საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2980

თავდასხმა სტამბოლის ღამის კლუბზე

გიორგი გვიმრაძე
მენეჯმენტი
გამოქვეყნებულია 2017-01-01 19:43:00

სტამბოლში მომხდარი თავდასხმის შესახებ ჯერ ყველაფერი ცნობილი არ არის. ამ დროისთვის, 39 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 15-16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. უკანასკნელი ცნობით, სამოცდაათამდე ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. ფაქტს უკვე მიენიჭა ტერორისტული აქტის სტატუსი. ამ დრომდე პოლიცია ეძებს ერთ პირს, თუმცა თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი მარტო არ იყო. თავდასხმა მოხდა სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღამის კლუბში ადგილობრივი დროით 01:30 საათზე. კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ახალი წლის დადგომას ზეიმობდნენ. როგორც თვითმხილველები აღნიშნავდნენ, თავდამსხმელი (ან თავდამსხმელები), როგორც ისინი ამბობენ, არაბულად საუბრობდა. იგი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და მჭიდროდ მდგომ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი. ვიდრე კლუბში შევიდოდა, შესასვლელში ორი ადამიანი, მათგან ერთი პოლიციელი მოკლა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა საკუთარ თავზე დაეშმა, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა ეს ჯერ კიდევ დაუდასტურებელია. თავდაპირველად ითქვა, რომ თავდამსხმელი სანტა კლაუსის ფორმაში იყო გამოწყობილი. მოგვიანებით, გავრცელდა გარესათვალთვალო კამერის კადრები, სადაც თავდამსხმელს შავი ტანისამოსი აცვია. მას შემდეგ კიდევ ერთი, როგორც ითქვა, კლუბში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გახდა საჯარო, სადაც მამაკაცის ტანისამოსი, ნამდვილად წააგავს სანტა კლაუსისას. თუმცა, ეს ინფორმაცია ახლა უკვე გამომძიებლებისთვისაა საინტერესო, ჩვენ კი ალბათ სხვა რამ უნდა გვაინტერესებდეს. 


რატომ დაეში?


გასული ორი წლის განმავლობაში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, რომლის არაბული აბრევიატურაც დაეშია (ალდაულათ ალისლამიათ ფილ ირაყი ვუალ შამ - ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფო), საკუთარი აქტივობითა და ბრუტალობით საერთაშორისო ასპარეზზე ჩაანაცვალა მისი წინამორბედი და ახლა უკვე კონკურენტი ალ-ყაიდა. ორგანიზაცია 2004 წლიდან მოქმედებს ერაყის ტერიტორიაზე და საკუთარ თავს ხსენებული ალ-ყაიდას ფილიალად მოიხსენიებდა 2014 წლამდე. 2013 წლიდან იგი აქტიურად ჩაერთო სირიის კონფლიქტში და სახელიც, ერაყისა და შამის, იგივე ლევანტეს ისლამური სახელმწიფო მაშინ დაირქვა (მანამდე ერაყის ისლამური სახელმწიფოს სახელით იყო ცნობილი). 2014 წელს დაუპირისპირდა ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაციას, დასდო მას ბრალი უმოქმედობაში, დაიკავა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული (დეკემბერში ერაყის არმიამ ორწელიწადნახევარზე მეტი დროის შემდეგ მოსულიზე კონტროლი აღადგინა) და სახელწოდებაც შეცვალა. ამჟამად იგი საკუთარ თავს სახალიფოს, იგივე ისლამურ სახელმწიფოს, ხოლო საკუთარ ლიდერს, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის, ხალიფას უწოდებს (ამ უკანასკნელის გარდაცვალების შესახებ არაერთი დაუდასტურებელი ცნობა არსებობს, აღსანიშნავია, რომ იგი არ გამოირჩევა საჯარო გამოსვლებით). 

გააქტიურებისთანავე გახდა ცნობილი თურქეთის ნეგატიური პოზიცია საკუთარ საზღვრებზე, ბრუტალურად მოქმედი ორგანიზაციის მიმართ და ასევე ორგანიზაცია დაემუქრა თურქეთს, რომ თუ დაეშის წინააღმდეგ გაილაშქრებდა, “საკადრის” პასუხს მიიღებდა. 

პირველ წელიწადს ორგანიზაცია არ გამოირჩეოდა ერაყისა და სირიის ფარგლებს გარეთ აქტიურობით და მის საერთაშორისოობის სტატუსს მხოლოდ ის გამოხატავდა, რომ მის რიგებში საბრძოლველად მსაფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოემართებოდნენ მებრძოლები. რამდენიმე ასეული ადამიანი ჩავიდა ლევანტეში “სახალიფოს” მხარეს საბრძოლველად ევროპიდან და ამერიკიდან. ე.ს. ისლამური სახელმწიფო, თითქმის მთელი 2014 წლის განმავლობაში განაგრძობდა ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე ახალ-ახალი ქალაქებისა და სოფლების დაპყრობას. მოქმედებდა, როგორც არაფორმალური სახელმწიფო. თუმცა უკვე მაშინ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ აუცილებლად შეცვლიდა ტაქტიკას, როგორც კი გეოგრაფიული გაფართოების შესაძლებლობა შეეზღუდებოდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე ხმაურიანი ტერაქტი განახორციელა ევროპის ტერიტორიაზე, მაგ. პარიზში, ბრიუსელსა და თურქეთში. თუ ახალი წლის სტამბოლის თავდასხმა მათ უკავშირდება, ეს იქნება პარიზის თავდასხმის განმეორება, სადაც მსგავსად ბატაკლანისა, თავდასხმა ღამის კლუბზე განხორციელდა. ზოგადად ხელწერა საკმაოდ გავს დაეშისას. იგი ამ ორი წლის განმავლობაში თავს დაესხა აეროპორტებს, საფეხბურთო სტადიონებს, ღამის კლუბებს, საახალწლო და საშობაო ბაზრობებს, ანუ ადგილებს, სადაც ადამიანები საზეიმოდ და გასართობად იკრიბებიან, სადაც სამოქალაქოთა შორის დიდი მსხვერპლია მოსალოდნელი ადამიანთა მასობრივი თავშეყრიდან გამომდინარე. 

თურქეთში 1984 წლიდან თავდასხმებით, მეორე გასამხედროებული ორგანიზაციაც გამოირჩევა, ქურთისტანის მშრომელთა პარტია, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო გასულ წელს, თუმცა როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ის, როგორც წესი, თავდასხმებს ახორცილებს ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ და საკმაოდ იშვიათად წარმოადგენენ მის პირდაპირ სამიზნეს სამოქალაქო პირები. 


რატომ თურქეთი? 


როგორც უკვე ვთქვით, თურქეთი თავიდანვე დაუპირისპირდა დაეშს და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა სამხედრო ძალით ჩართულიყო კონფლიქტში, ამჟამად თითქმის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც სრულიად ფორმალურად, სახმელეთო არმიით იბრძვის დაეშის წინააღმდეგ სირიის ტერიტორიაზე და ამით ეხმარება ე.წ. სირიის ოპოზიციას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ ხშირად თურქეთს აკრიტიკებდნენ დაეშის წინააღმდეგ უმოქმედობაში, სამაგიეროდ კი ამერიკელები მას უწუნებდნენ ქურთების წინააღმდეგ წარმართულ ქმედებებს.

ამასთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტია და მისი სეკულარული ხასიათის მიუხედავად, მაინც მუსლიმურ სახელმწიფოდ უნდა მოვიხსენიოთ, რაც მოღალატეობის ტოლფასია დაეშისათვის, ე.წ. სუნიტური რადიკალური დაჯგუფებისათვის, რომელიც გამოირჩევა შურისძიებით.

მნიშვნელოვანია, ასევე, რომ თურქეთი, რუსეთთან ერთად ცდილობს ახლა მოაწესრიგოს სირიაში არსებული ვითარება და როგორც ზოგი ანალიტიკოსი აღნიშნავს, გაინაწილოს კონტროლის სივრცე, რაც სავარაუდოდ, იმ ტერიტორიას უნდა მოიცავდეს, რომელსაც ამჟამად დაეში ფლობს. 


რატომ ახალ წელს?


გაცილებით მარტივი პასუხია.

დღესასწაულებზე მასობრივად თავშეყრილი ადამიანები საკმაოდ სახარბიელო სამიზნეა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სპეცსამსახურებმა, ბოლო დღეების განმავლობაში მოახერხეს 8 ადამიანის ნეიტრალიზება, რომლებიც გეგმავდნენ თავდასხმებს ახალი წლის დღეებში, თუმცა ცხადია, ყველა ფაქტის ნეიტრალიზება არ არის მარტივი და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღინიშნა, ქალაქის უსაფრთხოებას 17 000 პოლიციელი იცავდა, ეს არის შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანს, შეუძლია, მრავალი უდანაშაულოს სიცოცხლე შეიწიროს. 

ახალი წელი და ზოგადად, დღესასწაული, რომელსაც ყველა აღნიშნავს, ასევე არაჩვეულებრივი დროა დაანახო ადამიანებს, რომ ისინი დაუცველები არიან და მათ საზეიმოდ არ აქვთ საქმე, რომ თავდასხმის განმახორცილებელი მზად არის, ყველა თქვენი თავშეყრა და ზეიმი ჩაშალოს, დაუპირისპირდეს ყველა ღირებულებას და ტრადიციას, რაც აქამდე გაქვთ, გარდა იმ ჩვეულებებისა, რომელსაც თავად ქადაგებს. მით უმეტეს, რომ მუსლიმები, დაეშის გაგებით, ურჯულოთა დღესასწაულს არ უნდა აღნიშნავდნენ. 


რას უნდა ველოდოთ?


სავარაუდოდ, თავდამსხმელს იპოვნიან, ისიც სავარაუდოა, რომ წინააღმდეგობას გაუწევს და მისი ლიკვიდაცია მოუწევთ, ანუ კვლავაც ვერ დავკითხავთ, ვერ გავიგებთ მოტივაციას, უშუალო დამკვეთს, დაგეგმვის დეტალებს, თავდამსხმელის კავშირებს და ა.შ. 

მიუხედავად იმისა, რომ გავაძლიერებთ უსაფრთხოების ნორმებს, განსაკუთრებით კი სადღესასწაულო პერიოდში, ყველა თავდასხმის თავიდან აცილებას ვერ შევძლებთ. 

ცხადია, ეს ბრძოლა გაგრძელდება. ახლო აღმოსავლეთში ომი, ინტერესთა სიმრავლისა და მათი კონფლიქტურობის გათვალისწინებით, რაც ხელს უშლის დიდ სახელმწიფოებს შეთანხმებულად დაუპირისპირდნენ დაეშს, გაგრძელდება, თუმცა გაგრძელდება ცხოვრებაც ამის პარალელურად. ჩვენ ისევ ვიზეიმებთ და შევიკრიბებით, ვიტირებთ და გაგვიხარდება, მაგრამ, ცხადია, საბოლოო ჯამში არ შეგვეშინდება. იქნებ ერთ დღეს შევძლოთ და დავამარცხოთ ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და ცენტრალურ აზიაში ისლამის სახელით ბობოქრობს და პირველ რიგში, თავად მუსლიმთა სიცოცხლეს იწირავს. ასევე, არ იქნებოდა ურიგო, სირიის კონფლიქტს, თუ სამოქალაქოს სტატუსს მოვაშორებთ და ვაღიარებთ, რომ ეს საერთაშორისო კონფლიქტია. ზოგადად, დაშვებული შეცდომების აღიარება, საუკეთესო შესაძლებლობაა, კონფლიქტის მოსაგვარებლად და ასევე არაჩვეულებრივი საშუალებაა მათი პრევენციისათვის. 

სტატიის ავტორი: გიორგი გვიმრაძე

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკის შიიტური მეჩეთის სიახლოვეს ორი თვითმკვლელ
წაკითხვა
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში ეკლესიაზე თავდასხმას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის კომისრის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ამ დროისათვის არსებული მონაცემ
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
სოფელ ჭითაწყართან მომხდარი კიდევ ერთი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
სოფელ ჭითაწყართან მომხდარი კიდევ ერთი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზ
წაკითხვა
სოფელ ჭითაწყარში ავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა
სოფელ ჭითაწყარში ავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტანონ
დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტანონ
დონალდ ტრამპი ნიუ იორ
წაკითხვა