საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
8589

NASA-ს ხომალდის 5-წლიანი მოგზაურობის დასასრული - „ჯუნო“ იუპიტერის ორბიტაზე გავიდა

თამთა რუხაძე
ჟურნალისტი
მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-07-05 13:51:00 განახლებულია 2016-07-05 18:51:00


რამდენიმე საათის წინ, წლის უდიდესი კოსმოსური მოვლენა მოხდა. NASA-ს უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ კოსმოსში მოგზაურობის 5-წლიანი ტურნე დაასრულა და პლანეტა იუპიტერის ორბიტაზე გავიდა, რათა გაზის გიგანტი ისე შეისწავლოს, როგორც აქამდე ჯერ არასოდეს მომხდარა. ამ პერიოდში „ჯუნომ“ 2,8 მილიარდი კმ გაიარა.

იუპიტერის პოლარულ ორბიტაზე გასვლა „ჯუნოს“ მისიის ყველაზე სახიფათო ნაწილი იყო. 

დანიშნულების ადგილს „ჯუნომ“ 4 ივლისს მიაღწია, იუპიტერის უზარმაზარმა გრავიტაციულმა ძალამ კოსმოსურ ხომალდი წარმოუდგენელი სისწრაფით — 241 000 კმ/სთ-ზე მეტით ააჩქარა, რის შედეგადაც „ჯუნო“ ადამიანის მიერ ოდესმე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ობიექტი გახდა.  

მას შემდეგ, რაც „ჯუნომ“ მაქსიმალურ სიჩქარეს — 266,000 კმ/სთ-ს მიაღწია, რითაც დედამიწის გარშემო შემოსაფრენად 9 წუთი დასჭირდებოდა — კოსმოსურმა ხომალდმა დაწვა საკუთარი რაკეტის ძრავები, დაეშვა და წყნარად შეცურდა ორბიტაზე.   

თავად ხომალდი 1600 კგ-ს იწონის და კოსმოსში ბგერის სიჩქარეზე 215-ჯერ მეტი სიჩქარე განავითარა. დაშვებისას, ძრავების დაწვას 35 წუთი დასჭირდა, რა დროსაც 7 900 კგ საწვავი დაიწვა.

ამ საშიში მანევრის დაძლევის შემდეგ, „ჯუნო“ იუპიტერის ორბიტაზე მომდევნო 18 თვის მანძილზე დარჩება და NASA-ს უპრეცედენტო ინფორმაციას მოაწვდის იუპიტერის ძლევამოსილი გრავიტაციისა და მაგნიტური ველების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა და მისია წარუმატებლად დასრულდებოდა, ხომალდი დაეცემოდა იუპიტერს, აღარ იქნებოდა უკან დაბრუნების შანსი და წყალში ჩაიყრებოდა მისი ღირებულება 1,13$. 

პირველი მისია იუპიტერზე NASA-მ 1989 წელს გაუშვა — ხომალდი „გალილეო“, რომელმაც დანიშნულების ადგილს 1995 წელს მიაღწია. „გალილეომ“ მეცნიერებს საკმაოდ ღირებული ინფორმაცია მოაწოდა, გამოიკვლია პლანეტის თანამგზავრები, ატმოსფერო, თუმცა, ანტენის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ინფორმაციის ოდენობა არ იყო იმდენი, რაც იგეგმებოდა. 



წყარო: The Guardian, The Independent, BUSINESS INSIDER
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კო
წაკითხვა
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
NASA-ში ვაკანსიაა. თითქოს ამაში უცნაური ა
წაკითხვა
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
28 ივლისს, მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა. მატერიის გარკვეულმა ნაწილმა კოსმოსში გაქცე
წაკითხვა