საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2545

„მოამბის" ექსკლუზიური ინტერვიუ მაიკლ კარპენტერთან

გიორგი გვიმრაძე
მენეჯმენტი
გამოქვეყნებულია 2016-12-11 19:12:00 განახლებულია 2016-12-11 20:47:00


გ.გ. პირველ რიგში მადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ. პირველ რიგში, საინტერესოა, რომ ახლა, როცა ამერიკაში ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, თქვენ ალბათ უკვე შეხვდით ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თუ შეიძლება გვითხარით, რას უნდა ველოდოთ ახალი ადმინისტრაციისაგან, რამდენად სტაბილურია ამერიკის საგარეო პოლიტიკა თავდაცვის მიმართულებით? 

მ.კ. საქართველოსთან დაკავშირებით ეს ისტორიული შემთხვევაა, როდესაც ორივე პარტიამ ერთხმად დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა თქვენ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესის და რეფორმების მიმართ. 

ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. რვა წლის წინ, როდესაც ბარაკ ობამამ ბუშისგან ადმინისტრაცია გადაიბარა, მაშინ მე ამ პროცესში ვმონაწილეობდი. იქიდან მოყოლებული საქართველოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკა გრძელდება.

ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგივე მოხდება დღესაც. მე არ შემიძლია ვისაუბრო ახალი გუნდის ნაცვლად, რადგან მე პოლიტიკურად დანიშნული პირი ვარ ობამას ადმინისტრაციის მიერ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა უკვე შეხვედრები და ვისაც აქამდე შევხვდი, შემიძლია ვთქვა, რომ მათ კარგად იციან ეს რეგიონი. 

გ.გ. ახლადარჩეული პრეზიდენტი ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ნატო-ს და განსაკუთრებით ევროპელ წევრებს, რადგან ისინი მცირედს ხარჯავენ საკუთარი უსაფრთხოებისათვის. ახლა უკვე მიმდინარეობს დისკუსიები ევროპული უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს ეს ნატო-სთვის. უნდა ველოდოთ ნატო-ს რეფორმას, ან თუნდაც ევროპის ახალ უსაფრთხოების სისტემას, როგორია ნატო-ს მომავალი?

მ.კ. ვფიქრობ, ნატო იქნება ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედი კიდევ მრავალი წლის და ათწლეულის განმავლობაში. ის არის ყველაზე წარმატებული და ძლიერი ალიანსი სამხედრო ალიანსების ისტორიაში. და მოლოდინი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება. მე ვერ განვიხილავ განცხადებებს, რომელიც კეთდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენი დიდი ხანია მოვითხოვთ ჩვენი პარტნიორებისაგან მეტ კონტრიბუციას და თავდაცვის სფეროს მეტ დაფინანსებას. უელსის სამიტზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 28 წევრი ქვეყანა საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დახარჯავს თავდაცვაზე და ამის 20% მიმართული იქნება კომპლექსური აღჭურვილობასა და მოდერნიზაციაზე. ჩვენ მოვითხოვდით ამას ჩვენი პარტნიორებისაგან და ვფიქრობ, ახლადარჩეული პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როდესაც პარტნიორებს მოუწოდებს მეტი დახარჯონ კოლექტიური თავდაცვის აუცილებლობებზე. ასე რომ, ვფიქრობ, განცხადებების ნაწილი სწორია და ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორები უფრო გააქტიურდებიან, რადგან ეს საჭიროა ისე როგორც არასდროს. 

გ.გ. ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა უარს აცხადებს საქართველოსათვის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. ისინი ხაზს უსვამენ, რომ სანამ არ არსებობს უსაფრთხოების რეალური გარანტიები ე.წ. მაპ-ი საქართველოსათვის შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად ასეა და რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს საქართველოსათვის მაპ-ის მინიჭება?

მ.კ. საქართველოსათვის სამოქმედო გეგმის მინიჭების გადაწყვეტილება მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა მიიღოს ბრიუსელში 28 წევრმა ქვეყანამ, თუმცა ამ საკითხზე ახლა არ არის საერთო თანხმობა. ამის მიუხედავად საქართველოს ფლობს ყველა იმ ინსტრუმენტს რაც გააჩნია ნატო-ს და რაც საჭიროა მის ალიანსში გასაწევრიანებლად. ჩემი ვიზიტის ნაწილია ზუსტად, რომ განვიხილოთ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, მათ შორის მინისტრთან არსებითი პაკეტის განხორციელებაში ჩვენი კონტრიბუციის შესაძლებლობები. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ტრენინგები და სხვა ტიპის თავდაცვის სფეროს რეფორმები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა წინ წაიწიოს წევრობისკენ, თუმცა გადაწყვეტილება სამოქმედო გეგმის და გაწევრიანების შესახებ არის სრულიად პოლიტიკური და მას წევრი ქვეყნები მიიღებენ მაშინ, როცა მზად იქნებიან. ამასთან ერთად, არ არსებობს საფუძველი შევაჩეროთ საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმა და გაძლიერება.

გ.გ. როგორც ვიცით, ამერიკის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საქართველოს თავდაცვის სფეროს დახმარება. როგორ ფიქრობთ, ჩვენი თავდაცვის სისტემის რა ნაწილი საჭიროებს თქვენს აუცილებელ მხარდაჭერას?

მ.კ. 2009 წლიდან ჩვენ ვეხმარებოდით საქართველოს, როგორც სამხედრო მოდერნიზაციის მიმართულებით, ისე განლაგების პროგრამით, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვწვრთნით ქართველ სამხედროებს ავღანეთში განლაგებისათვის, სადაც ისინი ეხმარებიან ნატო-ს მისიას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის კონტრიბუციას ამ მისიაში, სადაც ქართველმა სამხედროებმა გამოიჩინეს თავი, როგორც საუკეთესო მებრძოლებმა, რომელთა გვერდითაც ბრძოლა საამაყოა. რასაც ახლა ვაკეთებთ, ეს ეხება ტრენინგის გაძლიერებას უშუალოდ, საკუთარი თავდაცვის უნარის გაძლიერების მიზნით. ამასთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ ხელი შევუწყოთ ინსტიტუციურ რეფორმებსაც რაც უზრუნველყოფს არმიის მზაობასა და უნარიანობის ამაღლებას. 

გ.გ. რა ტიპის საფრთხეებისათვის უნდა იყოს მზად? 

მ.კ. ნებისმიერი არმია უნდა იყოს მზად და შესწევდეს უნარი წინ აღუდგეს ნებისმიერი ტიპის საფრთხეს, ეს იქნება კიბერშეტევა, ასიმეტრიული საფრთხე, თუ თუნდაც სხვა ქვეყნის აგრესია, იმისათვის, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა და უსაფრთხოება ამ რეგიონში. საქართველომ და რეგიონის სხვა ქვეყნებმაც უნდა გააძლიერონ საკუთარი უნარები, რათა არ იყვნენ ადვილად მოწყვლადი, როგორც შეტევის, ისე სხვა ტიპის მანიპულაციების დროს. 

გ.გ. ბევრი ექსპერტი განიხილავს საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის აუცილებლობას, გეგმავთ თუ რა დაეხმაროთ საქართველოს ამ მიმართულებით, ან თუ განიხილავთ ამგვარ შესაძლებლობას?

მ.კ. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულია, რომ საფრანგეთი ეხმარება საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებაში და ამ ინიციატივას ჩვენ მხარს ვუჭერთ. როგორც ალბათ იცით, არსებით პაკეტში გაწერილია სხვადასხვა უნარი, რომლის განვითარებაში მხარდაჭერაც სხვადასხვა წევრმა ქვეყანამ იტვირთა. ამდენად, საფრანგეთმა გამოთქვა სურვილი დაეხმაროს საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემას და იმისათვის, რომ არ მოხდეს ძალისხმევის დუბლირება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ფრანგ პარტნიორებს ამ წამოწყებაში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვეხმარებით საქართველოს სხვა სფეროში, როგორც უკვე ვთქვით, წვრთნის მიმართულებით, ლოგისტიკურად და ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით. 

გ.გ. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილებოდა დღევანდელი შეხვედრების დროს იყო რეგიონალური უსაფრთხოება, შავი ზღვის რეგიონის, კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება. როგორ ფიქროთ, ახალი ადმინისტრაციისათვის მნიშვნელოვანია ეს რეგიონი? განსაკუთრებით მაშინ, როცა კონგრესმა მხარი დაუჭირა ირანისათვის სანქციების ვადის გაგრძელებას. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ რეგინში უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით?

მ.კ. შავი ზღვის რეგიონი მართლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისათვის და ასევე, გლობალური წესრიგისათვის. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს და მოგვიანებით უკრაინის ტერიტორიების ოკუპირება, არღვევს გლობალური წესრიგის უმთავრეს პრინციპებს, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს. 

ამდენად, ეს არ ეხება მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ აზიანებს მთლიანად გლობალურ წესრიგს. არღვევს პრინციპებს, რომლითაც სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობენ. უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოებისათვის და მათ შორის ამერიკისთვის, რომ დაიცვას გლობალური წესრიგი და  დაეხმაროს საქართველოსა და უკრაინას, განახორციელოს ზეწოლა რუსულ აგრესიაზე. ჩვენ ეს უკვე ვიხილეთ და იმედი მაქვს, მომავალი ადმინისტრაცია ამ პოლიტიკის ერთგული იქნება.

გ.გ. თქვენ ახსენეთ გლობალური წესრიგი და რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა განაცხადა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების მცდელობა  ჩავარდა და ახალი მსოფლიო წესრიგის კონსტრუქცია მიმდინარეობს, იქმნება ახალი ბიპოლარული და იქნებ მულტიპოლარული სამყარო. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ობამამ, რუსეთს უწოდა სუპერ სახელმწიფო. როგორ ფიქრობთ ვუბრუნდებით ე. წ. ცივ ომს, თუ სრულიად სხვა კონსტრუქციის მომსწრენი ვართ?

მ.კ. ნუ მიიღებ ყველაფერს, რასაც რუსეთის ლიდერები იტყვიან ღირებულად. რეალობაა, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ერთპოლუსიან სამყაროში და ჩვენ გვაქვს მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი, სადაც თითქმის ყველა სახელმწიფო პატივს სცემს გაერო-ს წესდებას და დაფუძნებისას მიღებულ ძირითად პრინციპებს. ევროპისა და ევრაზიის სახელმწიფოები კი პატივს სცემენ ჰელსინკის აქტს. ერთადერთი სახელმწიფოა რუსეთი. მას შეუძლია რიტორიკით მანიპულაცია და საკითხების თავისკენ გადახრა, თუმცა რეალობაა, რომ ის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც არღვევს საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოს, უკრაინისა და ასევე, მოლდოვის, რაც სრულიად მიუღებელია. ვფიქრობ, იმის მიუხედავად დაემატება თუ არა სანქციები, კონსენსუსი შენარჩუნდება და იქნება მტკიცე იმის შესახებ, რომ გლობალური წესრიგი კვლავაც ემსახურებოდეს საერთაშორისო საზოგადოებას. საკითხი დგას ისე, თუ რამდენად ერთგულნი იქნებიან ევროპელი და მსოფლიო ლიდერები გლობალური წესრიგის მიმართ.

გ.გ. იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა გარკვეულწილად მიაღწია საწადელს უკრაინაში, საქართველოში, ახლო აღმოსავლეთში?

მ.კ. არ ვფიქრობ, რომ რუსეთმა სრულიად მიაღწია დასახულ მიზნებს. თუ ამას ვიწრო სამხედრო პერსპექტივით შევხედავთ, მათ, რა თქმა უნდა, აქვთ გარკვეული სამხედრო მიღწევები საქართველოსა და უკრაინაში, მაგრამ საქართველოს სახით ჩვენ გვყავს ქვეყანა, მზარდი დემოკრატიით, რომელსაც აქვს საკუთარი ეროვნული იდენტობის გამძაფრებული განცდა. 

იგივე ხდება უკრაინაშიც, არასოდეს ყოფილა ამდენი უკრაინელი ასეთი ძლიერი ეროვნული იდენტობის შეგრძნებით, არასდროს უგრძნიათ რუსული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა, როგორც ახლა, უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ამ პერსპექტივით თუ შევხედავთ, რუსეთი დრამატულად დამარცხდა. 

რა თქმა უნდა, მათ აქვთ სამხედრო მიღწევები, აგრძელებენ ტერიტორიების ოკუპირებას აფხაზეთში, ცხინვალში, ყირიმსა და დონბასში. თუმცა, ვნახოთ როგორი ვითარება იქნება 5, 10, 15 წლის შემდეგ, იქნებ უკან მოიხედონ და დაინახონ, რომ ეს იყო სტრატეგიული შეცდომა.

გ.გ. დიდი მადლობა 

მ.კ. დიდი მადლობა

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპის თქმით, იაპონია ამერიკის შე
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა