საზოგადოებრივი
104.5 FM
5309

NASA-მ შესაძლოა მზის ერთ-ერთი უძველესი საიდუმლო ამოხსნა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-12 00:34:00

NASA-ს კოსმოსური ობსერვატორიიდან მიღებული ფოტოები შესაძლოა მეცნიერებს იმ საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმაროს, რომელიც 1940-იანი წლებიდან გამოცანად რჩება: რატომ არის მზის ზედა ატმოსფერო —  კორონა უფრო ცხელი, ვიდრე მისი ხილვადი ზედაპირი? 

საქმე არ ეხება ტემპერატურებს შორის მცირე სხვაობას. მზის ხილვადი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 5 500 გრადუსი ცელსიუსია, თუმცა კორონაში ტემპერატურა 200-500-ჯერ მეტია.

IRIS-ის მისიის მიერ განხორციელებული დაკვირვებების საფუძველზე, NASA-ს მკვლევრები ფიქრობენ, რომ კორონა ნაწილობრივ ცხელდება „სიცხის ბომბების“ მოწყვეტის გამო, რაც განპირობებულია მაგნიტური ველებიდან წამოსული ენერგიის ნაკადის კორონაში გადაჯვარედინებით და ხელახლა დაწყობით.

ამან შესაძლოა პასუხი ასევე გასცეს კითხვას თუ რატომ ცხელდება კორონა ერთდროულად და ერთნაირად, ანდა რატომ იქცევა ასე მისი განცალკევებული ნაწილები, რომლებიც სწრაფად ვრცელდება ზედა ნაწილებისაკენ, რასაც მეცნიერები მას შემდეგ უკირკიტებენ, რაც კორონას ინტენსიური გაცხელება შენიშნეს. 

IRIS-მა ამ ყველაფრის გარკვევა ადვილად შესძლო. მას აქვს უნარი ანალიზი ჩაუტაროს მზის გარდამავალ რეგიონს —  არეალს მზის ზედაპირსა და კორონას შორის. უპრეცედენტო სიზუსტით გაზომა ცხელი გაზის მოძრაობა.

„იმის გამო, რომ IRIS-ს გარდამავალი რეგიონის კვლევა ათჯერ უკეთესად შეუძლია, ვიდრე წინა მისიებს, შესაძლებლობა მოგვეცა გვეხილა ქვედა კორონის მაგნიტურ ველებში ატყორცნილი და კვლავ დაბლა ჩამავალი ცხელი მატერია. ეს კი ემთხვევა ოსლოს უნივერსიტეტის მოდელს, რომლის მიხედვითაც მაგნიტური ხელახლა შეერთება კორონასკენ სიცხის ბომბებს აგზავნის“, —  ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი პაოლა ტესტა. 

მაგნიტური ხელახლა შეერთება, სადაც თავისუფლდება სიცხე და ენერგია, ასევე პასუხისმგებელია სხვა მოვლენებზეც, მაგალითად მზის ალებზე.

IRIS-ი 2013 წელს გაეშვა და მზის ატმოსფეროს გარე ფენებს იკვლევს. მან მეცნიერებს უკვე არაერთი ფასდაუდებელი ინფორმაცია მიაწოდა მზის აქტივობის შესახებ.

წინა წლებში IRIS-ის მიერ გამოგზავნილი ფოტომასალის საფუძველზე მკვლევრები ცდილობდნენ ეპოვათ მზის მინიატურული ალების არსებობის მტკიცებულება. ამ დროს მზე ზედა ატმოსფეროში პლაზმის გაგზავნის გზით ენერგიას გამოყოფს.

 IRIS-ის მიერ გამოგზავნილი მონაცემები დედამიწელებს დაგვეხმარება უკეთ განვსაზღვროთ მზის შტორმების ალბათობა —  მოვლენა, რომელსაც ჩვენი პლანეტისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია, რადგან ამ დროს დედამიწის მაგნიტურ ველს მზიდან გამოტყორცნილი უზარმაზარი ენერგია ეჯახება. 

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ NASA-ს მიერ მომზადებულ ვიდეოში, ინგლისურ ენაზე: 



მომზადებულია science.nasa.gov-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ნემესისი თეორიული ჯუჯა ვარსკვლავია, რომელ
წაკითხვა
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
ქარიშხალ ოფელიას, რომელმაც გუშინ ირლანდიი
წაკითხვა
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
ამერიკელ, იაპონელ და შვეიცარიელ მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო იმ ენერგიის შესაძლო წყაროს, რომელიც
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
დღეს დილით (6 სექტემბერი), მზეზე ორი უძლი
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა