function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჭუბერის მოსახლეობის ნაწილმა სვანეთში "ნენსკრა ჰესის" მშენებლობის დაწყება გააპროტესტა. აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ის დასკვნა, რომლის საფუძველზეც, ჰესის მშენებლობა დაიწყო.
პროტესტის მონაწილეებს გარემოს დაცვის მინისტრი შეხვდა, გიგლა აგულაშვილმა შეკრებილებს დოკუმენტის გაცნობისკენ მოუწოდა. მინისტრის თქმით, დასკვნაში გაწერილია რეკომენდაციები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჰესი არ აშენდება.
აქციის მონაწილეების თქმით, მინისტრთან შეხვედრა უშედეგო იყო და აქციები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მომავალშიც გაგრძელდება.