საზოგადოებრივი
104.5 FM
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 57 ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-23 17:34:00
ბოლო მონაცემებით, 57 ადამიანი დაშავდა იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრემაც 6,8 მაგნიტუდა შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მათი ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში გუშინ საღამოს მოხდა. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნაგანოს პრეფექტურაში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არც ავარიული ატომური სადგური ფუკუშიმა დაზარალებულა.
წაკითხვა
დიდთოვლობის გამო გარდაცვლილთა რიცხვი აშშ-ში 10-მდე გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-21 13:14:00
დიდთოვლობის გამო გარდაცვლილთა რიცხვი შეერთებულ შტატებში 10-მდე გაიზარდა. ნიუ იორკში კიდევ ორი ადამიანი გაიყინა. ქალაქ ბუფალოში თოვლის საფარი დღის ბოლომდე უკვე 3 მეტრს მიაღწევს. ნალექის სიხშირის გამო ბევრი სახლის სახურავები ჩაინგრა. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ქარბუქის გამო კოლაფსს განიცდის ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა. ნიუ იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. უამინდობა ქვეყანაში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
წაკითხვა
აშშ-ში დიდთოვლობას 8 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2014-11-20 20:56:00
რეკორდულ დიდთოვლობას შეერთებულ შტატებში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის 50-ვე შტატში ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა. ქალაქ ბუფალოში თოვლის საფარი 193 სანტიმეტრს აღწევს. უამინდობის გამო, მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებშია ჩაკეტილი. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ქვეყნის რამდენიმე შტატში პარალიზებულია რკინიგზა. ქარბუქის გამო, დახურულია აეროპორტები. უამინდობას თან ერთვის ძლიერი ქარი და ყინვა, გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები. ნიუ იორკის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნული არმიის მობილიზაცია უზრუნველყო.
წაკითხვა
იტალია-შვეიცარიის საზღვართან მეწყერს 4 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2014-11-17 13:46:00
ოთხი ადამიანი დაიღუპა იტალია-შვეიცარიის საზღვართან მეწყრის შედეგად, რომელიც გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. იტალიაში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. ქვეყნის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ფერმერებს მიაყენა.უამინდობაა საფრანგეთშიც, სადაც სტიქიის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში იმყოფებიან და მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
წაკითხვა
სანაპირო ზოლის გამაგრებითი სამუშაოები ადლიაში
გამოქვეყნებულია: 2014-11-16 12:51:00
ადლიაში 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნენ. მიმდინარე სამუშაოები სანაპიროს შენარჩუნებას და მგზავრთა უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სამუშაოებზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული.აჭარის სანაპირო ზოლის ადლიის მონაკვეთი 2013-2014 წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა და დაზიანდა ნაპირის გასწვრივ მდებარე ინფრასტრუქტურა. ასევე, საფრთხე შეექმნა საავტომობილო გზას.პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.
წაკითხვა
ამინდის გაუმჯობესებას სინოპტიკოსები დღეიდან ვარაუდობენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 11:20:00
საქართველოს მასშტაბით, ამინდის გაუმჯობესებას სინოპტიკოსები დღეიდან ვარაუდობენ. სპეციალისტების ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა ცალკეულ რეგიონებში ღამით ყინვა შენარჩუნდება. რაც შეეხება მაღალმთიან რაიონებს, აქ დაბალი ტემპერატურა და თოვაა მოსალოდნელი.
წაკითხვა
დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში
გამოქვეყნებულია: 2014-11-05 11:18:00
აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, რის გამოც რამდენიმე სოფელი მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყვეტილია. შეფერხებები შეიქმნა გზებზე, დაახლოებით 10 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მაღალმთიან აჭარაში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ როგორც საგზაო დეპარტამენტის, ასევე "ენერგო- პრო ჯორჯიას" ბრიგადები. სავარაუდოდ, დღეს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს დენის მიწოდება აღუდგება, ასევე გაიწმინდება სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზები.
წაკითხვა
უამინდობა აჭარაში
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 20:38:00
ხულოში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.რამდენიმე სოფელი რაიონულ ცენტრს არის მოწყვეტილი. უამინდობაა ქობულეთსა და ბათუმში.მეწყერი ჩამოწვა ბოტანიკურ ბაღში.
წაკითხვა
აჭარაში კვლავ უამინდობაა
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 16:55:00
აჭარაში კვლავ უამინდობაა. ჭარბი ნალექის გამო ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მეწყერი ჩამოწვა. სამხრეთ ამერიკის ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაში რამდენიმე სახის უნიკალური ჯიშის მცენარე დაზიანდა. სტიქიის გამო ტერიტორია დროებით დაკეტილია. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ტაბიძის ქუჩაზეც, სადაც ხე წაიქცა და მანქანას დაეცა.
წაკითხვა
უამინდობა საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 12:39:00
უამინდობა საქართველოში - რიკოთის უღელტეხილზე ისევ სატრანსპორტო შეზღუდვებია. ძლიერი თოვლის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კვლავ აკრძალულია. დილიდან ადგილზე ტექნიკაა მობილიზებული, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გადაადგილება შეფერხებულია გოდერძის უღელტეხილზეც, სადაც ნებისმიერი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აჭარის რეგიონში ისევ თოვს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხულოს რაიონში, სადაც რამდენიმე სოფელი გარე მოსამყაროსაა მოწყვეტილი. 7 ათასამდე აბონენტს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.
წაკითხვა
4-5 ნოემბერს ყინვაა მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 11:41:00
საქართველოში, 4-5 ნოემბერს ღამით ყინვაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განუცხადა, დასავალეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ნალექი კვლავ შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. 4-5 ნოემბერს, ღამით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში -5 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -2 გრადუსი.როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, 6 ნოემბრიდან ამინდი გაუმჯობესდება და თანდათან დათბება. 5-6 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში საშუალოდ 18 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში - 15-16 გრადუსი. შემდგომ უნალექო ამინდები 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტი დაფიქსირდება, აღმოსავლეთში კი 20 გრადუსამდე.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
ზარალს ითვლიან სამტრედიასა და ოზურგეთში
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 10:37:00
ზარალს ითვლიან სამტრედიაში. კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ რეგიონს. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ოზურგეთი და 5 სოფელი. მათ შორის ნაბაკევი, ღანარი, დაბა ეწერი და ბაში. წვიმამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა. დაიხოცა შინაური ფრინველი.
წაკითხვა
დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში
გამოქვეყნებულია: 2014-11-04 10:33:00
მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს. ხულოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. თოვლის საფარის სიმაღლემ ერთ მეტრს მიაღწია. აჩაიკეტა გოდერძის უღელტეხილი, თუმცა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეჩერებულა, შეფერხებებია სასოფლო გზებზე. ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიანეთში ელექტროენერგია 7 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენითი სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო, მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა სამუშაოების დასრულება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება აჭარის მუნიციპალიტეტში. ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია მახინჯაურის გვირაბის ტერიტორია, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე მობილიზებული იყო 30-მდე მძიმე ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ხულოს რაიონშიც, სადაც მეწყერი რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ჩაქვის გვირაბთან ჩამოწოლილმა მეწყერმა სასაფლაოებს საფრთხე შეუქმნა. ამ დროისთვის აჭარის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.
წაკითხვა
სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 20:24:00
სტიქიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. დავით შავლიაშვილის თქმით, მახინჯაურში, ოზურგეთში, ქობულეთსა და სამტრედიაში გაწმენდილია გზები და სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.სპეციალური ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს ხულოს რაიონში, სადაც ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობაა.შავლიაშვილის განცხადებით, სამინისტრო საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
წაკითხვა
შტორმი ბათუმში, თოვლი აჭარის მაღალმთიანეთში და მეწყრული პროცესები გურიაში
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 20:22:00
ბოლო ორ თვეში უკვე მესამედ დაზარალებული აჭარა და გურია - რეგიონებს ისევ სტიქია უტევს. ბათუმში გადაუღებლად წვიმს და 5-ბალიანი შტორმია, რის გამოც სანაპიროზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დატბორილია ათეულობით საცხოვრებელი სახლი და განადგურების საფრთხის წინაშეა ციტრუსის მოსავალი.უამინდობამ პრობლემები შექმნა აჭარის მაღალმთიან რაიონებშიც. თოვლის გამო, რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.სტიქიის ზონაა გურიაც, სადაც მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა. შედეგად, რამდენიმე ოჯახს კვლავ საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდა. სტიქიის ზონებში დღეს „მოამბის“ კორესპონდენტი მერაბ წულუკიძე იმყოფებოდა.
წაკითხვა
უამინდობა დასავლეთ საქართველოში - შეზღუდვები გზებზე
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:40:00
უამინდობის გამო, რეგიონებში პრობლემებია. ფოთსა და ბათუმში შტორმია. პარალიზებულია პორტი. თოვს აჭარის მაღალმთიანეთში. ჩაიკეტა გოდერძის უღელტეხილი და ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბი. ელექტროენერგიის გარეშეა რამდენიმე სოფელი. შეზღუდვები დაწესდა რიკოთის უღელტეხილზეც.
წაკითხვა
უამინდობა აშშ-ში
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:55:00
უამინდობა შეერთებულ შტატებში - ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი თოვაა. მასაჩუსეტსის შტატში ქარის სიჩქარემ საათში 90 კილომეტრს მიაღწია. სტიქიის გამო, 10 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.თოვლმა საავტომობილო გზებზე შეფერხება გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
წაკითხვა
წვიმა ბათუმში და დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 12:35:00
სტიქიის გამო, აჭარაში პრობლემებია. მაღალმთიან რაიონებში თოვლის საფარი უკვე მეტრს აღწევს. დღეს სპეციალურად შეიკრიბა საგანგებო შტაბი. სხდომაზე პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმა.მერაბ წულუკიძის პირდაპირი რეპორტაჟი ბათუმიდან.
წაკითხვა
არამდგრადი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 11:11:00
არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, დღეს ნალექი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში, შესაძლოა, მოთოვოს. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 5 ნოემბრიდან ვარაუდობენ, თუმცა მათი თქმით, დაბალი ტემპერატურა მაინც შენარჩუნდება.
წაკითხვა
ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 10:53:00
გვიან ღამით მოძრაობა შეწყდა ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში. მიზეზი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა, რომელმაც გზა მთლიანად გადაკეტა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მხოლოდ ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.მეწყერის გამო, არ შეფერხებულა საავტომობილო მიმოსვლა, რადგან ავტომანქანები ძველი გზით, ჩაქვის უღელტეხილის გავლით მოძრაობდნენ.მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა და მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები. ამ დროისთვის გვირაბში მოძრაობა აღდგენილია.
წაკითხვა