საზოგადოებრივი
104.5 FM
ძლიერი წვიმის შედეგების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისში
გამოქვეყნებულია: 2015-06-05 11:10:00
ძლიერი წვიმის შედეგების  სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება თბილისში. დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის ქალაქში, პრაქტიკულად, ყველა პრობლემა დაძლეულია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რის შემდეგაც დაზიანებული გზების მონაკვეთების აღდგენა დაიწყება. ვაკეში  ძაღლთა თავშესაფრის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. ასევე გაწმენდილია "მზიურის" პარკი. ამ ეტაპზე დედაქალაქში გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს და ქალაქში გადაადგილების მხრივ შეფერხებები არ არსებობს.
წაკითხვა
დატბორილი სახლები და დაზიანებული გზები - სტიქია აღმოსავლეთ საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2015-06-04 20:14:00
დატბორილი სახლები და დაზიანებული გზები - გვიან ღამით მოსულმა წვიმამ თბილისში მძიმე კვალი დატოვა. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა მამადავითისკენ მისასვლელ გზაზე, ვარაზისხევში, მარცხენა სანაპიროსა და სააკაძის მოედანზე, სადაც სანიაღვრე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. ძლიერი ნალექის გამო, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ძაღლების თავშესაფარიც, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო და ინფრასტრუქტურის ნაწილი განადგურდა. დედაქალაქის გარდა, ზარალს ითვლიან დუშეთის რაიონშიც. ყველაზე მძიმე სურათი სოფელ მლაშეშია, რომელიც რამდენიმე საათით რაიონულ ცენტრს იყო მოწყვეტილი.
წაკითხვა
ძლიერმა წვიმამ თავშესაფრის ძაღლები იმსხვერპლა
განახლებულია: 2015-06-04 16:20:00
ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ ძაღლების თავშესაფარში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე ვერემ 12 ძაღლი წაიღო. მთლიანად დატბორილია თავშესაფრის პირველი სართული. თავშესაფარში 400-მდე ძაღლი იმყოფებოდა. გრძელდება დაკარგული ძაღლების ძებნა. ძაღლების თავშესაფარში მოხალისეების დახმარებას ითხოვენ.
წაკითხვა
რა ვითარებაა სტიქიის შემდეგ დედაქალაქში - საგანგებო თათბირი მერიაში
განახლებულია: 2015-06-04 16:15:00
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგები დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ საგანგებო სხდომაზე შეაჯამა. დედაქალაქის მერმა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისგან თბილისში არსებული მდგომარების შესახებ ბოლო ინფორმაცია მოისმინა. დავით ნარმანიამ სხდომაზე  გამგებლებს  მოუწოდა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოგვარდეს ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემები. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია, თუმცა, ქალაქის მასშტაბით გარკვეულ უბნებში ისევ რჩება პრობლემები, მათ შორის, მამა დავითის ასასვლელზე.
წაკითხვა
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დუშეთში - რა ვითარებაა ადგილზე
გამოქვეყნებულია: 2015-06-04 16:06:00
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება დუშეთის რაიონში. ძლიერმა წვიმამ ბაზალეთის თემისა და უკანა ფშავის სოფლები დააზარალა. მოსახლეობის ნაწილს სარდაფები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დაეტბორა. ნიაღვრისგან ჩამოტანილმა ნაშალმა კი გზა რამდენიმე ადგილას გადაკეტა. ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია სოფელ მისაქციელთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. გახსნილია სოფელ მლაშესთან დამაკავშირებელი გზაც. ელექტროენერგია არ მიეწოდება 5 სოფელს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ეს პრობლემა მოგვარდება.
წაკითხვა
დატბორილი ქუჩები და სახლები, ჩამოშლილი კლდე - სტიქია თბილისში
გამოქვეყნებულია: 2015-06-04 12:10:00
დატბორილი ქუჩები, უსახლკაროდ დარჩენილი რამდენიმე ოჯახი და ზაჰესის სარკინიგზო ხიდთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოშლილი კლდის მასივი - დედაქალაქში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ძლიერად წვიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ღამის განმავლობაში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად აკვირდებოდა  თბილისის მერი. სტიქიის დეტალები ნახეთ „მოამბის“ სიუჟეტში.
წაკითხვა
არამდგრადი ამინდი 8 ივნისამდე შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2015-06-04 10:56:00
არამდგრადი ამინდი ქვეყნის მასშტაბით 8 ივნისამდე შენარჩუნდება. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და ქარი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა 31 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც.
წაკითხვა
ზაჰესის ხიდთან კლდე ჩამოიშალა, სანაპიროზე კი ქარმა ხეები მოგლიჯა
გამოქვეყნებულია: 2015-06-04 10:24:00
თბილისის შემოსასვლელთან, ზაჰესის სარკინიგზო ხიდთან, გზის სავალ ნაწილზე კლდე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გაწმენდითი სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ჩაატარა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია. კეთილმოწყობის სამსახურის ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე მუშაობდნენ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კი ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა, რის გამოც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა. ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია, გარეგანათება კი აღდგენილი.
წაკითხვა
შეფერხებული მოძრაობა და დატბორილი სახლები - ძლიერი წვიმა თბილისში
გამოქვეყნებულია: 2015-06-04 10:13:00
თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ძლიერად წვიმდა თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ღამის განმავლობაში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. პრობლემები შეიქმნა თბილისის ქუჩებშიც. შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად აკვირდებოდა თბილისის მერი. დღეს კი, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართება. უხვი ნალექის გამო, წყნეთის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერე ადიდდა. Ⴋოვარდნილმა წყალმა სახლები დატბორა. დაზარალებულია 5 ოჯახი. გვიან ღამემდე ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და ვაკის გამგებელი. ლაშა აბაშიძის განცხადებით,   დაზარალებულ ოჯახებს ზარალს მთლიანად გამგეობა აუნაზღაურებს.
წაკითხვა
სტიქიის შედეგად მლეთაში რამდენიმე პირი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2015-06-03 20:20:00
სტიქიის გამო რამდენიმე ადამიანი დაზარალდა მლეთაში. წვიმის და ძლიერი ნისლის შედეგად ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე პირი დაშავდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც დაზარალებულები სხეულზე მიყენებული სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. 
წაკითხვა
ღვარცოფი სოფელ ხონეში
გამოქვეყნებულია: 2015-06-03 20:08:00
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე არ დაწყებულა დუშეთის რაიონის სოფელ ხონეში, სადაც გლაციალური ღვარცოფია წარმოქმნილი. მიწის მასის ქვეშ 50 წლის გიორგი შეთეკაურია მოყოლილი. სტიქიის ზონაში მცხეთა-მთიანეთის სამაშველო ჯგუფები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული, ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც, თუმცა ჩამოშლილი მიწის და თოვლის დიდი მოცულობის გამო შემთხვევის ადგილზე მისვლა მეორე დღეა ვერ ხერხდება. ხვალ სტიქიის ზონაში ჩასვლას გეოლოგებიც აპირებენ, რომლებიც ტერიტორიას შეისწავლიან. ღვარცოფი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში, საძოვარზეა წარმოქმნილი. საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე მდებარე და შატილის თემში შემავალ სოფელში მომხდარი სტიქიის დროს ადგილზე რამდენიმე მწყემსი იმყოფებოდა, რომლებმაც ტერიტორიის დატოვება მოასწრეს. 
წაკითხვა
სტიქია შიდა ქართლში - ძლიერმა სეტყვამ ორმოცამდე სოფელი დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2015-06-02 20:02:00
სტიქიის მძიმე კვალია შიდა ქართლში. გორის რაიონის 40-მდე სოფელი სეტყვამ დააზარალა. ყველაზე რთული ვითარება ე.წ. სასაზღვრო დასახლებებშია, სადაც ადგილობრივებს მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურდათ. დაზარალებული ოჯახების დიდ ნაწილს მოსავლის მოსაყვანად ბანკებიდან სესხი ჰქონდა აღებული. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვს, სხვა შემთხვევაში  საპროტესტო აქციებით იმუქრება. სტიქიის რამდენიმე ზონა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა უკვე დაათვალიერეს, თუმცა ჯერ უცნობია, რა სახის დახმარებას მიიღებენ დაზარალებულები.   
წაკითხვა
ღვარცოფი დუშეთის რაიონში - სამაშველო ოპერაცია სოფელ ხონეში
გამოქვეყნებულია: 2015-06-02 20:00:00
დუშეთის რაიონში ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაღალმთიან სოფელ ხონეში გლაციალური ღვარცოფი წარმოიქმნა. ჩამოწოლილი თოვლის მასის ქვეშ ერთი ადგილობრივი, 50 წლის გიორგი შეთეკაური, ასევე 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი. წინასწარი ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს ადგილზე რამდენიმე მწყემსი იმყოფებოდა, რომლებმაც ტერიტორიის დატოვება მოასწრეს. სტიქიის ზონაში მცხეთა-მთიანეთის სამაშველო ჯგუფები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული, ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც, თუმცა ჩამოშლილი მიწის დიდი მოცულობის გამო, შემთხვევის ადგილზე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მეწყერი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში საძოვარზეა ჩამოწოლილი. ეს არის საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე მდებარე და შატილის თემში შემავალი სოფელი, სადაც, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ 6 კომლი ცხოვრობს.   
წაკითხვა
ძლიერმა სეტყვამ გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა
განახლებულია: 2015-06-02 13:10:00
ძლიერმა სეტყვამ გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიამ მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მელეთი, კოშკა და გუგუტიანთკარი -ეს ის სოფლებია, რომლებსაც სეტყვის შედეგად ყველაზე დიდი ზარალი მიადგა. თითქმის განადგურდა ახლდ დათესილი ბოსტნეული. სტიქიამ ასევე დააზიანა ვენახები და ხეხილის ბაღები ადგილობრივები ზარალის ანაზღაურებას მთავრობას სთხოვენ.
წაკითხვა
ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში
გამოქვეყნებულია: 2015-05-30 20:50:00
აშშ-ის გელოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში 8.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. იაპონიის მთავრობის განცხადებით ცუნამის საფრთხე არ არსებობს. თვითმხილველების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ტოკიოშიც. ნგრევის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. იაპონიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2011 წლის 11 მარტს მოხდა. მაშინ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 9.0 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრას ცუნამიც მოჰყვა. სტიქიის შედეგად მაშინ 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
წაკითხვა
ანომალიური სიცხე ინდოეთში - გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება
განახლებულია: 2015-05-28 20:48:00
ანომალიური სიცხის შედეგად, ინდოეთში უკვე 1400-მდე ადამიანია დაღუპული. უკვე ერთი კვირაა, ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა თითქმის 50 გრადუსს აღწევს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა თელანგანის შტატში, სადაც მოსახლეობა სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის. ამ ეტაპზე სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.
წაკითხვა
დატბორილი სახლები და ნაკვეთები, დახოცილი შინაური ფრინველი - სტიქია სოფელ კურდღელაურში
გამოქვეყნებულია: 2015-05-28 20:42:00
თელავის რაიონის სოფელი კურდღელაური სტიქიამ დააზარალა. დატბორილია მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და დახოცილია შინაური ფრინველი. სეტყვისა და ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულია მდინარე, რის გამოც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ზარალის დასათვლელად, სპეციალური კომისია უკვე შექმნილია.
წაკითხვა
29 დაღუპული და ათეულობით დაკარგული - წყალდიდობა აშშ-სა და მექსიკაში
გამოქვეყნებულია: 2015-05-27 13:46:00
29 ადამიანი ემსხვერპლა შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მომხდარ წყალდიდობას. რამდენიმე ათეული ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ნაწილობრივ დაიტბორა და პარალიზებულია ქალაქი ჰიუსტონი. აეროპორტებში გაუქმდა ასეულობით რეისი. ტეხასის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. წინასწარი მონაცემებით, ზარალი რამდენიმე მილიარდ დოლარს აღწევს. ჰიუსტონის მერის განცხადებით, ვითარება უკონტროლო გახდა, რისი მიზეზიც ქალაქის ურბანული დაგეგმარების თავისებურებები გახდა. ქალაქში უკვე 4 000-მდე შენობა დაზიანდა.
წაკითხვა
ინდოეთში სიცხის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა
გამოქვეყნებულია: 2015-05-27 13:44:00
ინდოეთში ანომალიურ სიცხეს უკვე 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აღემატება. ყველაზე დიდი მსხვერპლი ქვეყნის სამხრეთ შტატებში დაფიქსირდა, სადაც ბოლო ერთ კვირაში 1118 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის დედაქალაქში კი ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მეტეოროლოგების განცხადებით, ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა უახლოეს დღეებში დაიკლებს.
წაკითხვა
ინდოეთში ანომალიურ სიცხეს 335 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2015-05-24 17:01:00
ანომალიურ სიცხეს ინდოეთში 335 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე რთული მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებშია, სადაც ტემპერატურა 48 გრადუსს აღწევს. მდგომარეობას ზოგიერთ შტატში სასმელი წყლის დეფიციტიც ართულებს. სინოპტიკოსების ვარაუდით, მომდევნო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ტემპერატურის მატება კვლავ მოსალოდნელია.
წაკითხვა