საზოგადოებრივი
104.5 FM
ყველა სიახლე
ეკონომიკა
000
გამოქვეყნებულია: 2018-12-14 04:12:00
000
წაკითხვა
შემთხვევა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 08:50:00
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. 
წაკითხვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 08:01:00
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს. მიზეზი მისი სამოსამართლეო საქმიანობის ათწლიანი ვადის ამოწურვაა. ვალერი ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. ჯერჯერობით უცნობია, შეიტანა თუ არა ვალერი ცერცვაძემ უვადოდ გასამწესებლად იუსტიციის საბჭოში განაცხადი. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება უვადოდ გამწესების სურვილი, ჩამოშორდება სამოსამართლეო საქმიანობას. ვალერი ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა, თუმცა, მან ეს თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში, საკუთარი სურვილით დატოვა. მიზეზად ცერცვაძემ ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან დავა და ამ დავის გარშემო მისი სახელისა და გვარის ხსენება დაასახელა. ვალერი ცერცვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ წერილიც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არ სურს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, გარკვეული კითხვები გაჩნდეს. ამ საკითხის გარდა, იუსტიციის საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის შესახებაც იმსჯელებს. დღის წესრიგით სულ ექვსი საკითხია განსახილველი. საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
წაკითხვა
სპორტი
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 07:44:00
საკალათბურთო კლუბ „ბასკონიას“ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც კლუბის ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია მუსიკოსის, კერძოდ კი დრამერის ამპლუაში გვევლინება. ვიდეო „უნიკახასთან“ მატჩის წინ გამოქვეყნდა, რომელშიც შენგელიამ 28 წუთში 15 ქულა და ხუთი მოხსნა დააგროვა.
წაკითხვა
მსოფლიო
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 04:57:00
ტეხასის შტატში, საზერლენდ სპრინგსის ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ABC News-ი ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეიარაღებული პირი 26 წლის დევინ ქელია ტეხასიდან. ამ დროისათვის პოლიცია მის საცხოვრებელ ბინას ჩხრეკს. ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა თავდასხმა შტატის ისტორიაში ყველაზე მძიმე მასობრივ მკვლელობად შეაფასა. მისი განცხადებით, სროლას, ბოლო მონაცემებით, 26 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 30-მდე გარდაცვლილის შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლთაგან 23 ტაძრის შიგნით გარდაიცვალა, ორი - ეზოში, ერთი კი მოგვიანებით, საავადმყოფოში. ადგილობრივი შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, მსხვერპლთა ვინაობის გასაჯაროებისგან ჯერ თავს იკავებენ. მომხდარის შემდეგ, დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი იარაღზე კონტროლის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. ტეხასის თავდასხმის გარდა, ის გასული თვის ლას ვეგასის სროლებსაც იმოწმებს, რომელსაც 58 ადამიანი ემსხვერპლა და 500-ზე მეტი დაშავდა. ტეხასის პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსში თავდასხმა 5 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:30
წაკითხვა
მსოფლიო
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 04:48:00
ბელგიელმა გამომძიებელმა-მოსამართლემ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი და რეგიონული მთავრობის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა. კატალონიის მთავრობის ყოფილმა წევრებმა ბელგიის ფედერალური პროკურატურის შენობა, თითქმის 12-სათიანი დაკითხვის შემდეგ, უკვე დატოვეს. ​როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, გამომძიებელ-მოსამართლემ კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი წევრები რამდენიმე პირობით გაათავისუფლა: კარლეს პუიჩდემონს და ყოფილ მინისტრებს ეკრძალებათ ბელგიის ტერიტორიის დატოვება გამომძიებელ-მოსამართლესთან შეთანხმების გარეშე, მათ გამომძიებელ-მოსამართლეს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ასევე უნდა დაესწრონ ყველა პროცესს, გამოძახების შემთხვევაში. ბელგიელმა გამომძიებელმა-მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო, რომ ბელგიურ მხარეს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, გაითვალისწინებს თუ არა ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერს. ბელგიური მხარე გადაწყვეტილებას 15 დღის ვადაში მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის მიერ გაცემული ორდერი გათვალისწინებული იქნება, კარლეს
წაკითხვა
სპორტი
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 02:03:00
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა, თბილისური გუნდი 53 ქულით კვლავ მეოთხე ადგილზეა. ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე“ „ტორპედომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და თორნიკე კაპანაძის მიერ მე-13 და 70-ე წუთებზე გატანილი გოლებით 2:0 დაამარცხა. თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამო“ 4:0 გაანადგურა. მე-19 წუთზე ანგარიში ლევან გეგეჭკორმა გახსნა, ხოლო ბექა მიქელთაძემ ჰეთთრიკი შეასრულა (49-ე, 79-ე და 82-ე წუთებზე). ამ გამარჯვების შემდეგ, „დინამო“ 71 ქულით პირველ ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ოთხი ქულით უსწრებს „ტორპედოს“ და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. თავის მხრივ, „სამტრედიასთან“ მოპოვებული გამარჯვებით, „ტორპედომ“ მეტოქეს ექვსი ქულით გაასწრო, ვიცე-ჩემპიონობა გარანტირებული აქვს და ჩემპიონობის შანსსაც ინარჩუნებს. „სამტრედიამ“ კი ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა - დარჩენილ სამ ტურში გუნდი ვეღარ მოახერხებს იმ 10-ქულიანი ჩამორჩენის შემცირებას, რაც თბილისის „დინამოსთან“ გააჩნია.
წაკითხვა
მსოფლიო
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 02:02:00
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. დაპატიმრებული ექსმინისტრების უფლებების დამცველი ​ხუამე ალონსო კუვილიასი არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს და ესპანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს არაჰუმანურად მოექცნენ. ყოფილ მინისტრებს ხელბორკილები დაადეს და ნარკობარონების მსგავსად, ხელები ზურგს უკან შეუკრეს. ყოფილ მაღალჩინოსნებს აიძულებდნენ, რომ ესპანეთის ჰიმნი მოესმინათ. ვითხოვთ რეაგირებას“, - აცხადებს ხუამე ალონსო-კუველიასი. კარლეს პუიჩდემონის თანამებრძოლები მადრიდში 2 ნოემბერს დააკავეს.
წაკითხვა
მსოფლიო
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 02:01:00
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მცირე ხნის დევნის შემდეგ, გვადალუპეს სიახლოვეს მოხდა. როგორც CNN-ს ადგილობრივი შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა, თუ თავი მოიკლა. საზერლენდ სპრინგსი პატარა ქალაქია, რომლის მოსახლეობა რამდენიმე ასეულ ადამიანს შეადგენს. ის სან ანტონიოდან 50 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. თავდასხმის გამოძიებაში ჩართულია ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სან ანტონიოს ფილიალიც. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც ამჟამად აზიის ტურში იმყოფება, მომხდარს Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. „ღმერთი იყოს საზერლენდ
წაკითხვა
მსოფლიო
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 01:32:00
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ. როგორც ​Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ვერტმფრენმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როცა დელეგაცია იემენის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 01:17:00
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC News-ი გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები აქვს. NBC News-ის ინფორმაციით, მიულერის გუნდი მუშაობდა მასალებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ფულის გათეთრების ფაქტებს, ფედერალური აგენტებისათვის ცრუ ჩვენებების მიცემის შემთხვევებს და ფლინის როლს გეგმაში, რომელიც მილიონობით დოლარის სანაცვლოდ, თურქეთის პრეზიდენტის ოპონენტის გადაცემას ითვალისწინებდა. მედიის ცნობით, ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერის, პოლ მანაფორტის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორმა მიულერმა ზეწოლა მაიკლ ფლინის წინააღმდეგ განსაკუთრებით გაზარდა. ფლინი ტრამპის მრჩევლად 24 დღის განმავლობაში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი კავშირის შესახებ რუს დიპლომატთან, რომელიც ფლინმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს დაუმალა, ის დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.
წაკითხვა
სპორტი
ავღანეთი ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად გამოვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 01:12:00
ავღანელი სპორტსმენები პირველად მიიღებენ მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ეს მოხდება 2018 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში გაიმართება. ამის შესახებ Tolo News-ი წერს. ოლიმპიადაზე ავღანეთი ორი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ესენი არიან სამთო მოთხილამურეები - საედ ალიშაჰ ფარფანგი და საიად ჰუსაინი. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ავღანეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ზაჰირ აგბარმა და სამხრეთ კორეის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ენ-უნ კიმმა. „ჩვენ დავარეგისტრირეთ ორი ავღანელი ათლეტი ზამთრის ოლიმპიადაზე. იმედია, ისინი ღირსეულად წარმოადგენენ ქვეყანას ამ შეჯიბრებებზე“, - განაცხადა აგბარმა. ავღანეთს ზაფხულის ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული. ორივე მედალი ტაეკვანდოისტმა როჰულ ნიკლაიმ მოიპოვა 2008 და 2012 წლების თამაშებზე.
წაკითხვა
სპორტი
„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მოგებებით ახალი რეკორდი დაამყარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 01:02:00
ინგლისის პრემიერლიგაში მე-11 ტური ორი ცენტრალური მატჩით დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა „არსენალი“ - 3:1. მასპინძელთაგან გოლები გაიტანეს კევინ დე ბრუინმა, სერხიო აგუერომ და გაბრიელ ჟესუსმა. „არსენალის“ მხრიდან ერთი გოლი ალექსანდრ ლაკაზეტმა გაიტანა. „სიტი“ ისევ დაუმარცხებელია ამ სეზონში. პრემიერლიგაში ამ გუნდს ზედიზედ ცხრა მოგება აქვს, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. დღის მეორე ცენტრალურ მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა „ჩელსიმ“ შინ 1:0 მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს“. ლონდონელებს გამარჯვება ალვარო მორატამ მოუტანა 55-ე წუთზე. ანტონიო კონტეს გუნდისთვის ეს იყო ზედიზედ მესამე მოგება პრემიერლიგაში. „მანჩესტერ სიტის“ უპირატესობა გათამაშების ცხრილში კიდევ უფრო გაიზარდა. ამ გუნდს 31 ქულა აქვს და რვა ქულით უსწრებს მეორე და მესამე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემს“. 22 ქულით მეოთხეა „ჩელსი“.
წაკითხვა
სპორტი
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:52:00
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის მერვე ტური ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე. ქალ მოჭადრაკეთა გუნდმა 1:3 წააგო პოლონეთთან და ჩემპიონობის შანსი დაკარგა. თავიანთი პარტიები წააგეს ნინო ბაციაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო ნანა ძაგნიძე და სალომე მელია მოწინააღმდეგეებს დაუზავდნენ. პარალელურად, რუსეთის ნაკრებმა 4:0 მოუგო თურქეთის ნაკრებს, რითაც ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონის ტიტული - ის მიუღწეველია კონკურენტებისთვის. რვა ტურის შემდეგ, რუსეთს 15 ქულა აქვს. მეორე-მესამე ადგილებზე საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები არიან 12-12 ქულით. მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ უკრაინა და სომხეთი - მათ 11-11 ქულა აქვთ. დღეს ბოლო ტურში საქართველო იტალიას შეხვდება, პოლონეთი - რუმინეთს.
წაკითხვა
მსოფლიო
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:45:00
სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკის შიიტური მეჩეთის სიახლოვეს ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია. ეს პირველი თავდასხმაა კირკუკზე მას შემდეგ, რაც ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქალაქი ქურთული ძალებისგან გამოიხსნა. ნავთობით ცნობილი კირკუკი, რომლის მოსახლეობა მილიონს შეადგენს, ქურთების კონტროლის ქვეშ სამი წლის განმავლობაში იყო. კირკუკის მოქმედმა გუბერნატორმა, რაკა საიდმა, ერაყის პრემიერს, ჰაიდერ ალ-აბადის დაცვის გასაძლიერებლად დამატებით ჯარის გაგზავნის მოთხოვნით მიმართა. გუბერნატორის განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურები და პოლიციური შენაერთები საკმარისი არაა კირკუკის სრულად დასაცავად და ჯარის გაორმაგებაა საჭირო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. პოლიციის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია. „ეს ხალხმრავალი ქუჩაა. ამას ემატება გარემოვაჭრეებიც. ტერორისტების მიზანი ბევრი ადამიანის მკვლელობა იყო“, - ამბობს კირკუკის პოლიციის მაიორი. ქურთების „ფეშმერგას“ სამხედრო შენაერთთან სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ერაყის სამთავრობო არმიამ ქალაქი ალტუნ კუპრი 20 ოქტომბერს დაიკავა და კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა.
წაკითხვა
მსოფლიო
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:24:00
უკვე ათი საათია, კატალონიის ყოფილი ლიდერი გამოძიებას ჩვენებას აძლევს. კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს. გამომძიებელ-მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად ოცდაოთხსაათიანი ვადა აქვს. ვადა 6 ნოემბერს, 09:17 საათზე იწურება. გამომძიებელ-მოსამართლე გადაწყვეტს კარლეს პუიჩდემონის და მისი თანამოაზრეების დაპატიმრების ან გირაოთი გათავისუფლების საკითხს. გამოძიებას ჩვენებას აძლევენ ყოფილი მინისტრები, რომლებიც პუიჩდემონთან ერთად პოლიციაში გამოცხადდნენ. დაკითხვის პროცესს ესწრებიან ადვოკატებიც. კატალონიის ყოფილი ლიდერისა და ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვა, დაუმორჩილებლობა და ამბოხების მოწყობის მცდელობა ედებათ ბრალად. თუ კარლეს პუიჩდემონს პატიმრობაში დატოვებენ, კანონმდებლობის მიხედვით, ბელგიას 60 დღე აქვს, რათა ესპანეთისთვის მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. 
წაკითხვა
მსოფლიო
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:12:00
ტეხასის შტატში ეკლესიაზე თავდასხმას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის კომისრის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდეა,  დაშავებული კი 25 ადამიანია. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სან ანტონიოს ფილიალის ცნობით, ადგილზე მათი აგენტები მუშაობენ, თუმცა თავდამსხმელის მოტივი დადგენილი ჯერჯერობით არ არის. FBI-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი მოკლულია, ისინი სხვა ვერსიებზეც მუშაობენ. შეიარაღებულმა პირმა საზერლენდ სპრინგსის არამუნიციპალურ ზონაში მდებარე პირველ ბაპტისტურ ტაძარში საკვირაო მესის დროს გახსნა ცეცხლი. 
წაკითხვა
სპორტი
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „უნიკახა“ დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:11:00
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრებიდან ქართველ გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს მალაგას „უნიკახას“ და ვიტორიის „ბასკონიას“ დაპირისპირება იწვევდა. მალაგის დარბაზში ქართული დუელი შედგა - გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ. ორივე ქართველმა კალათბურთელმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და ორივემ საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა. „უნიკახას“ ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა. შერმადინის მონაგარმა 10 ქულა, 10 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა შეადგინა. შერმადინი, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, თავის კლუბში საუკეთესო იყო. სტუმართა ქართველმა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ 15 ქულა და ხუთი მოხსნა მიითვალა აქტივში. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დრამატული ფინიში ჰქონდა. სტუმრებს გამარჯვება თამაშის დასრულებამდე რვა წამით ადრე იოჰანეს ვოიტმანმა მოუტანა. საპასუხო შეტევაში ნემანია ნედოვიჩმა სამქულიანი ტყორცნა გააფუჭა და ბასკური კლუბის გამარჯვება დაფიქსირდა ანგარიშით 73-72. „ბასკონია“, შვიდი ტურის შემდეგ, „ლიგა ენდეზაში“ მე-13 ადგილზე გადავიდა. „უნიკახა“ კი მეშვიდე პოზიციას იკავებს.
წაკითხვა
სპორტი
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ მესამე გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე
გამოქვეყნებულია: 2017-11-06 00:01:00
ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“. სერბულმა კლუბმა მაკედონური „სკოპიე“ გასვლაზე დაამარცხა. სტუმრები, პირველი ტაიმის შემდეგ, 21 ქულის სხვაობით იგებდნენ და თამაშის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ. მატჩის საფინალო ანგარიშია 92-76. მორიგ ორმაგ დუბლამდე, ორი ქულა დააკლდა გოგა ბითაძეს. 18 წლის ცენტრმა, მაკედონელთა წინააღმდეგ 8 ქულა და 12 მოხსნა მოიპოვა. გოგა ბითაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო ნიკოლა რებიჩი იყო 22 ქულით. „მეგა ბიმაქსს“, შვიდი ტურის შემდეგ, სამი მოგება და ოთხი მარცხი აქვს. დეიან მილოიევიჩის გუნდი მორიგ შეხვედრას, საკუთარ დარბაზში, ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
მსოფლიო
აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე ბაპტისტურ ტაძარში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 23:54:00
თავდასხმა მოხდა ტეხასის შტატში. შეიარაღებულმა პირმა საზერლენდ სპრინგსის არამუნიციპალურ ზონაში მდებარე პირველ ბაპტისტურ ტაძარში საკვირაო მესის დროს ცეცხლი გახსნა. არის მსხვერპლი. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ეკლესიაში დაახლოებით 11:30 საათზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. როგორც ABC-ს ადგილობრივ ბიუროს პოლიციამ განუცხადა, სროლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ზუსტი რიცხვი ვერ სახელდება. პოლიციის ცნობით, მოკლულია თავდამსხმელიც.
წაკითხვა