საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
675

„თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი წევრის ხუთსაათიანი დაკითხვა ჩანაწერების საქმეზე დასრულდა

თამარ გოგესაშვილი
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2016-10-06 19:00:00

ინტერნეტში გავრცელებული ჩანაწერების საქმეზე, „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი წევრის ვაჟა მორგოშიას ხუთსაათიანი დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე დასრულდა.  

როგორც სუს-ის დატოვების შემდეგ მორგოშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები, რომელიც საგამოძიებო უწყებაში დაუსვეს, იყო „სულელური“. 

თუმცა, მორგოშიას თქმით, მას  ხელი აქვს მოწერილი ჩვენების გაუხმაურებლობაზე და დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„სამწუხაროდ, ჩვენების გაუხმაურებლობაზე ხელი მაქვს მოწერილი და ვერ გავამხელ დეტალებს. კითხვები, რომელსაც ხუთი საათის განმავლობაში მისვამდნენ, იყო სულელური. უნდათ მოგვწყვიტონ საარჩევნო კამპანიას“,- განაცხადა მორგოშიამ.

ამასთან, ვაჟა მორგოშიას ჟურნალისტებმა „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრის, ბესო კალაძის განცხადებებზეც ჰკითხეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობდა.

როგორც ვაჟა მორგოშიამ აღნიშნა, ბესო კალანდაძის განცხადება არის აბსურდული. მისივე თქმით, ის არასდროს შეხვედრია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და არანაირი დესტაბილიზაციის გეგმა არ არსებობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინტერნეტში გავრცელებული ჩანაწერების საქმეზე ამ დრომდე კითხვენ „თავისუფალი ზონის“ კიდევ ერთ წევრ მარიამ ბაშარულს. ასევე, ჩანაწერების საქმეზე, მოწმის სტატუსით  ფეისბუქგვერდის „საქართველოს ერთგულების სახელით“ ერთ- ერთი დამფუძნებელი ილია ნიკოლაიშვილი იკითხება.

ინტერნეტში გავრცელებული ჩანაწერების საქმეზე გამოძიება სსკ-ის 315-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
უკვე ათი საათია, კატალონიის ყოფილი ლიდერი გამოძიებას ჩვენებას აძლევს. კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა ბელ
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე დაკითხეს
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე დაკითხეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დონალდ ტრამ
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განც
წაკითხვა
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს, გაბრიელ ჟესუსს 2017 წელს წაუგებელი სერია აქვს
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს, გაბრიელ ჟესუსს 2017 წელს წაუგებელი სერია აქვს
„მანჩესტერ სიტის“ 20 წლის ფორვარდს, გაბრიელ
წაკითხვა
რა ჩვენება მისცეს ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილის მეზობლებმა სასამართლოს
რა ჩვენება მისცეს ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილის მეზობლებმა სასამართლოს
34 წლის მამაკაცის დაკავების დროს, საპ
წაკითხვა
ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები და მეზობლები დაკითხვაზე იმყოფებიან
ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები და მეზობლები დაკითხვაზე იმყოფებიან
ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები და მეზობლები დაკითხვაზე იმყოფებიან. 
წაკითხვა
მანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დუშეთის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს
მანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დუშეთის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წევრები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძეს მანქანის დაწვის ფაქტთან
წაკითხვა