საზოგადოებრივი
104.5 FM
ვლადიმერ პუტინის ტელე-ხიდი რუსეთის საფონდო ბირჟებზე უარყოფითად აისახა
გამოქვეყნებულია: 2008-12-05 10:58:44
რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის ტელე-ხიდი რუსეთის საფონდო ბირჟებზე უარყოფითად აისახა. პირდაპირი ეთერის დასრულებისთანავე ტექნიკურმა ინდექსმა რუსეთის ბაზარზე 600 პუნქტით დაიკლო. აღსანიშნავია, რომ ტელე-ხიდის დაწყებამდე დილით საფონდო ბირჟა რუსეთში ინდექსების მატებით გაიხსნა. მიმდინარე ფინანსური კრიზისი პუტინის ტელე-ხიდის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მან არ უარყო, რომ რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ რთულ ეტაპზეა. თუმცა პუტინის თქმით, ქვეყანას ყველა რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ კრიზისიდან თავის დაღწევა მინიმალური დანაკარგებით შეძლოს.
წაკითხვა
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ახალი საპარლამენტო სესია გახსნა
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 14:08:50
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ახალი საპარლამენტო სესია გახსნა. ელიზაბეტ მეორემ დეპუტატებს მომდევნო წლის სამუშაო პროგრამა წარუდგინადა და ტრადიციულად 7– წუთიანი სიტყვით მიმართა მათ. მისი მიმართვის მთავარ თემას მიმდინარე ფინანსური კრისიზი და მისი გადაჭრის გზები წარმოადგენდა. ამ წლის პრიორიტეტად დედოფალმა ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება დაასახელა. "ჩემს ოჯახს სურს ბიზნესმენებსა და ცალკეულ ოჯახებს ამ რთულ ეტაპზე დახმარება აღმოუჩინოს”,- განაცხადა დედოფალმა. ელიზაბეტ მეორემ ისიც აღნიშნა, რომ მომდევნო დიდი ოცეულის სამიტი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით 2009 წლის აპრილში დიდ ბრიტანეთში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ დედოფლის სიტყვას პრემიერ-მინისტრის გუნდი ამზადებს, რომელიც შემდეგ თვითონ მუშაობს იქ დასმული საკითხების განხორციელებაზე.
წაკითხვა
ინდოეთში არეულობა გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 14:02:38
ინდოეთში არეულობა გრძელდება. კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სამართალდამცველებმა მუმბაის რკინიგზის სადგურში აღმოაჩინეს. ექსპერტების ვარაუდით, ბომბი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ქალაქზე თავდასხმისას დაამონტაჟეს, თუმცა მოწყობილობა გაურკვეველი მიზეზის გამო არ ამოქმედდა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ვითარება ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.
წაკითხვა
კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ ახალ შეთანხმებას მოეწერა ხელი
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 13:53:03
კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ ახალ შეთანხმებას ნორვეგიაში 100 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. ამ ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი ბომბი მაშინვე არ ფეთქდება, მოსახლეობისთვის ის მაინც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა ქვეყნებმა, რომლებსაც ასეთი იარაღის რეზერვი გააჩნიათ, ახლი პროექტის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. მათ შორისაა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, ამერიკა, ჩინეთი, ისრაელი, ინდოეთი და პაკისტნი. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ კასეტური ბომბები მხოლოდ მცირე რაოდენობით და მკაცრად განსაზღვრული მიზნებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. წინასწარ შეთანხმებას კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ 2008 წლის გაზაფხულზე დუბლინში მიაღწიეს.
წაკითხვა
TIMES-ი ბარაკ ობამას ბაბუის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 13:46:13
მსოფლიო მედიის მთავარი თემა კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტია. გამოცემა TIMES-ი ბარაკ ობამას ბაბუის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰუსეინ ნიანგო ობამა კენიის თავისუფლებისთვის იბრძოდა და ამის გამო ბრიტანელებმა სასტიკად აწამეს. გამოცემის ჟურნალისტს ჰუსეინ ობამას მესამე ცოლი - სარა ესაუბრა. როგორც ირკვევა, არჩეული პრეზიდენტის ბაბუა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანელ ოფიცერთან მზარეულად მუშაობდა, ამასთანავე კენიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა. მოგვიანებით ის დააკავეს და ეგრეთ წოდებულ ”სიკვდილის ბანაკში ” გადაიყვანეს, სადაც სასტიკად აწამებდნენ. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ალაბამის შტატში ბარაკ ობამას სახელობის დღის დაწესებას გეგმავენ. საოლქო კომისიამ სპეციალური გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მომავალი წლიდან ყოველი ნოემბრის მეორე ოთხშაბათი ობამას დღე იქნება.
წაკითხვა
ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის მინისტრი ბილ რიჩარდსონი იქნება
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 13:35:34
ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის მინისტრი ნიუ-მექსიკოს შტატის გუბერნატორი ბილ რიჩარდსონი იქნება. ამის შესახებ ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჩიკაგოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რიჩარდსონი ამერიკაში ერთ-ერთი წამყვანი ეკონომისტია და ფინანსური კრიზისის დაძლევაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. 61 წლის რიჩარდსონი გაეროში ამერიკის წარმომადგენელი, ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში კი ენერგეტიკის მინისტრი იყო. შემდეგ კი პრეზიდენტადაც იყრიდა კენჭს. ჰილარი კლინტონისა და ჯო ბაიდენის შემდეგ ობამას კონკურენტებიდან ის მესამე ადმიანია, რომელიც ახალ ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს.
წაკითხვა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები დაცემას განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 13:23:44
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები დაცემას განაგრძობს. ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასმა 45 დოლარი შეადგინა. ნიუ იორკის ბირჟაზე კი ის დაახლოებით 46 დოლარი ღირს. ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შავი ოქროს ფასი 2009 წლიდან შესაძლოა უფრო დაეცეს და 40 დოლარს მიაღწიოს. რაც მათი აზრით, მსოფლიო ფინანსურ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.
წაკითხვა
პირველი ოლიმპიური ობიექტის მშენებლობა სოჭში შეჩერებულია
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 13:07:47
ფინანსურმა კრიზისმა სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებაზეც მოახდინა გავლენა. პირველი ოლიმპიური ობიექტის მშენებლობა სოჭში შეჩერებულია. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ მშენებლობაზე მომუშავე პირებს რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასი არ მიუღიათ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ფინანსური კრიზისი ზამთრის ოლიმპიადის მზადებაზე სერიოზელ გავლენას მოახდენს. ბევრი ინვესტორი, რომელიც ოლიამპიადის მომზადებაში წვლილის შეტანას აპირებდა, ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გახდა, უარი ეთქვა მის დაფინანსებაზე. ოლიმპიადის ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ ოლიმპიადის ჩატარებას ხელს ვერაფერი შეუშლის და მასობრივი მშენებლობები სოჭში 2009 წლიდან დაიწყება.
წაკითხვა
ვლადიმერ პუტინი შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 13:00:29
რუსეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეების შეკითხვებს დღეს პირდაპირ ეთერში უპასუხებს. განსხვავებული ფორმატით ვლადიმერ პუტინის ტელეხიდი პირდაპირ ეთერში ტელეკომპანიების "ვესტისა", და "როსიას" ეთერში გავა. კითხვების დასმა რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან იქნება შესაძლებელი. შეკითხვებს რუსეთის პრემიერ-მინისტრს ინტერნეტის, ტელეფონისა და ეს-ემ-ეს შტყობინებების საშუალებით დაუსვამენ. სპეციალური კამერა იქნება დამონტაჟებული ჩრდილოეთ ოსეთშიც. პუტინის ადმინისტრაციაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კამერები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზეც იქნება განთავსებული. საკუთარ შეფასებებს ტელეხიდთან დაკავშირებით პუტინი პირდაპირი ეთერის დასრულებისთანავე ჟურნალისტებთან გააკეთებს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, შეკითხვების მთავარი თემა სოციალური პრობლემები და მიმდინარე ფინანსური კრიზისი იქნება.
წაკითხვა
ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო ელემენტების განთავსების შესახებ შეთანხმება მიღწეულია
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 13:29:57
ჩეხეთის სენატში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მიღწეულია შეთანხმება ქვეყანაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო ელემენტების განთავსების შესახებ. პარლამენტის ზედა პალატის წარმომადგენლების თქმით, მხარეებს შორის მოწერილია ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ჩეხეთში რადარი, ხოლო პოლონეთში 10 გამანადგურებელი განთავსდება. ვაშინგტონი ირწმუნება, რომ ამ ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსება ქვეყანას ირანის შესაძლო თავდასხმისგან დაიცავს. პროექტი ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატაში უკვე დაამტკიცეს. შემდეგ ეტაპზე მას ქვედა პალატა განიხილავს. საბოლოოდ კი მას ხელს ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას ჩეხეთსა და პოლონეთში შეერთებული შტატები 2014 წლისთვის გეგმავს.
წაკითხვა
არეულობა დაღესტანში
გამოქვეყნებულია: 2008-11-28 13:21:38
არეულობაა დაღესტანში. გვიან საღამოს ქალაქის ცენტრში უცხო პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად სამივე მათგანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი სამართადამცველები აცხადებენ, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტია. მოგვიანებით მანქანა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს, სამართალდამცველებმა ქალაქის გარეუბანში მიტოვებული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
მუმბაიში 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 16:07:40
100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა ტერორისტების მიერ ორგანიზებული ოპერაციის შედეგად მუმბაიში. გარდაცვლილთა შორისაა ტერორიზმთან ბრძოლის ჯგუფის უფროსი ხემანტ კარკარეა. თავდასხმა ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში ერთდროულად 7 ადგილას მოხდა. მათ შორის ორი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, სადაც ტერორისტებს ათობით ადამიანი ჰყავთ დატყვევებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველების თქმით, დაღუპულია 4 ტერორისტი, ათი მათგანი დაკავებულია.
წაკითხვა
აშშ–ში მადლიერების დღეს აღნიშნავენ
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:57:16
ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს აღნიშნავენ. ტრადიციული რიტუალი ჩატარდა თეთრ სახლში. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ერთდროულად ორი ინდაური შეიწყალა. ფრინველები, რომლებსაც სახელად გოგრა და პეკანი შეურჩიეს, დისნეილენდში გაემგზავრებიან, სადაც საზეიმო მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას. დღესასწაულს შეერთებულ შტატებში საფუძველი 1620 წელს, მას შემდეგ ჩაეყარა, რაც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ინგლისელები მიადგნენ.
წაკითხვა
აშშ სავაჭრო გემებს დააზღვევს
გამოქვეყნებულია: 2008-11-27 15:34:45
ამერიკის შეერთებული შტატები სავაჭრო გემებს დააზღვევს. განკარგულებას ხელი აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოაწერა. აღნიშნული განკარგულებით აშშ-ს ტრანსპორტის მინისტრს უფლება ეძლევა ამერიკული ხომალდები სპეციალური სახელმწიფო სახსრების საშუალებით დააზღვიოს. დოკუმენტში არ არის განმარტებული ის მიზეზები, რომლის გამოც აშშ–ს პრეზიდენტის მიერ შავ ზღვაში მყოფი ხომალდების საომარი რისკებისგან დაზღვევის შესახებ განკარგულების გამოცემა გახდა აუცილებელი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ბუშის ეს ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება რუსეთის მუქარას უკავშირდებოდეს.
წაკითხვა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ კონსტიტუციური ცვლილებები დაამტკიცა
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 18:09:04
რუსეთის ფედერაციის საბჭომ კონსტიტუციური ცვლილებები დაამტკიცა. რუსეთის პრეზიდენტს ვადა 4-დან 6 წლამდე , პარლამენტს კი 4-დან 5 წლამდე გაეზრდება. გადაწყვეტილებას მხარი 145-დან 144-მა სენატორმა დაუჭირა. კონსტიტუციური ცვლილებები არ ვრცელდება პრეზიდენტ მედვედევსა და სახელმწიფო სათათბიროს ამჟამინდელ შემადგენლობაზე. გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა 21 ნოემბერს მესამე მოსმენის შემდეგ მიიღო. ცვლილებების ინიციატორი ქვეყნის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო.
წაკითხვა
უკრაინა რუსეთის საზღვართან დაცვას აძლიერებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 18:08:06
უკრაინა რუსეთის საზღვართან დაცვას აძლიერებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ კოლეგიაზე მიიღეს. 2009 წლიდან სამხედროების გადაჯგუფება დაიწყება. გენერალური შტაბის ხელმძღვანელი სერგეი კირიჩენკო აცხადებს, რომ არმია საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს, განსაკუთრებით კი ეს ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრებს ეხება. "ჩვენ დიდი რაოდენობით იარაღი გავქვს და მისი გამოყენება კარგად შეგვიძლია", - აცხადებს კირიჩენკო. კონკრეტულ ქმედებებზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მომავალი კვირის ბოლოს ყველა დეტალი ცნობილი გახდება.
წაკითხვა
ვლადიკავკაზის მერი მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 18:07:14
ვლადიკავკაზის მერი მოკლეს. ვიტალი კარაევს საკუთარ სახლთან ესროლეს. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმე მომხდართან დაკავშირებით უკვე აღიძრა. კარაევი ერთი გასროლით მოკლეს, ექსპერტების ვარაუდით, მას სნაიპერმა ესროლა. რესპუბლიკის პრეზიდენტმა თეიმურაზ მამსუროვმა მომხდარის გამო ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების სასწრაფო კრება მოიწვია.
წაკითხვა
ობამა ბუშის ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:37:44
ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბუშის ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ ობამამ ჩიკაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბარაკ ობამა ამერიკის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გადასახადებს არასაჭირო პროგრამებზე აღარ გადაიხდიან, რომლებსაც მისი თქმით, სარგებლობა არ მოაქვს მოსახლეობისთვის. ობამამ ხაზი გაუსვა იმას, რომ საბიუჯეტო პოლიტიკის ცვლილება აუცილებელია. "როგორც დაგპირდით, ჩვენს ფედერალურ ბიუჯეტს დაწვრილებით შევისწავლით და ყველა იმ პროგრამას ამოვიღებთ, რომელიც სხვა პროექტების განხორციელებას უშლის ხელს", - განაცხადა მან.
წაკითხვა
რობერტ გეითსი თავდაცვის მდივნად რჩება
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:36:03
რობერტ გეითსმა ახლად არჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეთავაზება მიიღო და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია "რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გააკეთებენ. რობერტ გეითსი თავდაცვის მდივანი 2006 წელს გახდა. ის პოპულარობით სარგებლობს როგორც "რესპუბლიკელებს", ასევე "დემოკრატებს" შორის. ექსპერტები აცხადებენ, რომ მისი დანიშვნით ბარაკ ობამა ამომრჩევლისთვის კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მიცემულ პირობას შეასრულებს.
წაკითხვა
ინგუშეთის შს მინისტრი თანამდებობას ტოვებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:35:12
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ინგუშეთში პრეზიდენტის შემდეგ, თანამდებობას შინაგან საქმეთა მინისტრიც ტოვებს. მუსა მედოევის ადგილს რესპუბლიკის ახალი პირველი პირის პირადი გარემოცვის წევრი დაიკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მედოევი შესაძლოა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანონ. ყოფილ პრეზიდენტ მურატ ზიაზიკოვთან ერთად ოპოზიცია მას ჟურნალისტ მაგომედ ევლოევის მკვლელობაში ადანაშაულებდა. მედოევზე არაერთი თავდასხმა განახორციელეს ბოევიკებმაც. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად თანამდებობა კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა.
წაკითხვა