საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
17587

ასტრონომიაში ახალი ერა დაიწყო - გრავიტაციული ტალღები აღმოჩენილია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-02-11 21:00:00

მეცნიერები განსაცვიფრებელი აღმოჩენის შესახებ იტყობინებიან.

მათ დრო-სივრცის რხევები შენიშნეს, რაც დედამიწიდან მილიარდზე მეტი სინათლის წლით მდებარო ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგადაა წარმოქმნილი.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით,  გრავიტაციული ტალღების აღმოჩენით, თანამედროვე ასტრონომიაში ახალი ერა დაიწყო.

დღევანდელი აღმოჩენა ათწლეულების ძიების კულმინაციაა, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გახსნას ფანჯარა დიდი აფეთქების თეორიისკენ.

აღმოჩენა გრავიტაციული ტალღების  ობსერვატორიის (LIGO) ირგვლივ შეკრებილმა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა გააკეთა.

„ჩვენ გრავიტაციული ტალღები აღმოვაჩინეთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე LIGO-ს პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა დეივიდ რაიტცმა. 

საერთაშორისო თანამშრომლობის ევროპის ჯგუფის ხელმძღვანელის, მაქს პლანკის გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორის, კარტსენ დანზმანის განცხადებით, გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია მეცნიერებაში. მან ეს ფაქტი ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენისა და დნმ-ის სტრუქტურის განსაზღვრის მნიშვნელობას შეადარა.

„ეჭვგარეშეა, ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემია იქნება“ — უთხრა მან BBC-ს. 

„ეს გრავიტაციული ტალღების გამოვლენის პირველი შემთხვევაა ისტორიაში; ეს გახლავთ შავი ხვრელების პირდაპირი გამოვლენის პირველი ფაქტი და ფარდობითობის თეორიის დადასტურება, რადგან შავი ხვრელების ბუნება პირდაპირ ეთანხმება აინშტაინის წინასწარმეტყველებას, რომელიც მან 100 წლის წინ ივარაუდა“, — აცხადებს პროფესორი. 

წყარო: BBC
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
რამდენიმე კვირის წინ, ასტრონომებმა ბოლოსდ
წაკითხვა
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მსოფლიოში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ალაპარაკდნენ
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მსოფლიოში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ალაპარაკდნენ
11 ოქტომბერს იტალიელმა მოდელმა, ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი ფარული ჩანაწერის საშუალებით სექსუალურ შევიწროებაში ამხილა
წაკითხვა
სამყარო საერთოდ არ უნდა არსებობდეს - CERN-ის ლაბორატორიის დასკვნა
სამყარო საერთოდ არ უნდა არსებობდეს - CERN-ის ლაბორატორიის დასკვნა
სულ ახლახან, მეცნიერებმა დაადასტურეს სამყ
წაკითხვა
ნიუ იორკის პროკურატურამ ჰარვი ვაინშტაინის კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ნიუ იორკის პროკურატურამ ჰარვი ვაინშტაინის კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის გარშემო აგორებული სექს-სკანდალის შემდეგ ნიუ იორკის შტატ
წაკითხვა
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
2017 წლის 17 აგვისტოს, პირველად ისტორიაში
წაკითხვა
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
პირველად ისტორიაში, ევროპის სამხრეთული ობ
წაკითხვა
კოსმოსური დაკრძალვა - მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში
კოსმოსური დაკრძალვა - მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში
გსურთ, თქვენი ფერფლი კოსმოსში მიმოიფანტოს? მიმზიდველი წინადადებაა, მაგრამ შესაძლოა ეს ის გამო
წაკითხვა
იდუმალებით მოცული ბნელი ენერგია იმაზე დინამიკურია, ვიდრე მიგვაჩნდა - ახალი კვლევა
იდუმალებით მოცული ბნელი ენერგია იმაზე დინამიკურია, ვიდრე მიგვაჩნდა - ახალი კვლევა
უკვე 20 წელზე მეტია, ფიზიკოსები თავს იმტვ
წაკითხვა