საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2017

რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს საქართველომ სირიაში დაზარალებულ მოსახლეობას - ინტერვიუ გაეროს ელჩთან საქართველოში ბატონ ნილ სკოტთან

გიორგი გვიმრაძე
მენეჯმენტი
გამოქვეყნებულია 2016-12-25 20:35:00


გ.გ. - უპირველესყოვლისა დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო. გაეროს ყავს მონიტორები სირიაში, შესაბამისად თქვენი ორგანიზაცია არის ალბათ ყველაზე მეტად ინფორმირებული მსოფლიოში იქ მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით. შეგიძლიათ გვითხრათ რა ხდება ამჟამად სირიაში, რა პროცესს ვადევნებთ ჩვენ თვალს?

ნ.ს. - ეს არის ფუნდამენტური ჰუმანიტარული კატასტროფა და ჩვენ ამისაგან თავის დაღწევას ვერ ვახერხებთ. არის გარკვეული პროგრესი, როგორც ალბათ იცით, ადგილობრივი დროით 4 საათზე მივიღეთ თანხმობა რომ გაგრძელდეს მოქალაქეების ევაკუაცია. წითელი ჯვრის მონაცემებით, 15 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით დაახლოებით 25 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია რთული პირობების გათვალისწინებით. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით 301 დაჭრილის ევაკუაცია მოხერხდა და უმრავლეს შემთხვევაში მოხერხდა მათი გადაყვანა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენებს დახმარება აღმოუჩინეს თავად სირიაში. ეს ცხადია არის პროგრესი, მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები. 60 ავტობუსი ისევ ბლოკირებულია, სამი ათასი ადამინაი ამ დრომდე ვერ ტოვებს აღმოსავლეთ ალეპოს. ისინი საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფებიან თოვლის და უწყლობის გამო. 

გ.გ. - ანუ ყველა არ არის უსაფრთხოდ? 

ნ.ს. - არა, მიუხედავად ყველაფრისა არა. როგორც უკვე გითხარით ეს არის მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფა. იმის მიუხედავად რომ გვაქსვ გარკვეული გარღვევა, რთული რჩება ვითარება მათშორის დასავლეთ ალეპოშიც. ორი ავტობუსის და ორი სასწრაფო დახმარების ავტომობილის გამოყვანა მოხერხდა გასულ ღამეს, თუმცა 20 ავტობუსი კვლავაც ბლოკირებულია. რაც ახლა ხდება, 21 დეკემბერს მიღებული რეზოლუციის თანახმად, დამასკოს თანხმობით, შესაძლებელი გახდა მონიტორების დაშვება ალეპოში და ეს არ უზრუნველყოფს მხოლოდ დაკვირვებას, ამ დრომდე გაეროს იქ ყოფნა უზრუნველყოფს ადამინებისთვის უსაფრთხოებას. ახლა გაერთიანებული ერები ახარციელებს პროგრამას, რომლის საშუალებითაც იგეგმება მთელი ალეპოს პურით უზრუნველყოფა. უნისეფი უზრუნველყოფს მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას. ასე რომ, მიუხედავად ურთულესი ვითარებისა, ხორცილედება გარკვეული პროგრამები. 

გ.გ. - რამდენად აქვს გაეროს ინსტრუმენტები, რათა მოხდეს ხალხის გადარჩენა არსებულ საფრთხეთაგან და საერთოდაც ამ ჰუმანიტარული კატასტროფის გადასაჭრელად? 

ნ.ს. - როგორც უკვე ვთქვით ადგილზე მონიტორებისა და სხვა სპეციალური სამსახურების შეღწევა არის უმნიშვნელოვანესი და მაშინ ჩვენ შევძლებთ დახმარებას. რეზოლუცია, რომელიც იყო მიღებული არის პირველი ნიშანი იმისა, რომ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება შესაძლებელია. ეს ნიშანია, იმისა, რომ ამ კონფლიქტში ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების და უპირველესყოვლისა ქალებისა და ბავშვების გადარჩენა. თუ ჩვენ შევძლებთ ამგვარი ერთიანობა შევინარჩუნოთ, მაშინ ჰუმანიტარული ამოცანების გადაჭრა შესაძლებელი იქნება. რაც აქამდე პრობლემას წარმოადგენდა. მოდით ახლა ამაზე ავეწყოთ. რეზოლუცია რომელიც მიღებულია წინ გადადგმული ნაბიჯია და მჯერა ევაკუაცია გაგრძელდება და იმედი მაქვს თითოეული მოქალაქე იქნება სამშვიდობოს გაყვანილი. 

გ.გ. - რეზოლუცია რომელიც ახსენეთ, რამდენიმე დღის წინ იქნა ერთხმად მიღებული, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება, მათშორის სირიის შემთხვევაშიც, არ ფიქრობთ, რომ ვდგავართ გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, გადაწყვეტილების მიღების ფორმის, რეფორმის აუცილებლობის წინაშე? 

ნ.ს. - დიახ, ის თუ რა ფორმით მიიღება გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოში ხშირად გამხდარა განსჯის საგანი. უშიშროების საბჭოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის გამოწვევა. თუმცა რეზოლუცია, რომელიც 21 დეკემბერს იქნა მიღებული, ამტკიცებს, რომ გარკვეულ საკითხებზე ერთიანობა არსებობს და გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია. ამას უნდა დავეფუძნოთ და წინსვლა გავაგრძელოთ. ასევე ის, რომ სირიის საკითხზე დისკუსიები განახლდა თებერვალში, ესეც პროგრესია. მეტად მნიშვნელოვანია, არა ის თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილება, არამედ ის თუ როგორ მოვახერხოთ ფუნდამენტურ საკითხებზე მიაღწიოთ ერთიანობას. ვნახოთ შევძლებთ თუ არა ამ მიმართულებით პროგრესს. 

გ.გ. - და უნდა ველოდოთ რაიმე სახის პროგრესს?

ნ.ს. - გარკვეული ძალისხმევა ამ მიმართულებით გაწეულია, არამხოლოდ უშიშროების საბჭოში არამედ ასევე ზოგადად. იმედი უნდა ვიქონიოთ. ყველაფერი დამოკიდებულია მაინც წევრ ქვეყნებზე. მე არ მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ ახლო მომავალში, თუმცა ცხადია მრავალი ადამიანი მოელის ამას. 

გ.გ. - რამდენიმე დღის წინ თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ამ პროცესის თანამონაწილე, რა შეუძლია საქართველოს, რით შეუძლია დაეხმაროს კრიზისის გადაჭრის პროცეს და რატომ უნდა მიიღოს საქართველომ ამ პროცესში მონაწილეობა?

ნ.ს. - წელიწადი სრულდება და ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ოჯახებს, ცოტაოდენ განტვირთვაზე, თუმცა ის რაც ხდება სირიაში, ეს არ ეხება მხოლოდ სირიას, ეს ევროპასაც ეხება. ეს არ არის მხოლოდ სირია . . 

გ.გ. - დიახ ეს ახლო აღმოსავლეთია და მისი გარშემო არსებული სამყარო 

ნ.ს. - დიახ ახლო აღმოსავლეთი და მის გარშემო არსებული სამყარო. იმ ადამიანებს კი, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, ვერ ექნებათ წლის ბედნიერი დასასრული. ეს არის არაჩვეულებრივი, როცა საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ თანაგრძნობას სირიელი ხალხის მიმართ. თავის მხრივ პრემიერ მინისტრმა გამოხატა მზაობა უშუალო მხარდაჭერისა, როგორც ვხვდები გაეროს მეშვეობით, რათა საქართველო დაეხმაროს სირიელ ხალხს და ჩაერთოს ამ ჰუმანიტარულ პროცესში. ასევე რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველმა ლედიმ გამართა შეხვედრა, სადაც საუბარი იყო პრეზიდენტის ოფისის მხრიდან მხარდაჭერაზე. ხაზგასმული იყო სირიელი ბავშვების საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო საკმაოდ აქტიური და პასუხისმგებლობით გამსჭვალული გაეროს წევრი სახელმწიფოა. ის საკმაოდ აქტიურია, როგორც უშიშროების საბჭოს, ასევე გენერალური ასამბლეის დონეზე. საქართველო არის ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცეპრეზიდენტი. და ზოგადად, ის გაეროში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საბოლოოდ კი, უნდა აღინიშნოს საქართველოს მოქალაქეების მზაობა, დაეხმარონ სირიელ ხალხს. 

გ.გ. - შეგვიძლია ჩვენ გამოვხატოთ, ჩვენი მხარდაჭერა ლტოლვილტა მიმართ, შეიძლება მივიღოთ მათი ნაწილი, განიხილავთ ამგვარ შესაძლებლობებს ჩვენს ხელისუფლებასტან?

ნ.ს. - რა თქმა უდნა. ეს არის იმდენად კომპლექსური პრობლემა, რომ აჩენს ძალიან ბევრ შესაძლებლობას გამოხატო მხარდაჭერა, როგორც მიიღო ლტოლვილები, ასევე დაეხმარო იქ მყოფებს პროდუქტით, რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებათ. ასევე შეიძლება პოპულარული ადამიანების ჩართვით, განხორციელდეს ღონიშძიებები კრიტიკულ ვითარებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. მე ასევე ყოველთვის აღნიშნავ, რომ თქვენ, მედია აკეთებთ მნიშვნელოვან საქმეს, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი, როცა ამ თემის აქტუალიზებას უწყობთ ხელს. მართალი გითხრათ, მე ვუყურებ ამ ადმიანებს, არა მხოლოდ ალეპოში, არამედ მთელს სირიაში, ახლო აღმოსავლეთში და ევროპაში, როგორც ამ კონფლიქტის მსხვერპლს და გმადლობთ, რომ საუბრობთ ამაზე. 

გ.გ. - მადლობა თქვენ და ვიდრე დავასრულებდეთ ჩვენს საუბარს მინდა გკითხოთ, თქვენ უკვე შეეხეთ ამ საკითხს და მინდა უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ. რას ნიშნავს ეს კრიზისი დანარჩენი სამყაროსათვის, ჩვენთვის, რა საფრთეებს შეიცავს და გვასწავლა ამ მდგომარეობამ რამე? 

ნ.ს. - დიახ არის ის რაც უნდა ვისწავლოთ. ასეთი ვიტარებისას, ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს არ უნდა განმეორდეს . . . საქართველოსთვის ცხადია, რომ ეს მისი სამეზობლოა. საქართველოს აქვს გეორგრაფიული სიახლოვე ამ რეგიონთან. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ, სტაბილურობა და უსაფრთხოება ამ რეგიონში და საქართველო ასრულებს მნიშვნელოვა როლს ამ თვალსაზრისით. მეორე რაც უნდა გავითვალისწინოთ, დიახ ეს არის კონფლიქტი, მაგრამ ამ კონფლიქტის უკან არის ადამიანის უფლებები, რითაც გამოწვეული მთელი პროცესები ამ რეგიონში. თუ ჩვენ მოვახერხებთ კონსოლიდაციას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის განათლება . . . 

გ.გ. თქვენ გულისხმობთ, იმას რომ ადამინის უფლებები ათწლეულების მანძილზე ირღვეოდა ახლო აღმოსავლეთში?

ნ.ს. - დიახ, ზუსტად. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ადამინის უფლებათა დარღვევა კონფლიქტის დაწყების პირველი ინდიკატორია. ამ კონფლიქტების საწყისში, ხშირ შემთხვევაში ადამინის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებია. მე ვფიქრობ, საქართველო წარმატებით ახერხებს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე განათლების საკითხი. უნდა იყო დარწმუნებული, რომ გყავს განათლებული მოქალაქეები და შენს ახალ თაობას აქვს შესაძლებლობა მიიღოს ის განათლება, რომელიც მას ესაჭიროება. ეს არის საკითხები, რომელსაც შეუძლია კონფლიქტების პრევენცია. 

გ.გ. - როგორ ფიქრობთ, მსოფლიო ზრუნავს ამ პრობლემების მოგვარებას, რომელიც თქვენ ცამოთვალეთ, ადამინის უფლებების დაცვა, განათლება, ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში?

ნ.ს. - ვფიქრობ რომ იმან რაც ახლა ხდება ახლო აღმოსავლეთში ეს საკითხები უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ადამინები შეაწუხა კიტხვამ, რატომ ხდება ეს ყველაფერი. დიახ, ვფიქრობ, რომ ადამინის უფლებების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი. გასულ წელს, ნიუ იორკში ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა განვითრების არსებით მიზნებზე. შეთანხმდნენ, რომ თუ მოვახერხებთ ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიც არის განათლება, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და ა.შ. ეს იქნება ბაზისი ჰარმონიისათვის და კონფლიქტების თავიდა ასაცილებლად. და ვფიქრობ, ამას ყველა აცნობიერებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, როცა მსგავს პორბლემას წავაწყდებით, რომ ეს აღარ უნდა განმეორედეს, თუმცა რას ვაკეთებთ ამისთვის?! ამდენად, ვფიქრობ ამ ფორმით ჩვენ უნდა შევქმნათ საფუძველი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ვფიქრობ ამ თვალსაზრისით საქართველოს აქვს საამაყო. ის კარგად ხედავს ადამინის უფლებათა დაცვის მნიშვნელობას, განვითარების მნიშვნელობას და იმედია განათლების რეფორმაც წარმატებული იქნება. 

გ.გ. დიდი მადლობა 

ნ.ს. - მადლობა თქვენც.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სირიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
სირიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
სირიაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. 
წაკითხვა
სირიაში ტერაქტს დევნილები ემსხვერპლნენ
სირიაში ტერაქტს დევნილები ემსხვერპლნენ
სირიაში ტერაქტს დევნილები ემსხვერპლნენ. დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი. როგორ "ფრანს პრესი" იტყობინება, პროვინცია
წაკითხვა
სირიის ეროვნული თავდაცვის ძალების რიგებში მოხალისე ქალები ჩაეწერნენ - რატომ ეშინიათ ჯიჰადისტებს ქალი მებრძოლების 
სირიის ეროვნული თავდაცვის ძალების რიგებში მოხალისე ქალები ჩაეწერნენ - რატომ ეშინიათ ჯიჰადისტებს ქალი მებრძოლების 
სირიაში თვითგამოცხადებული "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა
წაკითხვა
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგ
წაკითხვა
საქართველოში საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან
საქართველოში საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსა
წაკითხვა
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
სირიის სამთავრო მედია - სირიის სამთავრობო არმიამ მოკავშირეებთან ერთად ქალაქი დეირ ეზ-ზორი ჯიჰადისტების კონტროლისგან მთლიანად გაათავისუფლა
სირიის სამთავრო მედია - სირიის სამთავრობო არმიამ მოკავშირეებთან ერთად ქალაქი დეირ ეზ-ზორი ჯიჰადისტების კონტროლისგან მთლიანად გაათავისუფლა
სირიის სამთავრობო არმიამ მოკავშირეებთან ე
წაკითხვა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დ
წაკითხვა