საზოგადოებრივი
104.5 FM
ყაზბეგში ვითარებას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბები აკონტროლებენ
გამოქვეყნებულია: 2015-01-09 12:44:00
ყაზბეგში ვითარებას სპეციალურად შექმნილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო- საკოორდინაციო შტაბები აკონტროლებენ.გზაზე ჩარჩენილი ავტომობილების მძღოლებს უკვე მიეწოდათ საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები. მათი ნაწილი განთავსებულია დაბა სტეფანწმინდის საბავშვო ბაღის შენობაში, ნაწილი კი ღამეს ადგილობრივ მოსახლეობასთან გაათევს. ადგილობრივი მუანიციპალიტეტის მტკიცებით, მოსახლეობაში საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების საკმაო მარაგია.ასევე მედიკამენტების დიდი მარაგია აფთიაქებში. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურები. ყაზბეგის რაიონს უწყვეტად მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე უწყვეტია გაზმომარაგება.
წაკითხვა
დიდთოვლობა მთიან რეგიონებში, ჩაკეტილი გზები და გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობა
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 20:25:00
ყაზბეგი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. რიგ რაიონებში თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს. თოვა მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება. რაც შეეხება გზებზე არსებულ ვითარებას, „მოამბის“ ჟურნალისტმა ლევან კვატაშიძემ გუდაურის ფოსტის მიმდებარე ტერიტორიამდე შეძლო მისვლა და სწორედ იქიდან განახორციელა 16:00-საათიან გამოშვებაში პირდაპირი ჩართვა. სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულებით გადაადგილება ისევ ვერ ხერხდება. გუდაურშია შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის ხელმძღვანელობითაც საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. „მოამბის“ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თოვლის ტყვეობაში არსებული სოფლები. აქვს თუ არა მოსახლეობას საკვების სათანადო მარაგი, როდის გაიხსნება ცენტრალური მაგისტრალი, რა ინტენსივობით იწმინდება გზები და მოხერხდა თუ არა თოვლში ჩარჩენილ ტურისტთა უსაფრთხო ადგილას გადაყვანა - ლევან კვატაშიძის პირდაპირი რეპორტაჟი გუდაურიდან.
წაკითხვა
შეზღუდვები რიკოთის უღელტეხილზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 16:49:00
შეზღუდვებია რიკოთის უღელტეხილზე. იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული, რომლებიც საგზაო მონაკვეთს ინტენსიურად წმენდენ. ადგილზე ტექნიკური მარილიც იყრება.
წაკითხვა
დიდთოვლობა მაღალმთიან რეგიონებში - რა ვითარებაა გზებზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 16:41:00
თოვლის გამო, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოძრაობა მთლიანად პარალიზებულია. სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთი ისევ ჩაკეტილია. ზვავსაშიშროების გამო, საზღვრის მიმართულებით გადაადგილება ნებისმიერი სახის ტრასნპორტისთვის იკრძალება. ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე, სადაც სატრანსპორტო საშუალებები ცალმხრივ რეჟიმში მოძრაობენ. დაბაში ახლაც თოვს. ადგილზე თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს.„მოამბის“ ჟურნალისტი ლევან კვატაშიძე ახლა გუდაურის ფოსტასთან იმყოფება. ეს არის ბოლო წერტილი, სადამდეც ტრანსპორტით მისვლა ნებადართულია.
წაკითხვა
ჯვრის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 16:33:00
სამძებრო სამუშაოები უნდა განახლდეს ჯვრის უღელტეხილზე, სადაც თოვლში ტურისტები ჩარჩნენ. დიდთოვლობის გამო, ჯვრის უღელტეხილზე სამაშველო ოპერაცია ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამუშაოები დროებით შეჩერებულია. მაშველები ლატვიის ორი მოქალაქის გამოსაყვანად და ოპერაციის გასაგრძელებლად ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურია მობილიზებული. სტიქიის ზონაში ტურისტების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ 112-ში შევიდა.
წაკითხვა
სამძებრო ოპერაცია ბაკურიანში - 3 დაკარგული ნაპოვნია
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 16:28:00
სამსაათიანი სამძებრო ოპერაცია ბაკურიანში - სამი დაკარგული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი უკვე ნაპოვნია. მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები მათ სამი საათის განმავლობაში ეძებდნენ. დაკარგულებს ტაბაწყურში, გაუკვალავ თოვლში მიაგნეს. თუმცა, ამ წერტილამდე, ცუდი ხილვადობის გამო, ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია, რის გამოც დამსვენებლები მაშველებს ფეხით მოჰყავთ. მათი კვალი დღეს დილით დიდველის მთიდან დაიკარგა. ტერიტორიის მართვის მენეჯერის თქმით, სამი პირი 2 700 მეტრზე საბაგიროთი ავიდა და ამკრძალავი ნიშნების მიუხედავად, სხვა მიმართულებით განაგრძო გზა.
წაკითხვა
სტიქია ბრაზილიაში
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 14:26:00
გადაუღებელმა  წვიმამ ბრაზილიაში წყალდიდობა გამოიწვია. სან პაულოს დიდი ნაწილი დატბორილია. შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლა. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ჯერ-ჯერობით, მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ  ვრცელდება. 
წაკითხვა
უამინდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება
განახლებულია: 2015-01-08 12:27:00
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე, სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სინოპტიკოსები 11 იანვრამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ძლიერ ყინვებსა და ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ. როგორც მეტეოროლოგიურ ცენტრში განმარტავენ, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა, რაც თოვას გამოიწვევს. მაღალმთიან რაიონებში კი, კერძოდ კობი-გუდაურისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროებას და ქარბუქს ვარაუდობენ. მომდევნო დღეებში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ქარის მაქსიმალური სიჩქარე მიაღწევს 20-25 მეტრს წამში. 11 იანვრიდან კი მეტეოროლოგები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ.
წაკითხვა
სტიქია ნინოწმინდაში - თოვლში ოთხი მანქანაა ჩარჩენილი
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 12:18:00
სტიქიის ზონაა ნინოწმინდის რაიონი. სომხეთის სასაზღვრო მონაკვეთზე მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია, თუმცა ადგილზე სპეციალური ტექნიკით უკვე დაიწყო გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის თოვლში ოთხი მანქანაა ჩარჩენილი. რაც შეეხება იმ მგზავრებს, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრიდან მაშველებმა გამოიყვანეს, ისინი ნინოწმინდის სხვადასხვა სოფელში, ადგილობრივთა სახლებში არიან დაბინავებულები და გზის გახსნას ელოდებიან. ამ დროისთვის რაიონში ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება უკვე აღდგენილია.
წაკითხვა
ჩაკეტილი საგზაო მონაკვეთი - სტეფანწმინდის რაიონის მაღაზიებში სურსათის მარაგი იწურება
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 12:10:00
დიდთოვლობა საქართველოში - დღე მეხუთე. ორდღიანი შეზღუდვების შემდეგ, ფასანაური-გუდაურის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია. პარალელურად, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ზვავსაშიშროების საფრთხე ისევ არ მოხსნილა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე, რომელიც ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ისევ ჩაკეტილია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტეფანწმინდის რაიონში მდებარე მაღაზიებში სურსათის მარაგი ნელ-ნელა იწურება.
წაკითხვა
შეზღუდვები გზებზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 10:18:00
უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია. ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 მონაკვეთზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზეც გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.ფასანაური–გუდაურის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. თუმცა, შეზღუდვები აღნიშნულ მონაკვეთზეც მოქმედებს. გადაადგილება ხორციელდება დაწესებული რეჟიმით, ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურისა და კობი-სტეფანწმინდის გზის  მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე. ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდვებია რიკოთის უღელტეხილზეც. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 135-156 კილომეტრზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წაკითხვა
სტეფანწმინდის რაიონი ისევ სტიქიის ზონაა - რა ვითარებაა ადგილზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 20:18:00
სტეფანწმინდის რაიონი ისევ სტიქიის ზონაა. ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩაკეტილი რჩება. ახლა სამაშველო ჯგუფები სპეციალისტების დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც გაწმენდითი სამუშაოების დაწყების თარიღი უნდა დადგინდეს. გუშინდელთან შედარებით, უკეთესი ვითარებაა დაბა გუდაურში, რომელსაც, ერთდღიანი იზოლაციის შემდეგ, ტურისტები ნელ-ნელა ტოვებენ. იმის მიუხედავად, რომ ადგილზე თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს, ზვავსაშიშროების საფრთხე მოხსნილია და სპეციალური ჯგუფები ფასანაურიდან დაბამდე მისასვლელ გზას უკვე წმენდენ. მითითებული საგზაო მონაკვეთი ორმხრივად დღის ბოლომდე უნდა გაიხსნას. სამაშველო ბრიგადებს საგანგებო რეჟიმში მუშაობა, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებშიც მოუწევთ. 11 იანვრამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.სტიქიის ზონაში დილიდან რატი ხვისტანი მუშაობს.
წაკითხვა
სამაშველო ოპერაცია ნინოწმინდაში - თოვლიდან 100-მდე მანქანა გამოიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 16:26:00
ნინოწმინდის რაიონში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამუშაოებს ხელს რთული მეტეოროლოგიური პირობები უშლის. მაშველებმა თოვლიდან 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს. ნინოწმინდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გარდა, ადგილზე მობილიზებულია ახალქალაქის, ასპინძისა და სამცხე-ჯავახეთის სამაშველო ჯგუფები. თბილისიდან დამატებით ჩავიდა ხუთი დანაყოფი და მძიმე ტექნიკა.
წაკითხვა
გუდაურში ჩარჩენილი ტურისტები გამოიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 16:23:00
დღეს რამდენიმე წუთით გაიხსნა მლეთა-გუდაურის გზა. 3 დღის შემდეგ პირველად, გუდაურში ჩარჩენილმა ტურისტებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს. მოქალაქეების გამოყვანის შემდეგ, საავტომობილო გზის მონაკვეთი ისევ ჩაიკეტა. ადგილზე ამ დრომდე ზვავსაშიშროებაა. რატი ხვისტანის პირდაპირი რეპორტაჟი ფასანაურიდან.
წაკითხვა
ნინოწმინდაში თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 12:28:00
პრობლემებია სამცხე-ჯავახეთში. ნინოწმინდის რაიონში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. 200-მდე მგზავრს დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუწია. მათი ნაწილი პოლიციელთა ოჯახებში და პოლიციის სამმართველოებში მოათავსეს.
წაკითხვა
ზვავსაშიშროება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე
განახლებულია: 2015-01-07 12:26:00
კვლავ ზვავსაშიშროებაა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა
წაკითხვა
საქართველოში 11 იანვრიდან გამოიდარებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 11:27:00
უამინდობა და დაბალი ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 იანვრამდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ითოვებს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. მაღალმთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება შენარჩუნდება. დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი დედაქალაქში. საღამოს კი თოვაა ნავარაუდევი. ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით 11 იანვრიდან მოიმატებს.
წაკითხვა
დიდთოვლობის გამო, მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 11:23:00
დიდთოვლობის გამო გზებზე შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, საქართველოს პრემიერის დავალებით, მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. სტიქიის ყველა ზონაში მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები - გეოლოგები და ჰიდროლოგები. მოსახლეობის მდგომარეობისა და  საგანგებო შტაბების მიერ განხორცილებული სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში იღებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. პრობლემურ ადგილებზე შექმნილ საგანგებო შტაბებში გაერთიანებულები არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და   სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები.
წაკითხვა
თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას წყალი და საკვები დაურიგდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 11:20:00
თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას სასმელი წყალი და საკვები პროდუქტები დაურიგდა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისიდან მლეთაში საკვებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანები ჩავიდნენ. საკვები პროდუქტი და სასმელი წყალი კობი-გუდაურის გზაზე ჩარჩენილ სატვირთო ავტომობილების მძღოლებსაც გადაეცათ. პროდუქტი ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაიტანეს. საკვებით მომარაგება, საჭიროების შემთხვევაში, ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.
წაკითხვა
შეზღუდვები გზებზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 11:07:00
უამინდობის გამო, საქართველოს მაგისტრალებზე შეზღუდვები ამ დრომდე მოქმედებს. დიდთოვლობის გამო, მოძრაობა აიკრძალა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. აკრძალულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნინოწმინდიდან სომხეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სამებამდე“. ასევე, მოძრაობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ წალკიდან ნინოწმინდის მიმართულებით. გზის ორივე მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. გზის გაწმენდას ცუდი კლიმატური პირობები აფერხებს.
წაკითხვა