საზოგადოებრივი
104.5 FM
"მოამბის" კითხვებს თელასის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უპასუხა
გამოქვეყნებულია: 2015-06-14 04:20:00
თელასის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი ფანცულაიამ უპასუხა
წაკითხვა
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეჰემოთი დააფიქსირეს
გამოქვეყნებულია: 2015-06-14 03:58:00
წაკითხვა
ძლიერი წვიმის გამო რთული მდგომარეობაა ვერეს ხეობაში
გამოქვეყნებულია: 2015-06-14 03:41:00
რატი ხვისტანის პირდაპირიი ჩართვა 
წაკითხვა
ძლიერი წვიმა თბილისში და რთული სიტუაცია დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში
გამოქვეყნებულია: 2015-06-14 02:50:00
თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის თითქმის ყველა უბანში რთული სიტუაციაა შექმნილი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერია იმ უბნებსაც ასახელებს, სადაც განსაკუთრებით პრობლემები შეიქმნა. გზა ჩავარდა ჯავახიშვილის ქუჩაზე, ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2-5 გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე. ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყნეთის ხევის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოვსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში.მდინარე ვერეს ადიდების გამო, თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. მდინარის ადიდების გამო დატბორილია სახლები და გზა. წყნეთის ხევის ქუჩაზე კრიტიკული ვითარების განმუხტვას მერიისა და საგანგებო სამსახურის ბრიგადები ცდილობენ. "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
სტიქიის შედეგად დაღუპული მწყემსის ცხედარი ნაპოვნია
გამოქვეყნებულია: 2015-06-12 19:15:00
სტიქიის შედეგად დაღუპული მწყემსის ცხედარი ნაპოვნია. დუშეთის რაიონის სოფელ ხონისჭალაში მაშველებმა 52 წლის გიორგი შეთეკაურის ცხედარს მიაგნეს. სამძებრო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ჩამოშლილი მიწის და თოვლის მასის დიდი მოცულობის გამო, შემთხვევის ადგილზე მისვლა დღემდე ვერ ხერხდებოდა. სამაშველო ჯგუფებმა გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს, რის შემდეგაც დაკარგულს ქოხში მიაკვლიეს. შატილის თემში შემავალ მაღალმთიან სოფელ ხონისჭალაში გლაციალური ღვარცოფი ივნისის დასაწყისში წარმოიქმნა. 
წაკითხვა
სტიქიის შედეგად, ბორჯომის რაიონის სამი სოფელი შესაძლოა რაიონულ ცენტრს მოსწყდეს
გამოქვეყნებულია: 2015-06-12 19:10:00
სტიქიის შედეგად, ბორჯომის რაიონის სამი სოფელი შესაძლოა რაიონულ ცენტრს მოსწყდეს. ძლიერი წვიმის შედეგად დანგრეულ გზებზე სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩასატარებელი. უამინდობამ მდინარე საკირულას ადიდებაც გამოიწვია, რის გამოც დატბორილია რამდენიმე სახლის პირველი სართულები და ბაღების ნაწილი. დილიდან სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან ახალციხესა და ადიგენის სოფლებშიც, სადაც მოსახლეობის ნაწილი მოსავლის გარეშე დარჩა. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ შიდა ქართლშიც მძიმე კვალი დატოვა. დაზარალებული ათეულობით ოჯახი კომპენსაციას ითხოვს. 
წაკითხვა
სტიქია ადიგენში, ახალციხესა და ატენის ხეობაში
გამოქვეყნებულია: 2015-06-11 20:24:00
ადიგენის რაიონი სტიქიის ზონაა. ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, რამდენიმე სოფელში ხეხილის ბაღები და სახავ-სათესი მიწები განადგურდა. დახოცილია შინაური ფრინველი. ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც. გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ზარალის დათვლა ხვალიდან დაიწყება. ადიგენის გარდა, წვიმის გამო დაზარალდა ახალციხეც, სადაც 7 სოფელი დაიტბორა.  სეტყვამ ატენის ხეობაშიც დატოვა კვალი. სოფელ წედისსა და გნავისში მდინარე ადიდდა, რის გამოც გადასასვლელი ხიდები დაინგრა. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის მიწის ნაკვეთიც. სეტყვამ ხეხილის ბაღებიც გაანდგურა.
წაკითხვა
სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა სოფელ სვენეთში
განახლებულია: 2015-06-09 13:11:00
სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა გორში. სოფელ სვენეთში გოდელაშვილების ოჯახი, სახლის ავარიული მდგომარეობის გამო, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. დაზარალებული ოჯახი გვიან ღამით გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა მოინახულა. დღეს აღნიშნული ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართი გამოიყოფა. დაზიანების შესწავლის შემდეგ კი გადაწყდება,  რა დახმარება გაეწევა დაზარალებულებს
წაკითხვა
ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რამდენიმე რაიონი დააზარალა
განახლებულია: 2015-06-09 13:07:00
ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რამდენიმე რაიონი დააზარალა. განსაკუთრებით დიდია ზარალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში. განადგურდა თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც დაბალი ზონის, ასევე მაღალი ზონის სოფლებში. დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, რომ მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სტიქიამ, თხილის გარდა, ზარალი მიაყენა ხილის სხვადასხვა კულტურას. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. 
წაკითხვა
სტიქიის გამო, თბილისის წყალმომარაგებაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა
განახლებულია: 2015-06-08 20:20:00
შეზღუდვებია თბილისის წყალმომარაგების სისტემაში. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიზეზად წყალდიდობას ასახელებს. სტიქიამ არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. კომპანიის ინფორმაციით, დღეს 16:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე წყალს გრაფიკით მიიღებენ თემქა სამი, მუხიანისა და გლდანის მიკრორაიონები და მათი მიმდებარე დასახლებები. ღამის 12:00 საათამდე კი წყალმომარაგება შეუწყდება: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, გამრეკელის, ზაქარიაძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. შეზღუდვები იქნება ვაკეშიც: კერძოდ, დროის მითითებულ მონაკვეთში წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილსა და მის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
წაკითხვა
დატბორილი და სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები - სტიქია ლაგოდეხში
გამოქვეყნებულია: 2015-06-08 16:23:00
სტიქიამ ლაგოდეხის რაიონი დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ბაისუბანში 10-მდე სახლის პირველი სართული დაიტბორა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, წყალდიდობა გაუწმენდავმა სანიაღვრე არხებმა გამოიწვია. წვიმას ლაგოდეხის რაიონში ძლიერი ქარი ერთვოდა, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა. სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, სანიაღვრე არხების მოწესრიგების პროექტზე გამგეობა უკვე მუშაობს. ზარალის დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმით დაეხმარება ხელისუფლება მოსახლეობას.
წაკითხვა
სტიქია ყვარელში - იმუშავა თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ
გამოქვეყნებულია: 2015-06-08 16:19:00
ზარალს ითვლიან ყვარელში. ჭიკაანში სეტყვამ რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი, საზამთროსა და ნესვის ბაღები მთლიანად გაანადგურა. ჩაიკეტა ლაგოდეხი-თელავი-ყვარლის მთავარი მაგისტრალი, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას, აგროკრედიტების გადავადებას ითხოვს და აცხადებს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სპეციალური სისტემა, რომელიც კახეთის რეგიონში ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟა, არ ამოქმედდა. განსხვავებულ ინფორმაციას  ავრცელებს სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, რომელმაც კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო აპარატურა დაამონტაჟა. „დელტაში“ აცხადებენ, რომ სისტემამ კარგად იმუშავა და ზარალი შეამცირა.
წაკითხვა
განადგურებული სავარგულები და დატბორილი სახლები - ზარალს ითვლიან რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 2015-06-07 20:09:00
ზარალს ითვლიან გორში, კახეთსა და დუშეთში. დასეტყვილი სოფლები, განადგურებული სავარგულები და დატბორილი სახლები, - ეს არის რამდენიმედღიანი სტიქიის შედეგი. დატბორილი სახლების პირველი სართულებიდან და სარდაფებიდან სპეცტექნიკით წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ნაშალი მასალისგან იწმინდება სოფლის გზები და ხევები.
წაკითხვა
მოსავლისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილი თიანეთის მოსახლეობა - როდის დადგინდება ზარალის ოდენობა
გამოქვეყნებულია: 2015-06-07 20:01:00
თიანეთის მოსახლეობა მოსავლისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. სტიქიამ ადგილობრივებს ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაუნადგურა. ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა დაბა თიანეთის 7 სოფელში საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. ახლა უნდა დადგინდეს მიყენებული  ზარალის ზუსტი ოდენობა. როდის დადებენ დასკვნას ზარალის დამთვლელი კომისიები და რა დახმარება გაეწევა დაზარალებულ მოსახლეობას - ნიკა მოლოდინაშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
თიანეთში ზარალს ითვლიან - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში
გამოქვეყნებულია: 2015-06-07 16:10:00
თიანეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა მოსახლეობას სახნავ-სათესი მიწები, ხეხილს ბაღები და საცხოვრებელი სახლები დაუზიანა. დაბა თიანეთის 7 სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დილიდან თიანეთში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი - ნიკა მოლოდინაშვილის პირდაპირი რეპორტაჟი.
წაკითხვა
ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი - ძლიერი ქარის შედეგად, თელავის რაიონში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
გამოქვეყნებულია: 2015-06-07 12:24:00
სტიქიამ კახეთიც დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად, თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში, საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.   შედეგად ახვერდაშვილების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს  ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება. 
წაკითხვა
დუშეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
გამოქვეყნებულია: 2015-06-07 12:03:00
დუშეთის რაიონში  სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სხვადასხვა სამინისტროების  შესაბამისი სამსახურებიდან,  დაზარალებულ სოფლებში მოსახლეობას დილიდან  ხვდებიან. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები. სპეცტექნიკით დატბორილი სახლების პირველი სართულებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ნაშალი მასალისგან იწმინდება სოფლის გზები და  ხევები . სეტყვის შედეგად მოსახლეობას მოსავლის ნაწილი გაუნადგურდა.  
წაკითხვა
35 დაზარალებული სოფელი, განადგურებული ნათესები და სახლები - სტიქია თიანეთში
გამოქვეყნებულია: 2015-06-07 12:00:00
სტიქია თიანეთში -  გუშინდელი სეტყვის შედეგად რაიონის  დაახლოებით  35 სოფელი დაისეტყვა. განადგურებულია, ნათესები და საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობის დახმარების მიზნით, უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია. სეტყვა
წაკითხვა
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დუშეთის რაიონის სოფლები კვლავ დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2015-06-06 20:05:00
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დუშეთის რაიონის სოფლები კვლავ დააზარალა. გუშინდელი სტიქიით გამოწვეული პრობლემები ჯერ აღმოფხვრილი არ არის, დუშეთში  კვლავ უამინდობაა.რა მდგომარეობაა ადგილზე ამ წუთისთვის და შეიძლება თუ არა უკვე საუბარი ზარალის რაოდენობაზე - სტიქიის ზონაში "მოამბის" კორესპონდენტი რატი ხვისტანი მუშაობს. 
წაკითხვა
დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების საფრთხეა
გამოქვეყნებულია: 2015-06-05 14:40:00
ღამის საათებში დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე სტიქიური პროცესების გააქტიურების საფრთხეა, რის გამოც 2015 წლის 6 ივნისიდან, 19:00 საათიდან 07:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა