საზოგადოებრივი
104.5 FM
3182

რუსი მილიარდერი ახლად აღმოჩენილ პლანეტა პროქსიმა b-ზე ხომალდის გაგზავნას გეგმავს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-01 19:33:00

აპრილში, რუსმა მილიარდერმა იური მილნერმა 100 მილიონი დოლარი ჩადო ერთი შეხედვით გიჟურ პროექტში, რომელიც სხვა ვარსკვლავის სისტემის მონახულებას ისახავს მიზნად.

მისიას Breakthrough Starshot ეწოდა და მისი მიზანია ნამცეცა კოსმოსური ხომალდების შექმნა, რომლებიც მძლავრი ლაზერების საშუალებით, სინათლის სიჩქარის 20%-ს განავითარებენ. 

მილნერისა და ცნობილი ფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგის თავდაპირველი სამიზნე კენტავრის ალფა იყო — ვარსკვლავი, რომელიც დედამიწიდან  4,37 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. 

თუმცა, ცოტა ხნის წინ, ამ ვასრკვლავის სიახლოვეს პლანეტის აღმოჩენამ, შესაძლოა პროექტ Starshot-ის გეგმები შეცვალოს.

ერთი კვირის წინ, ასტრონომებმა აღმოაჩინეს დედამიწის მსგავსი, პლანეტა პროქსიმა b, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს. ეს პლანეტა გარს უვლის პროქსიმა კენტავრს — წითელ ჯუჯა ვარსკვლავს, რომელიც კენტავრის ალფასთან შედარებით, 1,61 ტრილიონი კილომეტრით ახლოს მდებარეობს. 

„ამ აღმოჩენამ ახალი თვალნათელი მიზანი გააჩინა. ხომალდი აღიჭურვება კამერითა და მრავალი ფილტრით, რომელთა საშუალებითაც მას პლანეტის ფერადი სურათების გადაღების საშუალება ექნება“, —  განუცხადა Business Insider-ს ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა, Starshot-ის მისიის მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარე ავი ლოებმა. 

ჯგუფს იმედი აქვს, რომ ხომალდი უახლოეს 20-30 წელიწადში გაეშვება და პროქსიმა b-ს ამ მომენტიდან 20 წლის შემდეგ მიაღწევს. რაც შეეხება მის მიერ გადაღებულ სურათებს, ისინი დედამიწაზე 4,2 წლის შემდეგ მოვა; სწორედ ამდენი სინათლის წლითაა პროქსიმა b დედამიწას დაშორებული. 

ლოების თქმით, Starshot-ი პროქსიმა b-ს ფოტოების გადაღებას სავარაუდოდ 2060 წლისთვის შესძლებს. 

წყარო: ScienceAlert


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
ობსერვატორია ALMA-მ ვარსკვლავ
წაკითხვა
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს
ერთი წლის წინ ყველამ შევიტყვეთ, რომ მზის
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
ასტრონომთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეგზ
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა