საზოგადოებრივი
104.5 FM
11 გარდაცვლილი, 100-ზე მეტი დაკარგული -მეწყერი ინდონეზიაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 12:51:00
მეწყერი ინდონეზიაში. გადაუღებელი მუსონური წვიმების შედეგად კუნძულ იავაზე მეწყერი ჩამოწვა. დაღუპულია, სულ მცირე, 11ადამიანი, 100-ზე მეტი კი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, თუმცა მეწყერში მოყოლილების გადარჩენის შანსები სულ უფრო მცირდება. ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან 375 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. 
წაკითხვა
უამინდობა ევროპაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 13:57:00
უამინდობა ევროპაში. ოთხი ადამიანი ემსხვერპლა გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას საბერძნეთში. უამინდობას თან დაერთო ქვეყნის ჩრდილოეთით მდინარეზე არსებული დამბის გარღვევაც. წყლის ნაკადმა მიმდებარე ტერიტორია წალეკა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გადაუღებელმა წვიმებმა და უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა რუმინეთსაც. უამინდობამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალების პარალიზება გამოიწვია. ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასაც. ხელისუფლებამ მოსახლეობას ონკანიდან სასმელი წყლის მიღებისგან თავის შეკავება ურჩია. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 
წაკითხვა
წყალდიდობა ბრაზილიაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 14:27:00
ბრაზილიაში წყალდიდობაა. სან პაულუს ნაწილი თითქმის მთლიანად წყლითაა დაფარული, რის გამოც შეზღუდულია მოძრაობა და დატბორილია საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი.სტიქიის ზონაში მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმა მომდევნო სამი დღის განმავლობაში   გაგრძელდება.
წაკითხვა
უამინდობა ბრიტანეთში
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 14:25:00
დიდი ბრიტანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში ციკლონია. შოტლანდიაში 17 000 ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.ქარის სიჩქარე 100-130 კილომეტრს აღწევს. რამდენიმე საგრაფოში საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეზღუდულია. ჩაკეტილია რამდენიმე ხიდი.მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა სტიქიის  გაძლიერების შესახებ უკვე გააფრთხილა.
წაკითხვა
ტაიფუნი ფილიპინებზე
განახლებულია: 2014-12-07 14:17:19
ფილიპინებზე ტაიფუნი „ჰაგულიტი“ მძვინვარებს.  სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 195 კილომეტრს აღწევს. დანგრეულია სახლების უმრავლესობა.დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები
წაკითხვა
შტორმი, დატბორილი ბულვარი და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - სტიქია აჭარაში
განახლებულია: 2014-12-03 01:46:02
6-ბალიანი შტორმი ბათუმში - დაიტბორა ძველი და ახალი ბულვარის ნაწილი. წყალმა ანბანის კოშკამდე მიაღწია. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ზარალს ითვლიან ქობულეთშიც. ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლები სამტრედიაშიც დატბორა.
წაკითხვა
ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დედამიწაზე - გაფრთხილება მოსახლეობას
განახლებულია: 2014-12-03 01:41:44
დედამიწა კოსმიური ქარიშხლის დარტყმის ქვეშ მოექცა. გეომაგნიტური ცვლილებების მიზეზი მზეზე ამოფრქვევების მთელი სერია გახდა. მეცნიერების განმარტებით, პლანეტას თავს ელექტრონებისა და პროტონების ნამდვილი ნიაღვარი დაატყდა. არ არის გამორიცხული, ამან გავლენა კავშირგაბმულობაზეც მოახდინოს. მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ყურადღება მიაქცონ საკუთარ ჯანმრთელობას.მაგინიტურმა ქარიშხალმა, შესაძლოა, წნევის ცვალებადობა გამოიწვიოს, ასევე ტაქიკარდია, თავის ტკივილი და უძილობა. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ბოლო დროს დაფიქსირებული ერთერთი ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია.
წაკითხვა
სტიქია საქართველოში
განახლებულია: 2014-12-03 01:39:43
ძლიერმა ქარმა ავლაბარში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევა წითელწყაროს ქუჩაზე მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფი მუშაობს. ძლიერმა ქარმა მცირედი დაზიანება მიაყენა იუსტიციის სახლსაც. ქარის გამო დედაქალაქში ამ დროისთვის 50 მსგავსი შემთხვევაა დაფიქსირებული. სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ბათუმში. სავარაუდოდ, დაკარგული მამაკაცი მეთევზეა. ამ დრომდე ვერ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. გვიან ღამით შტორმმა 6 ბალს მიაღწია, რის გამოც წყალმა ქალაქის მთელი სანაპირო ზოლი ჩამორეცხა. დატბორილია ქუჩები და რესტორნები. სტიქიამ განსაკუთრებით ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია დააზიანა. ძლიერი წვიმის მოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ქალაქის დიდი ნაწილი დაიტბოროს. ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური, სახანძრო და შპს "ბათუმის წყლის" სპეციალური ჯგუფები. ძლიერმა ქარმა გორში 12 საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა. ერთ-ერთი სახურავი შინდისის გზატკეცილზე "მერსედესის" მარკის ავტომანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად, მძღოლმა თავის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. გორში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. შემთხვევის ადგილები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაჟორიტარ დეპუტატთან და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
წაკითხვა
შეზღუდვები საქართველოს საავტომობილო გზებზე
განახლებულია: 2014-12-02 14:22:14
თბილისში მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ყოველწლიური ფესტივალი მოჰსენ მახმალბაფის ფილმ “პრეზიდენტის” ჩვენებით დაიწყო. შეზღუდვები საქართველოს საავტომობილო გზებზე- დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტით გადაადგილება ღამით აკრძალული იყო.მოძრაობა შეეზღუდა მისაბმელიან, ნახევრად მისაბმელიან და სატვირთო ტრანსპორტს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა იყო მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. გზის ამ მონაკვეთზე სპეციალურმა ჯგუფებმა ტექნიკური მარილი დაყარეს. ამ დროისთვის რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის ნებადართულია.დიდთოვლობის გამო მოძრაობა შეიზღუდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზეც. ამ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. გზებზე დაწესებული რეჟიმის შესახებ ინფორმირებულია ყველა იმ ქვეყნის საელჩო, რომელიც სატრანზიტო მოძრაობას საქართველოს გავლით ახორციელებს. 
წაკითხვა
30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ბრისბენში
განახლებულია: 2014-12-02 13:32:09
ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებს. ქარის სიჩქარე საათში 140 კილომეტრს აღწევს და ის იმდენად ძლიერია,რომ შენობების უმრავლესობა დააზიანა. ქალაქში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძლიერ ქართან ერად ბრისბენში უკვე რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს.ქალაქის დიდი ნაწილი დატბორილია. სტიქიის ზონაში მოსახლეობას არც ელექტროენერგია მიეწოდება. ქალაქში დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები.
წაკითხვა
არამდგრადი ამინდი საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-02 11:36:00
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა. არამდგრადი ამინდი საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. სინოპტიკოსების განცხადებით, მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით.4 დეკემბრიდან კი დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, და დედაქალაქს, აქ თოვლის მოსვლას ელოდებიან.
წაკითხვა
სტიქია აშშ-ში
განახლებულია: 2014-12-01 20:21:30
შეერთებული შტატების ჩრდილოეთ რეგიონებს დიდთოვლობის შემდეგ ახალი სტიქია ემუქრება. სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ აფრთხილებენ. ყველაზე რთული მდგომარეობა ნიუ იორკის, მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებშია.ბოლო სამი დღის განმავლობაში ქალაქ ბუფალოში თოვლის საფარის სიმაღლემ 124 სანტიმეტრს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა.სტიქიის ზონაში მცხოვრებ ადამიანებთან უკვე ჩაიტანეს პირველადი დახმარების ნივთები, აუცილებლობის შემთხვევაში, მათი ევაკუაცია განხორციელდება.
წაკითხვა
აღმოსავლეთ საქართველოში მოთოვს
განახლებულია: 2014-12-01 20:21:13
უამინდობა საქართველოში თვის ბოლომდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში კი ძლიერი ქარია ნავარაუდევი. ტემპერატურა დაეცემა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.არამდგრადი ამინდი იქნება დედაქალაქშიც. თბილისში ღამის საათებში მოსალოდნელია თოვა.
წაკითხვა
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აჭარაში
განახლებულია: 2014-12-01 20:21:05
აჭარაში ისევ უამინდობაა. გვიან ღამით შტორმის სიმძლავრემ დაიკლო, რის შემდეგაც სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა. დატბორილი ტერიტორიებიდან წყალი მთლიანად ამოიტუმბა. დღეს დილიდან კი სანაპირო ზოლის ქვიშისა და ღორღისგან გასუფთავების სამუშაოები დაიწყო.შეგახსენებთ, რომ გუშინ 6-ბალიანმა შტორმმა ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროები დააზიანა. ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის სავალ ბილიკებზე ზღვამ ქვიშა და ნაშალი მასალა გამორიყა. წყალმა მთლიანად დატბორა ანბანის კოშკის მიმდებარე მოედანი.
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვებია დაწესებული
განახლებულია: 2014-12-01 20:20:05
უამინდობა საქართველოში - გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვებია დაწესებული. თელავი-გომბორი-ვაზიანის მიმართულებით მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 მგზავრზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გადაადგილებას საპატულო პოლიცია აკონტროლებს, რომელიც მსუბუქი ავტომანქანების მძღოლებს გომბორის მიმართულებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე არ უშვებს. გომბორის უღელტეხილზე თოვა გუშინ საღამოს დაიწყო და ახლაც თოვს-ამ დროისთვის მითითებულ მონაკვეთზე თოვლის საფარი 35 სანტიმეტრს სცდება. გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წაკითხვა
თოვლის გამო შეზღუდვებია კობი-გუდაურის საავტომობილო მონაკვეთზე
განახლებულია: 2014-12-01 20:19:55
თოვლის გამო შეზღუდვებია კობი-გუდაურის სავტომობილო მონაკვეთზე. ლარსის საუღელტეხილო მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები. ამ დროისთვის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ისევ თოვს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა - მიმდინარეობს გზების გაწმენდა.
წაკითხვა
უხვი ნალექის გამო, თბილისში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ
განახლებულია: 2014-12-01 20:19:44
წყნეთი, კოჯორი, წავკისი - თოვლი მოვიდა თბილისს შემოერთებულ დასახლებებში. უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მითითებულ დასახლებებში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და შპს "თბილსერვისის" წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.ამ დროისთვის გზები გაწმენდილია. თუმცა "თბილსერვისის" წარმომადგენლები გადაადგილების დროს მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
წაკითხვა
არამდგრადი ამინდი საქართველოში 2 დეკემბრამდე გაგრძელდება
განახლებულია: 2014-12-01 20:19:35
სინოპტიკოსები ორ დეკემბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. მეტეოროლოგიურ სამსახურში ამბობენ, რომ თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ღამის საათებში კი ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დასავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
წაკითხვა
უამინდობა საქართველოში
განახლებულია: 2014-12-01 20:19:02
უამინდობა საქართველოში. თოვლის გამო ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე სატრანსპორტო მოძრაობა ისევ შეზღუდულია. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე და კობი-გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი. წყნეთი, კოჯორი, წავკისი - გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს თბილისს შემოერთებულ დასახლებებშიც, სადაც გვიან ღამით თოვლი მოვიდა.
წაკითხვა
5 გარდაცვლილი და 3 000 ევაკუირებული - სტიქია საფრანგეთში
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 14:36:00
ხმაური იყო რუსთავ-თბილისის ავტომაგისტრალზე. 3 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მაგისტრალის მშენებლობა. საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 3 000-ზე მეტი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.ქვეყნის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ სტიქიის ზონაში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.დაზარალებულ რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. ისინი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ.ქვეყნის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი დაზარალებულ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათ მთავრობა კომპენსაციას გადაუხდის.
წაკითხვა