საზოგადოებრივი
104.5 FM
194275

მარიამ მამადაშვილი საბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებულია

დემეტრე ერგემლიძე
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2016-11-20 19:08:00 განახლებულია 2016-11-20 21:25:00


საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. მან 239 ქულა მოიპოვა.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა სომხეთის წარმომადგენელი, 232 ქულით, ხოლო მესამე ადგილი იტალიამ დაიკავა, 209 ქულით. 

გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. 

მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა.

შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა. პირდაპირ ეთერს დემეტრე ერგემლიძე უძღვებოდა.

საკონკურსო სიმღერაზე "მზეო" მარიამ მამადაშვილთან ერთად კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა. 

ემოციური დასასრული - გამარჯვებული სიმღერა "მზეო" სცენაზე 17-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სომხეთში მძევლად აყვანილი სამი წლის ბავშვი გათავისუფლებულია
სომხეთში მძევლად აყვანილი სამი წლის ბავშვი გათავისუფლებულია
სომხეთში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად მძევლად აყვანილი სამი წლის ბავშვი გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო News.
წაკითხვა
სომხეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღს თავს დაესხა
სომხეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღს თავს დაესხა
სომხეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღს თავს დაესხა. ინციდენტი ქალაქ არმავირში მოხდა. ამჟამად ადგილზე პოლიცია მუშაობს.სომხ
წაკითხვა
ახალი რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის - მთავრობამ სკოლამდელი განათლების სტანდარტები დაამტკიცა
ახალი რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის - მთავრობამ სკოლამდელი განათლების სტანდარტები დაამტკიცა
საბავშვო ბაღებში ახალი რეგულაციები და წეს
წაკითხვა
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის ქალაქ ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღში სპეციალური ჯგუფი იხსნება
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის ქალაქ ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღში სპეციალური ჯგუფი იხსნება
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში პროექტის „საქართველოში აუტიზმის სპექტრის დარღვევები
წაკითხვა
ძიუდოში მსოფლიოს 2017 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული იაპონიის ნაკრებია
ძიუდოში მსოფლიოს 2017 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული იაპონიის ნაკრებია
ძიუდოში მსოფლიოს 2017 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული იაპონიის ნაკრებია. ოთხდღიანი ინდივიდუალური შეჯიბრების შემდეგ, დღეს მედლების კომპლექტი გუნდურ პირვ
წაკითხვა
ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში რვა ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ხუთი ბავშვი
ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში რვა ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ხუთი ბავშვი
რვა ადამიანი მოიწამლა ზესტაფონში, სოფელ &
წაკითხვა
ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ
ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ
ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ.    
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღებაზე მუშაობა მიმდინარეობს
საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღებაზე მუშაობა მიმდინარეობს
პირველი არხი  საბავშვო ევროვიზია 2017-ის ქართველი კონკურსანტის, გრიგოლ ყიფშიძის სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღებაზე მუშაობს. 
წაკითხვა