საზოგადოებრივი
104.5 FM
აჭარაში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
განახლებულია: 2016-09-02 12:35:00
აჭარაში  სტიქიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სოფელ თხილნარის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკალმახე მეურნეობის გაწმენდას ცდილობდა, მდინარემ წაიღო. ცხედარი შემთხვევიდან რამდენიმე საათში მაშველებმა ზღვაში იპოვეს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთის მთავარ გზებზე მოძრაობა აღდგენილია. ძლიერმა წვიმამ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მოსახლეობა დააზარალა. ხელვაჩაურში დაიტბორა სავარგულები, ჩაიხერგა გზები, მეწყერის გამო 30 ოჯახი რამდენიმე საათით რაიონულ ცენტრს მოსწყდა. მეწყერი ჩამოწვა სარფის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, დაზიანდა ორი ავტომანქანა. სტიქიის ზონები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მოინახულა. 
წაკითხვა
განმეორებითი ბიძგები და სამაშველო სამუშაოები იტალიაში
გამოქვეყნებულია: 2016-08-26 18:58:00
რამდენიმე წუთის წინ იტალიაში დაფიქსირებულმა განმეორებითმა მიწისქვეშა ბიძგებმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ქალაქთან მისასვლელი გზა მნიშვნელოვნად დააზიანა. ავტომაგისტრალი მთავარი დამაკავშირებელი კვანძი იყო, რომლითაც მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები სარგებლობდნენ. მიწისძვრიდან მესამე დღეს, იტალიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა უკვე 267-ის მიაღწია, დაშავებულია 400-მდე პირი. ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებულ ქალაქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
წაკითხვა
განმეორებითი ბიძგები იტალიაში
გამოქვეყნებულია: 2016-08-25 20:48:00
განმეორებითი ბიძგები იტალიაში: სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ამატრიჩეში ცოტა ხნის წინ 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მოსახლეობა პანიკაშია: მოქალაქეები ნანგრევებად ქცეული ქალაქს ტოვებენ. ბოლო მონაცემებით, იტალიის ცენტრალურ ნაწილში ოთხშაბათს, გამთენიისას მომხდარმა დამაგრეველმა მიწისძვრამ 247 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავდა 400-მდე მოქალაქე. 
წაკითხვა
საგარეო უწყება: იტალიაში მიწისძვრის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
განახლებულია: 2016-08-24 20:09:00
საგარეო უწყების ბოლო მონაცემებით, იტალიაში დაღუპულებს ან დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს საელჩოში უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში, იტალიაში მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +39 333 887 91 23.პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს იტალიურ მხარესთან კომუნიკაციის დამყარება დაავალა, რათა მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის მიზნით დამხარების პროცესში ჩვენმა ქვეყანამაც შეიტანოს წვლილი. პარალელურად, ჯანელიძის უწყება სამძიმრის განცხადებას ავრცელებს, სადაც ოფიციალურ რომს, დაღუპულთა ოჯახებს და იტალიის მოსახლეობას თანაგრძნობას უცხადებს.
წაკითხვა
38 დაღუპული, ათობით დაშავებული და ასობით უგზოუკვლოდ დაკარგული - იტალიაში მომხდარი მიწისძვრის ბოლო მონაცემები
გამოქვეყნებულია: 2016-08-24 16:10:00
38 დაღუპული, ათობით დაშავებული  და ასობით ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგული. ასეთია ბოლო მონაცემი იტალიიდან. 6, 2 მაგნიტუიდის სიმძლავრის ბიძგები პერუჯადან 70 კილომეტრის დაშორებით ცენტრალურ იტალიაში გამთენიისას დაფიქსირდა. სამაშველო ოპერაციებს ჩახერგილი გზები აფერხებს. იტალიის ხელისუფლება სამძიმრისა და თანადგომის  გზავნილებს იღებს.  
წაკითხვა
დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში - 14 დაღუპული და ათობით დაშავებული ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2016-08-24 12:01:00
14 დაღუპული და ათობით დაშავებულია - ასეთია იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგი. ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან ადამიანები. სამაშველო ოპერაციებს ჩახერგილი გზები და ნაშალი მასალა აფერხებს. 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები პერუჯადან 70 კილომეტრის დაშორებით ცენტრალურ იტალიაში გამთენიისას დაფიქსირდა.  ყველაზე მეტად დასახლებები - აკუმოლი, ამატრიჩე, პოსტა და არკუატა დელ ტრონტო დაზარალდა. 
წაკითხვა
დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში
გამოქვეყნებულია: 2016-08-24 10:01:00
დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში. 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში დაფიქსირდა და რამდენიმე დასახლებაში ნგრევა გამოიწვია. დაღუპულია 6 ადამიანი. ქალაქ აკუმოლის მერის განცხადებით, ფაქტობრივად, დანგრეულია მთელი ქალაქი, ჩახერგილია გზები. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში კი 4 ადამიანია მოყოლილი, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, ცოლ-ქმარი და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი. კიდევ ორი ადამიანი პესკარა-დელ-ტრონტოს დასახლებაში დაიღუპა. ასევე პარალიზებულია ქალაქ ამატ-რიჩესთან მისასვლელი გზა. სტიქიამ მეწყერი გამოიწვია და არსებობს ხიდის ჩანგრევის საფრთხე. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევის შესახებ ქალაქებში პოსტა და არკუატა-დელ-ტრონტოშიც. სტიქია გამთენიისას ადგილობრივი დროით 3 საათსა და 33 წუთზე დაფიქსირდა, მისი ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან 70 კილომეტის დაშორებით, მიწისქვეშ, 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. ერთი საათის შემდეგ კი განმეორებითი ბიძგების სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა. 
წაკითხვა
უამინდობა აჭარაში - სანაპიროზე 4,5 ბალამდე სიმძლავრის შტორმია
გამოქვეყნებულია: 2016-08-14 20:34:00
აჭარაში, ზღვის სანაპიროზე 4-დან 4,5 ბალამდე სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება. ბათუმში ძლიერი წვიმა და ქარია. უხვი ნალექის გამო, მახინჯაურში, ბათუმში შესასვლელი ცენტრალური გზა დაიტბორა. შეფერხებულია მოძრაობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებშიც. უამინდობის გამო, ბათუმის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
წაკითხვა
ბორჯომში გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა
განახლებულია: 2016-08-06 16:12:00
ბორჯომში დღეს აღარ წვიმს. სტიქიის შემდეგ ხეობის მცხოვრებლები და სტუმრები ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. ადგილზე რჩება კრიზისების მართვის საბჭო. 2 დღის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა სერიოზული პრობლემები შექმნა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი. შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება. ტურისტული ზონებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. დღეს ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ  ბორჯომი ტურისტების მისაღებად კვლავ მზადაა.
წაკითხვა
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები - რა ვითარებაა ბორჯომში
გამოქვეყნებულია: 2016-08-05 10:03:00
ბორჯომში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინდელი   ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, თითქმის განადგურდა ბორჯომის ცენტრალური პარკი, არიან დაშავებულებიც.  მუშაობს საგანგებო შტაბი. რა ვითარებაა სტიქიის ზონაში -  გურამ როგავა ბოლო ინფორმაციით.
წაკითხვა
სოციალურ ქსელებში ბორჯომში არსებული ვითარების ამსახველი კადრები ვრცელდება
გამოქვეყნებულია: 2016-08-05 00:05:00
სტიქია ბორჯომში - ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა. ბორჯომში არსებული ვითარების ამსახველ ფოტო და ვიდეოკადრებს ავრცელებენ მომხმარებლები სოციალურ ქსელებში. გთავაზობთ მასალას, რომელსაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კოტე ინაშვილი ავრცელებს.
წაკითხვა
სასწრაფოდ
დატბორილი ქუჩები და დაზიანებული გზები - ძლიერი წვიმა და სეტყვა ბორჯომში
გამოქვეყნებულია: 2016-08-04 20:19:00
ძლიერი წვიმის შედეგად, ბორჯომში ქუჩები დაიტბორა. ადიდებულია მდინარეები, დაზიანებულია გზები. მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეექმნა. ბორჯომი-ბაკურიანი გზაზე წაღებულია ხიდი. ქალაქში ამ დრომდე წვიმს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.გთავაზობთ „მოამბის“ კორესპონდენტის მიერ ადგილიდან მოწოდებულ, მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალას.
წაკითხვა
ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, თბილისის რამდენიმე უბანში ღამით მოძრაობა შეიზღუდა
განახლებულია: 2016-08-03 12:14:00
ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, თბილისის რამდენიმე უბანში ღამით მოძრაობა შეიზღუდა. რთული მდგომარეობა იყო იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წყლის განსაკუთრებით დიდი მოცულობა დაგროვდა. ევროპის მოედანზე კი წყალმა ქვიშა ჩამოიტანა. გაწმენდითი სამუშაოები გვიანობამდე მიმდინარეობდა.  მოძრაობა შეფერხებული იყო ავლაბრის ასახვევთან, მშრალ ხიდსა და ვახუშტის ხიდზე. დაიტბორა რამდენიმე სარდაფი ვორონცოვისა და განთიადის ქუჩებზე. ჩუღურეთში კი საცხოვრებელ სახლს, წვიმის შედეგად, სახურავი დაუზიანდა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განმარტებით, ინფრასტრუქტურული პრობლემები ქალაქში სანიაღვრე სისტემის ბლოკირებამ გამოიწვია. მათი თქმით, მთავარი ეპიცენტრი მტკვრის ორივე სანაპიროს ზოლი იყო.
წაკითხვა
ორი მიწისძვრა თითქმის ორკვირიანი ინტერვალით - როგორ აფასებენ მეცნიერები სამხრეთ კავკასიის სეისმურ აქტივობას
განახლებულია: 2016-07-28 20:55:00
ორი მიწისძვრა თითქმის ორკვირიანი ინტერვალით - დასავლეთ საქართველში დღეს 3.7 მაგნიტუდის ბიძგები იგრძნობოდა. ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპიროზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების შეფასებით, სტიქიური მოვლენა სუსტი მიწისძვრების კატეგორიას მიეკუთვნება. როგორ აფასებენ მეცნიერები სამხრეთ კავკასიის სეისმურ აქტივობას - თემაზე სალომე სონიშვილმა იმუშავა.
წაკითხვა
ბოლნისის რაიონში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა
განახლებულია: 2016-07-21 20:42:00
ბოლნისი სტიქიის ზონაა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საცხოვრებელი სახლების ნაწილი დააზიანა, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. აღდგენითი სამუშაოებია ჩასატარებელი გზებზეც. რაიონში ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.
წაკითხვა
რა ვითარებაა რეგიონებში სტიქიის შემდეგ - ზარალის ოდენობა და სალიკვიდაციო სამუშაოები
განახლებულია: 2016-07-13 20:40:00
ცნობილია იმ ზარალის სავარაუდო ოდენობა, რომელიც უამინდობამ აჭარას, გურიას, იმერეთსა და სამეგრელოს მიაყენა. ოთხივე რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გურიაში გზების ნაწილი უკვე აღდგენილია. მძიმე ტექნიკა რჩება აჭარის მაღალმთიან რაიონებსა და სამეგრელოშიც. გარესამყაროს მოწყვეტილ დასახელებებთან დასაკავშირებლად, იგება დროებითი ხიდები. ზარალის დათვლას და დახმარებას ჯერ ისევ ელიან ვანის რაიონის სოფლებში, სადაც გადაუღებელ წვიმას და მდინარის ადიდებას მძიმე შედეგები მოჰყვა.
წაკითხვა
ოზურგეთში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 838 000 ლარი შეადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-07-13 10:36:00
838 000 ლარი, - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალი დათვლილია. 8 ივლისს ოზურგეთში მომხდარი სტიქიის შედეგად სოფლებში: სილაურში, ჯუმათსა და გურიანთაში დაზიანდა გზები და დაინგრა საავტომობილო ხიდები. უხვმა ნალექმა სოფელ მელექედურში ორი უბნის დამაკავშირებელი გზა და სამეურნეო მიწები დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია, ხოლო დაზიანებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
წაკითხვა
მიწისძვრა საქართველოში, არსებობს თუ არა განმეორებითი ბიძგების საშიშროება - "მოამბის" კითხვებს ზურაბ ჯავახიშვილმა უპასუხა
განახლებულია: 2016-07-12 16:06:00
მიწისძვრა საქართველოში ბიძგების სიმძლავრემ 4,8 მაგნიტუდას მიაღწია. ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ დმანისთან ახლოს დაფიქსირდა. თუმცა მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ზურაბ ჯავახიშვილი "მოამბის" პირდაპირ ეთერში. 
წაკითხვა
სტიქიის შედეგები გურიასა და იმერეთში
განახლებულია: 2016-07-11 20:31:00
სტიქიის მძიმე კვალი გურიასა და იმერეთში: ორივე რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უამინდობის შედეგად, ცალკეულ რაიონებში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დანგრეულია გზები და განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი. სტიქიის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ამ დრომდე პარალიზებულია ვანი-სულორის დამაკავშირებელ გზაზეც. შედეგად, სოფელ სულორის მცხოვრებლები რაიონულ ცენტრს მხოლოდ საფეხმავლო ბილიკით უკავშირდებიან.
წაკითხვა
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიაში
განახლებულია: 2016-07-11 12:14:00
გურიაში სპეციალური ტექნიკით გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. გადაუღებელი წვიმის გამო, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდია ზარალის ოდენობა. გურიის გუბერნატორის განცხადებით, დაზიანებულია 20-მდე ხიდი, გზის საფარი და საყანე მიწები. ზარალის დასათვლელაად შექმნილია სპეციალური კომისია. ორი დღის წინ გადაუღებელმა წვიმამ საკარმიდამო ნათესებიც დააზიანა.
წაკითხვა