საზოგადოებრივი
104.5 FM
დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 10:48:00
აჭარის მაღალმთიანეთში გადაუღებლად თოვს. ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს. მოსული ნალექის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.როგორც ხულოს სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, რომლითაც სოფლებთან დამაკავშირებელი სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.ამ დროისთვის აღდგენილია ყველა თემთან მისასვლელი გზა. უამინდობის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება ღორჯომისა და აგარის თემებს.
წაკითხვა
ფოთში შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალს აღწევს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 10:43:00
უამინდობა ფოთში - შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალს აღწევს. ფოთის პორტში შესვლა-გამოსვლას ვერ ახერხებენ გემები, თუმცა ეს, როგორ წესი, ყოველი უამინდობის დროს ხდება.ამ დროისთვის ფოთში წვიმს და ქარია. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე სრულად აღდგენილია.
წაკითხვა
წყალდიდობა, თოვლი და მეწყრული პროცესები - უადასავლე
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:34:00
სინოპტიკოსების ყურადღების ცენტრში დასავლეთ საქართველოა. მათ პროგნოზს განსაკუთრებით აჭარაში, სვანეთსა და რაჭაში ელოდებიან. აღნიშნულ რეგიონებში თოვს. ბათუმში ძლიერი წვიმაა. მეწყერი ჩამოწვა ხულოში.უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე სოფელი დაიტბორა იმერეთში. სამტრედიის რაიონში დაზარალებულია 15-მდე ოჯახი.
წაკითხვა
ძლიერმა წვიმამ სოფელ ბაშში 15-მდე ოჯახი დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 16:14:00
უხვი ნალექის შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაში დაიტბორა. წყალი ადგილობრივებს ეზოებში, სახლებსა და სათბურებში შეუვარდათ. დაზარალებულია 15-მდე ოჯახი. მოსახლეობის განცხადებით, წყალდიდობა მათთან ყოველი ძლიერი წვიმის დროს ხდება. მოსახლეობა პრობლემას მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს უკავშირებს. ადგილობრივები იმასაც აღნიშნავენ, რომ ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მათ სოფელში ავტობანის მშენებლობა დაიწყო.სოფელ ბაშში იმყოფებოდა სამტრედიის გამგებელი, რომელიც მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. აღნიშნული სოფლის გარდა, სტიქიამ სამტრედიის კიდევ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
წაკითხვა
დატბორილი სახლები ბათუმში, თოვლი და მეწყრული პროცესები აჭარის მაღალმთიანეთში
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 16:00:00
დატბორილი ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები - ბათუმში დილიდან ძლიერად წვიმს. პრობლემები შეექმნათ ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე შესახლებულ ოჯახებსაც. უამინდობაა აჭარის მთელ ტერიტორიაზე. დაიტბორა ქობულეთის ნაწილი, მეწყრული პროცესები გააქტიურდა ქედაში, ხულოში კი თოვლი მოვიდა. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური. რა ვითარებაა ამ დროისთვის რეგიონში - ნახეთ „მოამბის“ რეპორტაჟში.
წაკითხვა
მერიაში ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 12:09:00
მერიაში ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს. დავით ნარმანიამ თბილისის რაიონების გამგებლებს, ასევე "თელასისა" და "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებს მოუსმინა. მათ საკუთარ სისტემაში არსებულ პრობლემებზე თბილისის მერს ინფორმაცია მიაწოდეს. დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია, მოსახლეობისთვის ზამთრის სეზონისთვის აუცილებელი პირობების შექმნის გარდა, სოციალური შემწეობების პროგრამებზეც მუშაობს.
წაკითხვა