საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2703

21-22 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, თბილისში კი მოთოვს

გამოქვეყნებულია 2016-11-20 12:29:00

21-22 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი. თოვლი და ნისლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში. 

როგორც საზოგადოებრივს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსის უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, 21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში და დროგამოშვებით, 32 მ/წმ-მდე. 

რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 3-8 გრადუსი სითბო, დღისით 9-14 გრადუსი; მთაში ღამით -3, +2, დღისით +4, +9 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით -8, -3, დღისით -1, +4. 

აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბერს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ასევე ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში. 

აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა ბარში ღამით -1, +4 იქნება, დღისით 0-5; მთაში -8, -3, დღისით 0-5; მაღალ მთაში ღამით -14, -9, ხოლო დღისით -5, 0. 

თბილისში 21 ნოემბერს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, თოვლ-ჭყაპი და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში. რაც შეეხება ტემპერატურას, თბილისში დღეს ღამით +2, ხოლო ხვალ +3. 

22 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 15-20 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი - 28 მ/წმ-მდე; ღამით, დროგამოშვებით, 32 მ/წმ-მდე. 22 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ქარის სიჩქარე, სავარაუდოდ, შემცირდება. 

ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამით 3-8 გრადუსი იქნება, დღისით 11-16; მთაში ღამით -6, -1, დღისით 5-10; მაღალ მთაში ღამით -9, -4, დღისით 0-5. 

აღმოსავლეთ საქართველოში 22 ნოემბერს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან თოვლი და ნისლი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -5, 0 იქნება, ხოლო დღისით 0-5; მთაში ღამით -8, -3, დღისით -1, +4; მაღალ მთაში ღამით -14, -9, დღისით -5, 0. 

თბილისში 22 ნოემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით მცირე თოვლი და ნისლი. ტემპერატურა ღამით -2, დღისით +2. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დიდიე დეშამი ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებს
დიდიე დეშამი ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებს
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მიანიშნა, რომ არ აპირებს ეროვნულ გუნდშ
წაკითხვა
გარემოს ეროვნული სააგენტო - ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად
გარემოს ეროვნული სააგენტო - ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად
ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის
წაკითხვა
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი - ძლიერი ქარის გამო გადადებული მონტენეგრო-ლატვიის მატჩი ფრედ დასრულდა
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი - ძლიერი ქარის გამო გადადებული მონტენეგრო-ლატვიის მატჩი ფრედ დასრულდა
თბილისში 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მე-13 შესარჩევი ჯგუფის მატჩები დასრულდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს მონტენეგ
წაკითხვა
ძლიერი ქარის გამო, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დიღმის ნაცვლად ვაკის სტადიონზე გაიმართება
ძლიერი ქარის გამო, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დიღმის ნაცვლად ვაკის სტადიონზე გაიმართება
თბილისში, 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის
წაკითხვა
თბილისის აეროპორტში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, ყველა რეისი შესრულდება
თბილისის აეროპორტში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, ყველა რეისი შესრულდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაგ
წაკითხვა
სინოპტიკოსები დედაქალაქში ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები დედაქალაქში ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ
დედაქალაქში ამჟამად ძლიერი ქარია. 
წაკითხვა
პოლონეთში ძლიერ ქარის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 16 ადამიანი
პოლონეთში ძლიერ ქარის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 16 ადამიანი
პოლონეთში ძლიერ ქარსა და უამინდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
წაკითხვა
ევროპაში ქარიშხალ „ჰერვარტის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა
ევროპაში ქარიშხალ „ჰერვარტის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა
ევროპაში ქარიშხალ „
წაკითხვა