საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2303

უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გამოქვეყნებულია 2016-10-23 11:40:00

სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ, 24 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ 10 გრადუსამდე იქნება, დასავლეთში კი 15 გრადუსამდე. 

ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსის უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.

ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება 25-26 ოქტომბერს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. 

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში 25 ოქტომბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. თბილისში მოსალოდნელია სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. 

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. 

25 ოქტომბერს ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში წვიმას თოვლი შეცვლის. მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი წამში. ქარის ანალოგიური სიჩქარეა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში. 

26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ნისლი, ზოგან თოვლ-ჭყაპი, მათ შორის თბილისის შემოგარენში. მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი - 20-15 მეტრი წამში. აღმოსავლეთ საქართველოშიც ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში იქნება, ზოგან კი ძლიერი, 17-22 მეტრი წამში.

თბილისში 26 ოქტომბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ტემპერატურას, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერი 10-15 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 2-7 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში 25 ოქტომბერს 5 გრადუსი იქნება, 26-ში კი 2-4 გრადუსი. 

დღეს თბილი და უნალექო უნალექო დასავლეთში. 20-მდე დასავლეთში, აღმოსავლეთში 12. ხვალ თბილისში მცირე წვიმა და ნისლი, დღისით 11 გრადუსი. 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27-დან 29 ოქტომბრამდე გამოიდარებს. ამ პერიოდში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთში კი 15-მდე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გარემოს ეროვნული სააგენტო - ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად
გარემოს ეროვნული სააგენტო - ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად
ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის
წაკითხვა
31 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
31 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
30 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე  საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზო
წაკითხვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დ
წაკითხვა
სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1
წაკითხვა
4 ოქტომბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი
4 ოქტომბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი
2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემ
წაკითხვა
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. 
წაკითხვა
სინოპტიკოსების ცნობით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება
სინოპტიკოსების ცნობით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2
წაკითხვა
თბილისში საღამოს ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
თბილისში საღამოს ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7 სექტემბერს,
წაკითხვა