საზოგადოებრივი
104.5 FM
ყველა სიახლე
პოლიტიკა
დანიელ ფრიდი – საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს წევრობისგან წლები აშორებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:32:18
"საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს წევრობისგან წლები აშორებს", - განცხადება ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დანიელ ფრიდმა გააკეთა. ფრიდმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს ესმით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გაიაროს რთული გზა, სანამ მიზანს მიაღწევენ. ფრიდმა აღნიშნა, რომ MAP-ის მიღება ერთადერთი მიზანი არაა და ამერიკის შეერთებული შტატები ეცდება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა უფრო გაამყაროს. დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, თანამშრომლობის რა ფორმაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ალიანსის გაფართოებისთვის ყველაფერს გააკეთებს. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი ამ ეტაპზე არააქტუალურია, - ამბობენ უცხოელი ექსპერტები. მათი განმარტებით, საქართველო რომ დეკემბერში MAP-ს არ მიიღებს ოფიციალური თბილისი ამ გადაწყვეტილებისთვის მზადაა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს. ნატო-საქართველოს სამიტი 2-3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება.
წაკითხვა
პოლიტიკა
კაჩინსკი სარკოზის რუსეთთან დათმობებზე წასვლაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 17:31:21
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საფრანგეთის პრეზიდენტსა და ევროკავშირის თავმჯდომარე ნიკოლა სარკოზის რუსეთთან დათმობებზე წასვლაში ადანაშაულებს. "მე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე ფიქრობენ", - განაცხადა ლეხ კაჩინსკიმ ახალგორის ინციდენტზე საუბრისას. "ახალგორში ჩემმა მგზავრობამ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ რუსები არ ასრულებენ შეთანხმებას და საწინააღმდეგოს მტკიცება რუსეთისთვის უდიდეს დათმობაზე წასვლას ნიშნავს", – აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი. ლეხ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცეცხლი ახალგორთან რუსმა სამხედროებმა გახსნეს.
წაკითხვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია ეროსი კიწმარიშვილის ელჩად დანიშვნას დიდ შეცდომად მიიჩნევს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 16:42:38
"კიწმარიშვილის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა დიდი და სერიოზული შეცდომა იყო", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გოგა ბოკერია. გიგა ბოკერია ამ თემას აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ კომისიაზე გამოსვლისას შეეხო. მისივე განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის ელჩად დანიშვნა მისი ბიზნესმენობის პერიოდიდან არსებული პირადი კონტაქტების გამო გადაწყდა. ბოკერიას თქმით, კიწმარიშვილის განცხადებები ცდებოდა ელჩის კომპეტენციას. მან იმ შეხვედრაზეც ისაუბრა, რ ელჩის გამოწვევის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა.
წაკითხვა
პოლიტიკა
მეთიუ ბრაიზა სარკოზი-მედვედევის გეგმის შეუსრულებლობაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 16:12:05
მეთიუ ბრაიზა სარკოზი-მედვედევის გეგმის შეუსრულებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა რუსეთს სარკოზი-მედვედევის გეგმას ახსენებს. სპეციალურ ბრიფინგზე ბრაიზამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეთანხმების მიხედვით, რუსული სამხედრო ძალები 7 აგვისტოს მდგომარეობაზე უნდა დაბრუნებულიყვნენ. "თუმცა, მოსკოვი აღებული ვალდებულების შესრულებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. კრემლი შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს არღვევს", - ამბობს ბრაიზა.
წაკითხვა
პოლიტიკა
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა კომისიამ გიგა ბოკერიას მოუსმინა
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 16:10:21
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას მოსმენა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გვიანობამდე გაგრძელდა. მას ძირითადად ეროსი კიწმარიშვილის განცხადებებზე მოუწია კომენტარის გაკეთება. გიგა ბოკერიას ცნობით, რუსეთმა 2008 წლიდან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის ახალი ტალღა დაიწყო. ასევე, ბოკერიას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის დადასტურებით, საჯაროდ აღიარა საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობდა საქმის კურსში ჩაეყენებინა საერთაშორისო ორგანიზაციები. ბოკერია აღნიშნავს, რომ რუსული აგრესიის ფონზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და დევნილთა დაბრუნების რეალური გასაღები რუსეთის მონოპოლიის მოსპობაში დევს.
წაკითხვა
პოლიტიკა
რუსი ოკუპანტები გამოსაზამთრებლად ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2008-01-28 13:49:58
რუსი ოკუპანტები გამოსაზამთრებლად ემზადებიან. ისინი ახალგორის ტერიტორიაზე სტაციონარულ საგუშაგოებს აგებენ. სამხედროებმა ზამთრისთვის საწვავი და საკვები უკვე მოიმარაგეს,– ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორის გამგებელი ადასტურებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალი წლის შემდეგ ოკუპანტების გამშვებ პუნქტზე გადაადგილება გამკაცრდება.
წაკითხვა
პოლიტიკა
თბილისში გერმანიის პირველი დიპლომატის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-09 12:11:00
თბილისში გერმანიის პირველი დიპლომატის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. უპირობო მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ - ასე აფასებენ სახელისუფლებლო წრეებში ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სტუმრობას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აეროპორტიდან ბერუჩაშვილის მოადგილემ გააცილა. ვიზიტის მეორე დღე გერმანიის პირველმა დიპლომატმა პრემიერთან შეხვედრას დაუთმო. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა დღეს უკვე მეორედ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში ქართულ-გერმანული ბიზნეს-ფორუმის ჩატარების ინიციატივითაც გამოვიდა. საუბარი შეეხო გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტსაც, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე იგეგმება. შტაინმაიერი მიიღო პრეზიდენტმაც. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. საუბრის თემა იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონული უსაფრთხოება.
წაკითხვა
პოლიტიკა
კლიმატის სამიტზე მიწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი
გამოქვეყნებულია: 2014-09-17 12:39:00
საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა კლიმატის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი.        რაც შეეხება მოწვევას და იმ ბრალდებას, თითქოს თებერვალში მიღებული მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ივნისში გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მხოლოდ კლიმატის სამიტზე, საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე. ესეც აჩვენებს იმას, რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ გაუგზავნა ინფორმაცია გაეროს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა უკვე იყო გიორგი მარგველაშვილი, ამას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდა და 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას გადაეგზავნა 5 ივნისს, ანუ სულ რამდენიმე დღეში. ამ პერიოდში იყო შაბათ-კვირა და ამ მოწვევის გადაგზავნა არ შეფერხებულა. პარალელურ რეჟიმში საქართველომ მიიღო მოწვევა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დელეგაციას უხელმძღვანელებდა პრემიერ-მინისტრი. როდესაც ჩვენ გადავუგზავნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კლიმატის სამიტზე ფორმალური მიწვევა, იქვე შევატყობინეთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე დელეგაცია მიემგზავრებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, იგი უნდა დასწრებოდა ყველა გვერდით მოვლენას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
წაკითხვა
მედიცინა/ჯანდაცვა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - დარეგისტრირება დღეიდან იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-04-28 10:43:00
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - დარეგისტრირება დღეიდან იწყება. მკურნალობის მსურველებმა დოკუმენტაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისებში უნდა წარადგინონ. დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს პირადობის მოწმობის ასლი, "ფორმა 100" და ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები. მოქალაქეთა განცხადებებს კომისია 10 დღის განმავლობაში განიხილავს. ჯანდაცვის სამინისტრო პირველ ეტაპზე 5 ათას პაციენტს დააფინანსებს. 
წაკითხვა
საზოგადოება
ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად
გამოქვეყნებულია: 2015-05-29 10:56:00
ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად - პროექტის ფარგლებში, პირველი საქველმოქმედო კონცერტი გუშინ გაიმართა. პირველი კონცერტიდან შემოსული თანხა მიხეილ სხვიტარიძეს გადაეცემა. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი საქველმოქმედო კონცერტები ყოველი თვის ბოლოს გაიმართება.
წაკითხვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთის ქმედებები რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
"რუსეთის ქმედებები რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს. მივმართავ რუსეთს პატივი სცეს ნატო-ს საჰაერო სივრცეს" – განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით გააკეთა. რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევის გამო, ანკარაში რუსეთის ელჩი კიდევ ერთხელ დაიბარეს. ოფიციალური ანკარის განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავი თურქეთის ტერიტორიაზე კვირას შეიჭრა. რუსული მხარე კი საჰაერო სივრცის დარღვევის მიზეზად უამინდობას ასახელებს და აცხადებს, რომ რუსულმა ავიაგამანადგურებელმა თურქეთის საჰაერო სივრცე, მხოლოდ რამდენიმე წამით დაარღვია. ინციდენტის გამო შეშფოთება გამოთქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაც გაიმართა. ალიანსი რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას დაუშვებლად მიიჩნევს.
წაკითხვა
მსოფლიო
პაკისტანში უნივერსიტეტზე თავდასხმას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2016-01-20 14:12:00
პაკისტანში ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ბაჩა ხანის უნივერსიტეტზე თავდასხმას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმეტესობა უნივერსიტეტის სტუდენტია. ორმხრივი სროლის შედეგად, სამართალდამცველებმა ოთხი ტერორისტი მოკლეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა “თალიბანის” დაჯგუფებამ აიღო. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებაში ტერორისტები ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:30 საათზე შეიჭრნენ. ქალაქი ჩარსადა პეშავარიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. 
წაკითხვა
საზოგადოება
ტყიბულში მაღაროელთა საპროტესტო აქცია გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2016-02-17 10:47:00
ტყიბულში მაღაროელთა საპროტესტო აქცია გრძელდება."საქნახშირის" თანამშრომლები საწარმოს ადმინისტრაციისგან ხელფასის 40 %-ით მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი რამდენჯერმე ჩაიშალა. სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია. 
წაკითხვა
კრიმინალი
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ფონიჭალაში  დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.  ოჯახის ახლობლების ცნობით, გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლემ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებიოდა, პოლიციის შენობა უკვე დატოვა, თუმცა, შსს-ში დეტალებზე არ საუბობენ.    დაღუპულების ახლობლებს   მომხდარის  მოტივებზე საუბარი უჭირთ. ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 
წაკითხვა
რეგიონები
ვალეში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრლი გადაკეტეს
გამოქვეყნებულია: 2016-04-26 14:11:00
ვალეში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათით ცენტრალური მაგისტრლი გადაკეტეს. ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას საავტომობილო გზის დაუყოვნებლივ შეკეთებას სთხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, დასახლებაში ერთდროულად რამდენიმე ქარხანა მუშაობს, მტვერი კი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, მუშავდება პროექტი და აღნიშნულ დასახლებაში საავტომობილო გზას უახლოეს მომავალში შეაკეთებენ.
წაკითხვა
არჩევნები
საქართველოს პარლამენტის არჩევნები ავღანეთში უკვე ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს.  თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და დათქმულ დროს შესაბამისი პროცედურების დაცვით დაიხურა. ამასთან, დაილუქა საარჩევნო ყუთი და საქართველოში გამოიგზავნა.უწყების ცნობით, ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზა "მარმალზე" არსებულ საარჩევნო უბანზე მიიღეს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა. ხოლო ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბში მყოფმა IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის სამხედროებმა, პარლამენტის არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც, როგორც სამინისტროში აცხადებენ, არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა.ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
წაკითხვა
მსოფლიო
ISIS-ის მებრძოლებმა, სულ მცირე, 232 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ISIS-ის მებრძოლებმა, მოსულთან ახლოს, სულ მცირე 232 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევა გასულ ოთხშაბათს მოხდა. როგორც გაეროს წარმომადგენელმა  CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, დახოცილთა შორის 42 სამოქალაქო პირი იყო, ხოლო 190 ერაყის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. მათ ISIS-თან შეერთებაზე უარი თქვეს და ამიტომ სიკვდილით დასაჯეს.
წაკითხვა
სამართალი
თურქეთში უგზო-უკვლოდ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიკარგა
გამოქვეყნებულია: 2016-11-11 16:13:00
თურქეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. გემელი ნებაძე სამი თვეა დაკარგულია. ოჯახის ინფორმაციით, მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასული მამაკაცი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა გზიდან მისი კვალი გაუჩინარდა. ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო. დიპლომატიური მისიის ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენას თურქეთის შესაბამისი უწყებები ცდილობენ.
წაკითხვა
სამართალი
ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გოგლა ჟვანიასთვის გაუგებარია
გამოქვეყნებულია: 2016-12-06 15:29:00
ზურაბ ჟვანიას ექსპერტის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ შეფასებების თემაა. გარდაცვლილი ყოფილი პრემიერის ძმისთვის გადაწყვეტულება, რომლის მიხედვით სამედიცინო-სასამართლო ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ სცნეს, გაუგებარია. კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმდჯომარეც. შეგახსენებთ-უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენზე პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. შედეგად, ძალაში დარჩა ლევან ჩაჩუას მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ექსპერტი გამართლდა. 
წაკითხვა
საზოგადოება
ბათუმში გარემოვაჭრეები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-25 16:16:00
ხმაური იყო დღეს ბათუმის ცენტრში. ერთმანეთს წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. მრავალწლიანი პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის მერია მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. გეგმაშია გარევაჭრობისთვის ავტოსადგურის ტერიტორიის შეთავაზება, რასაც ადრესატების ნაწილი, შესაძლოა, არ დათანხმდეს. მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი
წაკითხვა