საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1427

იტალიაში დრონებმა უძველესი, იდუმალებით მოცული დასახლებები აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-23 19:11:00

პირველად ისტორიაში, არქეოლოგებმა დრონების საშუალებით იტალიაში, აპენინის მთების ძირას მდებარე უძველესი ნაქალაქარის სკანირება მოახდინეს. შედეგად, მეცნიერებმა უმნიშვნელოვანესი ცნობები მიიღეს საიდუმლოებით მოცული რელიური ძეგლის შესახებ.

ნანგრევები რეგიონში პირველად რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს, როდესაც მშენებლობისას მუშებმა მიწიდან ორი უძველესი ტაძარი ამოთხარეს, რომლებიც რომის გვიანდელი პერიოდით დათარიღდა, ახ. წ. 300-600 წლებით, როდესაც ტაპინოს ველის რეგიონი სამნიუმის სახელით იყო ცნობილი.

მას შემდეგ, ძეგლებზე მცირე გათხრები ჩატარდა და ძალიან ცოტა რამაა ცნობილი იმის შესახებ თუ ვინ ან რისთვის იყენებდა ამ ნაგებობებს. ცენტრალური იტალიის მასშტაბით, კიდევ არსებობს რამდენიმე მსგავსი სარიტუალო ძეგლი, რომლებიც არქეოლოგთათვის ჯერ კიდევ იდუმალებით რჩება მოცული.

ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად არქეოლოგებისთვის აპენინის მთების რთული რელიეფი რჩება, რაც მათ სამუშაოებს განსაკუთრებით აძნელებს.

არქეოლოგთა განმარტებით, შესწავლის საუკეთეო გზა აეროდაკვირვებაა, თუმცა ჩვეულებრივი თვითმფრინავისთვის ძვირი და სახიფათოა მთიანი რელიეფის თავზე ფრენა, განსაკუთრებით დაბალ სიმაღლეზე, შესაბამისი სიჩქარით, რაც მათ დიდძალი ინფორმაციის მოგროვების შესაძლებლობას მისცემდა.

„ამ ძგელების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. მათ შორის არის სოფლები, ფერმები, ვილები, ვენახები და ა. შ. რომლებიც ძალიან ბევრს გვეტყოდა ამ არეალის იმ მაცხოვრებელთა შესახებ, რომლებიც სარიტუალო ნაგებობებს სტუმრობდნენ. ერთი შეხედვით, ისინი უდაბნოში მდგარ საკათედრო ტაძრებს ჰგავს“, — უთხრა Live Science-ს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიდერლანდების ლაიდენის უნივერსიტეტიდან ტესე სტეკმა.

ჰოლანდიელ მეცნიერთა ჯგუფმა, 2013-2015 წლებში დრონით გადაღებული ფოტოების შედეგად საბოლოოდ მიიღო რეგიონის აერო-ფოტოები. ამის შემდეგ, კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შესძლეს აღედგინათ თუ რა შეიძლება ყოფილიყო მიწისქვეშ. გაირკვა, რომ ტერიტორია მჭიდროდაა დაფარული პოტენციური დასახლებებით და თანაც იმ მასშტაბით, რასაც ისინი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ.

სტრუქტურების ზუსტი დანიშნულების გასარკვევად გათხრებია საჭირო, რასაც არქეოლოგთა ჯგუფი უახლოეს მომავალში გეგმავს. 

გათხრების დაწყებამდე კი, სავარაუდო დასახლება იდუმალებით მოცული რჩება — ვინ ცხოვრობდნენ იქ და რატომ მიატოვეს საკუთარი სახლები?

მკვლევართა აღმოჩენები  Journal of Cultural Heritage-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science -ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენილია 1700 წლის წინ ცუნამის მიერ განადგურებული რომაული ქალაქი
აღმოჩენილია 1700 წლის წინ ცუნამის მიერ განადგურებული რომაული ქალაქი
არქეოლოგებმა წყალქვეშ ნანგრევების ფართო ქ
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა