საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1542

ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ზედა ნაწილი ჩამოიშალა

თეონა ხუბულავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-01-30 09:52:00 განახლებულია 2017-01-30 10:06:00

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის შენობის ზედა ნაწილი ჩამოიშალა.

ამის შესახებ ადგილიდან „მოამბის„ კორესპონდენტი იუწყება.

მისივე ინფორმაციით, ნანგრევებში ერთი მეხანძრე მოყვა, თუმცა არ დაზარალებულა, მან საკუთარი ფეხით შეძლო ნანგრევებიდან გამოსვლა.

დაზარალებულებმა სავაჭრო ცენტრიდან საკუთარი ნივთების გამოტანა ცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შენობის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ არ მისცეს.

ხანძარი სრულად ლოკალიზებული ამ დრომდე არ არის.

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად, სრულადაა დამწვარი სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე საწყობები. 

ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადა ცეცხლს უკვე რამდენიმე საათია ებრძვის. 

ადგილზე შეკრებილები არიან დაზარალებული მოვაჭრეები. ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. 

ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა თბილისის მერი. დავით ნარმანია დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა. 

ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა