საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4324

სტივენ ჰოკინგი მეცნიერებს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ულოცავს და სხვა მრავალ აღმოჩენას წინასწარმეტყველებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-02-12 00:57:00

ბრიტანელი ფიზიკოზი სტივენ ჰოკინგი მეცნიერთა ჯგუფს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ულოცავს; აღმოჩენას, რომლითაც პირდაპირ დადასტურდა აინშტაინის ერთ-ერთი ყველაზე თამამი წინასწარმეტყველება.

გრავიტაციული ტალღები ლაზერ-ინტერფერომეტრ გრავიტაციული ტალღების  ობსერვატორიის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა. ეს ტალღები სამყაროში ჭავლურად მოძრაობს და კოსმოსურ დრო-სივრცეს არხევს. 

ფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა დედამიწიდან მილიარდზე მეტი სინათლის წლით მდებარო ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგადაა წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები დაიჭირა. 

სტივენ ჰოკინგმა მილოცვა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ვულოცავ LIGO-ს ჯგუფს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას. საქმე გვაქვს მინიმუნ ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის აღმოჩენასთან, როგორიც ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო. ეს ამ ტალღების პირველი გამოვლინებაა და ისინი ორი შავი ხვრელის შეჯახებისა და შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. უკვე ამის შემდეგ, ჩვენ უფრო მეტ აღმოჩენას უნდა ველოდოთ, რაც კიდევ მეტად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს სამყარო. 

აღნიშნული ექსპერიმენტული დაკვირვება სრულ თანხმობაში მოდის შავ ხვრელებთან დაკავშირებით 1970-იან წლებში ჩემ მიერ ჩატარებულ თეორიულ კვლევებთან. მთელი სიცოცხლე შევალიე, რათა რაღაც წვლილი მაინც შემეტანა სამყაროს ჩვენეულ გაგებაში. ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ როგორ ხდება ის, რაც მე 40 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ მაგალითად, შავი ხვრელების არეების განსაზღვრა  და სხვა უნიკალური თეორემების დამტკიცება ჩემს სიცოცხლეშივე მოხდებოდა“, — წერს ჰოკინგი.

გრავიტაციული ტალღების არსებობა 100 წლის წინ ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის თეორიაში იწინასწარმეტყველა, თუმცა მისი აღმოჩენა დღემდე ვერ ხერხდებოდა.

მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების დაჭერა უკვე შერაცხეს საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად. 

გრავიტაციული ტალღების შესწავლა მეცნიერებს საშუალებას მისცემს მეტი შეიტყონ სამყაროს ადრეული პერიოდის შესახებ და ასევე, გაუადვილებს შეისწავლონ სამყაროს ჯერ კიდევ დამალული ადგილები.

წყარო: The Independent 
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
რამდენიმე კვირის წინ, ასტრონომებმა ბოლოსდ
წაკითხვა
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მსოფლიოში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ალაპარაკდნენ
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მსოფლიოში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ალაპარაკდნენ
11 ოქტომბერს იტალიელმა მოდელმა, ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი ფარული ჩანაწერის საშუალებით სექსუალურ შევიწროებაში ამხილა
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა სიმრავლემ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდი მწყობრიდან გამოიყვანა
სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა სიმრავლემ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდი მწყობრიდან გამოიყვანა
ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა დიდმა რ
წაკითხვა
ნიუ იორკის პროკურატურამ ჰარვი ვაინშტაინის კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ნიუ იორკის პროკურატურამ ჰარვი ვაინშტაინის კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის გარშემო აგორებული სექს-სკანდალის შემდეგ ნიუ იორკის შტატ
წაკითხვა
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
2017 წლის 17 აგვისტოს, პირველად ისტორიაში
წაკითხვა
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
პირველად ისტორიაში, ევროპის სამხრეთული ობ
წაკითხვა
გრავიტაციული ტალღების აღმომჩენ მეცნიერებს ნობელის პრემია გადაეცათ
გრავიტაციული ტალღების აღმომჩენ მეცნიერებს ნობელის პრემია გადაეცათ
2017 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში რაინერ ვაისს, ბარი ბერიშისა და კიპ თორნს გადაეცათ. სამივე მ
წაკითხვა
გრავიტაციული ტალღები კვლავ დაფიქსირებულია, ამჯერად უდიდესი სიზუსტით
გრავიტაციული ტალღები კვლავ დაფიქსირებულია, ამჯერად უდიდესი სიზუსტით
2016 წელს, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა
წაკითხვა