საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2325

ვარშავაში წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის ლაურეატები დაასახელეს

გამოქვეყნებულია 2016-09-13 19:39:00


ვარშავის უნივერსიტეტის პოტოცკების სასახლეში, 13 სექტემბერს, ვარშავის უნივერსიტეტი წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის მიმნიჭებელთა საბჭოს სხდომამ ქართველი წმინდანის პრემიის ლაურეატები დაასახელა. 

გრიგოლ ფერაძის პრემიის ლაურეატები წელს გახდნენ: ისტორიკოსი, თბილისის გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის დამაარსებელი და რექტორი ვახტანგ ფერაძე, გერმანელი ენათმეცნიერი და კავკასიოლოგი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ძველი ქართული პალიმფსესტების აღმომჩენი და შემსწავლელი იოსტ გიპერტი, ქართველი მეცნიერი, არქეოლოგი, თბილისის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, გრაკლიანის გორაზე უძველესი სამოსახლო და სამაროვანი ძეგლის აღმომჩენი და შემსწავლელი ვახტანგ ლიჩელი.

ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წლის 6 დეკემბერს ქართული სამეცნიერო ჟურნალ Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies University of Warsaw ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემენ.  პრემიების გადაცემა ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე მოხდება, რომელიც გაიმართება ვარშავაში 2016 წლის 6 დეკემბერს. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა