საზოგადოებრივი
104.5 FM
სტიქიის მძიმე შედეგები კახეთში
გამოქვეყნებულია: 2015-05-20 20:53:00
სტიქიის მძიმე შედეგები კახეთში - გადაუღებელი წვიმიდან ერთი კვირის შემდეგ ლაგოდეხის მოსახლეობას მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. დატბორილი ნაკვეთები, დახოცილი პირუტყვი და დაზიანებული ხიდები - ასეთი კვალი დატოვა სტიქიამ რაიონის რამდენიმე სოფელში, სადაც ადგილობრივებს მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურდათ. ათამდე სოფლის მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ზარალის დროულად დათვლას და კომპენსაციას ითხოვენ. რომან ქევხიშვილი იმყოფებოდა სტიქიით დაზარალებულ სოფლებში.  
წაკითხვა
კახეთში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან
გამოქვეყნებულია: 2015-05-16 20:46:00
კახეთში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან. ლაგოდეხის რაიონში ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები სპეციალური ტექნიკის დახმარებით. დატბორილი სარდაფებიდან და ნაკვეთებიდან წყლის ამოტუმბვა ხდება. უხვი ნალექის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ზარალის აღწერა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. ნახეთ რეპორტაჟი კახეთიდან. 
წაკითხვა
მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან კახეთში
განახლებულია: 2015-05-16 16:20:00
უკვე მესამე დღეა კახეთში სტიქიას ებრძვიან. ლაგოდეხის რაიონში ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახურები.სპეციალური ტექნიკის დახმარებით დატბორილი სარდაფებიდან და ნაკვეთებიდან წყლის ამოტუმბვა ხდება. უხვი ნალექის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ზარალის აღწერა  წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. ნახეთ რეპორტაჟი კახეთიდან. 
წაკითხვა
ლაგოდეხსა და ახმეტაში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
გამოქვეყნებულია: 2015-05-15 20:36:00
მეორე დღეა, სტიქიის ზონად რჩება კახეთის ორი რაიონი. ლაგოდეხსა და ახმეტაში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ნახევრად დატბორილი სახლები, დაზიანებული გზები და დახოცილი პირუტყვი - ასეთი სურათია ათამდე სოფელში, სადაც მოსახლეობის ნაწილი მოსავლის გარეშე დარჩა. უამინდობამ და მდინარე ალაზნის ადიდებამ პრობლემები სასწავლო პროცესს და ენერგოსისტემასაც შეუქმნა.  
წაკითხვა
სტიქია კახეთში
გამოქვეყნებულია: 2015-05-15 16:49:00
უკვე მეორე დღეა სტიქიაა კახეთში - ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ლელიანში, ანანაურსა და საქობოში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. არსებული მონაცემებით, საერთო ჯამში, 100–ზე მეტი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულია დატბორილი.  დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველები. სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი აფენი დააზარალა. ვენახებში წყლის დონე ნახევარ მეტრს აჭარბებს. წყალმა ფერმებიდან საქონელიც გაიტაცა. სტიქიისგან გამოწვეული დაზიანებების გამო უკვე მეორე დღეა ახმეტის რაიონში ათასზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ქისტაურის თემში შემავალი სოფლები. უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. 
წაკითხვა
საქართველოში 3 000-მდე მეწყერსაშიში ზონაა - გარემოს დაცვის სააგენტოს საგანგაშო დასკვნა
გამოქვეყნებულია: 2015-05-14 20:31:00
კახეთი ერთ-ერთია იმ რეგიონებს შორის, რომლებზეც გარემოს დაცვის სააგენტო საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს. სპეციალისტთა ბოლო კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 3 000-მდე მეწყერსაშიში ზონაა. მათ შორის თბილისის ათეულობით წერტილიც მოხვდა. მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, გარემოსდამცველი ორგანიზაციები ხელისუფლებას პრევენციული ზომების სასწრაფოდ გატარებისკენ მოუწოდებენ.
წაკითხვა
დატბორილი ნაკვეთები, დახოცილი პირუტყვი და გათიშული ელექტროენერგია - სტიქია კახეთში
გამოქვეყნებულია: 2015-05-14 20:26:00
პანკისი, ახმეტა, ლაგოდეხი, - კახეთი ისევ სტიქიის ზონაა. გადაუღებელი წვიმისა და მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად, განადგურებულია მიწის ნაკვეთების ნაწილი, დახოცილია მსხვილფეხა პირუტყვი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. უამინდობამ პრობლემები ენერგომომარაგებაშიც შექმნა, რის გამოც ასეულობით აბონენტს დენი რამდენიმე საათია არ მიეწოდება. რეგიონში მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. რეპორტაჟი სტიქიით დაზარალებული სოფლებიდან.
წაკითხვა
სტიქია ახმეტაში
გამოქვეყნებულია: 2015-05-14 11:55:00
ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის რაიონის სოფლები დაიტბორა. უხვმა ნალექმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. მატანში, ქვემო და ზემო ალვანში დატბორილია ნათესები. ზარალი მიადგა პანკისის ხეობის სოფლებსაც. სტიქიის შედეგად, საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა. ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.
წაკითხვა
ნეპალში ძლიერი მიწისძვრა განმეორდა
გამოქვეყნებულია: 2015-05-12 20:32:00
ნეპალში ძლიერი მიწისძვრა განმეორდა. ორკვირიანი პაუზის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით შვიდი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც. კატმანდუს მოსახლეობა პანიკაშია. სტიქიის განმეორების შიშით ისინი  საცხოვრებელ სახლებში ვერ შედიან. დაზარალებული მოქალაქეების გადასარჩენად ადგილზე ნეპალისა და ინდოეთის ავიაცია მუშაობს. 
წაკითხვა
ორი დაღუპული და ათასობით ევაკუირებული - ტაიფუნი ფილიპინებზე
გამოქვეყნებულია: 2015-05-11 13:33:00
ფილიპინებზე, ტაიფუნ „ნოულის“ შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 10 000-ზე მეტი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ათასობით ადამიანი დროებით თავშესაფრებს აფარებს თავს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის გამო, ფილიპინების ჩრდილოეთ რეგიონში ათობით ავიარეისი გაუქმდა. შეჩერებულია საზღვაო მიმოსვლაც. ამ დროისთვის ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს. ტაიფუნი იაპონიასაც ემუქრება.
წაკითხვა
ნეპალში ნანგრევებში მოყოლილი 101 წლის მამაკაცი გადაარჩინეს
გამოქვეყნებულია: 2015-05-04 17:48:00
ნეპალში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 101 წლის მოხუცი მამაკაცი გადაარჩინეს. მამაკაცი საკუთარი სახლის ნანგრევებში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იყო მოყოლილი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მოხუცის მდგომარეობა სტაბილურია. დაახლოებით ერთი კვირის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა კი 8 000-ს მიაღწია. დაშავებულია 14 000-ზე მეტი ადამიანი. მიწისძვრის სიმძლავრემ 7,9 მაგნიტუდა შეადგინა. ნეპალი სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ჰუმანიტარულ დახმარებას ყოველდღიურად იღებს.
წაკითხვა
რა ვითარებაა ნეპალში და როდის დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში
განახლებულია: 2015-04-30 17:04:00
ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, შესაძლოა, დღეს ქვეყანა დატოვოს, თუ ჰუმანიტარული დახმარების მიღებით გადატვირთული აეროპორტი კომერციული რეისების დარეგულირებას შეძლებს. საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ ნეპალში მყოფი ქართველები თავს კარგად გრძნობენ და ზოგიერთი ქვეყანაში დარჩენას, ნაწილი კი გამოფრენას გეგმავს. დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი ქვეყანაში მყოფ 30-ზე მეტ ქართველ ტურისტს უკვე შეხვდა. კატმანდუში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. აღარ არის წყლისა და საკვების პრობლემა. სამაშველო სამუშაოების მასშტაბი კი უფრო და უფრო იზრდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 6 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. თუმცა, ნეპალის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლი 11 000-ს გადააჭარბებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებასაც ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ნეპალიდან ევაკუაციის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ინდოეთში საქართველოს საელჩოს ან დაუკავშირდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ნომრებზე, რომლებიც ვიდეომასალაშია მითითებული.
წაკითხვა
ნეპალში გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში და როგორია საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
გამოქვეყნებულია: 2015-04-27 20:07:00
საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან. ცოტა ხნის წინ ნეპალში საქართველოს ელჩი ჩაფრინდა, რომელიც ქართველებთან დაკავშირებას ცდილობს. დიპლომატიური წარმომადგენლობისგან დახმარებას საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე ელის, რომელთა დიდი ნაწილი მიწისძვრისგან თითქმის განადგურებულ ქვეყანაში ტურისტული მისიით იმყოფება. ქართველი ტურისტების სამშობლოში გამომგზავრების ზუსტი დრო ჯერ უცნობია, რადგან მოსახლეობის ევაკუაციის გამო, გზებზე საცობებია შექმნილი. პრობლემებია აეროპორტშიც, სადაც ჰუმანიტარული მისიით ჩაფრენილი ლაინერების სიმრავლის გამო, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიგები დგას. ბოლო მონაცემებით, ნეპალში შაბათს დილით მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ 3 900-მდე ადამიანი იმსხვერპლა. დედაქალაქ კატმანდუსა და მაღალმთიანი სოფლების გარდა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ევერესტთანაც მიმდინარეობს, სადაც სტიქიის გამო ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, 18 ადამიანია დაღუპული.
წაკითხვა
როგორია ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა - სტიქიის ზონაში საქართველოს ელჩი ჩავა
განახლებულია: 2015-04-27 16:07:00
ნეპალში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. ქართულ მხარეს დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს. ერთ საათში სტიქიის ზონაში საქართველოს ელჩი ჩავა და ვითარებას ადგილზე გაარკვევს. მისი ინფორმაციით, დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაახლოებით საქართველოს 20-მდე მოქალაქე დაუკავშირდა. ახლა ისინი ერთ-ერთ პარკში იმყოფებიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საელჩოში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელზეც ინფორმაცია შედის. წინასწარი ინფორმაციით, ნეპალში მიწისძვრის დროს იმყოფებოდა ქართველი ტურისტების ორი ჯგუფი, 20-ზე მეტი ადამიანი და ასევე რამდენიმე ვიზიტორი, რომლებიც ქვეყანაში დამოუკიდებლად იყვნენ ჩასულები.
წაკითხვა
ნეპალში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი იზრდება - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში
განახლებულია: 2015-04-27 16:05:00
3 800 დაღუპული, 7 000 დაშავებული - ნეპალში მსხვერპლთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ დედაქალაქი კატმანდუ თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა. შენობების 70 პროცენტი დანგრეულია. ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდეა განადგურებული კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი. სტიქიის ზონაში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფო დახმარებას და მაშველთა ჯგუფებს გზავნის. მედიკოსები საველე პირობებში მუშაობენ. ექიმები იძულებულნი არიან, რომ უმძიმეს პაციენტებს დახმარება პირდაპირ ქუჩაში გაუწიონ. ქვეყანაში 10-ზე მეტი ქვეყნის დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ. ნეპალში იმყოფება საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, დამანგრეველი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,9 მაგნიტუდა იყო, ნეპალში 25 აპრილს მოხდა, ზუსტად ერთი დღის შემდეგ, კვირას ბიძგები განმეორდა.
წაკითხვა
როგორია ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
გამოქვეყნებულია: 2015-04-26 20:21:00
სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალქეები. ორი ტურისტული ჯგუფის გარდა, საქართველოს საელჩოს ინფორმაცია აქვს რამდენიმე დამოუკიდებელ ქართველ მოგზაურზე, რომლებიც ნეპალის ტერიტორიაზე იმყოფებიან. თუმცა, მათთან დაკავშირება, მწყობრიდან გამოსული საკომუნიკაციო სისტემის გამო, ვერ ხერხდება. საქართველოს მოქლაქეების დასახმარებლად და ვითარების ადგილზე გასაცნობად, ხვალ საქართველოს ელჩი სპეცრეისით კატმანდუში ჩავა. ლევან კვატაშიძის პირდაპირი რეპორტაჟი.
წაკითხვა
განმეორებითი მიწისძვრა და ნგრევა ნეპალში - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში
გამოქვეყნებულია: 2015-04-26 20:17:00
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ნეპალში გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება და ამ დროისთვის 2 400-ს აღწევს. 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას რამდენიმე საათის წინ განმეორებითი ბიძგები მოჰყვა, რომელიც წინას მხოლოდ მხოლოდ ერთი მაგნიტუდით ჩამორჩა. ნეპალის ღირსშესანიშნაობების ადგილზე ახლა კარვებია, სადაც თავს ისინი აფარებენ, ვინც  სტიქიას გადაურჩა. დანგრეულია საავადმყოფოები. დაზარალებულებს პირდაპირ ქუჩებში მკურნალობენ. საჰაერო სივრცე მხოლოდ ცალმხრივადაა გახსნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავებისთვის. ის კი, თუ როდის შეძლებენ ქვეყნის დატოვებას ტურისტები, ამ დრომდე უცნობია. ევერესტზე, სადაც 17 ადამიანი დაიღუპა,  კვლავ ზვავსაშიშროებაა. რა ვითარებაა მიწისძვრიდან მეორე დღეს სტიქიის ზონაში, ქეთევან ბერაია გიამბობთ.
წაკითხვა
როგორია ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
გამოქვეყნებულია: 2015-04-26 12:18:00
„მოამბის“ ინფორმაციით, ნეპალში საქართველოდან ორი ტურისტული ჯგუფი იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ რეგიონში ჩვენი ქვეყნიდან დამოუკიდებლად წასული ტურისტებიც იმყოფებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს, სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაუკავშირდეს, ასევე მათთვის ინდოეთში მდებარე საელჩოსთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებს.  ლევან კვატაშიძე დეტალებით.
წაკითხვა
რა ვითარებაა ნეპალში მყოფ ქართველ ტურისტებთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2015-04-25 20:10:00
"მოამბესთან" პირდაპირ სატელეფონო ხაზზეა ლევან ნიჟარაძე, საქართველოს ელჩი ინდოეთსა და ნეპალში.
წაკითხვა
დამანგრეველი მიწისძვრა ნეპალში - დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება
გამოქვეყნებულია: 2015-04-25 20:05:00
ნეპალში, ქვეყნის ბოლო 80-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დღეს გამთენიისას მოხდა.მაშველები ამ დრომდე ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ. მიწისქვეშა ბიძგებს, რომლებმაც 7,9 მაგნიტუდა შეადგინა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 800 აღემატება. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, მას მსხვერპლი ინდოთშიც მოყვა. დაღუპულები არიან ევრესტზეც, სადაც ბიძგებმა ზვავები გამოიწვია. 
წაკითხვა