საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1938

Apollo-ს მისიის ინჟინერი ობამამ აშშ-ის უმაღლესი სამოქალაქო ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-23 21:45:00

Tags:ApolloNASA

47 წლის წინ, Apollo 11-ის მისიის ფარგლებში, ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე. ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა 400 000 ადამიანის დაუღალავი შრომა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ნილ არმსტრონგის, ბაზ ოლდრინისა და მაიკლ კოლინზის უსაფრთხო კოსმოსური ტურნე.

ამ 400 000 ადამიანიდან ერთ-ერთი იყო მარგარეტ ჰამილტონი. 2016 წლის 22 ნოემბერს, პრეზიდენტმა ობამამ ჰამილტონი მშვიდობის საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა Apollo 11-ის წარმატებულ მისიაში შეტანილი წვლილისათვის. 

Apollo-ს კოსმოსური ხომალდის სახელმძღვანელო-სანავიგაციო სისტემის პროგრამის მომზადებისათვის, პირველი კონტრაქტი NASA-მ 1961 წლის აგვისტოში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან გააფორმა. იმ დროისთვის, კომპიუტერის პროგრამისტი ჰამილტონი იქ პროგრამული უზურნველყოფის ინჟინერიის დანაყოფს ხელმძღვანელობდა. კომპიუტერული მეცნიერება იმ სახით, როგორც ჩვენ დღეს ვიცით, იმ დროისთვის ჯერ მხოლოდ ფეხს იდგამდა. ჰამილტონი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაზე იყო პასუხისმგებელი. Apollo 11-ის პროგრამული უზრუნველყოფისადმი მისი სისტემური მიდგომა და მკაცრი ჟინიანობა კრიტიკული აღმოჩნდა მისიის წარმატებისათვის. როგორც ის შენშნავდა, „არ არსებობდა მეორე შანსი და ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცოდით“.

ჰამილტონის მიდგომის ჭეშმარიტება 1969 წლის 20 ივლისს დადასტურდა, როდესაც არმსტრონგისა და ოლდრინის მთვარეზე დაჯდომამდე რამდენიმე წუთით ადრე, პროგრამულმა უზურნველყოფამ უკუაგდო ბრძანება, რომ კომპიუტერის ფრენის პრიორიტეტი რადარის სისტემაზე გადართულიყო. შედეგად, ყველამ შეიტყო, რომ მმართველი კომპიუტერი უგულებელყოფდა ნაკლებ მნიშვნელოვან დავალებებს და მთავარ აქცენტს დამშვებ ძრავზე აკეთებდა. ასტრონავტები მთვარეზე უსაფრთხოდ დაეშვნენ. Apollo-ს მმართველი პროგრამული უზრუნველყოფა იმდენად საღი აღმოჩნდა, რომ Apollo-ს არც ერთ მისიაში არ დაფიქსირებულა არანაირი ხარვეზი. შემდეგ იგი გადაიტანეს Skylab-ში, Space Shuttle-ში. 2003 წელს ჰამილტონს NASA-მ სათანადო პატივი მიაგო და სპეციალური პრიზი გადასცა, რითაც აღიარა მის მიერ შექმნილი ინოვაციების წვლილი Apollo-ს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში. ჯილდო ასევე მოიცავდა უმსხვილეს ფინანსურ პრიზს, რაც კი ოდესმე NASA-ს რომელიმე კონკრეტული პიროვნებისათვის გადაუცია.

ჰამილტონს კიდევ ერთხელ ხვდა წილად საყოველთაო აღიარება, ამჯერად თეთრი სახლის მხრიდან. პრეზიდენტმა ობამამ მას ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო — თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. ეს ჯილდო გადაეცემა ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აშშ-ის უსაფრთხოებისა თუ ეროვნული ინტერესების საქმეში, მსოფლიო მშვიდობაში, მნიშვნელოვან კულტურულ ან სამოქალაქო და კერძო ძალისხმევაში. 



წყარო: nasa.gov


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კო
წაკითხვა
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
NASA-ში ვაკანსიაა. თითქოს ამაში უცნაური ა
წაკითხვა
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
28 ივლისს, მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა. მატერიის გარკვეულმა ნაწილმა კოსმოსში გაქცე
წაკითხვა