საზოგადოებრივი
104.5 FM
8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა ნეპალში - საქართველოს 20 მოქალაქე სტიქიის ზონაში
გამოქვეყნებულია: 2015-04-25 20:00:00
დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს სულ მცირე 20 მოქალაქე იმყოფება ნეპალში, სადაც თითქმის 8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. საუბარია ტურისტულ ჯგუფებზე, რომელთაგან ბოლო ჯგუფი ნეპალში 20 აპრილს გაემგზავრა. ნიკა მოლოდინაშილი განაგრძობს თემაზე საუბარს. 
წაკითხვა
24 აპრილის ჩათვლით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2015-04-20 11:19:00
მომდევნო დღეების განმავლობაში, სინპოტიკოსები საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის განცხადებით, მომდევნო დღეებში საქართველოში სიცივე, ტემპერატურის შემცირება და ნალექია მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში ხვალ წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა დილით +12, ღამით +6 გრადუსი იქნება. წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც. ტემპერატურა დღისით +13 ღამით +5 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები დედაქალაქში ხვალ წვიმას პროგნოზირებენ. ტემპერატურა თბილისში დღისით + 13, ღამით + 5 გრადუსი იქნება.ცივი და ნალექიანი ამინდი საქართველოში 24 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება.წყარო: „ინტერპრესნიუსი“
წაკითხვა
ფოთში ეკოლოგიურ კატასტროფას პროგნოზირებენ
გამოქვეყნებულია: 2015-04-13 20:39:00
ეკოლოგიურ კატასტროფას პროგნოზირებენ ფოთში, სადაც 50 წლის წინ აშენებული ხიდის სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ. საუბარია ნაგებობაზე, რომელიც ზღვაში მდინარე რიონის ჩადინებას არეგულირებს და ჰიდროკვანძის ფუნქციასაც ითავსებს. თუმცა, ხიდი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, რის გამოც ადგილობრივი გარემოსდამცველები დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ. თითქმის მწყობრიდან გამოსული ნაგებობის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები არასდროს ჩატარებულა.
წაკითხვა
თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2015-04-13 16:51:00
თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება. 15 აპრილიდან ტემპერატურა შედარებით მოიმატებს, მაგრამ ნალექი დროდადრო მაინც იქნება.
წაკითხვა
ყაზბეგში სპეციალური გამაფრთხილებელი სისტემები დამონტაჟდება
გამოქვეყნებულია: 2015-04-06 20:27:00
დაბა ყაზბეგში, მეწყრისა და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით, სპეციალური გამაფრთხილებელი მოწყობილობები დამონტაჟდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მყინვარ დევდორაკზე შვეიცარიელი ექსპერტები კვლევებს ახორციელებენ, რომლის დასრულების შემდეგ, მოხდება გამაფრთხილებელი სისტემების დამონტაჟება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სისტემა ხელს შეუწყობს სტიქიური მოვლენების პროგნოზს და მოსალოდნელ ზარალს მაქსიმალურად შეამცირებს. სამუშაოები გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შვეიცარიულ მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემის მოწყობას სწორედ შვეიცარიული მხარე უზრუნველყოფს.
წაკითხვა
გადახდილი სახურავები, დაზიანებული მანქანები და გათიშული ელექტროენერგია - სტიქია სამეგრელოში
განახლებულია: 2015-03-30 16:06:00
სტიქია სამეგრელოში - რეგიონში ძლიერმა ქარმა მოსახლეობა დააზარალა. ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა. 40 სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებულია ადმინისტრაციის შენობა, საბავშვო ბაღი, 7 ავტომანქანა, რომლებსაც სახლის სახურავი დაეცა. საავტომობილო გზაზე წაქცეულია ხეები. ელექტროენერგია არ მიეწოდება 17 000-ზე მეტ აბონენტს. სტიქიის ზონაში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები. ზუგდიდის სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა. ძლიერმა ქარმა პირველ და მესამე საჯარო სკოლებს სახურავი გადახადა. უკვე ცნობილია, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ სამშენებლო კომპანიას, რომელმაც ამ სკოლების სარემონტო სამუშაოები შეასრულა. რეაბილიტაცია სასწავლო დაწესებულებებში ერთი წლის წინ ჩატარდა.
წაკითხვა
ძლიერი მიწისძვრა პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროზე
გამოქვეყნებულია: 2015-03-30 13:11:00
პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროზე 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი სანაპიროდან 55 კილომეტრში, ზღვაში დაფიქსირდა. მსხვერპლისა და დაზიანებების შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება. წყნარი ოკეანის სეისმოლოგიური ცენტრი პაპუა-ახალი გვინეისა და სოლომონის კუნძულების სანაპიროზე ცუნამის პროგნოზირებს.
წაკითხვა
არამდგრადი ამინდი 4 აპრილამდე შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2015-03-30 11:59:00
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი 4 აპრილამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების განცხადებით, ტემპერატურა მთელ საქართველოში დაიკლებს. რაც შეეხება თბილისს, მოსალოდნელია ნალექი თოვლ-ჭყაპის სახით.
წაკითხვა
სტიქია ხულოში - თოვლმა რამდენიმე ოჯახს მოსავლი გაუნადგურა
გამოქვეყნებულია: 2015-03-26 20:44:00
აჭარის მაღალმთიანი რაიონი ისევ სტიქიითაა დაზარალებული. მარტში მოსულმა თოვლმა ხულოში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს მოსავლის ნაწილი გაუნადგურა. ადგილობრივი მოსახლეობა მუნიციპალიტეტისგან კომპენსაციებს ითხოვს.
წაკითხვა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გამოქვეყნებულია: 2015-03-17 13:16:00
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის134-135 კმ-ზე - დარიალის ხეობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას აკრძალულია მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია 
წაკითხვა
ქარიშხალმა „პემმა“ ვანუატუს დედაქალაქი გაანადგურა
გამოქვეყნებულია: 2015-03-15 13:08:00
ვანუატუში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარიშხალმა „პემმა“ ქვეყნის დედაქალაქი თითქმის მთლიანად გაანადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქში შენობების 90% დანგრეულია. დაღუპულთა შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. კუნძულებს შორის კონტაქტი ვერ მყარდება. ათასობით ადამიანი დროებითი თავშესაფარშია გადაყვანილი. ქარის სიჩქარემ „პემის“ მოქმედების ზონაში 270 კილომეტრ-საათი შეადგინა.
წაკითხვა
საქართველოს მასშტაბით,დღეიდან გამოიდარებს
გამოქვეყნებულია: 2015-03-06 13:09:00
დღეიდან, საქართველოს მასშტაბით, გამოიდარებს. უნალექო ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 11 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში და  8-13 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს მასშტაბით, უნალექო ამინდები შენარჩუნდება ორი დღის განმავლობაში. 
წაკითხვა
ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს
გამოქვეყნებულია: 2015-02-21 15:04:00
ხვალიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში რამდენიმე დღით გამოიდარებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს, ხვალიდან 27 თებერვლის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდები იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 18-19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი შესაძლოა იყოს ყინვა -2;-3 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან რამდენიმე დღით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12;+15 გრადუსს მიაღწევს, ღამით ზოგან მოსალოდნელია ყინვა -6-7 გრადუსამდე.თბილისში ერთი კვირის განმავლობაში დღისით მოსალოდნელია უნალექო, მზიანი ამინდი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება, ღამით კი, ტემპერატურა 4 გრადუსზე მეტი იქნება. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
შეზღუდვა ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე
გამოქვეყნებულია: 2015-02-20 14:08:00
ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვაა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის  (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.გზის გაწმენდითი სამუშაოების განსახორციელებლად ადგილზე მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
დღეიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება
განახლებულია: 2015-02-17 13:39:00
დღეიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება.  დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში  - თოვლი. იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. 18 თებერვალს კი ბარში მოსალოდნელია წვიმა და თოვლი, მათ შორის თბილისშიც. დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისითაც და ღამითაც ერთნაირი ტემპერატურა, +1;+6 გრადუსი დაფიქსირდება. მეტრეოროლოგების პროგნოზით,  22 თებერვლიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დათბება.
წაკითხვა
კობი -გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროებაა
განახლებულია: 2015-02-17 13:36:00
კობი- გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროებაა. დარიალის ხეობაში, გუდაურამდე მისასვლელ გზაზე აკრძალულია მანქანების გაჩერება. მოძრაობას პოლიცია აკონტროლებს. 
წაკითხვა
გუდაური - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
განახლებულია: 2015-02-10 13:35:00
ზვავსაშიშროების გამო გუდაური - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის 134-ე და 135-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის  მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 
წაკითხვა
ცვალებადი ამინდი 14 თებერვლამდე შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2015-02-09 17:18:00
საქართველოში ცვალებადი ამინდი 14 თებერვლამდე შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლჭყაპი და წვიმა. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. მთაში ითოვებს. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც 11-12 თებერვალს იქნება თოვლი და წვიმა. 14 თებერვლის შემდეგ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება და დათბება.
წაკითხვა
ტემპერატურა მოიმატებს ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში
გამოქვეყნებულია: 2015-01-14 13:09:00
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს გამოიდარებს. ტემპერატურა მოიმატებს ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ  ნაწილში. დათბება თბილისშიც, თუმცა დედაქალაქში ქარიცაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების განცხადებით, ღამით ჰაერის ტემერატურა დაიკლებს.  
წაკითხვა
კობი-გუდაურის მონაკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 20:42:00
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებისთვის გზა გახსნილია.  აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. კობიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი პირველი ავტოკოლონა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ პირადად გააცილეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკავეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისამბელიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება.სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
წაკითხვა