საზოგადოებრივი
104.5 FM
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 04:57:00
ტეხასის შტატში, საზერლენდ სპრინგსის ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ABC News-ი ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეიარაღებული პირი 26 წლის დევინ ქელია ტეხასიდან. ამ დროისათვის პოლიცია მის საცხოვრებელ ბინას ჩხრეკს. ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა თავდასხმა შტატის ისტორიაში ყველაზე მძიმე მასობრივ მკვლელობად შეაფასა. მისი განცხადებით, სროლას, ბოლო მონაცემებით, 26 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 30-მდე გარდაცვლილის შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლთაგან 23 ტაძრის შიგნით გარდაიცვალა, ორი - ეზოში, ერთი კი მოგვიანებით, საავადმყოფოში. ადგილობრივი შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, მსხვერპლთა ვინაობის გასაჯაროებისგან ჯერ თავს იკავებენ. მომხდარის შემდეგ, დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი იარაღზე კონტროლის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. ტეხასის თავდასხმის გარდა, ის გასული თვის ლას ვეგასის სროლებსაც იმოწმებს, რომელსაც 58 ადამიანი ემსხვერპლა და 500-ზე მეტი დაშავდა. ტეხასის პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსში თავდასხმა 5 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:30
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 04:48:00
ბელგიელმა გამომძიებელმა-მოსამართლემ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი და რეგიონული მთავრობის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა. კატალონიის მთავრობის ყოფილმა წევრებმა ბელგიის ფედერალური პროკურატურის შენობა, თითქმის 12-სათიანი დაკითხვის შემდეგ, უკვე დატოვეს. ​როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, გამომძიებელ-მოსამართლემ კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი წევრები რამდენიმე პირობით გაათავისუფლა: კარლეს პუიჩდემონს და ყოფილ მინისტრებს ეკრძალებათ ბელგიის ტერიტორიის დატოვება გამომძიებელ-მოსამართლესთან შეთანხმების გარეშე, მათ გამომძიებელ-მოსამართლეს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ასევე უნდა დაესწრონ ყველა პროცესს, გამოძახების შემთხვევაში. ბელგიელმა გამომძიებელმა-მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო, რომ ბელგიურ მხარეს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, გაითვალისწინებს თუ არა ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერს. ბელგიური მხარე გადაწყვეტილებას 15 დღის ვადაში მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის მიერ გაცემული ორდერი გათვალისწინებული იქნება, კარლეს
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 02:02:00
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. დაპატიმრებული ექსმინისტრების უფლებების დამცველი ​ხუამე ალონსო კუვილიასი არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს და ესპანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს არაჰუმანურად მოექცნენ. ყოფილ მინისტრებს ხელბორკილები დაადეს და ნარკობარონების მსგავსად, ხელები ზურგს უკან შეუკრეს. ყოფილ მაღალჩინოსნებს აიძულებდნენ, რომ ესპანეთის ჰიმნი მოესმინათ. ვითხოვთ რეაგირებას“, - აცხადებს ხუამე ალონსო-კუველიასი. კარლეს პუიჩდემონის თანამებრძოლები მადრიდში 2 ნოემბერს დააკავეს.
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 02:01:00
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მცირე ხნის დევნის შემდეგ, გვადალუპეს სიახლოვეს მოხდა. როგორც CNN-ს ადგილობრივი შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა, თუ თავი მოიკლა. საზერლენდ სპრინგსი პატარა ქალაქია, რომლის მოსახლეობა რამდენიმე ასეულ ადამიანს შეადგენს. ის სან ანტონიოდან 50 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. თავდასხმის გამოძიებაში ჩართულია ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სან ანტონიოს ფილიალიც. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც ამჟამად აზიის ტურში იმყოფება, მომხდარს Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. „ღმერთი იყოს საზერლენდ
წაკითხვა
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 01:32:00
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ. როგორც ​Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ვერტმფრენმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როცა დელეგაცია იემენის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 01:17:00
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC News-ი გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები აქვს. NBC News-ის ინფორმაციით, მიულერის გუნდი მუშაობდა მასალებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ფულის გათეთრების ფაქტებს, ფედერალური აგენტებისათვის ცრუ ჩვენებების მიცემის შემთხვევებს და ფლინის როლს გეგმაში, რომელიც მილიონობით დოლარის სანაცვლოდ, თურქეთის პრეზიდენტის ოპონენტის გადაცემას ითვალისწინებდა. მედიის ცნობით, ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერის, პოლ მანაფორტის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორმა მიულერმა ზეწოლა მაიკლ ფლინის წინააღმდეგ განსაკუთრებით გაზარდა. ფლინი ტრამპის მრჩევლად 24 დღის განმავლობაში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი კავშირის შესახებ რუს დიპლომატთან, რომელიც ფლინმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს დაუმალა, ის დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.
წაკითხვა
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:45:00
სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკის შიიტური მეჩეთის სიახლოვეს ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია. ეს პირველი თავდასხმაა კირკუკზე მას შემდეგ, რაც ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქალაქი ქურთული ძალებისგან გამოიხსნა. ნავთობით ცნობილი კირკუკი, რომლის მოსახლეობა მილიონს შეადგენს, ქურთების კონტროლის ქვეშ სამი წლის განმავლობაში იყო. კირკუკის მოქმედმა გუბერნატორმა, რაკა საიდმა, ერაყის პრემიერს, ჰაიდერ ალ-აბადის დაცვის გასაძლიერებლად დამატებით ჯარის გაგზავნის მოთხოვნით მიმართა. გუბერნატორის განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურები და პოლიციური შენაერთები საკმარისი არაა კირკუკის სრულად დასაცავად და ჯარის გაორმაგებაა საჭირო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. პოლიციის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია. „ეს ხალხმრავალი ქუჩაა. ამას ემატება გარემოვაჭრეებიც. ტერორისტების მიზანი ბევრი ადამიანის მკვლელობა იყო“, - ამბობს კირკუკის პოლიციის მაიორი. ქურთების „ფეშმერგას“ სამხედრო შენაერთთან სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ერაყის სამთავრობო არმიამ ქალაქი ალტუნ კუპრი 20 ოქტომბერს დაიკავა და კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა.
წაკითხვა
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:24:00
უკვე ათი საათია, კატალონიის ყოფილი ლიდერი გამოძიებას ჩვენებას აძლევს. კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს. გამომძიებელ-მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად ოცდაოთხსაათიანი ვადა აქვს. ვადა 6 ნოემბერს, 09:17 საათზე იწურება. გამომძიებელ-მოსამართლე გადაწყვეტს კარლეს პუიჩდემონის და მისი თანამოაზრეების დაპატიმრების ან გირაოთი გათავისუფლების საკითხს. გამოძიებას ჩვენებას აძლევენ ყოფილი მინისტრები, რომლებიც პუიჩდემონთან ერთად პოლიციაში გამოცხადდნენ. დაკითხვის პროცესს ესწრებიან ადვოკატებიც. კატალონიის ყოფილი ლიდერისა და ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვა, დაუმორჩილებლობა და ამბოხების მოწყობის მცდელობა ედებათ ბრალად. თუ კარლეს პუიჩდემონს პატიმრობაში დატოვებენ, კანონმდებლობის მიხედვით, ბელგიას 60 დღე აქვს, რათა ესპანეთისთვის მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. 
წაკითხვა
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:12:00
ტეხასის შტატში ეკლესიაზე თავდასხმას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის კომისრის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდეა,  დაშავებული კი 25 ადამიანია. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სან ანტონიოს ფილიალის ცნობით, ადგილზე მათი აგენტები მუშაობენ, თუმცა თავდამსხმელის მოტივი დადგენილი ჯერჯერობით არ არის. FBI-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი მოკლულია, ისინი სხვა ვერსიებზეც მუშაობენ. შეიარაღებულმა პირმა საზერლენდ სპრინგსის არამუნიციპალურ ზონაში მდებარე პირველ ბაპტისტურ ტაძარში საკვირაო მესის დროს გახსნა ცეცხლი. 
წაკითხვა
აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე ბაპტისტურ ტაძარში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 23:54:00
თავდასხმა მოხდა ტეხასის შტატში. შეიარაღებულმა პირმა საზერლენდ სპრინგსის არამუნიციპალურ ზონაში მდებარე პირველ ბაპტისტურ ტაძარში საკვირაო მესის დროს ცეცხლი გახსნა. არის მსხვერპლი. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ეკლესიაში დაახლოებით 11:30 საათზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. როგორც ABC-ს ადგილობრივ ბიუროს პოლიციამ განუცხადა, სროლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ზუსტი რიცხვი ვერ სახელდება. პოლიციის ცნობით, მოკლულია თავდამსხმელიც.
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 22:59:00
The Washington Post-ისა და ABC-ის ერთობლივი გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია. ამერიკელების 59%-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის საქმიანობა არ მოსწონს. როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, ტრამპისადმი დადებითად განწყობილი რესპოდენტთა მხოლოდ 37%-ია. ბეჭდური გამოცემისა და ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებული კვლევის შედეგები 5 ნოემბერს გამოქვეყნდა. ამ შინაარსის გამოკითხვა პირველად 1953 წელს ჩატარდა. არჩევიდან ერთი წლის თავზე კი, მსგავსი შედეგით, ტრამპმა მხარდაჭერის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მიიღო. კითხვაზე, მოსწონთ თუ არა საპრეზიდენტო პოსტზე ტრამპის მოღვაწეობა, რესპონდენტების ნახევარზე მეტმა უარყოფითი პასუხი გასცა.ტრამპის წინამორბედებიდან შედარებით პოპულარული იყო ჯორჯ ბუშ უმცროსი, რომლის საქმიანობასაც გამოკითხულთა 89% უჭერდა მხარს. ნაკლები მოწონებით სარგებლობდა ბარაკ ობამა. მის მოღვაწეობას 40% ნეგატიურად აფასებდა. გამოკითხულთა 41% არ იწონებდა ბილ კლინტონის საქმიანობასაც. ამის მიუხედავად, მათი მომხრეების რაოდენობა მაინც ბევრად აღემატებოდა ტრამპის 37%-იან მაჩვენებელს. გამოკითხვა 29 ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1005-მა რესპონდენტმა მიიღო.
წაკითხვა
აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 21:27:00
აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. სამართალდამცავმა უწყებებმა დიდი თეატრის, სასტუმრო „მეტროპოლისა“ და სავაჭრო სახლ GUM-ის დაცლის გადაწყვეტილება ანონიმური სატელეფონო ზარის საფუძველზე მიიღეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, წითელ მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრიდან და სასტუმრო „მეტროპოლიდან“ 5000-მდე ადამიანია ევაკუირებული. სამართალდამცველების განცხადებით კი, დაცლილია მოსკოვის დიდი თეატრიც. როგორც Reuters-ის კორესპონდენტი იტყობინება, თეატრში ევაკუაცია წარმოდგენის დაწყებამდე გამოცხადდა. მსგავსი მუქარის შემცველი ზარების გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, რუსეთის სხვადასხვა ნაწილში სავაჭრო ცენტრების, რკინიგზის სადგურებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ევაკუაცია გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს მუქარა საბოლოოდ ცრუ განგაში აღმოჩნდა, პასუხისმგებლობა ანონიმურ ზარებზე ჯერჯერობით არავის დაკისრებია. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებით, მუქარის შემცველი ზარების უკან საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის ოთხი მოქალაქე დგას. მაღალჩინოსნის ცნობით, ეჭვმიტანილებს მოკავშირეები რუსეთის ტერიტორიაზეც ჰყავთ. 
წაკითხვა
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:18:00
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრეა. ის პირობას დებს, რომ რადიკალურ რეფორმებს  გაატარებს. რომელი მილიარდერი აღმოჩნდა საკანში და ვინ არის საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი მოჰამედ ბინ სალმანი - ვრცლად ლევან ახალაიას სიუჟეტში.
წაკითხვა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:26:00
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცავებს ჩაბარდა. კარლეს პუიჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიელი ძალოვანების კითხვებს პასუხობს. ინფორმაციას ბელგიის პროკურატურა ადასტურებს. ასევე განცხადება კეთდება, რომ კატალონიელი ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები დაცულია. ჩაბარების დროს პუიჩდემონს ესპანეთის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი გადასცეს.  ბრიუსელში იუსტიციის სამინისტროსთან, იქ სადაც პუიჩდემონი თანაგუნდელებთან ერთად იმყოფება, ქეთევან ქარდავა მუშაობს.  
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 17:01:00
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ. ამის შესახებ ცნობებს ადგილობრივი მედია ავრცელებს. შეგახსნებთ, რომ კატალონიის ყოფილი მეთაური რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ბელგიის დედაქალაქში. მან ესპანეთი მას შემდეგ დატოვა, რაც მადრიდმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეზღუდოს კატალონიის ავტონომია, გადააყენოს მთავრობა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.დღესვე გავრცელდა ცნობები, რომ უახლოეს საათებში პუიჩდემონს ესპანეთს მოთხოვნით, ბელგიის პროკურატურა დააკავებდა. 
წაკითხვა
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:56:00
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ ვიაჩილსავ მალცევის მხარდამჭერებზე, რომლებსაც დღეს რუსეთის დედაქალაქში აქცია ჰქონდათ დაგეგმილი.როგორც პოლიციაში განმარტეს, სულ დაკავებულია 263 პირი. ისინი სხვადასხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. ზოგიერთ მათგანს თავდაცვის მიზნით სხვადასხვა სახის ნივთები აღმოაჩნდა. დაპატიმრებულებს შორის არიან არასრუწლოვნებიც.პოლიციამ ასევე აიყვანა „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი ანდერი ეჟოვი, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.შეგახსნებთ, რომ 3 ნოემბერს რუსეთს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მალცევის რამდენიმე მხარდამჭერი. როგორც სამართალდამცავები ამტკიცებენ, ისინი 5 ნოემბერს დანიშნულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმას და სხვა ძალადობრივ აქციებს გეგმავდნენ.მალცევის მოძრაობა სახელწოდებით „არტპადგატოვკა“ ოქტომბრის ბოლოს კრასნოიარსკის სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო. თავად მალცევმა რუსეთი დატოვა.
წაკითხვა
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 15:25:00
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის. როგორც ცნობილია, ის ისეთი კომპანიების წილის მფლობელია, როგორიცაა „ტვიტერი“ და „ეფლი“. მის ქონებას „ფორბსი“ 17 მილიარდ დოლარად აფასებს. მას ბრალად კორუფციულ გარიგებებში მონაწილობას სდებენ. სულ, საუდის არაბეთის მეფის ბრძანებით შექმნილა ანტიკორუფციულმა კომიტეტმა 11 პრინცისა და ოთხი მოქმედი მინისტრის დაკავების ბრძანება გასცა. ახალ უწყებას საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბინ სლამანი ხელმძღვანელობს. მანამდე სალმანმა საუდის არაბეთის ფლოტისა და ეროვნული გვარდიების მეთაურები მოხსნა. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, 32 წლის სალმანი საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებს ფაქტობრივად ერთპიროვნულად მართავს.
წაკითხვა
სირიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 14:48:00
სირიაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ცნობას ადგილობრივი მედია ავრცელებს.თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომობილი პროვინცია დეირ-ელ-ზორის სამხრეთით მდებარე დევნილთა ბანაკთან ააფეთქა. მსხვერპლთა შორის უმეტესობა ქალი და ბავშვია. როგორც სირიის სამხედრო მეთაურები ამბობენ, თავდამსხმელი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.
წაკითხვა
ორ ტერაქტს იემენში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 14:11:00
ორ ტერაქტს იემენში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე თავდასხმა ქალაქ ადენში მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განლაგებული. „ფრანს პრესის“ ცნობით, თავდაპირველად უცნობი მამაკაცი დანაღმული ავტომობილით, უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეჭრას შეეცადა და თავი აიფეთქა. პარალელურად ბოროტმოქმედი თავს დაესხა საგამოძიებო კომიტეტს. მან ცეცხლი გახსნა, მოგვიანებით კი თავი აიფეთქა. შედეგად განადგურებულია საგამოძიებო უწყების არქივი. ჯერ მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო კონფლიქტი არ წყდება. პრეზიდენტ მანსურ ჰადის მთავრობას მეამბოხე შიიტი ჰუსიტები ებრძვიან, რომელთაც ზურგს ირანი უმაგრებს. სამშვიდობო ზავის გაფორმების არაერთი მცდელობის მიუხედავად, იემენში დაპირისპირება დღემდე არ წყდება.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 10:55:00
დონალდ ტრამპის თქმით, იაპონია ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა იაპონიაში გააკეთა, სადაც ის დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. „ჩვენ არასდროს დავთმობთ, არასდროს შევდრკებით, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის დაცვას, თავისუფლების დაცვას და ჩვენს დიად ამერიკულ დროშას ეხება. არც ერთმა რეჟიმმა, არც დიქტატორმა, არც ქვეყანამ არასდროს უნდა შეიტანოს ეჭვი ჩვენს შემართებაში“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა იაპონიაში დისლოცირებულ ამერიკელი სამხედროებთან შეხვედრაზე.აშშ-ის პრეზიდენტი უკვე შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს. დონალდ ტრამპმა და სინძო აბემ დღეს ერთად ითამაშეს გოლფი.აშშ-ის ლიდერის აზიური ტურნე 12 დღეს გასტანს. ის სამხრეთ კორეას, ტაივანს, ჩინეთსა და ფილიპინებს ეწვევა. როგორც თავად პრეზიდენტმა აღნიშნა, აზიაში მოგზაურობის დროს ის აპირებს შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს. მისივე თქმით, აშშ-ს სჭირდება პუტინის დახმარება ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გადასაწყვეტად.
წაკითხვა