საზოგადოებრივი
104.5 FM
დღეიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება
განახლებულია: 2015-02-17 13:39:00
დღეიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება.  დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში  - თოვლი. იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. 18 თებერვალს კი ბარში მოსალოდნელია წვიმა და თოვლი, მათ შორის თბილისშიც. დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისითაც და ღამითაც ერთნაირი ტემპერატურა, +1;+6 გრადუსი დაფიქსირდება. მეტრეოროლოგების პროგნოზით,  22 თებერვლიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დათბება.
წაკითხვა
კობი -გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროებაა
განახლებულია: 2015-02-17 13:36:00
კობი- გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროებაა. დარიალის ხეობაში, გუდაურამდე მისასვლელ გზაზე აკრძალულია მანქანების გაჩერება. მოძრაობას პოლიცია აკონტროლებს. 
წაკითხვა
გუდაური - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
განახლებულია: 2015-02-10 13:35:00
ზვავსაშიშროების გამო გუდაური - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის 134-ე და 135-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის  მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 
წაკითხვა
ცვალებადი ამინდი 14 თებერვლამდე შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2015-02-09 17:18:00
საქართველოში ცვალებადი ამინდი 14 თებერვლამდე შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლჭყაპი და წვიმა. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. მთაში ითოვებს. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც 11-12 თებერვალს იქნება თოვლი და წვიმა. 14 თებერვლის შემდეგ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება და დათბება.
წაკითხვა
სამხრეთ ევროპაში გათოვდა
გამოქვეყნებულია: 2015-02-05 18:16:00
სამხრეთ ევროპის რამდენიმე  ქვეყანაში გათოვდა. ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ჰაერის ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დაეცა, რაც ამ ქვეყნისთვის უჩვეულოა. სინოპტიკოსები ბარსელონაში ორი სანტიმეტრის სიმაღლის თოვლს ელოდებიან. უამინდობის გამო, რამდენიმე მაგისტრალი ჩაიკეტა. დიდთოვლობაა შვედეთში. თოვლის სიმაღლემ იქ რეკორდულ დონეს მიაღწია. დიდთოვლობამ სარკინიგზო ხაზების პარალიზება გამოიწვია. სტოკჰოლმში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 40 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
წაკითხვა
ტემპერატურა მოიმატებს ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში
გამოქვეყნებულია: 2015-01-14 13:09:00
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს გამოიდარებს. ტემპერატურა მოიმატებს ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ  ნაწილში. დათბება თბილისშიც, თუმცა დედაქალაქში ქარიცაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების განცხადებით, ღამით ჰაერის ტემერატურა დაიკლებს.  
წაკითხვა
კობი-გუდაურის მონაკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 20:42:00
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებისთვის გზა გახსნილია.  აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. კობიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი პირველი ავტოკოლონა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ პირადად გააცილეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკავეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისამბელიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება.სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
წაკითხვა
რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 17:05:00
ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდის სამუშაოები სრულდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე გზის გაწმენდითი სამუშაოები პრაქტიკულად დაასრულა. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის გაფართოება, რათა სატრანსპორტო საშუალებებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება. მას შემდეგ კი, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ხელმძღვანელობს. მასში კი შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შედიან.
წაკითხვა
საქართველოში 15 იანვრიდან გამოიდარებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 11:55:00
უამინდობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს, მაღალმთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება და ქარბუქია მოსალოდნელი. სპეციალისტები თბილისში უმეტესად უნალექო ამინდებს ელოდებიან. სინოპტიკოსების ვარაუდით, ამინდი ქვეყნის მასშტაბით 15 იანვრიდან გაუმჯობესდება.
წაკითხვა
შეზღუდვები გზებზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 11:48:00
საავტომობილო გზებზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოხსნილია, თუმცა გარკვეული აკრძალვები ამ დრომდე შენარჩუნებულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ნინოწმინდაში, კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში შეუფერხებლადაა შესაძლებელი. გარკვეული შეზღუდვები მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში რჩება. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. გუდაური–კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის თითქმის 80 % უკვე გაწმენდილია. აღნიშნული მონაკვეთის გახსნა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მოხერხდება. შეზღუდვა მოქმედებს ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-ე და 73-ე კილომეტრებზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
წაკითხვა
შეზღუდვები გზებზე
განახლებულია: 2015-01-11 17:35:00
ცენტრალურ მაგისტრალებზე უამინდობის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა მაღალმთიან რეგიონებში გარკვეული აკრძალვები მაინც შენარჩუნებულია. გუდაური-კობისა და დარიალის ხეობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული, ხოლო მლეთა-გუდაურისა და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის კი მოძრაობა თავისუფალია. გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით. ადგილზე არსებულ მდგომარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აკონტროლებენ. უკვე გაწმენდილია ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე გზის 12-კილომეტრიანი მონაკვეთი და პარალელურად მისი გაგანიერების სამუშაოები მიმდინარეობს. გზის სრული გაწმენდა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მოხერხდება.
წაკითხვა
უამინდობა საქართველოში - რა ვითარებაა გუდაურსა და სტეფანწმინდაში
გამოქვეყნებულია: 2015-01-10 20:32:00
"მოამბის" შეკითხვებს ოპერატიული ცენტრის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ უპასუხა.
წაკითხვა
ყაზბეგი თოვლის ტყვეობაში რჩება - დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელი გზა ისევ ჩაკეტილია
გამოქვეყნებულია: 2015-01-10 20:29:00
ყაზბეგი თოვლის ტყვეობაში რჩება - დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელი გზა ისევ ჩაკეტილია. მაგისტრალის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს; დაბა სტეფანწმინდიდან 200-მდე ადამიანის გამოყვანა ვერტმფრენის მეშვეობით მოხერხდა. ვითარება კრიტიკულია მაღალმთიან აჭარაში. 30-მდე ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. მთავრობა მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებს. 
წაკითხვა
დიდთოვლობა რეგიონებში და შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
განახლებულია: 2015-01-10 16:21:00
რა ხდება რეგიონებში და ავტომაგისტრალებზე - დიდთოვლობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე, კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დუშეთის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალებზე ამ დროისთვის შეზღუდვები არ არსებობს. დილიდან განახლდა სამუშაოები უკანა ფშავის რამდენიმე სოფელში. გუდაურსა და ბაკურიანში  მისასვლელი გზები სრულად გაწმენდილია და სამთო ტურისტული ცენტრები დატვირთვით მუშაობს. ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112-ე  კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. შეზღუდვა მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-ე, 73-ე კილომეტრზე. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 173ე-188-ე კმ-ზე ყველა სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხელვაჩაურში სოფელ ზედა თხილნარში ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდა  ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერი ყინვის გამო ტექნიკა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდის. 30 ოჯახი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ამ დროისთვის ტერიტორია  თოვლისგან იწმინდება.   ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი გამგეობისა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები. აღდგენითი  სამუშაოებისთვის საგზაო დეპარტამენტი ზედა თხილნარში დამატებითი ტექნიკის გაგზავნას გეგმავს.დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს საკოორდინაციო შტაბში მორიგი სხდომაზე. სხდომა გფუდაურში  გაომართა. ბოლო მონაცემებით, უკვე გახსნილია 7- კილომეტრიანი მონაკვეთი გუდაურიდან ჯვრის უღელტეხილამდე. მობილიზებულოა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.
წაკითხვა
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ისევ დიდთოვლობაა
გამოქვეყნებულია: 2015-01-09 21:04:00
ნაწილობრივ პარალიზებული გზები და დამეწყრილი ტერიტორიები - საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ისევ დიდთოვლობაა. ყველაზე რთული მდგომარეობა აჭარაში, კერძოდ ხულოსა და შუახევშია, სადაც გზების ჩაკეტვის გამო რამდენიმე სოფელთან დაკავშირება შეუძლებელია. შეზღუდვებია გომბორის და რიკოთის უღელტეხილებზეც. რაც შეეხება სტეფანწმინდას - გუდაური-კობის მიმართულებით გზის გაწმენდა დაიწყო, თუმცა ამ მონაკვეთზე და სტეფანწმინდა ლარსის მიმართულებით გადაადგილება ისევ აკრძალულია. რამდენიმედღიანი პარალიზების შემდეგ ვითარება გაუმჯობესებულია ნინოწმინდაში, სადაც სასაზღვრო მონაკვეთზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. ვნახოთ რეპორტაჟი სტიქიის ზონებიდან.
წაკითხვა
სოფელ თხილნარში მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2015-01-09 14:12:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერის შედეგად გარე სამყაროს მოწყდა სამი ოჯახი, თუმცა არც ერთი საცხოვრებელი სახლი არ დაზიანებულა. ამ სოფლისკენ მიმავალ მთავარ მაგისტრალზე მიწის მასის ჩამოშლამ მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ადგილზე უკვე გაიგზავნა სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები  დაიწყება. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
უამინდობა საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება
განახლებულია: 2015-01-09 13:10:00
უამინდობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა უფრო დაიწევს. დასავლეთ საქართველოში  8 გრადუსია მოსალოდნელი. ყინვაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსს მიაღწევს, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლოა  -15 გრადუსამდე დაეცეს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს დედაქალაქში თოვლია მოსალოდნელი.  
წაკითხვა
ქედაში მეწყერი ჩამოწვა
განახლებულია: 2015-01-09 13:04:00
ქედაში მეწყერი ჩამოწვა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის 30-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით ჩაკეტა. მიწის დიდი მასა ხეებთან ერთად გზაზე ჩამოიშალა, რის შედეგადაც ახალციხისა და ბათუმის მიმართულებით ავტომობილების მიმოსვლა შეჩერებული იყო. ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მძიმე და სპეციალური ტექნიკით გვიანობამდე მიმდინარეობდა. 
წაკითხვა
თოვლში ჩარჩენილო ორი ლატვიელი ტურისტი მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს
განახლებულია: 2015-01-09 12:51:00
თოვლში ჩარჩენილო ორი ლატვიელი ტურისტი მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს. ტურისტები ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ორი ლატვიელი ჯვრის უღელტეხილიდან დიდთოვლობის გამო გამოსვლას ვერ ახერხებდა და დახმარებას ითხოვდა. სამაშველო სამუშაოები ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო შეფერხებით მიმდინარეობდა. მაშველებმა ტურისტების ადგილსამყოფელამდე მისვლა საღამოს შეძლეს. ტურისტებს კარავი ჰქონდათ გაშლილი და სამაშველო ჯგუფს ელოდებოდნენ. 
წაკითხვა
ინტენსიურად თოვს ბათუმში
გამოქვეყნებულია: 2015-01-09 12:51:00
ინტენსიურად თოვს ბათუმში. თოვლის საფარმა ქალაქში 20 სანტიმეტრს მიაღწია, თუმცა ნალექს ამ დროისთვის ბათუმში რაიმე სახის შეფერხებები არ გამოუწვევია. მთელი ღამის განმავლობაში გზები სპეციალური ტექნიკით იწმინდებოდა. ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს სამაშველო და დასუფთავების სამსახურების სპეციალური ბრიგადები ახორციელებენ. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემები არც ამინდის გაუარესების შემთხვევაში შეიქმნება, რადგან შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ. ამ დროისთვის ბათუმში ელექტროენერგია არ მიეწოდება 1400-მდე აბონენტს. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით ასევე პრობლემებია ქობულეთშიც. თოვლია აჭარის მაღალმთიანეთშიც, სადაც თოვლის საფარმა რიგ სოფლებში ერთ მეტრს მიაღწია, თუმცა საავტომობილო მიმოსვლის კუთხით  ამ დროისთვის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  მაღალმთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემა ამ დროისთვის 1600 აბონენტს აქვს.
წაკითხვა