საზოგადოებრივი
104.5 FM
სირიის სამთავრო მედია - სირიის სამთავრობო არმიამ მოკავშირეებთან ერთად ქალაქი დეირ ეზ-ზორი ჯიჰადისტების კონტროლისგან მთლიანად გაათავისუფლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 11:48:00
სირიის სამთავრობო არმიამ მოკავშირეებთან ერთად ქალაქი დეირ ეზ-ზორი ჯიჰადისტების კონტროლისგან მთლიანად გაათავისუფლა. ინფორმაციას სირიის სამთავრო მედია ავრცელებს. სამხედრო ოპერაციაში ჩართულია რუსული სამხედრო ავიაცია და შიიტური სამხედრო ჯგუფები. ქალაქი დეირ ეზ-ზორი სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბოლო დასაყრდენი იყო. ქალაქის ქუჩებში სირიის სახელისუფლებო არმიის ჯარისკაცები პატრულირებენ.
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 10:31:00
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიება დროულად მოხდეს. The Guardian, Le Monde, Financial Times, New York Times, BBC, La Repubblica, El Pais და Süddeutsche Zeitung-ი ღია წერილს აქვეყნებენ. რომლის ადრესატიც ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსია. ისინი მოუწოდებენ ევროპელ გამომძიებლებს ჩაერთონ მალტელი რეპორტიორისა და ბლოგერის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის გამოძიებაში.წერილში ჟურნალისტის მკვლელობა "შოკისმომგვრელ" ფაქტად არის შეფასებული, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგანან ჟურნალისტები, რომლებიც კორუფციულ საქმეებს იძიებენ."ჩვენ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რომ აწარმოოთ დიალოგი მალტის ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მთავრობა სრულად აცნობიერებს იმ ვალდებულებებს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანას აქვს", - ნათქვამია წერილში.დაფნე კარუანა გალიცია 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ცნობილი ჟურნალისტი მთავრობის მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებს იძიებდა.მოკლულ ჟურნალისტს დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვას ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანი დაესწრება.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მწვანე ბარათის გათამაშებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩამოდის
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 10:05:00
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მწვანე ბარათის გათამაშების საშუალებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩადის.„დააკვირდით ამ გათამაშებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გზით ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან . იცით ? ქვეყნები მათ რჩეულ მოქალაქეებს ამ გზით არ უშვებენ", - აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.დონალდ ტრამპის თქმით, მწვანე ბარათის გათამაშების საშუალებით, ამერიკაში ისეთი "ცხოველები ჩადიან", როგორიც მაგალითად მანჰეტენის ტერაქტის შემსრულებელი იყო. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს პროგრამა უნდა დასრულდეს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 09:35:00
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უყვარს მისი სამსახური, თუმცა მედიის მცდარი ინფორმაცია ხშირად უშლის ნერვებს.დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მედია უსამართლოდ ექცევა მის ოჯახს, განსაკუთრებით,  ივანკა და მელანია ტრამპებს, სინამდვილეში კი, ხალხი მათ დიდ პატივს სცემს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - შესაძლოა, პუტინს შევხვდე
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 08:58:00
აშშ-​ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.„პუტინი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის, სირიის საკითხთან დაკავშირებით დაგვეხმარნონ. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ უკრაინაზე",- განაცხადა აშშ-​ის პრეზიდენტმა.აზია წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი ვიეტნამში 6 ნოემბერს იწყება. რამდენიმე დღის წინ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ სამიტის ფარგლებში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ანალოგიური განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ივლისში, გერმანიაში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე დაკითხეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 07:18:00
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი საგარეო საკითხებში კარტერ პეიჯი დაკითხეს. დაკითხვის დროს კარტერმა განაცხადა, რომ 2016 წლის ივლისში ის მოსკოვში ჩავიდა. ამ დროს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული იყო.პეიჯმა სენატორებს განუცხადა, რომ მისი რუსეთში მოგზაურობის შესახებ  ინფორმაციას ფლობდა ქვეყნის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი.ტელეკომპანია CNN-​თან საუბრის დროს პეიჯმა განაცხადა, რომ რუსეთში მისი მოგზაურობა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან კავშირში არ იყო. ის აცხადებს, რომ რუსეთში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად იყო ჩასული.ამერიკული მედიის ინფორმაციით, პეიჯი მოსკოვში 2016 წლის დეკემბერშიც იმყოფებოდა, სადაც გავლენიან რუს ბიზნესმენებს შეხვდა. ჯერ უცნობია, მიაწოდა თუ არა მან სენატორებს ინფორმაცია მეორე ვიზიტის შესახებ.
წაკითხვა
დონალდ ტრამპმა აშშ-ის ცენტრალური ბანკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელად ჯერემი პაუელი წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 07:10:00
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკის ცენტრალური ბანკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის პოსტზე მილიონერი ჯერემი პაუელის კანდიდატურა წარადგინა.ტრამპის განცხადებით, პაუელი ორივე პარტიის წარმომადგენლების სიმპატიით სარგებლობს. ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა სენატს, მხარი დაუჭიროს მის კანდიდატურას.„დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია ჩვენი ეკონომიკა ნებისმიერი გამოწვევისგან იხსნას",– განაცხადა ტრამპმა.პაუელი ბანკირია. ის ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. 2012 წლიდან კი ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველი საბჭოს წევრია.ამერიკის ცენტრალურ ბანკს ახლა ჯანეტ იელენი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წელს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაინიშნა. ჯანეტ იელენის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის თებერვალში ეწურება.
წაკითხვა
Twitter-ის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის გვერდი შეცდომით გააუქმა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 06:46:00
რამდენიმე საათი წინ, მიკრობლოგ Twitter-ში დონალდ ტრამპის პირადი გვერდი მომხარებლისთვის მიუწვდომელი იყო. როგორც აღმოჩნდა, აშშ-ის პრეზიდენტის გვერდი კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეცდომით გააუქმა.კომპანიის ინფორმაციით, პრეზიდენტის Twitter ის პირადი გვერდი 11 წუთით იყო გაუქმებული, შემდეგ კი აღადგინეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.აღსანიშნავია, რომ თანამშრომლისთვის, რომლის გამოც შეცდომა მოხდა, ეს ბოლო სამუშაო დღე იყო აღნიშნულ თანამდებობაზე.3 ნოემბრის მონაცემებით, დონალდ ტრამპ Twitter -ის პირად გვერდზე 36 ათასი განცხადება აქვს გამოქვეყნებული. მას 41 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
წაკითხვა
მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 06:32:00
მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.31 ოქტომბერს მანჰეტენზე, ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრის მახლობლად, სატვირთო მანქანა ველობილიკზე გადავიდა. საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისას ის ფეხით მოსიარულეებს და სკოლის ავოტბუსს დაეჯახა, რის შედეგადაც, ავტობუსში მყოფი ორი ბავშვი და ორი მოზრდილი დაშავდა. ტერაქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 20–ზე მეტი დაშავდა. სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი დააკავეს.
წაკითხვა
შვედეთის ღამის კლუბში აფეთქება მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 06:15:00
შვედეთში, მალმოს ერთ-ერთ ღამის კლუბში ძლიერი აფეთქებდა მოხდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ ვრცელდება. ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ გამნაღმველები. ქალაქის გამგებელის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა გამოყენებული და არი ს თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი. 
წაკითხვა
საფრანგეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც 12 ბოთლი ვისკი მოიპარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 04:49:00
საფრანგეთში 12 ბოთლი ვისკის ქურდობისთვის ქართველი მამაკაცი დააკავეს. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევა ნენ-იუ-ბევრონის მუნიციპალიტეტში მოხდა. პოლიციამ ქურდობის შესახებ შეტყობინება სუპერმარკეტ Carrefour-დან მიიღო. მაღაზიაში განაცხადეს, რომ ორმა პირმა ერთი ყუთი ალკოჰოლური სასმელი გაიტაცა. ბოროტმოქმედები შავი ფერის "ვოლკსვაგენ გოლფით" მიიმალნენ. საპატრულო პოლიციამ მანქანა ახლომდებარე რაიონში შენიშნა. ქურდებს პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი დაედევნა. 16 პოლიციელის ალყაში მოქცეული 44 წლის მამაკაცი სამართალდამცავებს ჩაბარდა. ის სასამართლოს წინაშე უახლოეს დღეებში წარდგება.
წაკითხვა
შვეიცარული მედია - ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მილიონობით ფრანკის მითვისებაში ბრალდებული ყოფილი ბანკირი პატიმრობაში დატოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 04:28:00
შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერი, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მილიონობით ფრანკის მითვისებაში სდებენ ბრალს, სასამართლოს დასრულებამდე ციხეში დარჩება. როგორც შვეიცარული მედია იტყობინება, ფედერალურმა სასამართლომ 54 წლის ფრანგი მამაკაცის აპელაცია არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. ყოფილ ბანკირს 30 მილიონი ფრანკის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებენ. სულ კი ზარალის ოდენობა 100 მილიონ ფრანკს აღწევს. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა Credit Suisse-ს შარშან უჩივლეს. თაღლითობაში ეჭვმიტანილი 2016 წლის იანვარში დააკავეს. ის ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება, რადგან სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი მიმალვის რისკი მაღალია.
წაკითხვა
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 03:59:00
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს,- ამის შესახებ „​ასოშიეთედ პრესი“ წერს.გამოცემის ცნობით, აშშ-ის გარდა ყველაზე მეტი თავდასხმა უკრაინაში, რუსეთში, საქართველოსა და სირიაში განხორციელდა. საქმე ეხება 2015 წლის მარტიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდს. Fancy Bears -ის სახელით ცნობილი დაჯგუფების წევრებმა აშშ-ში 573 ელექტრონულ ფოსტაში შეღწევა სცადეს. სამიზნეთა შორის იყო ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ასევე ევროპაში NATO-ს ძალების მეთაური ფილიპ ბრიდლავი და მისი წინამორბედი უესლი კლარკიც.ჰაკერებმა ასევე მიიტანეს იერიში უკრაინელი ოფიცრების, რუსი ოპოზიციონერებისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ქვეკონტრაქტორებზე.„​ასოშიეთედ პრესის“ მიერ მოპოვებული სამიზნეების სიაში Google-ის ელექტრონული ფოსტის 4700 მომხმარებელი მოხვდა. მათ შორის კიევში რომის პაპის წარმომადგენელი, მუსიკალურ ბენდ Pussy <
წაკითხვა
ეს არის უდიდესი შეცდომა - კატალონიის ყოფილი ლიდერი თანამებრძოლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 03:43:00
კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მეთაური თანამებრძოლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. ბელგიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონი ტელე-მიმართვას ავრცელებს, რომელიც ბრიუსელის სასტუმროშია ჩაწერილი. ”როგორც მთავრობის ლეგიტიმური ხელმძღვანელი, ვითხოვ დაპატიმრებული რვა პირის გათავისუფლებას. კატალონიელი პოლიტოკოსების დაკავება არის დარტყმა დემოკრატიაზე და რეგიონში დანიშნულ არჩევნებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს არის უდიდესი შეცდომა. წინ რეპრესიებია. ჩვენ უნდა მივუდგეთ არსებულ ვითარებას ისე, როგორც ეს კატალონიელებს სჩვევიათ. უნდა ვიმოქმედოთ ძალადობის გარეშე. მე ვრჩები კატალონიის ლიდერად”,-აცხადებს კარლეს პუიჩდემონი.ეს განცხადება კატალონიის მთავრობის ყოფილმა ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ესპანეთის პროკურატურამ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. პუიჩდემონის მთავრობის რვა ყოფილი წევრის დაკავების გადაწყვეტილება ესპანეთის სასამართლომ 2 ნოემბერს მიიღო. პუიჩდემონი და კატალონიელი ოთხი პოლიტიკოსი ბრიუსელში რჩებიან.
წაკითხვა
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 02:34:00
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრი დააკავა.დაკავებულია ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, მდგრადი განვითარების, კულტურის, შრომის ყოფილი მინისტრები და პრეზიდენტის მრჩეველი. მადრიდში დაკითხვაზე მისული ყოფილი მაღალჩინოსნებიდან, სანტი ვილა ერთადერთია, ვისაც გირაოს გადახდა დაეკისრა. ბიზნესის ყოფილი მინისტრი კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე გადადგა. დღეს დაკითხვაზე დაბარებულები ასევე იყვნენ განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრები. ისინი პუიჩდემონთან ერთად ბელგიაში იმყოფებიან.ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი მათგანი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ვინაიდან მან კატალონიის პარლამენტი ერთი დღით ადრე დატოვა, ვიდრე პარლამენტი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.ამასთან, ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონის მიმართ საერთაშორისო მასშტაბით დაპატიმრების ორდერი გასცა. 
წაკითხვა
The Wall Street Journal - აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხვაში რვა რუსი მაღალჩინოსანია ეჭვმიტანილი
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 23:34:00
გამოცემა The Wall Street Journal  სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეში რვა რუსი მაღალჩინოსანი ფიგურირებს.გამოცემის ვერსიით, იუსტიციის დეპარტამენტმა რვა რუსი მაღალჩინოსნის იდენტიფიცირება შეძლო. ისინი დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხვაში და კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვაში არიან ეჭვმიტანილები. გამოცემის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შესაძლოა, მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრას.
წაკითხვა
ტულუზას ტერაქტის შემსრულებლის ძმას სასმართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 23:14:00
პარიზის სასამართლომ ტულუზას ტერაქტის შემსრულებლის ძმას, აბდელკადერ მერას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა აბდელკადერ მერასთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვდა.აბდელკადერ მერას ტერორისტულ თავდასხმაში თანამონაწილეობა ედება ბრალად, რომელიც მისმა ძმამ მოჰამედ მერამ 2012 წელს, საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში განახორციელა. ხუთი წლის წინ მოჰამედ მერა ქალაქ ტულუზაში ებრაულ სკოლას დაესხა თავს. ტერორისტის თავდასხმას სამხედროები, ბავშვები და მასწავლებელი ემსხვერპლა.23 წლის მოჰამედ მერა 2012 წლის 22 მარტს სპეცოპერაციის დროს პოლიციამ მოკლა.
წაკითხვა
2017 წლის ყველაზე გავლენიანი ქალი ანგელა მერკელია - „ფორბსი“ მსოფლიოს ასი გავლენიანი ქალის სიას აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 22:31:00
„ფორბსის“ რეიტინგით წლის ყველაზე გავლენიანი ქალი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია. მეორე ადგილს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი იკავებს. მას მოსდევს მელინდა გეითსი, მილიარდერ ბილ გეითსის მეუღლე, რომელმაც წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად 40 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება განახორციელა.„ფორბსის“ პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ კომპანია facebook - ის აღმასრულებელი დირექტორი შერილ სენდბერგი და General Motors - ის გენერალური დირექტორი მერი ბარრა.„ფორბსის“ ამ წლის რეიტინგში ცუდი შედეგი აქვს ჰილარი კლინტონს, რომელიც სიაში 67-ე ადგილს იკავებს.
წაკითხვა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 21:45:00
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონის და მისი მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ საერთაშორისო მასშტაბით დაპატიმრების ორდერი გასცა. კატალონიის ყოფილი ლიდერი ბელგიაშია და ქვეყნის დატოვებაზე უარს აცხადებს. „ცუდი კლიმატია, უმჯობესია დისტანციის დაცვა“,- განუცხადა პუიჩდემონის ადვოკატმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“. ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კარლეს პუიჩდემონი ესპანურ და ბელგიურ სასამართლოსთან ითანამშრომლებს.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კატალონიის სეპარატისტი ლიდერების დაკავების თხოვნით სასამართლოს ესპანეთის მთავარმა პროკურორმა მიმართა. პროკურატურის მიმართვამდე, კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი, კარლეს პუიჩდემონი სასამართლოში დაკითხვაზე იყო დაბარებული. ესპანეთის სასამართლოში ამბობდნენ, რომ თუ პუიჩდემონი სასამართლოში არ გამოცხადდებოდა, მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი ევროპის მასშტაბით გაიცემოდა.
წაკითხვა
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრის დაპატიმრების ორდერი გასცა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:27:00
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის რვა ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ორდერი გასცა. საუბარია მადრიდის მიერ თანამდებობებიდან დათხოვნილ კატალონიის ადგილობრივი მთავრობის ყოფილ წევრებზე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კატალონიის სეპარატისტი ლიდერების დაკავების თხოვნით სასამართლოს ესპანეთის მთავარმა პროკურორმა მიმართა. პროკურატურის მიმართვამდე, კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი, კარლეს პუიჩდემონი სასამართლოში დაკითხვაზე იყო დაბარებული. ესპანეთის სასამართლოში ამბობდნენ, რომ თუ პუიჩდემონი სასამართლოში არ გამოცხადდებოდა, მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი ევროპის მასშტაბით გაიცემოდა.
წაკითხვა