function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
"ნენსკრა ჰესის" წინააღმდეგ საპროტესტი აქციაზე დაკავებულები 250-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა ედებოდათ ბრალად. სვანეთში დაკავებულები ჰყვებიან, რომ აქციის დროს რამდენიმე მოქალაქეს სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
აქციაზე პოლიციამ სულ 8 ადამიანი დააკავა, თუმცა, 4 მათგანი ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გაათავისუფლეს.