საზოგადოებრივი
104.5 FM
სასწრაფოდ
დიდთოვლობა საქართველოში - მთავრობა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 20:08:00
ინტენსიური თოვის გამო მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია. ყაზბეგი და ნინოწმინდა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დარიალის ხეობაა. გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება ისევ აგრძალულია. ზვავი ჩამოწვა დუშეთის რაიონში. რა ხდება საქართველოს საავტომობილო გზებზე და მაღალმთიან სოფლებში რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად -სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
დიდთოვლობა საქართველოში - დარიალის ხეობაში ისევ ზვავსაშიშროებაა
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 16:05:00
დიდთოვლობა საქართველოში - დარიალის ხეობაში ისევ ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გუდაური-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო გადაადგილება აკრძალულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ მლეთასა და ნაღვარევში ზვავია ჩამოწოლილი. სტეფანწმინდაში ამ წუთებშიც თოვს - ადგილზე ნალექის საფარი უკვე მეტრნახევარს აჭარბებს, რის გამოც ფასანაურიდან დაბა გუდაურამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია. სტიქიის ეპიცენტრია ნინოწმინდაც, საიდანაც დღეს დილით ათეულობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. თუმცა სტიქიის ზონაში ავტომობილების ნაწილი ამ დრომდე  რჩება. უხვ ნალექს და ძლიერ ყინვებს სინოპტიკოსები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.  
წაკითხვა
მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 14:54:00
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათივე ინფორმაციით, დიდთოვლობაა გუდაურშიც, სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია. სტიქიის ზონაში, ვითარების ადგილზე შესასწავლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი გაემგზავრა. ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვები საქართველოს საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეა დაწესებული. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილებიდან 200 ადამიანი გამოიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 14:19:00
ნინოწმინდის რაიონში, საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილებიდან სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით 200 ადამიანი გამოიყვანეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, მათ შორის ბავშვები და მოხუცებიც არიან.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყინვებია მოსალოდნელი
განახლებულია: 2015-01-06 12:16:00
 მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყინვებია მოსალოდნელი. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში აღმოსავლეთის ქარი იქროლებს. 8 იანვრიდან კი, ქვეყნის მასშტაბით, თოვლია მოსალოდნელი. როგორც სპეციალისტები ვარაუდოებენ, 10 იანვრიდან ნალექი შეწყდება, თუმცა დაბალი ტემპერატურა მაინც შენარჩუნდება. 
წაკითხვა
დიდთოვლობა საქართველოში და შეზღუდვები გზებზე
განახლებულია: 2015-01-06 12:10:00
საქართველოს საავტომობილო გზებზე ისევ შეზღუდვებია. ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთი მესამე დღეა, ჩაკეტილია. მითითებულ ტერიტორიაზე გადაადგილება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. შეზღუდვებია დაწესებული ახალციხე-ნინოწმინდის და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე, ასევე, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთებზე. მითითებულ ტერიტორიაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა ნებადართული არ არის, დანარჩენი ტრანსპორტისთვის კი გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა ნებადართული.   
წაკითხვა
გუდაური-კობის გზა პარალიზებულია, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კი ყინვებია მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 20:23:00
პარალიზებული სასაზღვრო მონაკვეთი - ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის საავტომობილო გზა ამ დრომდე ჩაკეტილია. სატრანსპორტო მოძრაობის აკრძალვის გამო, საზღვრის გადაკვეთის მსურველებს სოფელ მლეთაში უწევთ გაჩერება. რაც შეეხება იმ ტურისტებს, რომლებიც გუდაურის მიმართულებით მიდიან, მათთვის გადაადგილება შეზღუდული არ არის. ჩაკეტილი გზა ამინდის გაუმჯობესებისთანავე უნდა გაიხსნას, თუმცა, სინოპტიკოსების პროგნოზი დამაიმედებელი არ არის. მომდევნო დღეების განმავალობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყინვებია მოსალოდნელი. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი დილიდან გუდაურში მუშაობს - რეპორტაჟი სტეფანწმინდის რაიონიდან, სადაც ამ წუთებშიც თოვს.
წაკითხვა
გუდაური-კობის ჩაკეტილი მონაკვეთი და შეზღუდვები დარიალის ხეობაში
განახლებულია: 2015-01-05 16:44:00
ზვავსაშიშროება კობი-გუდაურის გზაზე - მოძრაობა პარალიზებულია. აკრძალულია ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება. შეზღუდვებია დარიალის ხეობაშიც. აქ მანქანები მოძრაობენ, მაგრამ მძღოლებს გაჩერება ეკრძალებათ.
წაკითხვა
უახლოეს დღეებში საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 12:12:00
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ კობი-გუდაურის შემდეგ, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას რიკოთზეც. მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდი იცვლება. ქვეყანაში ყინვა იწყება. თბილისში 8 იანვარს თოვლს ელოდებიან, 9-ში მინუს 5 გრადუსს. ყინვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ რეგიონებშიც. იქნება ქარი და ნალექი. შიდა ქართლში მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ.
წაკითხვა
სამაშველო ოპერაცია ბახმაროში - სპეციალისტები ზვავში მოყოლილ ახალგაზრდას ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2015-01-03 14:19:00
ბახმაროს მთებში ზვავში მოყოლილი ერთი მთასვლელის ძებნა ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. სამაშველო ღონისძიებებში   დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები,  მაშველები გურიიდან და ბათუმიდან. ძებნაში მონაწილეობენ პროფესიონალი მთასვლელებიც. დღეს დილით   იპოვეს სამი ახალგაზრდა, რომლებიც ზვავ ს შემთხვევით გადაურჩენენ. მათ ვერტმფრენით გადმოყვანაზე უარი თქვეს და საკუთარი მეგობრის ძებნის ოპერაციაში ჩაერთნენ. მასშტაბური  სამაშველო ღონისძიება კურორტ ბახმაროდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მიმდინარეობს, რომელიც ზვავსაშიში ზონაა. ბახმაროში 4 ახალგაზრდა გუშინ დილით გაუჩინარდა .ისინი მთების დასალაშქრად ხულოდან გადავიდნენ . ზვავის ჩამოწოლის შემდეგ ერთი ახალგაზრდა გაუჩინარდა , რომელის ადგილსამყოფელიც ამ დრომდე უცნობია.
წაკითხვა
ბახმაროში ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა
გამოქვეყნებულია: 2015-01-03 12:17:00
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა. ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ბახმაროში დაკარგულ კიდევ 3 ადამიანს ეძებენ. ოთხი ახალგაზრდა ბახმაროში 31 დეკემბერს წავიდა. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია
გამოქვეყნებულია: 2015-01-03 11:49:00
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. როგორც საგზაო დეპარტამენტში განაცხადეს, ამავე გზის 134-135კმ მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.ზვავსაშიშროების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. ამ დროისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზვავსაშიშროება არ არსებობს.გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
თბილისში ახალი წლის დღეები თოვლის გარეშე ჩაივლის
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 12:44:00
ხვალ პირველი იანვარია, დედაქალაქში კი უჩვეულოდ თბილა. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ახალი წლის დღეები  თოვლის გარეშე ჩაივლის. მაგრამ იქნება არამდგრადი ამინდი. რაც შეეხება რეგიონებს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი, ბარში კი იწვიმებს. 
წაკითხვა
ახალი წლის დღეებში სინოპტიკოსები თბილისში კარგ ამინდს ვარაუდობენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 11:48:00
ახალი წლის დღეებში სინოპტიკოსები  თბილისში კარგ ამინდს ვარაუდობენ. დღეს შედარებით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.  რაც შეეხება რეგიონებს, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი,   ბარში კი წვიმაა ნავარაუდევი.  
წაკითხვა
საქართველოს მოქალაქის სამდღიანი ძებნა დასრულდა - მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 20:05:00
ადრიატიკის ზღვა ისევ მოვლენათა ეპიცენტრშია. საქართველოს მოქალაქის სამდღიანი ძებნა დასრულდა, მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს. ბორანზე, რომელსაც ალბანეთის სანაპიროსთან გაუჩნდა ცეცხლი და საბერძნეთიდან იტალიაში მიდიოდა,  9 ქართველი იმყოფებოდა. რვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ქალაქ ბარის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან.სალომე ქოქიაშვილი არა მხოლდ საქართველოს მოქალაქეების შესახებ იკვლევდა ინფორმაციას - ბორანზე მყოფთა ზუსტი სიის დადგენასაც ცდილობს. დაკარგულთა საერთო რაოდენობა ისევ დაუდგენელია.
წაკითხვა
სინოპტიკოსები საქართველოში ახალი წლის დღეებში თოვლს არ ვარაუდობენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 14:26:00
სინოპტიკოსები საქართველოში ახალი წლის დღეებში თოვლს არ ვარაუდობენ. როგორც  გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე  ნინო წვერავამ განაცხადა, წინასაახალწლოდ და ახალი წლის დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მათ შორის თბილისშიც. მისივე თქმით, ახალი წლის ღამით თოვლი მოსალოდნელია მესტიაში, გუდაურსა და ფასანაურში. 4 იანვრამდე დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით +4;+9; დღისით - +9; +14; მთაში ღამით - 0; +5; დღისით +4; +9; მაღალმთაში ღამით  -3;+2; დღისით - 0;+5;აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 0;+5; დღისით - +4;+9; მთაში ღამით - -3;+2; დღისით +3;+8; მაღალმთაში -7-2; -1;+4; თბილისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით +3; დღისით - +6 იქნება.4 იანვრის შემდეგ საქართველოში აცივდება და არამდგრადი ამინდები იქნება. წყარო; "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
საბედისწერო რეისი - საქართველოს ორი მოქალაქის, მათ შორის სასულიერო პირის ადგილსამყოფელი უცნობია
გამოქვეყნებულია: 2014-12-29 20:05:00
საბედისწერო რეისი საბერძნეთიდან იტალიისკენ - ადრიატიკის ზღვაში ცეცხლმოკიდებულ ბორანზე სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.ევაკუირებულია ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, მათ შორის საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია ორი ქართველის ადგილსამყოფელი. მათგან ერთი სასულიერო პირი მამა ილია კარტოზიაა, რომელიც იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ადგილების მოსალოცად მიემგზავრებოდა. მათი ადგილმდებარეობის დასადგენად, იტალიაში საქართველოს საელჩო ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საბერძნეთის ქალაქ პატროსიდან იტალიის მიმართულებით მიმავალ „ნორმან ატლანტიკს“ ხანძარი შუა ზღვაში გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებულ ხომალდზე, რომელიც ნელ-ნელა იძირებოდა, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია საბერძნეთის ხუთი მოქალაქე. არიან დაშავებულებიც.დილიდან სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს სალომე ქოქიაშვილი ადევნებდა თვალს.
წაკითხვა
აშშ-ში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 14:01:00
ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს შეერთებულ შტატებში. ათობით მძიმედ დაშავდა.განსაკუთრებით რთული მდგომარეობა მისისიპის შტატშია. შტატის ხელმძღვანელობის განცხადებით, სტიქიამ შენობების დიდი ნაწილი დააზიანა. აღარ ფუნქციონირებს ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც დაახლოებით 7 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
წაკითხვა
მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 14:13:00
საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში, 4:43 საათზე, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რუსეთში, დაღესტნის ტერიტორიაზე იყო. როგორც  სეისმური მონიტორინგის ცენტრში განაცხადეს, საქართველოში ბიძგების სიმძლავრე დაახლოებით 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა და ყველაზე მეტად ყვარელში იქნებოდა შესამჩნევი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
უჩვეულო ქარიშხალი სამხრეთ კალიფორნიაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 12:54:00
სამხრეთ კალიფორნიას რეგიონისთვის უჩვეულო სიმძლავრის ქარიშხალმა გადაუარა, რამაც ლოს ანჯელესში განთავსებულ საცხოვრებელ სახლებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 40 ათასი მცხოვრები. ამინდის ნაციონალური სამსახურის ინფორმაციით,  ეს ყველაზე ძლიერი ქარიშხალია გასული ათი წლის განმავლობაში. 
წაკითხვა