საზოგადოებრივი
104.5 FM
ყველა სიახლე
სპორტი
„ბარსელონამ“ ალკასერის დუბლით „სევილიას“ მოუგო, მესიმ მე-600 მატჩი ჩაატარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 02:13:00
ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "ბარსელონამ" მეათე გამარჯვება მოიპოვა. კატალონელებმა საკუთარ მოედანზე "სევილია"ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. გამარჯვებულთა რიგებში დუბლი პაკო ალკასერმა შეასრულა​, ხოლო სტუმართა შორის გვიდო პისარომ გამოიჩინა თავი."ბარსელონას" შემადგენლობაში მე-600 მატჩი ჩაატარა ლიონელ მესიმ. არგენტინელს ესპანეთის ჩემპიონატში 392 მატჩი დაუგროვდა, 119 - ჩემპიონთა ლიგაზე, 62 - ესპანეთის თასზე, 17 - ესპანეთის სუპერთასზე, 5 - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და 4 - უეფას სუპერთასზე. ამ დროის განმავლობაში, მესიმ 523 გოლი გაიტანა.„ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატს 31 ქულით ლიდერობს. მას ოთხი ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფი "ვალენსია", რომელმაც მე-11 ტურში პარეხოს, როდრიგოსა და მინას გოლებით გაანადგურა "ლეგანსესი". "ვალენსიასთვის" ეს იყო ზედიზედ მეშვიდე მოგება, რითაც 1947 წლის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
წაკითხვა
სპორტი
დუდა სანაძის „პისტოია“ საკუთარ მოედანზე „კანტუსთან“ დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 01:57:00
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-6-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო „ფლექს პისტოიამ“. დუდა სანაძის გუნდი, საკუთარ მოედანზე, „კანტუსთან“ ანგარიშით 82-93 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. სანაძემ 20 წუთში: 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა აქტივში. სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. მესამე მეოთხედში „პისტოიამ“ ჩამორჩენა ოდნავ შეამცირა, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.„კანტუს“ შემადგენლობაში საუკეთესო რენდი ქოლფეიფერი გახლდათ, ამერკიელმა კალათბურთელმა 36 ქულა გააკეთა. „პისტოიას“ რიგებში 26 ქულით მარკუს კენედი გამოირჩა. ვიჩენცო ესპოზიტოს გუნდი „სერია ა-„ში მომდევნო შეხვედრას მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯინას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
სპორტი
შვედეთთან პლეი ოფის მატჩებისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 01:50:00
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ შვედეთთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საპლეიოფო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მატჩები მომავალ წელს, 10 და 13 ნოემბერს ჩატარდება.სიაში მოხვდა "ნაპოლის" ნახევარმცველი ჟორჟინიო. ცოტა ხნის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრებში თამაში აირჩია.იტალიის ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:მეკარეები - ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი"), მატია პერინი ("ჯენოა"), ჯანლუიჯი დონარუმა ("მილანი");მცველები - დავიდე ასტორე ("ფიორენტინა"), ლეონარდო სპინაცოლა ("ატალანტა"), დანილო დ'ამბროზიო ("ინტერი"), მატეო დარმიანი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ლეონარდო ბონუჩი ("მილანი"), დანიელე რუგანი, ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი (ყველა - "იუვენტუსი"), დავიდე ძაპაკოსტა ("ჩელსი");ნახევარმცველები - მარკო პაროლო ("ლაციო"), ფედერიკო ბერნარდესკი ("იუვენტუსი"), ალესანდრო ფლორენცი, დანიელე დე როსი (ორივე - "რომა"), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ანტონიო კანდრევა, რობერტო გალიარდინი (ორივე - "ინტერი"), ჟორჟინიო ("ნაპოლი");ფორვარდები - ედერი ("ინტერი"), ჩირო იმობილე ("ლაციო"), ანდრეა ბელოტი ("ტორინო"), მანოლო გაბიადინი ("საუთჰემპტონი", ინგლისი), სტეფან ელ-შაარავი ("რომა"), ლორენცო ინსინიე ("ნაპოლი"), სიმონე ძაძა ("ვალენსია", ესპანეთი).
წაკითხვა
სპორტი
„ბარბაროსები“ ახალ ზელანდიასთანაც დამარცხდნენ (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 00:40:00
რაგბის კლუბი „ბარბაროსები“ 28 ოქტომბერს ავსტრალიასთან დაძაბულ შეხვედრაში 28:31 დამარცხდა, ერთი კვირის შემდეგ კი გამორჩეულთა გუნდმა მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილოსან „ოლ ბლექს“-თან ითამაშა.მატჩი საინტერესოდ დაიწყო და „ბარბაროსები" მალევე ორი ლელოთი (მოუნგა 9', ბრიჯი 15') დაწინაურდნენ. მე-18 წუთზე ერთი ლელო ტიჯეი პირენარამ ვაისაკე ნაჰოლოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გაქვითა.ტაიმის დასრულებამდე „ბარბაროსებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოასწრეს (კარტერი 29'), თუმცა თავადაც გაუშვეს (ფიფიტა 35') და შესვენებაზე მხოლოდ შვიდქულიანი უპირატესობით გავიდნენ.დაპირისპირების მეორე ნახევარში უკვე ახალ ზელანდიელები დომინირებდნენ. "შავებმა" ათწუთიან მონაკვეთში მეტოქეს სამი გარდასახული ლელო დაუდეს (ლაუმაპე 54', კეინი 56', ჰარისი 59') და კომფორტული, 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.მატჩის ბოლო წუთზე ბრიჯმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში - "ბარბაროსები" 22:31 ახალი ზელანდია - დააფიქსირა.
წაკითხვა
მსოფლიო
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 00:08:00
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. საგანგებო ტელემიმართვისას, ჰარირიმ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.„ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ ისეთ ვითარებაში, რომელიც ჰგავს იმ პერიოდს, რომელიც რაფიკ ჰარირის მკვლელობას უძღოდა წინ“, - განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა.ლიბანის ყოფილი პრემიერი, საად ჰარირის მამა, რაფიკ ჰარირი 2005 წლის თებერვალში შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ტერაქტს ემსხვერპლა.საად ჰარირიმ ტელემიმართვისას ირანი და „ჰეზბოლა“ ლიბანზე კონტროლის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა.სააგნეტო Reuters-ის ინფორმაციით, საად ჰარირიმ გადადგომის შესახებ განცხადება საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადიდან გააკეთა.სუნიტმა საად ჰარირიმ ლიბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2016 წლის დეკემბერში პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე დაიკავა, რომლის შედეგად ლიბანის პრეზიდენტი ქრისტიანი-მარონიტი მიშელ აუნი გახდა. მიშელ აუნი მოძრაობა „ჰეზბოლას“ მოკავშირეა.
წაკითხვა
მსოფლიო
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 23:33:00
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის Forza Nuova-ს („ახალი ძალა“) მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დემონსტრაციაში ორი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.საპროტესტო აქციის ლოზუნგი იყო „ყველაფერი სამშობლოსთვის“.აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იტალიის პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც იმიგრანტების შვილებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ იმიგრანტების შვილებს, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ, ან ბავშვებს, რომლებიც იტალიაში 12 წლის ასაკამდე ჩავიდნენ და ქვეყანაში სულ მცირე 5-წლიანი განათლება მიიღეს.
წაკითხვა
რეგიონები
ოკუპირებულ აფხაზეთში არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები გახშირდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:27:00
ოკუპირებულ აფხაზეთში, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი 16 დანაშაულია დაფიქსირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 17, ამის შესახებ ინფორმაციას Apsny.ru დე-ფაქტო ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.„იკვეთება არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულებრივი დაჯგუფებების შექმნის ტენდენცია. სოხუმში 2 ასეთი დაჯგუფება გამოვააშკარავეთ“, - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შსს-ს შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე დენის ტანია.ტანიას ინფორმაციით, არასრულწლოვანთა ე.წ. განყოფილებებში აღრიცხვაზე 74 მოზარდია, ძირითადად, რთული ფინანსური მდგომარეობის მქონე ოჯახებიდან, კიდევ 157 მოზარდზე განგაშის სიგნალია მიღებული ოკუპირებული რეგიონის სამი რაიონიდან: გუდუთა, სოხუმი, გალი. დე-ფაქტო ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ მუშაობა ამ მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს.
წაკითხვა
მეცნიერება/ტექნოლოგიები
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:24:00
რამდენიმე კვირის წინ, ასტრონომებმა ბოლოსდაბოლოს შესძლეს ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების დაფიქსირება. ამის ფონზე, შავი ხვრელების შერწყმის კვლევა თითქოს უკვე მოძველებული ამბავია. ეს დიდებული ამბავი შეიძლება უკვე დაგავიწყდათ, მაგრამ მკვლევრებისათვის საქმე სულ სხვაგვარადაა — ისინი ჯერ კიდევ აგროვებენ მონაცემებს შავი ხვრელების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების შესახებ. ამჯერად, ფიზიკოსთა ორმა ჯგუფმა გრავიტაციულ ტალღათა მონაცემები გამოიყენა, რათა შეეფასებინათ თუ რა სიჩქარით შეიძლება მოძრაობდეს გრავიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები შოკისმომგვრელი არ აღმოჩნდა, ისინი მაინც უცნაურად სანუგეშოა. რამდენიმე საუკუნის წინ, ისააკ ნიუტონს სჯეროდა, რომ გრავიტაცია მომენტალური იყო; მოგვიანებით, ეს მოსაზრება ალბერტ აინშტაინმა უარყო და ივარაუდა, რომ მიზიდულობის ძალა სინათლის სიჩქარით მოძრაობს. აინშტაინის გათვლების მიხედვით, სამყარო ცარიელი სტადია კი არაა მატერიის სამოძრაოდ, არამედ თავადაა ძირითადი მოქმედი. მასათა წევები სივრცის სტრუქტურაზე, ამრუდებს დროს და მანძილს ზუსტად იმავე გზით, როგორც ობიექტები ჩქარდებიან ერთმანეთის მიმართულებით. ისევე როგორც სინათლის უმასო ნაწილაკია ვაკუუმში მოძრაობისას შეზღუდული სამყაროს სიჩქარის ზედა ზღვრით, დრო-სივრცის უმასო გამრუდებებიც ასევე უნდა იყოს ენერგიის შემკუმშავი, სიჩქარის მაქსიმალური ზღვრით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გრავიტაცია მოძრაობს 299 792 458 მ/წმ სიჩქარით; მაჩვენებელი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ უბრალოდ c. რა თქმა უნდა, სულელად ჩაგვთვლიან თუ ფსონს თავად მის უდიდებულესობა ზოგადი ფარდობითობის წინააღმდეგ დადებთ, მაგრამ ნამდვილი მეცნიერება მოითხოვს, რომ გენიოსთა თეორიებიც კი შევამოწმოთ რეალობის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი დედამიწის ძლიერი მიზიდულობა, გრავიტაციის ძალა მაინც ძნელი გასაზომია. 
წაკითხვა
შემთხვევა
თელავში, სოფელ ართანასთან ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:22:00
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად ხანძარია. ადგილობრივმა მოსახლეობამ ცეცხლი კოხტას მთის მიდამოებში შუადღისას შენიშნეს. როგორც მათ პირველ არხს განუცხადეს, სახანძრო სამაშველო სამსახურის სპეციალური მანქანებით ხანძრის კერამდე მისვლა შეუძლებელია.ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი მიუვალ კლდეებზე, სავარაუდოდ, ხმელ ბალახსა და ფოთოლს უკიდია.თელავის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის კერა ვერტმფრენით დაათვალიერეს და ცეცხლის კერების გავრცელების საფრთხე, მისი მდებარეობის გათვალისწინებით, არ არის.
წაკითხვა
მეცნიერება/ტექნოლოგიები
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:08:00
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური გალაქტიკა, რომელიც თავის საიდუმლოებებს უმხელს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტისა და სუინბარნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს.  გალაქტიკა სახელად A1689B11 უკვე 11 მილიარდი წელიწადია არსებობს; დაიბადა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 2,6 მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც სამყარო ამჟამინდელ ასაკზე ხუთჯერ ახალგაზრდა იყო. სწორედ ესაა მიზეზი, რომ უძველესი სპირალური გალაქტიკა ახლაღა აღმოვაჩინეთ. იმისათვის, რათა ამ გალაქტიკის სპირალური ბუნება დაემტკიცებინათ, მკვლევრებმა გამოიყენეს გრავიტაციული ლინზირების მეთოდი და ჰავაიზე განთავსებული ჯემინის ჩრდილოეთ ტელესკოპის თითქმის-ინფრაწითელი ინტეგრალური ველის სპექტროგრაფის უმძლავრესი ინსტრუმენტები.  გრავიტაციული ლინზირება უდიდესი ბუნებრივი ტელესკოპია, რომელსაც წარმოქმნის ათასობით გალაქტიკისა და ბნელი მატერიისაგან შედგენილი მასიური გროვები. ეს გროვები ადიდებს და აუმჯობესებს მათ უკან მდებარე გალაქტიკათა შუქს, ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ლინზა, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბებით. „ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ უძველესი გალაქტიკები მაღალ რეზოლუციაში, უპრეცედენტო დეტალებში“, — ამბობს კვლევის ავტორი, სუინბარნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომი ტიანტიან იუანი. „შესაძლებლობა გვაქვს დავბრუნდეთ წარსულში, 11 მილიარდი წლის წინანდელ პერიოდში და პირდაპირ დავესწროთ გალაქტიკის პირველი, პრიმიტიული სპირალური მკლავების წარმოქმნას“. „A1689B11-ის მსგავსი უძველესი სპირალების შესწავლა საკვანძო მომენტია, რათა ფარდა ავხადოთ საიდუმლოს, თუ როგორ და როდის იჩენს თავს ჰაბლის თანმიმდევრობა (გალაქტიკათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის სქემა, რომელიც 1926 წელს ედუინ ჰაბლმა შექმნა)“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პრინსტონის უნივერსიტეტის დოქტორი რენიუ სენი. „სპირალური გალაქტიკები განსაკუთრებულად იშვიათია ადრეულ სამყაროში და ეს აღმოჩენა ახალ კარს გვიხსნის, რათა შევისწავლოთ თუ როგორ გადაიქცნენ გალაქტიკები ძლიერ ქაოტური, მგრგვინავი დისკოებიდან წყნარ, თხელ დისკოებად, როგორიც ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომიცაა“. დოქტორ იუანის თქმით, კვლევა ასევე აჩვენებს გალაქტ
წაკითხვა
სპორტი
გლაზგოს „სელტიკმა“ ბრიტანეთის რეკორდი დაამყარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:07:00
​შოტლანდიის ჩემპიონმა „სელტიკმა“ წაუგებელი მატჩების სერიის მხრივ საკუთარი რეკორდი განაახლა. ამ შემთხვევაში, იგულისხმება შიდა არენაზე ჩატარებული მატჩები - შოტლანდიის ჩემპიონატი, შოტლანდიის თასი, ლიგის თასი და ა.შ.შაბათს "სელტიკმა" შოტლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "სენტ ჯონსტონი" გაანადგურა 4:0, რის შემდეგაც, გლაზგოური გრანდის წაუგებელმა სერიამ 63 მატჩი შეადგინა. ეს საუკეთესო შედეგია არა მხოლოდ შოტლანდიაში, არამედ, მთელს ბრიტანეთში.წინა რეკორდი, რომელიც 1917 წელს იყო დამყარებული, ასევე "სელტიკს" ეკუთვნოდა.
წაკითხვა
სპორტი
გვარდიოლა ესპანელ და კატალონელ პოლიტიკოსებს მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 21:04:00
„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ შეწუხებულია დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიის რამდენიმე ხელმძღვანელის დაპატიმრების გამო. მისი სიტყვებით, ორივე მხარის წარმომადგენლები უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.„სასურველია, გამოუშვან ის კატალონელი პოლიტიკოსები, რომლებიც ესპანეთის მთავრობამ დააპატიმრა. ვწუხვარ ამის გამო, რადგან ასეთი რამ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეემთხვეს. მათ მხოლოდ საკუთარი აზრი გამოხატეს. მათ, უბრალოდ, შეასრულეს წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც კატალონელთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას გამოხატავს. მაშინებს ის, რომ დემოკრატიის განვითარების მხრივ ესპანეთი უკან იხევს.ესპანეთისა და კატალონიის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. აუცილებელია რეფერენდუმის პირობების შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული იქნება ამ სიტუაციის მოგვარება“, - ამბობს გვარდიოლა სააგენტო "როიტერსთან“ ინტერვიუში.
წაკითხვა
სპორტი
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, შესაძლოა, ნარკოტიკები დაუშვან
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:44:00
ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეთა პროფკავშირი თერაპიული მიზნებისთვის მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხს წამოწევს, ამის შესახებ გამოცემა TSN წერს.მსგავსი გადაწყვეტილება კანადის ტერიტორიაზე 2018 წლის პირველი ივლისიდან მარიხუანას ლეგალიზაციას უკავშირდება. ეს ნარკოტიკი არ შედის აკრძალული პრეპარატების რიცხვში, მაგრამ მისი გამოყენება აკრძალულია NHL-სა და პროფკავშირის მიერ წამოწყებული პროგრამით, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას ებრძვის.როგორც ირკვევა, ჯერჯერობით, ლიგა მხარს არ უჭერს ამ იდეას, მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ მარიხუანა მოთამაშეს ეხმარება ტკივილის გაყუჩებაში, NHL დაფიქრდება მის გამოყენებაზე.26 ოქტომბერს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილი კომისარი დევიდ სტერნი ასევე გამოვიდა მარიხუანას ლეგალიზაციის წინადადებით. სააგენტო Assotiated Press-თან კომენტარში მან აღნიშნა, რომ ეს ნარკოტიკი, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას სამედიცინო მიზნებით.
წაკითხვა
კულტურა
„სიყვარულის ტერიტორია“- ოლეგ ტიმჩენკო პერსონალური გამოფენისთვის ემზადება
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:30:00
„სიყვარულის ტერიტორია“- ოლეგ ტიმჩენკო პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. ჭონქაძეზე მდებარე ისტორიული სახლის სადარბაზო, ერთი დღით საგამოფენო სივრცედ იქცევა და მხატვრის ახალ სერიას დაეთმობა. მთავარი კონცეფცია სასიყვარულო სცენებია.  თათია ბუხრაშვილი გიამბობთ.
წაკითხვა
მსოფლიო
სირიის ეროვნული თავდაცვის ძალების რიგებში მოხალისე ქალები ჩაეწერნენ - რატომ ეშინიათ ჯიჰადისტებს ქალი მებრძოლების 
განახლებულია: 2017-11-04 20:18:00
სირიაში თვითგამოცხადებული "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია. ჯიჰადისტების წინააღმდეგ ფორმირებულ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნის სამხედრო გაერთიანებებს ასობით ახალი წევრი ემატება. სირიის ეროვნული თავდაცვის ძალების რიგებში 50 მოხალისე ქალი ჩაეწერა. მათი მიზანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, იგივე დაეშის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ამ ქალების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ჯიჰადისტებმა ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ქალებსა და ბავშვებს მიაყენეს. ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლა სირიასა და ერაყში ერთდროულად მიმდინარეობს. სირიაში რაქასა და დეირ-ალ-ზორის გათავისუფლების შემდეგ, ერაყში ჯიჰადისტები ქალაქ ალ-ყაიმიდანაც განდევნეს. რა როლს თამაშობენ ქალები ამ ომში და რატომ ეშინიათ ჯიჰადისტებს ქალი მებრძოლების ქეთი თუთბერიძე გიამბობთ.
წაკითხვა
სამხედრო
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:18:00
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ამ მიმართულებით ცენტრის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ცენტრის წარმომადგენელმა ნატო-ს დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და არსებული ინფრასტრუქტურა გააცნო. ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვა
წაკითხვა
სამართალი
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:15:00
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეზე გამოძიება დაასრულა და პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენა არ დაადასტურა. 2016 წელს გამოძიება სწორედ ამ მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც პოლიციელებს მისი დაკავებისას ძალადობაში ადანაშაულებდა. გამოძიებამ საქმეზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ 2016 წელს პოლიციელზე თავდასხმისთვის და ასევე განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევის საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მათ შორის ექსპერტიზები.  ასევე, უწყების ცნობით, მოქალაქე 2016 წლის 2 დეკემბერს სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა ნუცუბიძის პლატოზე, პოლიციელთა მისვლის შემდეგ კი ეს პირი გაიქცა და ხევში გადახტა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანებები. ამ პირის დაკავება კი რამდენიმე საათში თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა და მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც მან ოქმში ჩაწერა, დაზიანებები დაცემის შედეგად ჰქონდა მიღებული. 
წაკითხვა
არჩევნები
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:08:00
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საქალაქო სასმართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, ცესკო-მ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პოლიტიკური გუნდი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების გაუქმებას ითხოვდა.  როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში განაგრძონ.
წაკითხვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
განახლებულია: 2017-11-04 20:07:00
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა. 20 პარტია თბილისში შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც ცალკეულ დარღვევებსა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ადასტურებდა. პოლიტიკური პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ოპოზიცია მას შემდეგ გაასაჩივრებს, რაც მათ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი  გადაეგზავნებათ. ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.
წაკითხვა
რეგიონები
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:05:00
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ოპერატიული მოქმედების შედეგად, ხანძარს მასიურ ტყემდე არ მიუღწევია. ხანძრის შედეგად დაიწვა ტყის ქვედა საფარი.  ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
წაკითხვა