საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1240

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს ჩვენება ავთანდილ აფციაურმა მისცა

თამარ გოგესაშვილი
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2016-10-07 17:16:00

ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილი მაღალჩინოსნის ავთანდილ აფციაურის განცხადებით, უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია მათ გაურიგდა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, ფორმალურად - ერთი წლით დააკავებდნენ. 

ამის შესახებ აფციაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

აფციაური ერთ-ერთია, ვინც 2006 წელს ამავე საქმეზე სასჯელს იხდიდა. 

სასამართლო პროცესზე აფციაურმა დეტალურად გაიხსენა, თუ რა ვითარებაში მოხდა მათი დაკავება. 

მისი თქმით, კუდ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ მათ უთხრა, რომ ციხეში ერთი წლით უნდა წასულიყვნენ. 

„გვითხრა, დაჯდებით - მე ვერ დავჯდები, მე სხვა ამბიციები მაქვს, დღე-დღეზე მინისტრობას ველოდები, ოჯახზე არ იდარდოთ, პრობლემა არ იქნება, ასი ათასი ჩაგერიცხებათ, ციხეში არაფერი მოგაკლდებათო“- განაცხადა აფციაურმა დღევანდელ პროცესზე. 

აფციაურმა, ასევე აღნიშნა, რომ დათა ახალაიამ ბანკის ვალის დასაფარად მას 12 ათასი დოლარი გადასცა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, მათი დაკავება წინასწარ იყო დადგმული - ხელბორკილები კამერების თანდასწრებით დაადეს.

ასევე, მისი მტკიცებით, დაკავებულები მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაამხნევა. 

მან, ასევე, დაადასტურა, რომ ციხეში ისინი განსაკუთრებულ პირობებში იმყოფებოდნენ და მათ სანახავად ახლობლები ხშირად დადიოდნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების სარჩელზე. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი თიანეთში ხმების ხელახლა გადათვლას ი
წაკითხვა
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
ოთხი პირი დააკავეს სამართალდამცავებმა ქართული მარშის საპროტესო აქციაზე. 
წაკითხვა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიცი
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილ
წაკითხვა
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმა
წაკითხვა
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
წაკითხვა