საზოგადოებრივი
104.5 FM
არეულობა საბერძნეთში
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 17:56:45
საბერძნეთში არეულობა გრძელდება. საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩებში პროფკავშირების წევრები გამოვიდნენ. საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ქვეყნის მუშათა კლასის გენერალური კონფედერაციის წევრები ხელფასების მომატებასა და საარსებო მინიმუმის 1 300 დოლარამდე გაზრდას ითხოვენ. ქალაქში გადაკეტილია ქუჩები, რის გამოც არ მუშობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დროებით მუშაობა საერთაშორისო აეროპორტმაც შეწყვიტა.
წაკითხვა
პოლიტკოვსკაიას მკვლელი უშიშროების სამსახურის მიერ დამზადებული დოკუმენტებით იმალებოდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 13:07:06
ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას სავარაუდო მკვლელი სამართალდამცველებს რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტებით ემალებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია პოლიტკოვსკაიას ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჟურნალისტის ოჯახის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილმა რუსტამ მაჰმუდოვმა საზღვარგარეთ გაქცევა რუსული სპეცსამსახურების დახმარებით შეძლო. მათი ინფორმაციით, მაჰმუდოვი "ფე–ეს–ბეს" ინფორმატორი იყო. "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი 2006 წლის ოქტომბერში მოკლეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მკვლელობა ხელისუფლების დაკვეთილი იყო სწრაფადვე გავრცელდა.
წაკითხვა
უცანური შეჯიბრი ფილიპინებზე
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 12:50:06
უცანური შეჯიბრი ფილიპინებზე. მანილაში სპორტული ცეკვების კონკურსი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას უნარშეზღუდულები იღებდნენ. ჯაივის, რუბასა და ჩაჩას საუკეთესო შემსრულებლები სპეციალური საპრიზო ფონდიდან 100 დოლარით დააჯილდოვეს. კონკურსანტებს შორის ისეთებიც იყვნენ, რომელთაც მხოლოდ თავის მოძრაობა შეუძლიათ. კონკურსში მონაწილეობა 40-მა ადამიანმა მიიღო. უნარშეზღუდულებისთვის სპეციალური სტუდიები მთელს მსოფლიოში არსებობს. მხოლოდ ფილიპინებზე სპორტული ცეკვებით 30 000 უნარშეზღუდულია დაკავებული.
წაკითხვა
ილინოისის გუბერნატორი ქრთამის აღებისთვის დააპატიმრეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 12:48:36
ილინოისის შტატის გუბერნატორი ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს. როდ ბლაგოევიჩი სენატში იმ ადგილის გაყიდვას აპირებდა, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გათავისუფლდა. სენატორის ვაკანტურ ადგილზე ახალ კანდიდატს უშუალოდ შტატის გუბერნატორი ამტკიცებს. ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო სამსახურს ხელში სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ჩაუვარდა, რომელიც გუბერნატორის დანაშაულს ამტკიცებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი მთავარმა გამომძიებელმა პატრიკ ფიცჯერალდმაც გააკეთა. მისი თქმით, გუბერნატორის საქციელი ილიონოისის მოსახლეობისთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა ამან ბარაკ ობამას რეპუტაციაზე არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს. ვცრელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუბერნატორი უკვე თავდებით გაათავისუფლეს.
წაკითხვა
რადა–ს სპიკერი ვლადიმერ ლიტვინი გახდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 12:45:28
უკრაინაში უმაღლესი რადა–ს სპიკერი აირჩიეს. თანამდებობა ვლადიმერ ლიტვინმა დაიკავა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნარინჯისფერი კოალიცია აღდგება. მასში ფრაქცია "ნაშა უკრაინასთან" ერთად იულია ტიმოშენკოს და ვლადიმერ ლიტვინის ბლოკები შევლენ. "ნაშა უკრაინას" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კოალიციის შესახებ შეთანხმების ტექსტი ამ დრომდე მზად არაა. ლიტვინის განცხადებით, ბლოკების წარმომადგენლები ყველა პრობლემას უახლოეს დღეებში განიხილავენ.
წაკითხვა
მოსკოვში რუსეთის პატრიარქის გამოსვენების ცერემონია დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 16:37:30
მოსკოვში რუსეთის პატრიარქის გამოსვენების ცერემონია დაიწყო. ალექსი მეორეს სასულიერო პირები და ათასობით ადამიანი თეთრი ვარდებით მიასვენებენ. პატრიარქს უფლის გამოცხადების ტაძარში დაკრძალავენ. მანამდე კი ალექსი მეორეს სასულიერო პირები იმ ტაძარში გამოემშვიდობნენ, სადაც მისი სულის მოსახსენიებელი ლიტურგია დილიდან მიმდინარეობს. ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მაცხოვრის ტაძარში იმყოფებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და პრემიერი ვლადიმერ პუტინი. მათთან ერთად იდგნენ სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი. პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ალექსანდრე ლუკაშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც დაესწრნენ.
წაკითხვა
მსოფლიოში ცნობილ საშობაო ჰიტებს 2009 წლისთვის შექმნილი კატები ასრულებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 13:53:56
მსოფლიოში ცნობილ საშობაო ჰიტებს 2009 წლისთვის შექმნილი კატები ასრულებენ. სიმღერებს ისინი საკუთარ ენაზე მღერიან. პროდიუსერები ამბობენ, რომ სიმღერებს ტექტი არ სჭირდება, რადგან ის ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კომპოზიციებია. საშობაო კატების შემქმნელები ახალი მუსიკალური ვიდეოს დიდ წარმატებას ვარაუდობენ. საუნდტრეკში კატების შესრულებით 10 საშობაო სიმღერაა შესული. რამდენიმე კომპოზიციას ალბომში ძაღლებიც ასრულებენ. დი-ვი-დის შეძენა ინტერნეტით არის შესაძლებელი.
წაკითხვა
მსოფლიოში პოლარული დათვების რიცხვი შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 13:49:52
მსოფლიოში კლიმატის ცვლილების გამო პოლარული დათვების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ისევე, როგორც გასულ წელს, დათვებს წელსაც ჩვეულებრივზე მეტხანს მოუწიათ ლოდინი. საჭირო მარაგის მისაღებად დათვები ბუნაგიდან ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ გლობალური დათბობის გამო ეს შეუძლებელი გახდა. შედეგად, დათვების რიცხვი შარშანდელთან შედარებით 1200-დან 900-მდე შემცირდა, რაც ექსპერტების ცნობით, ძალზე ცუდი მაჩვენებელია. მსოფლიოში გლობალური დათბობის ტენდენცია პოლარული დათვების არსებობისთვის რეალურ საფრთხეს წრმოადგენს. ექსპერტები საერთაშორისო ორგანიზაციებს გარემოს დაცვის მიმართულებით სასწრაფო ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.
წაკითხვა
კალიფორნიის შტატის დასახლებულ პუნქტში ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 13:42:22
კალიფორნიის შტატის დასახლებულ პუნქტში ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, სადაც ერთი ოჯახის 4 წევრი - დედა, ორი შვილი და ბებია იმყოფებოდნენ. სამი მათგანი დაღუპულია. ერთ-ერთი ბავშვის პოვნა კი ამ დრომდე ვერ შეძლეს. ავიაგამანადგურებლის პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტის შედეგად სან დიეგოში ორი სახლი დაინგრა. დაიწვა ორი ავტომობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, პილოტმა თვითმფრინავისთვის მიმართულების შეცვლა მოახერხა და ის სკოლას აარიდა, რაც ბევრად მეტ მსხვერპლს გამოიწვევდა.
წაკითხვა
ფინანსური კრიზისი მსოფლიო მედიაგიგანტებსაც შეეხო
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 13:35:14
ფინანსური კრიზისი მსოფლიო მედიაგიგანტებსაც შეეხო. მედია ჰოლდინგი "ტრიბუნი", რომლის შემადგენლობაში შედის ისეთი გაზეთები, როგორიცაა "ჩიკაგო-ტრიბუნი" და "ლოს ანჯელეს თაიმსი", შესაძლოა გაკოტრდეს. ჰოლდინგის ვალი დაახლოებით 13 მილიარდ დოლარს შეადგენს. ექსპერტების აზრით,შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად შესაძლოა კომპანიის ნაწილის გაყიდვა გახდეს საჭირო, რაც მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე არცთუ კარგი პერსპექტივაა. კომპანიას მუშაობა ჯერ არ შეუწყვეტია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს, მისი 20 ათასი თანამშრომელი სამუშაოს გარეშე დარჩება.
წაკითხვა
საბერძნეთში არეულობა გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 11:23:43
საბერძნეთში არეულობა გრძელდება. საპროტესტო აქციებმა ქვეყნის რამდენიმე ქალაქი მოიცვა. 16 წლის ახალგაზრდის მკვლელობას საბერძნეთში კვლავ ათასობით ადამიანი აპროტესტებს. აქციის მონაწილეები პროტესტს პოლიციის მიმართ ქვების სროლითა და მათზე თავდასხმით გამოხატავენ. აზიანებენ შენობებს, რამდენიმე მანქანას სტუდენტებმა ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ აქციის დაშლა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სცადა, თუმცა წესრიგის დამყარება ათენის ქუჩებში ჯერჯერობით ვერ შეძლეს.
წაკითხვა
პაკისტანში თალიბებმა ნატო–ს ავტომობილები გაანადგურეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 18:49:29
პაკისტანში თალიბებმა ნატო–ს ძალების კუთვნილი 96 სატვირთო ავტომობილი გაანადგურეს. შემთხვევა ქალაქ პეშავარის ახლოს მოხდა. ავტოსადგომებს ცეცხლი ტერორისტებმა გასულ ღამეს გაუხსნეს. გარდა ამისა, ყველა ადგილობრივს, ვინც სადგომს იცავდა, სთხოვეს არ ემუშავათ ამერიკელებისთვის და სანაცვლოდ ხელშეუხებლობას დაჰპირდნენ. სატვირთო მანქანების დიდი ნაწილი საბრძოლო შეიარაღებით იყო დატვირთული.
წაკითხვა
ჩინელი და ინდოელი სამხედროების წვრთნები დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 18:37:35
ინდოეთში ჩინელი და ინდოელი სამხედროების გაერთიანებული წვრთნები დაიწყო. მსოფლიოს უდიდესი და სიდიდით მესამე არმიების სამხედრო სწავლება რვა დღეს გასტანს. პროგრამა სახელწოდებით "ხელი ხელში 2008" ყოველწლიური თავდაცვის დიალოგის ფარგლები შეიმუშავეს. წარმოსახვითი მოწინააღმდეგე ტერორისტული დაჯგუფებაა. ორი ქვეყანა გაერთიანებულ წვრთნას პირველად ატარებს.
წაკითხვა
საუდის არაბეთში ჰაჯის მთავარ დღეს - ყურბან ბაირამს აღნიშნავენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 14:34:16
საუდის არაბეთში ჰაჯის მთავარ დღეს - ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. მორწმუნეები დღეს დღესასწაულის ყველაზე საინტერესო და სახიფათო რიტუალს - ეშმაკის განდევნას შეასრულებენ. ამ დროს მუსულმანები ავ სულებს ქვებს უშენენ. ყოველწლიურად ამ რიტუალისას ასობით ადამიანი ზიანდება. ეშმაკის განდევნის შემდეგ ყოველმა მორწმუნემ მსხვერპლად აქლემი ან ცხვარი უნდა გაიღოს. ყურბან ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს მუსულმანი მორწმუნეები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ.
წაკითხვა
არგენტინა ტანგოს ფესტივალს მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 14:24:13
არგენტინა ტანგოს ფესტივალს მასპინძლობს. ბუენოს აირესში სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ათობით ათასი ადამიანი ჩავიდა. სახელდახელო საცეკვაო მოედნები ქუჩებშია დამონტაჟებული. მსურველებს პირველ გაკვეთილებს პროფესიონალი მოცეკვავეები უფასოდ უტარებენ. ცეკვა, რომელიც არგენტინის სიმბოლოდ ითვლება, მსოფლიოში მეოცე საუკუნის 40-იან წლებში გავრცელდა, ახლა კი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ცეკვად ითვლება.
წაკითხვა
ბარაკ ობამამ აშშ–ს ეკონომიკის გადასარჩენად ახალი გეგმა შეიმუშავა
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 14:17:28
ამერიკის ეკონომიკის გადასარჩენად ბარაკ ობამამ კონგრესის დემოკრატ წევრებთან ერთად ახალი გეგმა შეიმუშვა. პროექტის თანახმად, ფინანსური კრიზისის დასაძლევად შეერთებული შტატების მთავრობა 500 მილიარდ დოლარს გამოყოფს. "დემოკრატები" კანონს სენატში იანვრის დასაწყისში წარადგენენ, რათა ობამას ინაუგურაციისთვის, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი, პრეზიდენტმა მისი დამტკიცება შეძლოს. აღნიშნული პროექტი 2 წელზეა გათვლილი და სხვადასხვა სფეროში სამთავრობო ინვესტიციების ჩადებას გულისხმობს.
წაკითხვა
ალექსი მეორის გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 13:01:31
ალექსი მეორის გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი გრძელდება. მაცხოვრის ტაძართან, სადაც რუსეთის პატრიარქია დასვენებული, რიგი უფრო და უფრო იზრდება. არეულობის თავიდან ასაცილებლად წესრიგს პოლიცია იცავს. პატრიარქის სულის მოსახსენიებელი ლოცვები ყველა ეკლესიაში აღევლინება. ალექსი მეორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა რომის პაპმაც. ბენედიქტე მეთექვსმეტემ რუს ხალხს სპეციალური წერილი გაუგზავნა. რუსულ მედიაში კი უკვე იმ ადამიანზე საუბრობენ, რომელმაც შესაძლოა ალექსი მეორის ადგილი დაიკავოს. ყველაზე რეალურ კანდიდატებად სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე და კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტი კლიმენტი სახელდებიან.
წაკითხვა
საუდის არაბეთში ჰაჯის 2 მილიონი მუსულმანი პილიგრიმი დაესწრო
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 11:27:06
საუდის არაბეთში ჰაჯის 2 მილიონი მუსულმანი პილიგრიმი დაესწრო. მზის ჩასვლისთვის დღესასწაულმა პიკს მიაღწია. მექასთან ახლოს უამრავი მორწმუნე ლოცულობდა. წინა წლებისგან განსხვავებით, დღესასწაული მშვიდად მიმდინარეობს. არეულობისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მლოცველები ტრადიციულად თეთრ ტანსაცმელში არიან გამოწყობილი. ჰაჯი მუსულმანების მთავარი დღესასწაულია. ყოველი მორწმუნე ამ დღეებში ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩავიდეს მექაში.
წაკითხვა
საბერძნეთში არეულობა გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-08 11:17:49
საბერძნეთში არეულობა გრძელდება. დაშავებულია 21 ადამიანი. აქდან 13 პოლიციელია. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია 16 ანარქისტი, 7 მათგანს სასამართლომ ბრალი უკვე წაუყენა. მასობრივი არეულობა საბერძნეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ 16 წლის ახალგაზრდას ესროლა. ინციდენტი ანარქისტებთან დაპირისპირების დროს მოხდა. პოლიციის მანქანას ახალგაზრდამ ცეცხლი წაუკიდა. რის შედეგადაც პოლიციამ მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ფაქტს საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი შეეწირა. ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პოლიციელი დაკავებულია.
წაკითხვა
პაკისტანში ბოევიკებმა ნატო–ს ბაზაზე ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-07 16:54:14
პაკისტანში ბოევიკებმა ნატო–ს ბაზაზე 100-მდე სატვირთო და სამხედრო ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. ბოევიკებმა პოლიციის თანამშრომელიც მოკლეს. ნატო–სა და შეერთებული შტატების ერთობლივი ძალები ავღანეთში მისიით იმყოფებიან და სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილებენ. ადგილობივი პოლიციის ინფორმაციით, ტერმინალს თავს 30-მდე შეიარაღებული პირი დაესხა. დამწვარია სატვირთო მანქანები და კონტეინერები, სადაც ნატო–ს ძალების ინვენტარი ინახებოდა.
წაკითხვა