საზოგადოებრივი
104.5 FM
ყველა სიახლე
ეკონომიკა
„ხანი2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 23:39:00
ენერგეტიკის სამინისტრომ იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლაიშურაზე ასაშენებელი „ხანი2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია BESTRENT-ისა და კომპანია CREDINVEST-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა. „ხანი2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 4.0 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 18.1 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10,107,460 აშშ დოლარია. დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი, ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროში 2017 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
წაკითხვა
მსოფლიო
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 22:59:00
The Washington Post-ისა და ABC-ის ერთობლივი გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია. ამერიკელების 59%-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის საქმიანობა არ მოსწონს. როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, ტრამპისადმი დადებითად განწყობილი რესპოდენტთა მხოლოდ 37%-ია. ბეჭდური გამოცემისა და ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებული კვლევის შედეგები 5 ნოემბერს გამოქვეყნდა. ამ შინაარსის გამოკითხვა პირველად 1953 წელს ჩატარდა. არჩევიდან ერთი წლის თავზე კი, მსგავსი შედეგით, ტრამპმა მხარდაჭერის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მიიღო. კითხვაზე, მოსწონთ თუ არა საპრეზიდენტო პოსტზე ტრამპის მოღვაწეობა, რესპონდენტების ნახევარზე მეტმა უარყოფითი პასუხი გასცა.ტრამპის წინამორბედებიდან შედარებით პოპულარული იყო ჯორჯ ბუშ უმცროსი, რომლის საქმიანობასაც გამოკითხულთა 89% უჭერდა მხარს. ნაკლები მოწონებით სარგებლობდა ბარაკ ობამა. მის მოღვაწეობას 40% ნეგატიურად აფასებდა. გამოკითხულთა 41% არ იწონებდა ბილ კლინტონის საქმიანობასაც. ამის მიუხედავად, მათი მომხრეების რაოდენობა მაინც ბევრად აღემატებოდა ტრამპის 37%-იან მაჩვენებელს. გამოკითხვა 29 ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1005-მა რესპონდენტმა მიიღო.
წაკითხვა
სპორტი
“დიდი 10“ მე-8 ტურის მიმოხილვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 21:47:00
"დიდი 10"-ის მერვე ტურის პირველ დაპირისპირებაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ქუთაისის "აია" და აუტსაიდერი "არმია" შეხვდნენ.ქუთათურებმა ზედიზედ მე-8 შეხვედრაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. საბოლოო ანგარიში - "არმია" 21: 34 "აია". გამარჯვებული კლუბიდან თავი შუამარბმა ზურაბ ძნელაძემ გამოიჩინა, რომელმაც ჰეთრიკი შეასრულა.ტურნირის კიდევ ერთი აუტსაიდერი ქუთაისის "ბაგრატი" თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა. მატჩში თბილისელები დომინირებდნენ და გამანადგურებელი ანგარიშით - 45:10 იმარჯვეს.მოქმედი ჩემპიონი გორის "ჯიქი" "ლელო სარასენსს" შეხვდა და 7:20 დამარცხდა "ლელოელთა" მხრიდან საუკეთესო "ბორჯღალოსნების" ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი იყო, რომელმაც 51-ე წუთზე შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევა ლელოთი დააგვირგვინა.წინა ტურში "ლელო სარასენთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ბათუმი" რუსთავის "ხარებს" ესტუმრა. ბათუმელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, მეტოქეს სამი უპასუხო ლელო დაუდეს და პირველი ნახევარი 24 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს.მეორე ტაიმში "ხარები" გამოცოხლდნენ, თუმცა შეხვედრის შემობრუნება ვერ მოახერხეს. "ხარები" 14:41 "ბათუმი".ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს "არმაზი" და "აკადემია" შეხვდნენ. აკადემიელებს პირველ შვიდ ტურში შვიდი მარცხი ჰქონდათ და როგორც იქნა ეს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს. შეხვედრა ძალზედ დაძაბული გამოდგა და "აკადემიამ" მცირე ანგარიშით 14:18 მოიგო.რვა ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში 33 ქულით "აია" უდგას. მეორე ადგილზე "ლელო სარასენსია", რომელსაც 26 ქულა აქვს. "ლოკომოტივი" 24 ქულით მესამეზეა და მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება "ბათუმი". რუსთავის "ხარებს" და გორის "ჯიქს" 21-21 ქულა აქვთ და მე-5 მე-6 ადგილებს იყოფენ. არანაკლებ დაძაბულია მდგომარეობა ტურნირის ქვედა ოთხეულში. "არმაზს" 14 ქულა აქვს, "აკადემიას" 10, "არმიას" კი 9. ქუთაისური "ბაგრატს" "აკადემიის" მსგავსად რვა თამაშიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული, თუმცა მათ წაგებულ შეხვედრებში ბონუს ქულის მოპოვებას ვერ მოახერხეს და შესაბამისად 5 ქულით ბოლო ადგილს
წაკითხვა
მსოფლიო
აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 21:27:00
აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. სამართალდამცავმა უწყებებმა დიდი თეატრის, სასტუმრო „მეტროპოლისა“ და სავაჭრო სახლ GUM-ის დაცლის გადაწყვეტილება ანონიმური სატელეფონო ზარის საფუძველზე მიიღეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, წითელ მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრიდან და სასტუმრო „მეტროპოლიდან“ 5000-მდე ადამიანია ევაკუირებული. სამართალდამცველების განცხადებით კი, დაცლილია მოსკოვის დიდი თეატრიც. როგორც Reuters-ის კორესპონდენტი იტყობინება, თეატრში ევაკუაცია წარმოდგენის დაწყებამდე გამოცხადდა. მსგავსი მუქარის შემცველი ზარების გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, რუსეთის სხვადასხვა ნაწილში სავაჭრო ცენტრების, რკინიგზის სადგურებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ევაკუაცია გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს მუქარა საბოლოოდ ცრუ განგაში აღმოჩნდა, პასუხისმგებლობა ანონიმურ ზარებზე ჯერჯერობით არავის დაკისრებია. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებით, მუქარის შემცველი ზარების უკან საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის ოთხი მოქალაქე დგას. მაღალჩინოსნის ცნობით, ეჭვმიტანილებს მოკავშირეები რუსეთის ტერიტორიაზეც ჰყავთ. 
წაკითხვა
სამართალი
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 21:08:00
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2017 წლის 17 მაისს ბექა ხახუბია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს.შსს-ს ცნობით, სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, ბექა ხახუბია გათავისუფლებული იქნა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო მასალები გადაიგზავნა სასამართლოში. უწყებაში განმარტავენ, რომ 2017 წლის 19 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დადგენილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა.მათივე ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმისწარმოება.„2017 წლის 17 მაისს, დაახლოებით 02:10 საათზე, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასწორი მანევრირების დროს შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ქალბატონი მართავდა. აღნიშნული გააპროტესტა ამავე ავტომობილში მჯდომმა, 1995 წელს დაბადებულმა ბექა ხახუბიამ და იგი დაკავებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე და 247-ე მუხლების თანახმად, პირის დაკავების და შესაბამისი ოქმის შედგენის შემდეგ, პოლიცია უფლებამოსილია, დაკავებული მოათავსოს დროებითი მოთავსების იზოლატორში საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის მიზნით ან თუ ამის ობიექტური საჭიროება არ არსებობს (არის საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ დაკავებული ითანამშრომლებს პოლიციასთან და გამოცხადდება სასამართლოში დანიშნულ დროს), გაუშვას დაკავებული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დაკავების ოქმზე კეთდება სათანადო ჩანაწერი ან/და დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დგება ცალკე დოკუმენტი, პირი წერს ხელწერილს, რომელშიც მიეთითება, რომ მას განემარტა უფლებები და იგი გამოცხადდება სასამართლოში, რაც თან ერთვის დაკავების ოქმს. სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, ბექა ხახუბია გათავისუფლებული იქნა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო მასალები გადაიგზავნა სასამართლოში. ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, მსგავსი პრაქტიკა დამკვიდრებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში. მხოლოდ ბოლო 1 თვის მონაცემებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხე
წაკითხვა
მეცნიერება/ტექნოლოგიები
ოზონის ხვრელი პატარავდება - მინიმალური ზომა 1988 წლის შემდეგ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:52:00
თქვენ წინაშეა უიშვიათესად კარგი სიახლე გარემოს შესახებ: ანტარქტიდის თავზე წელს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის გამო, ოზონის ფენაში არსებული ხვრელი 1988 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაპატარავდა.  ოზონის ხვრელი წარმოადგენს ოზონის გაზის (O3) გამოლევას სტრატოსფეროში, ანტარქტიდის თავზე. დედამიწის ზედაპირზე, ჟანგბადის სამი მოლეკულა ტოქსიკურია, მაგრამ მაღლა, ატმოსფეროში, იგი გარდატეხს ჩვენი პლანეტის ზედაპირისკენ მომდინარე მზის სახიფათო ულტრაიისფერ სხივებს. ოზონის შრეში ხვრელი მეცნიერებმა პირველად 1985 წელს დააფიქსირეს და დაადგინეს, რომ იგი წარმოქმნილი იყო ადამიანების მიერ შექმნილი ქლორისა და ბრომის წყალობით, რომლებიც ხშირად გვხვდება მაცივარ აგენტებში (რეფრაგენტი) გამოყენებულ ქლოროფტორნახშირბადებში (CFC). 1987 წელს, მონრეალის პროტოკოლმა ეს ქიმიური ნაერთები ხმარებიდან ამოღებულად გამოაცხადა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თანდათანობით ტოვებენ ატმოსფეროს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2070-იანი წლებისათვის, ოზონის ხვრელის ზომა 1980-იანი წლების ნიშნულს დაუბრუნდება. წლიდან-წლამდე, პროცესზე გავლენას ახდენს ბუნების ცვალებადობა. „ანტარქტიკის სტრატოსფეროში არსებული ამინდის პირობებიდან გამომდინარე, წელს ანტარქტიკის ოზნის ხვრელის შესუსტებას ვვარაუდობდით“, — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის დედამიწის მეცნიერებათა უფროსი მეცნიერი პოლ ნიუმენი.  ამინდი და ოზონი ატმოსფეროს ზედა ნაწილში, ქლოროფტორნახშირბადები იშლება, გათავისუფლებული ქლორი რეაქციაში შედის ოზონის მოლეკულებთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ქლორისა და ჟანგბადის მონოქსიდი. იგივე რეაქცია მიმდინარეობს ბრომთანაც. პოლარული სტრატოსფერული ღრუბლები, რომლებიც ცივ ამინდს აყალიბებენ, ამ პროცესს უფრო აჩქარებენ, რადგან საფუძველს ამზადებენ რეაქციათა წარმართვისთვის. სწორედ ამიტომ უარესდება ოზონის ხვრელის მდგომარეობა სამხრეთ ნახევარსფეროს ზამთარში. 
წაკითხვა
სპორტი
მანუჩარ მარკოიშვილის 10 ქულა და „რეჯინას“ მარცხი იტალიის ჩემპიონატში
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:36:00
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში კვლავ მოუგებელია „რეჯინა“. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა დღეს სტუმრად „ბრეშასთან“ ანგარიშით 68-79 წააგო. რეჯო კალაბრიელების ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში გუნდს 10 ქულა და სამი მოხსნა შესძინა. სტუმართა შორის, ყველაზე შედეგიანი ჯულიან რაითი იყო. ამერიკელმა კალათბურთელმა 21 ქულა და შვიდი მოხსნა გააკეთა. ამადეო დელა ვალეს მონაგარმა 18 ქულა შეადგინა. „რეჯინა“ იტალიის „სერია ა“-ს გათამაშებაში, „ბრინდიზისთან“ ერთად, კვლავ გამარჯვების გარეშეა. მასიმილიანო მენეტის გუნდის მომდევნო მეტოქე დუდა სანაძის „ფლექსს პისტოია“ იქნება. შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.
წაკითხვა
საზოგადოება
შავი ზღვის სანაპიროს სტრატეგიული შუქურები და მათი ისტორია „მოამბეში“
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:23:00
უკვე საუკუნე ნახევარია, საქართველოს პორტებისკენ მიმავალ გემებს, ღამის განმავლობაში საზღვაო მილებს რამდენიმე შუქურა უნათებს. სტრატეგიული მნიშვნელობის ისტორიული ნაგებობები ფოთში, ბათუმში, სოხუმსა და ბიჭვინთაში მდებარეობს. ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილი შუქურები აღარ მუშაობს. ფოთის და ბათუმის შუქურები კი მეცხრამეტე საუკუნეში ბრიტანული და ფრანგული კომპანიების მიერ არის დამზადებული და დღესაც ფუნქციონირებს. ქეთევან ბერაიას სიუჟეტი. 
წაკითხვა
საზოგადოება
გმირი ქართველი მფრინავის, ჯიმი მაისურაძის ისტორია „მოამბეში“
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:20:00
კვლავ საქართველო და გმირი ქართველი მფრინავის ისტორია. აფხაზეთის ომში მისი სახელი ძალიან ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს უკავშირდება. ურთულესი დავალებების შესასრულებლად ის არც ღამით ერიდებოდა ფრენას. უმაღლესი პილოტაჟის ილეთებში კი ბადალი არ ჰყავდა. ეს მფრინავი ჯიმი მაისურაძეა. პირველი ადამიანი, ვისაც სამშობლოს წინაშე არსებული დამსახურებისთვის, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი აქვს მინიჭებული. ნახეთ თამარ ცხომარიას სიუჟეტი. 
წაკითხვა
მსოფლიო
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:18:00
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრეა. ის პირობას დებს, რომ რადიკალურ რეფორმებს  გაატარებს. რომელი მილიარდერი აღმოჩნდა საკანში და ვინ არის საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი მოჰამედ ბინ სალმანი - ვრცლად ლევან ახალაიას სიუჟეტში.
წაკითხვა
მსოფლიო
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:26:00
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცავებს ჩაბარდა. კარლეს პუიჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიელი ძალოვანების კითხვებს პასუხობს. ინფორმაციას ბელგიის პროკურატურა ადასტურებს. ასევე განცხადება კეთდება, რომ კატალონიელი ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები დაცულია. ჩაბარების დროს პუიჩდემონს ესპანეთის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი გადასცეს.  ბრიუსელში იუსტიციის სამინისტროსთან, იქ სადაც პუიჩდემონი თანაგუნდელებთან ერთად იმყოფება, ქეთევან ქარდავა მუშაობს.  
წაკითხვა
რეგიონები
როგორი იქნება ქუთაისის განახლებული აეროპორტი - ვიზიტორი ქვეყნების სტატისტიკა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:16:00
2017 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტით 360 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა. 2012 წლიდან მოყოლებული, ეს დინამიკა აღმავალი ტენდენციით იზრდება. სწორედ ამიტომ, ქუთაისის აეროპორტში ცვლილებები იგეგმება. ოთარ გიორგაძე თემის დეტალებით.
წაკითხვა
სამართალი
მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო - რაში ედება ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 20:03:00
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელსაც საქართველოში არაერთ გახმაურებულ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ნაწილზე განაჩენიც არის დამდგარი, უკრაინაში სასამართლოს ელოდება. მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაწყებულია. არ არის გამორიცხული, უკრაინული და ქართული სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციას რამდენიმე თვე დასჭირდეს. ოფიციალური თბილისი ქარდავასთვის წაყენებული ბრალდებებიდან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ მისი ექსტრადირების საკითხი ეჭვგარეშეა. რაში ედება ბრალი თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს. მოამბის არქივი იმ კადრებსაც ინახავს, რომელშიც ერთ-ერთი საქმის მიხედვით, წამების ოთახი იყო მოწყობილი. იმედა დარსალია განავრცობს თემას.
წაკითხვა
რეგიონები
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 19:02:00
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიანიდან 10 კილომეტრში ხანძარი ლოკალიზებულია.როგორც პირველ არხს გურჯაანი-საგარეჯოს სატყეო უბნის უფროსმა კობა შათირიშვილმა განუცხადა, 10 ჰექტარზე დამწვარია ხის ფოთოლი. მისივე თქმით, ზედაპირული დაწვისას ფოთლოვანი ტყე არ არის დაზიანებული. ადგილზე რჩება 20 კაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც სატყეო სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეები არიან. შათირიშვილის თქმით, მორიგეები ხანძრის ახალი კერების გაჩენის თავიდან აცილების მიზნით რჩებიან. ხვალ დილიდან კი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.
წაკითხვა
სპორტი
„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში ისევ წაუგებელია
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 18:58:00
იტალიის სერია A-ში მე-12 ტური მიმდინარეობს. კვირას, ლიდერებს შორის პირველმა მილანის „ინტერმა“ ითამაშა და ეს გუნდი კვლავ დაუმარცხებელია ჩემპიონატში. თუმცა, მილანელებმა საკუთარ მოედანზე ვერ მოუგეს „ტორინოს“ და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი დაკარგეს.„ტორინო" ესპანელმა იაგო ფალკემ 59-ე წუთზე დააწინაურა, 79-ე წუთზე ანგარიში იტალიის ნაკრების ფორვარდმა ედერმა გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.„ინტერი" 9 მოგებით, სამი ფრითა და 30 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა მის კონკურენტებს ჯერ ჩასატარებელი აქვთ მე-12 ტურის მატჩები.
წაკითხვა
სპორტი
„ტოტენჰემმა“ „კრისტალ პალასი" 1:0 დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 18:02:00
ინგლისის პრემიერლიგაში მე-11 ტური გაგრძელდა. კვირის სათამაშო დღე „ტოტენჰემისა" და „კრისტალ პალასის" მატჩით გაიხნა. მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემს" აკლდა უგო ლორისი, ტობი ალდერვეირელდი და დელე ალი, შეძლო მინიმალური ანგარიშით მოგება - 1:0. ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე კორეელმა ჰეონ-მინ სონმა გაიტანა.ეს იყო ამ ფეხბურთელის მე-20 გოლი პრემიერლიგაში, რითაც სონი გახდა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აზიელი ფეხბურთელი. მან გაუსწრო თანამემამულე ჟი-სუნ პარკს, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ 19 გოლი დაუგროვდა.ამ მოგების შემდეგ, „ტოტენჰემს" 23 ქულა აქვს და მე-11 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე იქნება.
წაკითხვა
რელიგია
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 17:39:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებიბას აღნიშნა, რომ სიმდიდრე ადამიანებისთვის საცდურია. პატრიარქმა მდიდრებს მოუწოდა, გაჭირვებულებს დაეხმარონ. "მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. აი, დღევანდელი სახარება სწორედ გვაფრთხილებს იმაზე, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისათვის. თუმცა, მოგეხსენებათ, იყვნენ მეფეები, დედოფალნი, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ, წმინდანდები არიან. ასე რომ, სიმდიდრე არის განსაცდელი, რადგან იგი ადამიანს თავდაჯერებულსა და ამპარტავანს ხდის და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს მან.ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს და ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება მათ, რომელთა ცხოვრებაც დაკავშირებულია კეთილდღეობასთან. სიმდიდრე თავისთვად არ არის ცოდვა, მაგრამ იგი უნდა გამოყენებული იყოს ცხონებისათვის.ალბათ, თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა გაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს  გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი იმის შესახებ, დაეხმარო თუ არა მას. ალბათ, გიფიქრიათ, თუ დავეხმარები შეიძლება ღვინო დალიოს ან არაყი, მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს, ამიტომ შენ შენი საქმე უნდა გააკეთო. ყოფილა შემთხვევაც, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება", - აღნიშნა პატრიარქმა. როგორც ილია მეორემ განაცხადა, გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. "ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი, ჩვენი ეგოისტური მიდრეკილებები და სიმდიდრე გამოვიყენოთ მოყვასის დასახმარებლად. მე მინახავს ისეთი ოჯახები, რომელნიც ზრდიან თავის შვილებს ქველმოქმედების სულისკვეთებით. ანუ დახმარებას ასწავლიან შვილებს. ვიცოდი ისეთი ქალბატონები,  დილით უშვებდნენ ქუჩაში შვილს, რომ ეპოვათ გაჭირვებული და მოეყვანათ სახლში.  მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ვერ პოულობდნენ და დამწუხრებულნი ბრუნდებოდნენ. ბედნიერია, ვინც ასე ცხოვრობს. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, ღმერთმა გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ მოყვასს, რომელიც დღეს ასე მრავლად გვყავს", - აღნიშნა პატრიარქმა. 
წაკითხვა
სპორტი
ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველად, 2010 წლის შემდეგ​, ტოპ-ათეულის მიღმა დარჩა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 17:21:00
ახალი რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის კლასიფიკაციის პირველი ათეულის მიღმა აღმოჩნდება. ასეთი რამ პირველად მოხდება 2010 წლის მარტის შემდეგ.ათეულში ჯოკოვიჩის ადგილს არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაიკავებს, რომელმაც ამ კვირას, პარიზის "მასტერსზე" მეოთხედფინალამდე მიაღწია. ახალი რეიტინგი სწორედ ამ ტურნირის დასრულების შემდეგ შედგება.შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი ტრავმის გამო ივლისის შემდეგ არ თამაშობს. მისი ბოლო ტურნირი უიმბლდონი იყო, რომელშიც სერბმა მეოთხედფინალამდე მიაღწია.​ 
წაკითხვა
მსოფლიო
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 17:01:00
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ. ამის შესახებ ცნობებს ადგილობრივი მედია ავრცელებს. შეგახსნებთ, რომ კატალონიის ყოფილი მეთაური რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ბელგიის დედაქალაქში. მან ესპანეთი მას შემდეგ დატოვა, რაც მადრიდმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეზღუდოს კატალონიის ავტონომია, გადააყენოს მთავრობა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.დღესვე გავრცელდა ცნობები, რომ უახლოეს საათებში პუიჩდემონს ესპანეთს მოთხოვნით, ბელგიის პროკურატურა დააკავებდა. 
წაკითხვა
მსოფლიო
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 16:56:00
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ ვიაჩილსავ მალცევის მხარდამჭერებზე, რომლებსაც დღეს რუსეთის დედაქალაქში აქცია ჰქონდათ დაგეგმილი.როგორც პოლიციაში განმარტეს, სულ დაკავებულია 263 პირი. ისინი სხვადასხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. ზოგიერთ მათგანს თავდაცვის მიზნით სხვადასხვა სახის ნივთები აღმოაჩნდა. დაპატიმრებულებს შორის არიან არასრუწლოვნებიც.პოლიციამ ასევე აიყვანა „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი ანდერი ეჟოვი, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.შეგახსნებთ, რომ 3 ნოემბერს რუსეთს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მალცევის რამდენიმე მხარდამჭერი. როგორც სამართალდამცავები ამტკიცებენ, ისინი 5 ნოემბერს დანიშნულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმას და სხვა ძალადობრივ აქციებს გეგმავდნენ.მალცევის მოძრაობა სახელწოდებით „არტპადგატოვკა“ ოქტომბრის ბოლოს კრასნოიარსკის სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო. თავად მალცევმა რუსეთი დატოვა.
წაკითხვა