საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1601

„რუსეთი არის საკვანძო საკითხი ორი დიდი ორგანიზაციისათვის, როგორც ნატოსთვის, ისე ევროკავშირისათვის“ - ინტერვიუ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ჯერმან მარშალის ფონდის მკვლევართან - პავოლ დემეშთან

გიორგი გვიმრაძე
მენეჯმენტი
გამოქვეყნებულია 2016-09-12 17:54:00


გ.გ. გმადლობთ რომ ხართ ჩვენთან ერთად, თქვენ იყავით მოდერატორი დისკუსიაზე სადაც განიხილებოდა ევროკავშირის პოლიტიკა კავკასიის რეგიონის მიმართ. მინდა გკითხოთ, რა არის ევროკავშირის პოლიტიკა ამ რეგიონის მიმართ და განსაკუთრებით საქართველოს მიმართ, რა განიხილებოდა დისკუსიის დროს? 

პ.დ. მე მეორედ ვარ უკვე ამ კონფერენციაზე და ამ ჯერად მთხოვეს ვყოფილიყავი დისკუსიის მოდერატორი.და კერძოდ რადგანაც მე სლოვაკეთიდან ვარ, ხოლო სლოვაკეთი პირველი ივლისიდან არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ამდენად ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუ როგორ განიხილავს საქართველო ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, არჩევნების წინ, საკუთარ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას და ამდენად განსაკუტრებით სასიამოვნო იყო თქვენი ქვეყნის ლიდერების ხილვა ამ კონფერენციაზე, როგორც პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების, რომლებიც განიხილავდნენ ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას.  როგორც მოდერატორმა ცხადად დავინახე რომ საქართველოში არის კონსენსუსი ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით, უკრაინის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით. ვფიქრობ, რომ იმ პანელიდან გამომდინარე, რომელზეც მე ვიყავი მოდერატორი, ცალსახად გამოიკვეთა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, „ბრექსითი“ (ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის პირობითი სახელწოდება), ლტოლვილთა კრიზისი და ა.შ. ევროპის შემდგომი გაფართოების პოლიტიკა არ არის მკვდარი პროქტი და რომ ევროკავშირი კვლავაც უნდა დაეხმაროს ასპირანტ  ქვეყნებს, რომელბსაც აქვთ სურვილი გახდნენ ორგანიზაციის წევრები, მათ რეფორმებში. მთავარი გზავნილები, რომლებიც გაჟღერდა, გულისხმობდა იმას, რომ რაც უფრომ მეტად განაგრძობთ ამ დიალოგს ევროკავშირთან, სასარგებლო იქნება ქვეყნისათვის, როგორ არსებულ ვიტარებაში, ასევე მომავლის პერსპექტივაში. 

გ.გ. დიახ და ამ კვირაში, „ლიბეს“ კომიტეტმა (ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი), განიხილა საქართველოთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი და ჩვენ მივიღეთ მისი მხარდაჭერა. რას შეიძლება ველოდოთ უახლოესი თვეების განმავლობაში, შეიძლება მივიღოთ უვიზო მიმასვლაზე თანხმობა?

პ.დ. მე ვფიქრობ ვიზა ლიბერალიზაცია ყოველთვის . . 

გ.გ. რადგანაც ეს მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის.

პ.დ. დიახ, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია, ყოველთვის დაკავშირებულია ადამიანებთან. განიხილებიან თუ არა ისინი, პოლიტიკური ელიტების პარალელურად, როგორც ერთიანი ოჯახის წევრები. ამდენად მე კარგად მესმის, რომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, არამხოლოდ პოლიტიკოსემისთვის, არამედ საზოგადოებისათვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მე ვთვლი, რომ საქართველო სწორ გზას ადგას ამ მიმართულებით, მაგრამ ამჟამად ვიზალიბერალიზაციის საკითხი საკამოდ სენსიტიურია. კერძოდ ის დაკავშირებულია თურქეთთან. როგორც იცით ევროკავშირმა გადაწყვიტა ხელი მოაწეროს გარკვეულ შეთანხმებებს თურქეთთან, რომელიც სხვათაშორის არის ნატოს წევრი ქვეყანა და დიდი ხნის ასპირანტია ევროკავშირიში გასაწევრიანებლად და თავის მხრივ თურქები აყენებენ პირობებს, რომ თუ თურქეთი დაეხმარება ევროკავშირს ლტოლვითა კრიზისის დაძლევაში, მან უნდა მიიღოს ასევე უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ამდენად, თავად ევროკავშირში მიმდინარეობს სერიოზული დებატებე ზოგადად ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. მე ვფიქრობ საქართველო არ არის სახელმწიფო საიდანაც მომდინარეობს მიგრაციის საფრთხე ან სხვა ტიპის საფრთხეები, თუმცა საბოლოოდ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ევროკავშირის მხრიდან, თუ როგორ აწესრიგებს ის ამ ურთიერთობებს.

გ.გ. ანუ ეს გარკვეული თვალსაზრისით დაკავშირებულია თურქეთის საკითხთან?

პ.დ. ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დღევანდელობაზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ევრკავშირი იმყოფება გზაჯვარედინზე. „ბრექსიტის“ შემდეგ, ჩვენ პირველად ვართ ამ ვითარებაში, როცა ერთი მხრივ, საქართველოს სურს გაწევრიანება, ხოლო ბრიტანეთი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა ტოვებს ევროკავშირს. ევროკავშირის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ერთიანობის შენარჩუნება და შემდგომი ფრაგმენტაციის პრევენცია. ამდენად ნებისმიერი დიალოგი ახალი წევრი ქვეყნის შემოერთებასთან დაკავშირებით, უკიდურესად პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია და ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ამდენად საქართველოსთვის ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ იმასთან, აკმაყოფილებთ თუ არა თქვენ მოთხოვნებს, არამედ ზოგჟერ ამაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს თავად ევროკავშირის შიგნოთ მიმდინარე დებატებმა.  მინდა შეგახსენოთ, რომ 16 სექტემბერს, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ლიდერი, ბრიტანეთის გარდა, იკრიბებ საგანგებო რეჟიმში, ბრატისლავაში, 27 და არა 28 წევრი ქვეყნის ლიდერი, რადგან ბრიტანეთმა გადაწყვიტა დატოვოს გაერთიენება, რათა განიხილონ ევროკავშირის მომავალი.  და მე მჯერა, რომ საქართველოსთვის და ზოგადად კავაკსიის რეგიონის ქვეყნებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს დავიწყებულები, არ აღმოჩნდეთ პროცესის მიღმა, მაშინ როცა განიხილება ევროკავშირის მომავალი, რადგან განიხილება მსხვილი საკითხები, თურქეთი, ბრექსითი. . . 

გ.გ. ფიქრობთ, რომ ჩვენ ახლა დავიწყებულები ვართ? ვაკეთებთ კი ჩვენ ჩვენს საშიანო დავალებას კარგად? 

პ.დ. მე საქართველოს მეგობარი ვარ და ამდენად არ ვიქნები დიპლომატი და არ შევიკავებ თავს პირდაპირი პასუხისაგან. მე ვთვლი, რომ თქვენი ქვეყანა და ზოგადად ეს რეგიონი არ არის ევროპელი ლიდერების აზროვნებაში მაღალი პრიორიტეტების ნუსხაში. მე ვთვლი რომ თქვენ უნდა გააკეთოთ მეტი და განსაკუთრებით 16 სექტემბერს  გასამართი შეხვედრის წინ. თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა გასულ შაბათ-კვირას ბრატისლავაში. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩეკის მიერ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, მინისტერიალის ფარგლებში ორგანიზაებული იყო  სპეციალური სადილი აღმოსავლეთ პარტიორობის ქევყნების მინისტრებთან, რასაც ესწრებოდა თქვენი მინისტრიც. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და ჩვენ არ ვფლობთ დაწვრილებით ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ეს იყო გარკვეული თვალსაზრისით მიბმული დიდ საკითხებთან რომლებიც განიხილებოდა მინისტერიალის ფარგლებში და ამდენად მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სლოვაკეთის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში, თქვენი ლიდერები, თქვენი დიპლომატები იყვნენ მეტად, კარგი გაგებით აგრესიულები, თქვენი მოთხოვნებით, თქვენი საჭიროებებით, რათა სათანადო ადგილი დაიკავოთ გადაწყვეტილების მიმღებთა გონებაში.

გ.გ. თავის მხრივ მსურს გკითხოთ თავად ევროპის შესახებ. პროცესი ხშირად განიხილება, როგორც კონკურენცია რუსეთსა და დასავლეთს შორის, განსაკუთრებით კავკასიაში. როგორ ფიქრობთ, არის კი ცალსახად ეს პროცესი გააზრებული ევროპაში, როგორც კონკურენცია?

პ.დ. ვფიქრობ როცა ვამბობ, რომ საქართველოს საკითხი არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ მიღწევების კონტექსტში, არამედ უფრო ფართო სურათს უნდა შევხედოთ და როცა ჩვენი ლიდერები განიხილავენ თქვენს ქვეყანას და საქართველოს მიმართ გადასადგმელ ნაბიჯებს, რუსეთის ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, თქვენსა და ევროკავშრის შორის არსებული დიალოგი უნდა განვიხილოთ სუვერენულად, მაგრამ პოლიტიკური რეალობა და გეოპოლიტიკა თავის გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე. ორი წლის წინ რუსეთი განიხილებოდა სტრატეგიულ პარტნიორად. ევროკავშირის ყველა დოკუმენტში რუსეთი მოიხსენიებოდა სტრატეგუიულ პარტნიორად ახლა ჩვენ ვართ სანქციების პოლიტიკის პირობებში. ევროკავშირი და რუსეთი არიან დაპირისპირებულნი მრავალი საკითხის გამო, არამხოლოდ საერთო მეზობლების საკითხში, რადგან თქვენ იმყოფებით მათ შროის, არამედ უფრო დიდ საკითხებზეც, რაც დგას დღისწესრიგში. ამდენად, რუსეთი საკუთარი ქცევით თქვენი ქვეყნის მიმართ, და თქვენი ტერიტორიის ნაწილი არის ოკუპირებული, ისევე როგორც ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, რისთვისაც არ ვიყავით ჩვენ მზად, და ვფიქრობ ახლა უკვე ევროკავშირის ყველა სტრატეგიული დოკუმენტი და ფრედერიკა მოგერინის მიერ მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტი, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ევროკავშირი, როგორც დიდი საერთაშორისო აქტორი და თავის მხრივ ნატოს ოცდარვავე ქევყანამ ღიად დაასახელა, რომ ნატომ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ევროკავშირთან საკუთარი მიზნიების მისაღწევად. ამდენად ვფიქრობ რუსეთი არის საკვანძო საკითხი ორი დიდი ორგანიზაციისათვის, როგორც ნატოსთვის, ისე ევროკავშირისათვის, რომელშიც საქართველოს სურს გაწევრიანება.

გ.გ. ფიქრობთ, ხსენებული სტრატეგია პასუხობს ამ კონკურენციას? არის რუსეთთან კონკურენციაში გამარჯვების სტრატეგიული ხედვა?

პ.დ. ვისურვებდი დამენახა უფრო ცხადი და მტკიცე სტრატეგია რუსეთის მიმართ. განცდა მაქვს, რომ შეერთებული შტატებს და ევროკავშირს არ აქვთ მკაფიო პოზიცია. ვფიქრობ რომ დასავლეთი, როგორც ევროპა, ასევე აშშ, კანადა, ე.წ. დემოკრატიული ალიანსი, ჩვენი ტრანსატლანტიკური  ოჯახი, არ ვართ ჩვენი შესაძლებლობების მწვერვალზე. პირიქით ამ დარტყმით, რომელიც მოგვაყენა „ბრექსითმა“, ანუ გაყრის პროცესი, რომელიც დაიწყო ბრიტანეთმა, ჩვენ აღმოვჩნდით დიდი გამოწვევების წინაშე, თუ როგორ განვახორციელოთ ევროკავშირის რეფორმა, როგორ გამოვყოთ ერი-სახელმწიფოების როლი, ევროკავშირის ინსტიტუციების ფუნქციებისაგან. ამდენად, ვფიქრობ, რომ არ გვაქვს მკაფიო ხედვა არამხოლოდ იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს რუსეთთან, რომელთანაც ვართ კონკურენციაში და მეტიც მტრულ ურთიერთობაში, არამედ ჩვენ, უნდა გავცეთ პასუხი უამრავ კითხვას როგორ შევინარჩუნოთ ერთიანი სახლი, როგორ შევინარჩუნოთ ერვოკავშირის წესრიგი, როგორ შევინარჩუნოთ ის როგორც მოქალაქეებთან დაკავშირებული პროექტი. რასაც ვხედავ ახლა ჩვენს ქვეყნებში, ეს არის უამრავი, მზარდი რადიკალური  ჯგუფი; რუსეთის პროპაგანდა, რომელიც აქტიურია თქვენს ქვეყანაშიც. ის ასევე იწვევს ძლიერ მღელვარებას ჩვენს ქვეყანაშიც, სლოვაკეთში. მე გაკვირვებული ვიყავი იმით, თუ რამდენად დაუცველნი აღმოვჩნდით ჩვენ რუსეთის პროპაგანდის წინაშე, თუმცა ვთვლიდი, რომ მას არ შეეძლო ჩვენი დაზარალება. რუსულმა ნარატივმა შემოაღწია როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე საზოგადოებაში მათ შორის სოციალური მედიის საშუალებით - ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის ევროკავშირის და ნატოს წევრი და მითუმეტეს ჩვენ არ ვართ პოსტ-საბჭოთა ქვეყანა თქვენგან განსხვავებით. ამდენად რუსეთი ქმნის უამრავ გამოწვევას ევროკავშირის წინაშე, ისევე როგორც თქვენთვის და თქვენ უკეთესი ექსპერტები ხართ ამ საკითხის და ჩვენ შეგვიძლია ვისწვლოთ თქვენგან.

გ.გ. ბოლოს მსურს გკითხოთ თავად ევროპის მომავლის შესახებ. თქვენ ახსენეთ 16 სექტემბრის მინისტრების შეხვედრა . . 

პ.დ. არა ეს პრემიერ მინისტრების შეხვედრა იქნება.

გ.გ. კიდევ უკეთესი.  

პ.დ. ანგელა მერკელის ჩათვლით.

გ.გ. დიახ, და თქვენ ასევე ახსენეთ გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ევროკავშირი: „ბრექსითი“, მიგრაციის კრიზისი, ზოგი უწოდებს ამას დემოკრატიის კრიზისს, ლიბერალიზმის კრიზისს, სხვა შეფასებებიც არსებობს, რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევები. ფიქრობთ, რომ არის საკმარისი რესურსი რეფორმისათვის, შემდგომი განვითარებისათვის, შემდგომი გაფართოებისათვის.

პ.დ. ვთვლი, რომ ხალხი ევროკავშირში, ევროპაში, ამ რთულ პირობებში, აცნობიერებს, რომ ჩვენ დავშორდით ფუნდამენტურ საკითხებს, ჩვენ ვიცხოვრეთ ილუზიაში, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ უფრო და უფრო დიდი და უფრო უკეთესი. და ჩვენ დავივიწყეთ, რომ არსებობენ ისინი, ვინც ვერ მიყვება განვითარებას, რეფორმას, ტრანსფორმაციას და რომ ელიტები დაშორდნენ საზოგადოებას. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპა იყო ორი მსოფლიო ომის წყარო და შესაბამისად არ უნდა ვიფიქროთ, რომ ომი და კონფლიქტი ჩვენ ვერ შეგვეხება. ამდენად, ვფიქრობ ლიდერებმა, როგორც ევროპულ დონეზე ასევე, ცალკეული სახელმწიფოების დონეზე უნდა იფიქრონ, თუ როგორ შეაჩერონ ევროკავშირის შემდგომი დეზინტეგრაცია, რადგანაც ევროპა ამ  დრომდე არის ყველაზე ფართო და ყველაზე წარმატებული პროექტი, თუმცა ის არ არის იმუნური, როგორც შიდა დავავდებების, ისე საგარეო საფრთხეების მიმართ. და ამდენად, ვფიქრობ ყველაზე დიდი გამოწვევა ბრატისლავის სამიტის წინაშე არის - დააფიქსიროს სურვილი შენარჩუნდეს ღირებულებითი ერთობა, პარტნიორობა, კავშირი, ალიანსი, ის რაც იქმნებოდა ევროკავშირის შიგნით და შეინარჩუნოს გახსნილობა სხვა ქვეყნების მიმართ, მათშორის საქართელოს მიმართ. თუ მათ სურთ ჩვენთან გაერთიანება, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილები მათთვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა შიდა და გარე საფრთხეებს, გვაიძულოს ჩამოვაყალიბოთ რთულად აღსაქმელი პროექტები და დავაწესოთ წარმოუდგენელი თამაშის წესები. და ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, დემოკრატია, ის უმთავრესი პრინციპები, რომელიც ჩამოვაყალიბეთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, როცა ევროკავშირის პროექტის განხორციელება დაიწყო, ჩვენ უნდა დავრჩეთ მათი ერთგული, არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ უნდა მოხდეს მათი თარგმნა ჩვეულებრივ ადამინურ ენაზე, მათთვის, ვინც ახლა საკმაოდ მოწყვლადია და ვერ ხედავს ცხადად საით და როგორ ვვითარდებით. ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ, უფრო მკაფიო და მტკიცე პროექტი ევროკავშირის სახით და არ უნდა დავუშვათ ამ პროექტის დასუსტება, რომელიც აერთიანებს 500 მილიონზე მეტ ადამიანს, 28 სახელმწიფოს და სავარაუდოდ გააერთიანებს უფრო მეტსაც ახლო მომავალში. და ჩემთვის, როცა ისმის კითხვა არის თუ არა საქართველო ევროპული სახელმწიფო, მათ შორის ეს კითხვა დაისვა ამ კონფერენციაზეც, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, მთელი საკუთარი ღირებულებითი სისტემით და სურვილით იყოს ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი. 

გ.გ. დიდი მადლობა.

პ.დ. მადლობა თქვენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა