საზოგადოებრივი
104.5 FM
სტოლტენბერგი - რუსეთის ქმედებები რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
"რუსეთის ქმედებები რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს. მივმართავ რუსეთს პატივი სცეს ნატო-ს საჰაერო სივრცეს" – განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით გააკეთა. რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევის გამო, ანკარაში რუსეთის ელჩი კიდევ ერთხელ დაიბარეს. ოფიციალური ანკარის განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავი თურქეთის ტერიტორიაზე კვირას შეიჭრა. რუსული მხარე კი საჰაერო სივრცის დარღვევის მიზეზად უამინდობას ასახელებს და აცხადებს, რომ რუსულმა ავიაგამანადგურებელმა თურქეთის საჰაერო სივრცე, მხოლოდ რამდენიმე წამით დაარღვია. ინციდენტის გამო შეშფოთება გამოთქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაც გაიმართა. ალიანსი რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას დაუშვებლად მიიჩნევს.
წაკითხვა
პაკისტანში უნივერსიტეტზე თავდასხმას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2016-01-20 14:12:00
პაკისტანში ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ბაჩა ხანის უნივერსიტეტზე თავდასხმას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმეტესობა უნივერსიტეტის სტუდენტია. ორმხრივი სროლის შედეგად, სამართალდამცველებმა ოთხი ტერორისტი მოკლეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა “თალიბანის” დაჯგუფებამ აიღო. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებაში ტერორისტები ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:30 საათზე შეიჭრნენ. ქალაქი ჩარსადა პეშავარიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. 
წაკითხვა
ISIS-ის მებრძოლებმა, სულ მცირე, 232 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ISIS-ის მებრძოლებმა, მოსულთან ახლოს, სულ მცირე 232 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევა გასულ ოთხშაბათს მოხდა. როგორც გაეროს წარმომადგენელმა  CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, დახოცილთა შორის 42 სამოქალაქო პირი იყო, ხოლო 190 ერაყის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. მათ ISIS-თან შეერთებაზე უარი თქვეს და ამიტომ სიკვდილით დასაჯეს.
წაკითხვა