საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1605

ექსკლუზივი: როგორი იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და როგორ უყურებს ჯანი ბუკიკიო ხშირ ცვლილებებს საქართველოს მთავარ კანონში

გიორგი გვიმრაძე
მენეჯმენტი
გამოქვეყნებულია 2017-01-22 20:40:00


კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე, საარჩევნო კანონმდებლობასა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე თბილისში ვიზიტით მყოფი ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო “მოამბესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. 


გ.გ. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დღეს თქვენ გამართეთ შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან. განიხილეთ მრავალი საკითხი, თუმცა მთავარი მაინც კონსტიტუციის გადახედვის საკითხია. 1995 წლიდან ჩვენ არაერთი ცვლილება განვახორციელეთ კონსტიტუციაში, მათი დიდი ნაწილი პოლიტიკური და რიგ შემთხვევებში პერსონალური ინტერესებით იყო ნაკარნახევი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციის უფრო ფუნდამეტური გააზრება, როგორც ჩვენი დამფუძნებელი დოკუმენტისა, ჩვენს დამოკიდებულებას ვგულისხმობ. ხომ არ თვლით, რომ საჭიროა უფრო ფართო სამოქალაქო თანხმობა კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების გარშემო? 

ჯ.ბ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ 1995 წლიდან, როცა კონსტიტუცია იქნა მიღებული, მასში შევიდა მრავალი ცვლილება. ეს არის, პირველი მიზეზი, რის გამოც კონსტიტუციის ახლანდელი ცვლილება არ არის გარდაუვალი აუცილებლობა. მეორე მიზიეზი არის ის, რომ 1993 წლიდან ვენეციის კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან კონსტიტუციის რეფორმის საკითხებზე და მე თავად კარგად მახსოვს, როდესაც პირველად ვიყავი საქართველოში 93 წელს, დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, საკონსტიტუციო საბჭოს მიერ წარმოადგენილი იყო კონსტიტუციის პირველი პროექტი. მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ბევრი მიმართულებით და განსაკუთრებით კონსტიტუციის რეფორმის საკითხებზე. ამ ორი გარემოებით, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კარგი დოკუმენტია, მაგრამ არ არის საუკეთესო. განსაკუთრებით 2010 წლის ცვლილებების შემდეგ, ვენეციის კომისიამ შეიმუშავა კომენტარები, სადაც ის მიესალმა იმ ფაქტს, როცა ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან, გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე, თუმცა არის რა თქმა უნდა ადგილები კონსტიტუციაში, რომლებიც შესაძლებელია იყოს უკეთესი. სამწუხაროდ წინა მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივა უსუფაშვილის თავჯდომარეობით შექმნილი კომისიის ფარგლებში ჩავარდა. ახლა, პარლამენტის ტავმჯდომარე და ასევე სხვა დაინტერესებული ჯგუფები, განწყობილნი არიან დაიხვეწოს კონსტიტუცია, ჩვენც ასევე მოწადინებული ვართ და მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ამ მიზნით.

გ.გ. რატომ გეკითხებით უფრო ფართო შეთანხმების თაობაზე, რადგან იქნებ ფართო, სამოქალაქო შეთანხმება კონსტიტუციის ძირითად პრინციპებზე არის შესაძლებლობა, მომავალში როცა კიდევ ერთხელ შევცვლით ხელისუფლებას, ისევ არ დადგეს კონსტიტუციის ცვლილების საკითხი?

ჯ.ბ. კონსტიტუცია, რომელიც არის ქვეყნის მთავარი კანონი, არ არის პერანგი, რომელსაც გამოიცვლი, როცა მოგინდება, თუმცა როდესაც აუცილებელია, როდესაც ეს წარმოადგენს საზოგადოების დაკვეთას - და ითვალისწინებს საზოგადოების ევოლუციას, მაშინ შესაძლებელია და უნდა შეცვალო კიდეც კონსტიტუცია. მე არ დაუკავშირებდი დაგეგმილ ცვლილებებს ხელისუფლების ცვლილებას, მეტიც მე მინდა აღვნიშნო, რომ მხარს უჭერ კონსტიტუციის გადახედვას, რადგან ეს არის შესაძლოებლობა მივიღოთ უკეთესი კონსტიტუცია, რომელიც ასევე უპასუხებს ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს.

გ.გ. განიხილეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან დღეს გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული ცვლიელებები? 

ჯ.ბ. პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ. შემიძლია გითხრათ, ჩვენ ვთანხმდებით, რომ არის მიმართულებები, რომელიც საჭიროებს დახვეწას. მაგალითისათვის, ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა, პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი, სასამართლო სისიტემის დამოუკიდებლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის დახვეწა, უკეთესი ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის და კომპეტენციების გამიჯვნა პრეზიდენტს, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, რადგან ახლა ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი გვაქვს. ასე რომ, არსებობს საფუძველი პოზიტიური ხასიათის ცვლილებებისათვის. რაც მთავარია, მაქვს განცდა დღევანდელი შეხვედრების შემდეგ, რომ შესაძლებელია კონსენსუსი კონსტიტუციის რეფორმის საკითხზე. პრეზიდენტმა, სახელმწიფოს მეთაურმა, განაცხადა და მე ამას სრულიად ვეთანხმები, რომ ის, რაც დღეს საქართველოს აქვს გასაკეთებელიეს არის მექანიზმის საბოლოო გამართვის საკითხი. 

გ.გ. ანუ თქვენ ასევე იმედი გაქვთ, რომ თქვენი რეკომენდაციებიც იქნება გათვალისწინებული? 

ჯ.ბ. დიახ და მეტიც, პირველად მოხდა, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის თანხმობით განაცხადა, რომ არცერთი ცვლილება არ მიიღება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე. მან იცის და ქვეყნის მოსახლეობისათვისაც ცნობილია, ჩვენ აქ უკვე კარგად გვიცნობენ, რომ ვენეციის კომისია ეს არის პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანო და ჩვენი მიზანია, რომ ამ ქვეყანას, რომელიც მე ძალიან მიყვარს და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სამშობლოში, ქონდეს ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებებით. 

გ.გ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტიურად განხილვადი საკითხია საარჩევნო კანონმდებლობა, რომელზეც ოპოზიცია ჯერ კიდევ არჩევნებამდე აპელირებდა, ვგულისხმობ მაჟორიტარული სისტემის და პროპორციული სისტემის საკითხებს, განიხილეთ ეს თემა დღეს შეხვედრებზე?

ჯ.ბ. ჩვენ ყველა შეხვედრაზე შევეხეთ ამ საკითხს და ჩემი აზრია, რაც ვენეციის კომისიის პოზიციასაც გამოხატავს, ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები და გამოვხატეთ ჩვენი სიმპატია რეგიონალური პორპორციული სისტემის მიმართ. არსებული სისტემა წარმოშობს ძალიან ძლიერ უმრავლესობას, რაც ცხადია ლეგიტიმურია, რადგან ხალხი გამოხატავს საკუთარ პოზიციას არსებული სისტემის შესაბამისად, ხოლო ერთი კონკრეტული პარტია, ან კოალიცია მოიპოვებს ადგილების უმრავლესობას პარლამენტში.

გ.გ. ზოგჯერ საკონსტიტუციო უმრავლესობასაც კი.

ჯ.ბ. ზოგ შემთხვევაში მეტსაც. არჩევნები ამ ქვეყანაში არის სამართლიანი და თავისუფალი, რაც მინდა მიულოცო ქართველ ხალხს, და შესაბამისად შედეგიც ლეგიტიმურია, თუმცა ვფიქრობ ძალიან მძლავრი უმრავლესობა არ არის კარგი. ის შეიძლება იყოს კარგი გარკვეულ ვითარებაში, თუმცა არასოდეს იცი რა შეიძლება მოხდეს მომავალში. თუნდაც გამარჯვებული პარტიისათვის, დღეს თუ მოიგე, ხვალ შეიძლება წააგო. ამდენად მეტად დაბალანსებული საარჩევნო სისტემა, იქნება უკეთესი. 

გ.გ. თქვენ ალბათ განიხილეთ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას სასამართლო სისიტემის რეფორმა, ე.წ. რეფრომის მესამე ტალღა. ეს როფორმა ამ ეტაპზე შეყოვნებულია. რა არის ამ მიმართულებით, თქვენი რეკომენდაცია? 

ჯ.ბ. ჩვენ განვიხილეთ ეს რეფორმა იუსტიციის მინისტრთან და გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა მოსამართლეთა მეტი თავისუფლების მიმართ, 

გ.გ. და ასევე ეფექტურობის გაზრდის საკითხებზეც?

ჯ.ბ. დიახ ზუსტად, და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის გაუმჯობესების მიმართ. პრეზიდენტიც ამას მხარს უჭერს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოების ნდობა სასამართლო სისიტემის მიმართ გაიზრდება. 

გ.გ. დიდი მადლობა 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა