საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2294

ტიტანზე შესაძლოა არსებობს სიცოცხლის ის ფორმა, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-27 19:36:00

მაშინ, როცა NASA-ს მკვლევრები სატურნის მეთანით დაფარული თანამგზავრის — ტიტანის თავზე არსებული იდუმალი ღრუბლების წარმომავლობის გარკვევას ცდილობენ, სხვები უკვე წლებია ცდილობენ გაარკვიონ რაღაც სრულიად განსხვავებული — არსებობს თუ არა იქ სიცოცხლე? 

სავარაუდოდ, სატურნის გაყინულ მთვარეს ატმოსფეროში საერთოდ არ აქვს ჟანგბადი, მაგრამ ტიტანს მრავალი ისეთი რამ გააჩნია, რაც ზედმეტად მოგვაგონებს ჩვენს მშობლიურ პლანეტას; მათ შორისაა მთათა სისტემები, სითხის სტაბილური ტბორები ზედაპირზე და სქელი, ნისლიანი ატმოსფერო.

„ბევრ ასპექტში, სატურნის უდიდესი მთვარე — ტიტანი ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას იმ სამყაროებს შორის, რაც კი აქამდე აღმოგვიჩენია“, — ამბობს NASA.  

მაგრამ საკმარისია კი ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ტიტანი სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს? სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი ჰიპოთეზა ტიტანის ირგვლივ 2015 წელს გაჩნდა, როდესაც ამერიკელმა ქიმიკოს-ინჟინრებმა შექმნეს ნიმუში, თუ როგორ შეიძლება იყოს სიცოცხლე ტიტანზე და სამყაროს სხვა ადგილებში მეთანზე დამყარებული, ჟანგბადისგან სრულიად თავისუფალი.

დასკვნა: შესაძლოა სიცოცხლე არსებობს, მაგრამ ის არ იქნება არაფერი იმის მსგავსი, რაც აქ, დედამიწაზე არსებობს.

„ჩვენ არ ვართ ბილოგები, არც ასტრონომები, მაგრამ ჩვენ მივაგენით სწორ საშუალებას. შესაძლოა ეს გამოსადეგი იყოს, რადგან ჩვემ წინსწარ არ ვმსჯელობთ რა შეიძლება იყოს მემბრანის შიგნით ან რა შეიძლება არ იყოს. ჩვენ მხოლოდ ვმუშაობთ იმ ელემენტებთან, რომლებიც ვიცით, რომ იქ არის და ვსვამთ კითხვას, თუკი ასეთი პალიტრა გექნებოდათ, რის გაკეთებას შეძლებდით მისგან?“, — აცხადებს კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი პოლეტ კლენსი.

სხვა სიტყვებით, მათ თავი არ შეუზღუდავთ არცერთი უკვე არსებული იდეით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს დედამიწაზე სიცოცხლე.

როგორც წესი, როდესაც პლანეტა ან რომელიმე მთვარე ჰიპოთეზის დონეზე სიცოცხლისთვის ვარგისად მოიაზრება, მეცნიერები გულისხმობენ, რომ მას აქვს საშუალება ხელი შეუწყოს სიცოცხლის იმ ფორმებს, რაც დედამიწაზე არსებობს. ეს არის ნახშირბადზე დამყარებული სიცოცხლე, რომელსაც სუნთქვისთვის ჟანგბადი ესაჭიროება.

„დედამიწაზე, სიცოცხლე ეფუძნება ფოსფოლიპიდურ ორშრიან მემბრანას — ძლიერ, შეღწევად, წყალზე დამყარებულ ბუშტულას, რომლის ყველა უჯრედშიც ორგანული ნივთიერებებია“, — ამბობს მკვლევარი ენ ჯიუ.

„ასეთი მემბრანისგან შედგენილ ბუშტულას ლიპოსომას ვუწოდებთ. აქედან გამომდინარე, ბევრი ასტრონომი დედამიწის მიღმა, ე. წ. საცხოვრებლად ვარგის ზონაში მხოლოდ იმ ადგილებში ეძებს, სადაც წყალი არსებობს“.

შესაბამისად, ისმის კითხვა: იქნებ სიცოცხლე სხვა სამყაროებში, განსაკუთრებით კი ტიტანზე, სრულიად სხვანაირად მუშაობს?

 ამის უკეთ წარმოსაჩენად, ჯგუფმა შექმნა ჰიპოთეტური უჯრედის მემბრანა, რომელსაც აზოტისგან გამომდინარე, „აზოტსომა“ უწოდეს.

ეს აზოტსომა შედგება აზოტის, ნახშირბადისა და წყალბადის  მოლეკულებისგან — ნივთიერებები, რომლებიც ტიტანის ცივ რეგიონებშია აღმოჩენილი. ეს მემბრანა არ ჰგავს არც ერთ სხვას დედამიწაზე არსებულთაგან, თუმცა იჩენს იგივე სტაბილურობასა და მოქნილობას, რასაც ჩვენი ლიპოსომები. 

სპეციალურ ლაბორატორიაში ჯგუფმა ჩაატარა ტესტირება, რათა ენახა ნამდვილად შესძლებდა თუ არა აზოტსომა ტიტანზე ჩამოყალიბებას. ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ გარკვეულ პირობებში, კანდიდატი შემადგენელი ნივთიერებები მემბრანის მსგავს სტრუქტურად შეიკრიბა.  

ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა, რომ მათ შეუძლიათ შექმნან სტაბილური ნაერთი, რომელსაც  აკრილონიტრილი აზოტსომა უწოდეს. მან ზუსტად ისევე იმუშავა, როგორც ფოსფოლიპიდური მემბრანები მუშაობს დედამიწაზე.

ეს ყველაფერი ამჟამად მხოლოდ ჰიპოთეტურია, მაგრამ მკვლევართა ჯგუფმა ყველას აჩვენა, რომ სხვა პლანეტებზე, სიცოცხლე შესაძლოა სრულებით არ ემორჩილებოდეს ზუსტად იმ პრინციპებს, რომლებსაც ის დედამიწაზე მიჰყვება; შესაბამისად, მკვლევრებმა დაუშვეს იმის შესაძლებლობა, არამიწიერი სიცოცხლის ძებნის პროცესში ზედმეტად ვიზღუდავთ თავს. 


ტიტანი

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის აღმოჩენები უდავოდ საინტერესო და მხედველობაში მისაღებია, მათი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად, საუკეთესო გზად მაინც რჩება ნიმუშების აღება ტიტანზე და მათი უფრო ახლოს გამოკვლევა.

კოსმოსური ხოლამდებისა და ხელსაწყოების სწრაფი განვითარება კი ნამდვილად იძლევა იმის იმედს, რომ საბოლოოდ ამოვხსნით ტიტანის მრავალ საიდუმლოს.

ჯგუფის ნაშრომი  Scientific Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Cornell Chronicle-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას
სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას
სატურნის უდიდესი მთვარე — ტიტანი, იდუმალე
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა