საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2087

რუსთაველზე მომხდარი ავარიის შესახებ, შსს განცხადებას ავრცელებს

შალვა ჯოხაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-27 13:56:00

თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხა.

„მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდეს კანონის შესაბამისი ღონისძიებები.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლს, მომხდართან დაკავშირებით ისინი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ.

საზოგადოების ინფორმირებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ აღნიშნული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ დაჩი ფელდმანის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებ
წაკითხვა
ციხისძირთან, საქორწინო ესკორტი ავარიაში მოყვა
ციხისძირთან, საქორწინო ესკორტი ავარიაში მოყვა
ციხისძირის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვე
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა