საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3009

სამყაროში 2 ტრილიონი გალაქტიკაა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-19 23:29:00

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ნოტინგჰემის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორის, კრისტოფერ კონსელისის ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ სამყარო მინიმუმ 2 ტრილიონ გალაქტიკას შეიცავს — ათჯერ უფრო მეტს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ჯგუფის კვლევა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა. 

ასტრონომები უკვე დიდი ხანია ცდილობენ განსაზღვრონ თუ რამდენი გალაქტიკაა დაკვირვებად სამყაროში — კოსმოსის იმ ნაწილში, რომლის შორეული ობიექტებიდანაც შუქი ჩვენამდე აღწევს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიდან მიღებული ფოტოების საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სამყაროს ის ნაწილი, რომლის დანახვაც ჩვენ შეგვიძლია, 100-200 მილიარდ გალაქტიკას შეიცავდა. ამჟამინდელი ასტრონომიული ტექნოლოგიები შესაძლებლობას გვაძლევს შევისწავლოთ ამ გალაქტიკათა მხოლოდ 10%, დანარჩენი 90% კი მხოლოდ უკეთესი და მოწინავე ტელესკოპების საშუალებით გამოჩნდება, რომლებზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს.  

პროფესორ  კონსელისის კვლევა 15-წლიანი შრომის კულმინაციას წარმოადგენს, რომელიც კვლევითი გრანტის ფარგლებში სამეფო ასტრონომიულმა საზოგადოებამ ნაწილობრივ დაუფინანსა აარონ უილკინსონს. აარონი ამჟამად ნოტინგჰემის უნივერსიტეტის დოქტორანტია; მან დაიწყო გალაქტიკათა დათვლის ძირითადი ანალიზები — შრომა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის დასაწყებად.  

პროფესორ კონსელისის ჯგუფმა მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ტელესკოპიდან მიღებული ღრმა კოსმოსის ფოტოები, ძირითადად კი ჰაბლის სურათები, 3D რუკის ფორმატში გადაიყვანა, რამაც მკვლევრებს საშუალება მისცა დაეანგარიშებინათ გალაქტიკათა სიმჭიდროვე, ისევე როგორც კოსმოსის პატარა რეგიონების მოცულობა. ამ გულმოდგინე შრომის შედეგად, ჯგუფმა გამოთვალა თუ რამდენი გალაქტიკა რჩებოდა ჩვენი მხედველობის მიღმა.

კვლევის შედეგები ეფუძნება დაკვირვებად გალაქტიკათა რაოდენობის განსაზღვრას სხვადასხვა ეპოქაში, დროის სხვადასხვა შუალედში — სამყაროს მთელი ისტორიის მანძილზე. როდესაც კონსელისის ჯგუფმა განიხილა თუ რამდენი გალაქტიკა არსებობდა მოცემულ ეპოქაში, მათ შენიშნეს, რომ ადრეულ ეპოქებში ბევრად მეტი გალაქტიკა არსებობდა. 

როგორც ჩანს, როდესაც სამყარო მხოლოდ რამდენიმე მილიარდი წლის იყო, კოსმოსის მოცემულ მოცულობაში დღეს არსებულზე ათჯერ მეტი გალაქტიკა იყო. ამ გალაქტიკათა დიდი ნაწილი დაბალმასიანი სისტემები იყო, დაახლოებით იმ თანამგზავრ გალაქტიკათა მსგავსი, რომლებიც ირმის ნახტომს უვლიან გარს.

„ეს ყველაფერი ძალიან გასაკვირია, რადგან როგორც ვიცოდით, დიდი აფეთქების შემდეგ, 13,7 მილიარდ წლიანი კოსმოსური ევოლუციის განმავლობაში, გალაქტიკები გაიზარდნენ ახალი ვარსკვლავების წარმოქმნისა და ერთმანეთთან შერწყმის გზით. წარსულში არსებულ უფრო მეტ გალაქტიკათა პოვნა იმაზე მიუთითებს, რომ უნდა მომხდარიყო მასიური ევოლუცია, რომელმაც სისტემათა შერწყმის გზით მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა“, — ამბობს კონსელისი. 

„ჩვენ გვაკლია გალაქტიკათა დიდი უმრავლესობა, რადგან ისინი ძალიან მკრთალები არიან და შორს მდებარეობენ. სამყაროში არსებულ გალაქტიკათა რაოდენობა ასტრონომიის ფუნდამენტური კითხვაა. გონებას აშინებს იმის აღქმა, რომ გალაქტიკათა 90% ჯერ კიდევ შეუსწავლელია. იცის ვინმემ, რა საინტერესო მახასიათებლები შეიძლება აღმოვაჩინოთ შემდგომი თაობის ტელესკოპებით ამ გალაქტიკების შესწავლისას?“, — აღნიშნავს კონსელისი.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
ასტრონომებმა დედამიწიდან 4 მილიარდი სინათ
წაკითხვა