საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1573

ოქროყანაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს

გიორგი ფუტკარაძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2015-08-29 16:04:00


ოქროყანაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დილიდან ქალაქის პროკურატურაში მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. 

გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია ავტომანქანაში მყოფმა მესამე პირმა, რომელიც ოქროყანის ტრაგედიის თვითმხილველია. ამ დრომდე უცნობია, ვინ არის მესამე ადამიანი, რომელიც ლევან გვაზავასთან და რევაზ კალომლეწავთან ერთად იმყოფებოდა. 

ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლების საქმეზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, დანიშნულია  ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები. 

ერთი გარდაცვლილი, ერთი დაჭრილი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია - ტრაგედია ოქროყანის ტერიტორიაზე, თბილისი-ტაბახმელის ავტომაგისტრალზე ღამით მოხდა. 

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანება მიადგა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე ლევან გვაზავას, რომელიც დღეს „სამართალდამცველთა ლიგის“ წევრია. სავარაუდოდ, ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვია კი საბედისწერო აღმოჩნდა გვაზავას ნათესავისთვის, რევაზ კალომლეწავისთვის, რომელიც ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი, ასევე, ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია. 

ფაქტთან დაკავშირებით, ამ დრომდე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. პირველი ვერსიით, ლევან გვაზავას იარაღიდან გაუვარდა, რამაც მისი ნათესავის სიცოცხლე იმსხვერპლა და ამის შემდეგ გვაზავამ თვითმკვლელობა სცადა. 

მეორე ვერსიით კი ეს იყო შეიარაღებული თავდასხმა, რა დროსაც გვაზავა დაიჭრა, მისი ნათესავი კი დაიღუპა. 

ტრაგედიის ადგილზე ავტომანქანაში სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა. ლევან გვაზავა, რევაზ კალომლეწავი და კიდევ ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კი მომხდარიდან რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უმძიმესი დაზიანებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. 

ლევან გვაზავას გადარჩენას მედიკოსები დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე გორის სასამართლოში ტრაილერის მძღოლი იკითხება
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე გორის სასამართლოში ტრაილერის მძღოლი იკითხება
პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი
წაკითხვა
თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თელავში, აღმაშენებლის გაზირზე 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. <
წაკითხვა
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თ
წაკითხვა
ფრანგული მედია ქალაქ პუატიეში 50 წლის ქართველის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
ფრანგული მედია ქალაქ პუატიეში 50 წლის ქართველის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
ფრანგული მედია რამდენიმე დღის წინ ქალაქ პუატიეში 50 წლის ქართველის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. <
წაკითხვა
კვლავ უცნობია, რა გახდა ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევის მიზეზი - გარდაცვლილის ოჯახი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობს
კვლავ უცნობია, რა გახდა ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევის მიზეზი - გარდაცვლილის ოჯახი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობს
რა გახდა ტყიბულის შახტში
წაკითხვა
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განმარტეს, რატომ ჩაუტარდა გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა რუსთავში
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განმარტეს, რატომ ჩაუტარდა გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა რუსთავში
ნუცუბიძეზე მომხდარი ინციდენტის დროს გარდა
წაკითხვა