საზოგადოებრივი
104.5 FM
რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 17:05:00
ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდის სამუშაოები სრულდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე გზის გაწმენდითი სამუშაოები პრაქტიკულად დაასრულა. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის გაფართოება, რათა სატრანსპორტო საშუალებებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება. მას შემდეგ კი, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ხელმძღვანელობს. მასში კი შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შედიან.
წაკითხვა
საქართველოში 15 იანვრიდან გამოიდარებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 11:55:00
უამინდობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს, მაღალმთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება და ქარბუქია მოსალოდნელი. სპეციალისტები თბილისში უმეტესად უნალექო ამინდებს ელოდებიან. სინოპტიკოსების ვარაუდით, ამინდი ქვეყნის მასშტაბით 15 იანვრიდან გაუმჯობესდება.
წაკითხვა
შეზღუდვები გზებზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 11:48:00
საავტომობილო გზებზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოხსნილია, თუმცა გარკვეული აკრძალვები ამ დრომდე შენარჩუნებულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ნინოწმინდაში, კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში შეუფერხებლადაა შესაძლებელი. გარკვეული შეზღუდვები მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში რჩება. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. გუდაური–კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის თითქმის 80 % უკვე გაწმენდილია. აღნიშნული მონაკვეთის გახსნა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მოხერხდება. შეზღუდვა მოქმედებს ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-ე და 73-ე კილომეტრებზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
წაკითხვა
უამინდობა საქართველოში - რა ვითარებაა გუდაურსა და სტეფანწმინდაში
გამოქვეყნებულია: 2015-01-10 20:32:00
"მოამბის" შეკითხვებს ოპერატიული ცენტრის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ უპასუხა.
წაკითხვა
ყაზბეგი თოვლის ტყვეობაში რჩება - დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელი გზა ისევ ჩაკეტილია
გამოქვეყნებულია: 2015-01-10 20:29:00
ყაზბეგი თოვლის ტყვეობაში რჩება - დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელი გზა ისევ ჩაკეტილია. მაგისტრალის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს; დაბა სტეფანწმინდიდან 200-მდე ადამიანის გამოყვანა ვერტმფრენის მეშვეობით მოხერხდა. ვითარება კრიტიკულია მაღალმთიან აჭარაში. 30-მდე ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. მთავრობა მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებს. 
წაკითხვა
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ისევ დიდთოვლობაა
გამოქვეყნებულია: 2015-01-09 21:04:00
ნაწილობრივ პარალიზებული გზები და დამეწყრილი ტერიტორიები - საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ისევ დიდთოვლობაა. ყველაზე რთული მდგომარეობა აჭარაში, კერძოდ ხულოსა და შუახევშია, სადაც გზების ჩაკეტვის გამო რამდენიმე სოფელთან დაკავშირება შეუძლებელია. შეზღუდვებია გომბორის და რიკოთის უღელტეხილებზეც. რაც შეეხება სტეფანწმინდას - გუდაური-კობის მიმართულებით გზის გაწმენდა დაიწყო, თუმცა ამ მონაკვეთზე და სტეფანწმინდა ლარსის მიმართულებით გადაადგილება ისევ აკრძალულია. რამდენიმედღიანი პარალიზების შემდეგ ვითარება გაუმჯობესებულია ნინოწმინდაში, სადაც სასაზღვრო მონაკვეთზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. ვნახოთ რეპორტაჟი სტიქიის ზონებიდან.
წაკითხვა
უამინდობა საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება
განახლებულია: 2015-01-09 13:10:00
უამინდობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა უფრო დაიწევს. დასავლეთ საქართველოში  8 გრადუსია მოსალოდნელი. ყინვაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსს მიაღწევს, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლოა  -15 გრადუსამდე დაეცეს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს დედაქალაქში თოვლია მოსალოდნელი.  
წაკითხვა
ქედაში მეწყერი ჩამოწვა
განახლებულია: 2015-01-09 13:04:00
ქედაში მეწყერი ჩამოწვა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის 30-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით ჩაკეტა. მიწის დიდი მასა ხეებთან ერთად გზაზე ჩამოიშალა, რის შედეგადაც ახალციხისა და ბათუმის მიმართულებით ავტომობილების მიმოსვლა შეჩერებული იყო. ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მძიმე და სპეციალური ტექნიკით გვიანობამდე მიმდინარეობდა. 
წაკითხვა
შეზღუდვები რიკოთის უღელტეხილზე
გამოქვეყნებულია: 2015-01-08 16:49:00
შეზღუდვებია რიკოთის უღელტეხილზე. იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული, რომლებიც საგზაო მონაკვეთს ინტენსიურად წმენდენ. ადგილზე ტექნიკური მარილიც იყრება.
წაკითხვა
სასწრაფოდ
დიდთოვლობა საქართველოში - მთავრობა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 20:08:00
ინტენსიური თოვის გამო მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია. ყაზბეგი და ნინოწმინდა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დარიალის ხეობაა. გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება ისევ აგრძალულია. ზვავი ჩამოწვა დუშეთის რაიონში. რა ხდება საქართველოს საავტომობილო გზებზე და მაღალმთიან სოფლებში რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად -სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილებიდან 200 ადამიანი გამოიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2015-01-06 14:19:00
ნინოწმინდის რაიონში, საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილებიდან სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით 200 ადამიანი გამოიყვანეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, მათ შორის ბავშვები და მოხუცებიც არიან.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
თბილისში ახალი წლის დღეები თოვლის გარეშე ჩაივლის
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 12:44:00
ხვალ პირველი იანვარია, დედაქალაქში კი უჩვეულოდ თბილა. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ახალი წლის დღეები  თოვლის გარეშე ჩაივლის. მაგრამ იქნება არამდგრადი ამინდი. რაც შეეხება რეგიონებს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი, ბარში კი იწვიმებს. 
წაკითხვა
ახალი წლის დღეებში სინოპტიკოსები თბილისში კარგ ამინდს ვარაუდობენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 11:48:00
ახალი წლის დღეებში სინოპტიკოსები  თბილისში კარგ ამინდს ვარაუდობენ. დღეს შედარებით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.  რაც შეეხება რეგიონებს, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი,   ბარში კი წვიმაა ნავარაუდევი.  
წაკითხვა
საქართველოს მოქალაქის სამდღიანი ძებნა დასრულდა - მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 20:05:00
ადრიატიკის ზღვა ისევ მოვლენათა ეპიცენტრშია. საქართველოს მოქალაქის სამდღიანი ძებნა დასრულდა, მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს. ბორანზე, რომელსაც ალბანეთის სანაპიროსთან გაუჩნდა ცეცხლი და საბერძნეთიდან იტალიაში მიდიოდა,  9 ქართველი იმყოფებოდა. რვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ქალაქ ბარის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან.სალომე ქოქიაშვილი არა მხოლდ საქართველოს მოქალაქეების შესახებ იკვლევდა ინფორმაციას - ბორანზე მყოფთა ზუსტი სიის დადგენასაც ცდილობს. დაკარგულთა საერთო რაოდენობა ისევ დაუდგენელია.
წაკითხვა
სინოპტიკოსები საქართველოში ახალი წლის დღეებში თოვლს არ ვარაუდობენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 14:26:00
სინოპტიკოსები საქართველოში ახალი წლის დღეებში თოვლს არ ვარაუდობენ. როგორც  გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე  ნინო წვერავამ განაცხადა, წინასაახალწლოდ და ახალი წლის დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მათ შორის თბილისშიც. მისივე თქმით, ახალი წლის ღამით თოვლი მოსალოდნელია მესტიაში, გუდაურსა და ფასანაურში. 4 იანვრამდე დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით +4;+9; დღისით - +9; +14; მთაში ღამით - 0; +5; დღისით +4; +9; მაღალმთაში ღამით  -3;+2; დღისით - 0;+5;აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 0;+5; დღისით - +4;+9; მთაში ღამით - -3;+2; დღისით +3;+8; მაღალმთაში -7-2; -1;+4; თბილისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით +3; დღისით - +6 იქნება.4 იანვრის შემდეგ საქართველოში აცივდება და არამდგრადი ამინდები იქნება. წყარო; "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
უჩვეულო ქარიშხალი სამხრეთ კალიფორნიაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 12:54:00
სამხრეთ კალიფორნიას რეგიონისთვის უჩვეულო სიმძლავრის ქარიშხალმა გადაუარა, რამაც ლოს ანჯელესში განთავსებულ საცხოვრებელ სახლებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 40 ათასი მცხოვრები. ამინდის ნაციონალური სამსახურის ინფორმაციით,  ეს ყველაზე ძლიერი ქარიშხალია გასული ათი წლის განმავლობაში. 
წაკითხვა
11 გარდაცვლილი, 100-ზე მეტი დაკარგული -მეწყერი ინდონეზიაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 12:51:00
მეწყერი ინდონეზიაში. გადაუღებელი მუსონური წვიმების შედეგად კუნძულ იავაზე მეწყერი ჩამოწვა. დაღუპულია, სულ მცირე, 11ადამიანი, 100-ზე მეტი კი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, თუმცა მეწყერში მოყოლილების გადარჩენის შანსები სულ უფრო მცირდება. ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან 375 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. 
წაკითხვა
უამინდობა ევროპაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 13:57:00
უამინდობა ევროპაში. ოთხი ადამიანი ემსხვერპლა გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას საბერძნეთში. უამინდობას თან დაერთო ქვეყნის ჩრდილოეთით მდინარეზე არსებული დამბის გარღვევაც. წყლის ნაკადმა მიმდებარე ტერიტორია წალეკა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გადაუღებელმა წვიმებმა და უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა რუმინეთსაც. უამინდობამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალების პარალიზება გამოიწვია. ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასაც. ხელისუფლებამ მოსახლეობას ონკანიდან სასმელი წყლის მიღებისგან თავის შეკავება ურჩია. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 
წაკითხვა
შეზღუდვები საქართველოს საავტომობილო გზებზე
განახლებულია: 2014-12-02 14:22:14
თბილისში მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ყოველწლიური ფესტივალი მოჰსენ მახმალბაფის ფილმ “პრეზიდენტის” ჩვენებით დაიწყო. შეზღუდვები საქართველოს საავტომობილო გზებზე- დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტით გადაადგილება ღამით აკრძალული იყო.მოძრაობა შეეზღუდა მისაბმელიან, ნახევრად მისაბმელიან და სატვირთო ტრანსპორტს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა იყო მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. გზის ამ მონაკვეთზე სპეციალურმა ჯგუფებმა ტექნიკური მარილი დაყარეს. ამ დროისთვის რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის ნებადართულია.დიდთოვლობის გამო მოძრაობა შეიზღუდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზეც. ამ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. გზებზე დაწესებული რეჟიმის შესახებ ინფორმირებულია ყველა იმ ქვეყნის საელჩო, რომელიც სატრანზიტო მოძრაობას საქართველოს გავლით ახორციელებს. 
წაკითხვა
არამდგრადი ამინდი საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-02 11:36:00
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა. არამდგრადი ამინდი საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. სინოპტიკოსების განცხადებით, მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით.4 დეკემბრიდან კი დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, და დედაქალაქს, აქ თოვლის მოსვლას ელოდებიან.
წაკითხვა