობს რომ დღის განმავლობაში საგარეო უწყებას სადეპუტატო კითხვით მიმართავს და ინფორმაციას მოითხოვს იმის თაობაზე, თუ ვის მიმართა ქვეყანამ დახზმარებითვის. შეგახსენებთ, ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთის მხიდან დახმარების შეთავაზებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა. უწყების წერილში ნათქვამია:„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის. მიმართვა მოხდა როგორც გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნებისადმი. ასევე, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად შედგა სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისეთი ტექნიკით, რომელიც, გართულების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურ წარმოებას. თუმცა, მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა.
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში მეხანძრე-მაშველები ნახანძრალ ტერიტორიას ამუშავებენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 12:08:00
ბორჯომის ხეობაში  საგანგებო შტაბი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ცეცხლი სრულად არის ლოკალიზებული, თუმცა მაშველები ნახანძრალ ტერიტორიას ამუშავებენ. 
წაკითხვა
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სვირის ტყეში - რა ვითარებაა ადგილზე
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 12:05:00
ახალციხეში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო. სოფელ სვირის ტყეში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან ჩართული. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დასახლებულ პუნქტამდე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. გურამ როგავა სტიქიის ზონიდან 
წაკითხვა
ბორჯომსა და ახალციხეში წვიმიანი ამინდი 31 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-28 21:03:00
ბორჯომსა და ახალციხეში არამდგრადი და წვიმიანი ამინდი 31 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდება. ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.„ღრუბლიანობა ბორჯომის ტერიტორიაზე შენარჩუნდება, დროგამოშვებით იწვიმებს 31 აგვისტოს ჩათვლით. რაც შეეხება ახალციხეს, აქაც არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება. ჩვენი პროგნოზია, რომ აქაც 31 აგვისტოს ჩათვლით, დროგამოშვებით უნდა იწვიმოს“,- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
წაკითხვა
ტეხასის შტატის ცენტრალურ ნაწილში ქარიშხალი „ჰარვი“ მძვინვარებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 20:22:00
ტეხასის შტატის ცენტრალურ ნაწილში ქარიშხალი „ჰარვი“ მძვინვარებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ღამით ძლიერ სტიქიას ელოდებიან. რამდენიმე ქალაქში, წყალდიდობის საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა მოსახლეობას მოუწოდა, საცხოვრებელი ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ. ქალაქ როქსპოტიდან 10 ათასი ადამიანი უკვე ევაკუირებულია. 200 ათას აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შტატის ცენტრალურ ნაწილში მაგისტრალები გადაიკეტა, შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ტეხასში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებას არ აპირებს.
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ღია კერები აღარ არსებობს, სამხედროები ხეობას ეტაპობრივად დატოვებენ - როგორ აფასებენ ადგილზე ვითარებას შს და თავდაცვის მინისტრები
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 20:05:00
შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ბორჯომის ხეობას ეტაპობრივად, 2 დღის განმავლობაში დატოვებენ. 1200 სამხედრო მოსამსახურიდან ადგილზე მხოლოდ ერთი ასეული დარჩება, რომელიც ბორჯომის ხეობაში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გაუწევს.მუშაობას კვლავ აგრძელებს საგანგებო შტაბი. ცოტა ხნის წინ მდგომარეობა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა შეაფასეს. ნინო ფისაძე გაგვაცნობს ბოლო ინფორმაციას ხეობიდან, ნინო 
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ავიაცია ხანძრის რამდენიმე კერის ლიკვიდაციას ცდილობს, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და სამხედროები
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 16:05:00
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის უკვე სამი ვერტმფრენია ჩართული. ავიაცია ხანძრის რამდენიმე კერის ლიკვიდაციას ცდილობს. ადგილზე მუშაობს ასევე ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, სამხედროები. რომელი ადგილი რჩება ყველაზე რთულ წერტილად და კონკრეტულად რა სამუშაოებს ატარებენ მეხანძრეები -ნინო ფისაძე დეტალებით. 
წაკითხვა